პროდუქტები დიეტისათვის – ფორთოხალი

100 გრამი ფორთხლის საკვები ღირებულება – 43 კკალორია

გლიკემიური ინდექსი – 40-50

  • ცილები – 0,9 გრ
  • ცხიმები – 0,2 გრ
  • ნახშირწყლები – 8,1 გრ
  • საკვები უჯრედისი – 2,2 გრ
  • ორგანული მჟავები – 1,3 გრ
  • წყალი – 86,8 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 8,1 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,2 მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,05 მგრ
  • ვიტამინი A – 8 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04 მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,03 მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,3 მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,06 მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 5 მკგრ
  • ვიტამინი C – 60 მგრ
  • ვიტამინი E – 0,2 მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 1 მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,3 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 34 მგრ
  • მაგნიუმი – 13 მგრ
  • ნატრიუმი – 13 მგრ
  • კალიუმი – 197 მგრ
  • ფოსფორი – 23 მგრ
  • ქლორი – 3 მგრ
  • გოგირდი – 9 მგრ

მიკროელემენტები

    • რკინა – 0,3 მგრ
    • თუთია – 0,2 მგრ
    • იოდი – 2 მკგრ
    • სპილენძი – 67 მკგრ
    • მარგანეცი – 0,03 მგრ
    • ფტორი – 17 მკგრ

 

  • ბორი – 180 მკგრ
  • კობალტი – 1 მკგრ

1 ფორთოხალი დიამეტრით 6,5 სმ = 100გრ (43 კკალ)

სასარგებლო თვისებები

ფორთოხალი შეიცავს A,

B1, B2, C, PP ვიტამინებს, ასევე ისეთ მიკროელემენტებს როგორიცაა მაგნიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და რკინა. ისინი ასუფთავებენ სისხლს, ახდენენ ორგანიზმის ტონიზირებას, ავსებენ მას სასიცოცხლო ენერგიით და აუმჯობესებენ მადას. ფორთოხალი შეიცავს სურავანდის საწინააღმდეგო ნივთიერებას, ამიტომ ის იცავს და კურნავს სურავანდს. ფორთოხალი სასარგებლოა ანემიის და სისხლნაკლულობის დროს, მადის დაკარგვისას, სისუსტისას და მოთენთილობისას, რადგან შეიცავს B ვიტამინს.

დიეტოლოგები თვლიან, რომ ფორთოხალი მასში არსებული თვისებების კომპლექსით ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს. ითვლება, რომ კალიუმის შედარებით დიდი შემცვლობით და მრავალფეროვანი ვიტამინების წყალობით ფორთოხალი სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადების, ათეროსკლეროზის, ღვიძლის დაავადების დროს, სიმსუქნის და ნისკრისას. სასარგებლოა არა მარტო ხილი, არამედ მისი წვენიც.

ფორთხილის წვენი შეიცავს ლიმონის მჟავას, გლუტენს და ორგანულ მარილებს, ისეთს როგორიცაა ნატრიუმის ციტრატს. ოდითგანვე ფორთოხლის წვენს გამოიყენებდნენ შეუხორცებელი ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ, ხოლო დაუმწიფებელი ხილის ქერქის ნახარში გამოიყენებოდა ჭარბი მენსტრუალური და საშვილოსნოს სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. ფორთოხლის წვენს აქვს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო, ანტივირუსული თვისება, აფერხებს ტრომბების წარმოქმნას. აღმოჩნდა, რომ ფორთოხლის ახალგამოწურული წვენს შეუძლია სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა. ფორთხოლის გამხმარ ქერქს ჩინელი ექიმები წარმატებით გამოიყენებენ არამარტო ხველების და გაციების სამკურნალოდ, არამედ სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნის წინააღმდეგაც.

ფორთოხალში არსებული სალიცილის მჟავა ხელს უწყობს ამ ხილის მაღალ ტემპერატურაზე წარმატებით გამოყენებასაც.

ფორთხოლის მთავარი ღირსება C ვიტამინია. 150 გრამი ფორთოხლის რბილობი შეიცავს 80 მგრ. ასკორბინის მჟავას – C ვიტამინის დღიურ ნორმას. C ვიტამინის უკმარისობისას ვითარდება ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ქვეითდება შრომისუუნარობა და განწყობა, მატულობს ძილიანობის სურვილი და ხშირი გაციებები არ გაძლებთ მოსვენებას.

ფორთოხალი სასარგებლოა საჭმლის მონელებისათვის, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისათვის.

ფორთხლის წვენი ააქტიურებს ორგანიზმის ყველა ფუნქციას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აქვს მატონიზირებელი ეფექტი, კარგია ავიტამინოზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს. ის სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტისას. ფორთოხალი აღვიძებს მადას და კარგად კლავს წყურვილის გრძნობას. ფორთოხლის წვენი შეიცავს ფიტონციდებს. ამით აიხსნება მისი ანთების საწინააღმდეგო და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება. ფორთოხალი კარგად მოქმედებს ჭრილობების და ჩიროვანი მუწუკების შეხორცებაზე.

ხილის კანი შეიცავს 2% ეთეროვან ზეთს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში და საკონდიტრო წარმოებაში.

ფორთოხალი:
  • ახდენს მთელი ორგანიზმის ტონიზირებას, ავსებს მას სასიცოცხლო ძალით და ენერგიით, აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება;
  • ფორთოხალი მდიდარია A, B და C ვიტამინებით;
  • ასუფთავებს სისხლს;
  • სასარგებლოა ანემიის და სისხლნაკლულობისას, მოუნელებლობის, მადის დაკარგივისას, სუსუსტისას და მოთენთილობისას;
  • ფორთოხალი სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისას, ათეროსკლეროზისას, ღვიძლის დაავადებისას, სიმსუქნის დროს;
  • იცავს და კურნავს სურავანდს;
  • კურნავს შეკრულობას;
  • ფორთოხლის წვენი გამოიყენება დიდი ხნის შეუხორცელები ჭრილობების და წყლულების სამკურნალოდ;
  • აქვს ანთების, ვირუსის და ალერგიის საწინააღმდეგო თვისება, ხელს უშლის ტრომბების წარმოქმნას.
  • ფორთოხალს, ისევე როგორც სხვა მჟავე ხილს გააჩნია ტუტოვანი ეფექტი საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ასტიმულირებს მომნელებელი წვენების გამოყოფას და ამცირებს შეკრულობას;
  • ანტიოქსიდანტი პოლიფენოლი ამცირებს ანთებებს, ეფექტურად ებრძვის ვირუსებს და სხვა ბაქტერიებს;
  • ფორთოხალში არსებული C ვიტამინი ამცირებს ათეროსკლეროზის პროცესს;
  • ორ დღეში ერთხელ ერთი ფორთოხალი და საკმარისი წყლის მიღება ახდენს მაღლი წნევის პრევენციას;
  • ფორთხალი შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელსაც „განწყობის ვიტამინს“ უწოდებენ სხვანაირად. B6 მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, ეხმარება სეროტონინის გამომუშავებას და ამით ამაღლებს განწყობას;
  • ფორთოხალი მდიდარია მაგნიუმით – ეს მინერალით აუცილებელია კალციუმის აბსორბციისათვის,  რომელიც თავის მხრივ ამაგრებს და აძლიერებს ძვლებს და კბილებს;
  • ფორთოხალი შეიცავს ლიმონის მჟავას, რომელიც სისხლში რჩება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ლიმონის მჟავა ებრძვის სიმსივნის უჯრედებს, ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც  ხელს უშლის დნმ უჯრედების დაშლას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.