პროდუქტები დიეტისათვის – ანანასი

100 გრამი ანანასის საკვები ღირებულება – 52 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 50-66

  • ცილები – 0,3გრ
  • ცხიმები – 0,1 გრ
  • ნახშირწყლები – 11,8 გრ
  • საკვები უჯრედისი – 1 გრ
  • ორგანული მჟავები – 1 გრ
  • წყალი – 85,5 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 11,8 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,3 მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,02 მგრ
  • ვიტამინი A – 3 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,06 მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,02 მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,2 მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,1 მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 5 მკგრ
  • ვიტამინი C – 11 მგრ
  • ვიტამინი E – 0,2 მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,4 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 17 მგრ
  • მაგნიუმი – 13 მგრ
  • ნატრიუმი – 1 მგრ
  • კალიუმი – 134 მგრ
  • ფოსფორი – 8 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 0,3 მგრ

ანანასი წონის დასაკლებ ეფექტურ საშუალებად ითვლება. მას შეუძლია ზედმეტი წონისაგან გათავისუფლებაში დახმარება და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება. ანანასი წონის დაკლების ბევრი საშუალების შემადგენლობაში შედის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ანანასის ჭამით ვერ გახდებით, რადგან წონის პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. საჭიროა ცხოვრების წესის, კვების რეჟიმის შეცვლა, მავნე ჩვევებისაგან გათავისუფლება. ანანასი კი მხოლოდ ერთერთი საშუალებაა ზედმეტ წონასთან საბრძოლველად.

როგორ მოქმედებს ანანასი 

და რატომ მოიხსენიებენ მას როგორც წონასთან ბრძოლის საშუალებას?

ანანასის რბილობი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს – ენზიმს, რომელიც ხელს უწყობს ცილების გადამუშავებას. კონკრეტულად, ბრომელაინი ეს არის ფერმენტი, რომელიც შლის როგორც მცენარეულ, ასევე ცხოველურ ცილებს ამინომჟავებად.

მეცნიერებმა ბრომელაინი ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩნეს ანანასში, თუმცა მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს მასზე საუბარი, როგორც ცხიმის აქტიურად დამშლელ და ცილების მონელების ხელშემწყობ ნივთიერებაზე.

საჭმლის მომნელებელი ფერმენტები უკმარისობის დროს ირღვევა ცილების გადამუშავების პროცესი, რაც ჭარბწონიანობის ხელშემწყობი ფაქტორია, ხოლო ბრომელაინი ეს არის ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ამ ფერმენტების შეცვლა – აი ეს მიზეზია, რის გამოც ანანასი ხელს უწყობს წონის კლებას. საბოლოო ჯამში ანანასი, ეს არის ხილი, რომელიც მასში შემცველი ბრომელაინის და სხვა ნივთიერებების საშუალებით აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს მსუბუქი სასაქმებელი ეფექტი და შედეგად ამცირებს ზედმეტი კილოგრამების რაოდენობას.

ასევე ანანასი შეიცავს წონის კლებისათვის მნიშვნელოვან ვიტამინ B1 -ს, რომელიც მონაწილეობას იღებს ნახშირწყლოვან ცვლაში.

ბრომელაინს ზემოთ ჩამოთვლილ თვისებათა გარდა, აქვს გამწმედი თვისებაც. კარგად უმკლავდება ცელულიტის პრობლემას, გამოჰყავს ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან.

ანანასი ამცირებს მადას. ყოველი ჭამის წინ 50 გრამი ანანასის ჭამა, თრგუნავს შიმშილის გაძლიერებულ გრძნობას და ამცირებს ამით საჭმელ პორციას, რაც ბუნებრივია თქვენს ფორმებზე აისახება.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანანასს აქვს უნარი შეამციროს არტერიალური წნევა და სისხლძარღვების კედლებს ასუფთავებს ცხიმოვან ნადებს.

ანანასს შეუძლია გაუმკლავდეს გაციების პირველ ნიშნებს, რადგან ის დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს.

მეცნიერთა კვლევების მიხედვით ანანასს შეუძლია კიბოს განვითარების რისკის შემცირება.

როგორ ამოვარჩიოთ ანანასი?

სანამ სავაჭრო დახლებზე მოხვდებოდეს ანანასი საკმაოდ გრძელ მანძილს გადის. ამიტომ მისი ყიდვისას საჭიროა გარკვეული წესების დაცვა, რათა ამ ხილის სასარგებლო თვისებებით და გემოთი ისიამოვნოთ. ანანასის შეძენისას:

–         მისი სუნი სასიამოვნო და მოტკბო უნდა იყოს;

–         ანანასის ქერქი ყვითელი ფერის უნდა იყოს. თუ ქერქზე მუქი ლაქებია, ასეთი ხილის შეძენა არ ღირს;

–         ანანასი არ შეინახვა არ ხდება სიცივეში, 7 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა მისთვის არაა.

ანანასის უარყოფითი თვისებები, რას უნდა ვერიდოთ?

ანანასი ბევრ მჟავას შეიცავს, ამიტომ მისი მოხმარება კუჭის მომატებული მჟავიანობისას, წყლულის და სხვა კუჭ-ნაწლავის დაავადების შემთხვევაში არაა რეკომენდირებული. ორსულობის შემთხვევაში უმჯობესია ამ ხილის მოხმარებისგან თავის შეკავება, ბოლომდე დაუმწიფებელ ანანასს ან მისი წვენს შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნაყოფს.

ანანასი შლის კბილის ემალს, თუ მათი ჭამის შემდეგ პირს სუფთა წყლით არ გამოვლებთ, რასაც იშვიათად აკეთებს ვინმე. პირიქით, მას ზედ ჩაის ან ყავას აყოლებენ, რაც აძლიერებს დაშლის ეფექტს.

ანანასის მონოდიეტა ისევე მავნებელია, როგორც ნებისმიერი მონოდიეტა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულმა კვლევებმა აჩვენა საპირისპირო შედეგები – ანანასმა შეიძლება ხელი შეუწყოს წონის მატებას და არა პირიქით, კლებას. ცხიმები, რომლებიც შეიძლება გამოდევნილიყო ორგანიზმიდან აუთვისებლად, იშლება და ხდება მათი ათვისება.

კონსერვირებულ ანანასის გამოყენებას არა აქვს იგივე ეფექტი, რაც ცოცხალს, რადგან მასში ბრომელაინი თითქმის დაშლილია.

შემდეგი თემა: ანანასის დიეტა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.