პროდუქტების დიეტისათვის – ქათმის ხორცი

ქათმის ხორცის საკვები ღირებულება – 238 კკალ

  • ცილები – 18,2 გრ
  • ცხიმები – 18,4 გრ
  • წყალი – 62,6 გრ
  • ნაჯერი ცხიმმჟავები – 4,4 გრ
  • ქოლესტერინი – 80 მგრ

ვიტამინები

  • ვიტამინი A – 0,07 მგრ
  • ვიტამინი PP – 7,7 მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,01 მგრ
  • ვიტამინი A – 72 მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,07 მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,15 მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,8 მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,5 მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 4,3 მკგრ
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) – 0,6 მკგრ
  • ვიტამინი C – 1,8 მგრ
  • ვიტამინი E – 0,5 მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 10 მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 12,5 მგრ
  • ხოლინი – 76 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 16 მგრ
  • მაგნიუმი – 18 მგრ
  • ნატრიუმი – 70 მგრ
  • კალიუმი – 194 მგრ
  • ფოსფორი – 165 მგრ
  • ქლორი – 77 მგრ
  • გოგირდი – 186 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 1,6 მგრ
  • თუთია – 2,055 მგრ
  • იოდი – 6 მკგრ
  • სპილენძი – 76 მკგრ
  • მარგანეცი – 0,019 მგრ
  • ქრომი – 9 მკგრ
  • ფტორი – 130 მკგრ
  • კობალტი – 12 მკგრ

მოხარშული ქათმის კალორია – 170 კკალ

  • ცილები – 25,2 გრ
  • ცხიმები – 7,4 გრ

შემწვარი ქათმის კალორია – 210 კკალ

  • ცილები – 26,0 გრ
  • ცხიმები – 12,0 გრ

მოხარშული ქათმის მკერდის ნაწილის კალორია – 137 კკალ

  • ცილები – 29,8 გრ
  • ცხიმები – 1,8 გრ
  • ნახშირწყლები – 0,5 გრ
სასარგებლო თვისებები

ქათმის ხორცი – დიეტურ პროდუქტად ითვლება და შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული როგორც ღორის, ცხვრის და ნაწილობრივ ძროხის შემცვლელი. ის ადვილად აითვისება ორგანიზმის მიერ. ქათმის ხორცი კარგი წყაროა ცილების და ამინომჟავების, ამასთან შეიცავს ნაკლებ კალორიებს. მისი თეთრი ხორცი შეიცავს ნაკლებ ცხიმებს, ხოლო მუქი ნაწილი კი რკინის შემცველია. ყველაზე დიეტურად მკერდის ნაწილი ითვლება, ყველაზე მავნედ კი ბარკლები. მათგან ბულიონის მოხარშვაც არაა რეკომენდირებული, რადგან იქ ილექება მავნე ნივთიერებების ყველაზე დიდი ნაწილი. ასევე რა თქმა უნდა, დიეტოლოგების რჩევაა უარი ვთქვათ ქათმის კანის გამოყენებაზე, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებს.

ქათმის ხორცი შეიცავს გლუტამინის მჟავას, ეთერზეთებს და აზოტის შემცველ ნივთიერებებს, რის გამოც ქათმის კერძებს თავისებური სპეციფიური სუნი აქვს.

ქათმის ხორცი მდიდარია ლინოლის მჟავით, რომელიც ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას, ასევე შეიცავს A, B1, B2 ვიტამინებს, B6-ს, რომელიც სასარგებლოა გულისათვის, ცილებს და გლუტამინს, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია და აძლიერებს ორგანიზმს. ქათმის ხორცი შეიცავს ვიტამინ ნიაცინს, რომელიც ნერვული უჯრედებისათვისაა კარგი, უზრუნველყოფს გულის მუშაობას, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, მონაწილეობს კუჭის წვენის გამოყოფაში.

დიეტის დროს გამოიყენეთ ქათმის ხორცი მოხარშული სახით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.