პროდუქტები დიეტისათვის – პომიდორი

პომიდვრის საკვები ღირებულება – 24 კკალ

გლიკემიური ინდექსი – 10

  • ცილები – 1,1 გრ
  • ცხიმები – 0,2 გრ
  • ნახშირწყლები – 3,8 გრ
  • საკვები უჯრედისი – 1,4 გრ
  • ორგანული მჟავები – 0,8 გრ
  • წყალი – 92 გრ
  • მონო და დისაქარიდები – 3,5 გრ
  • სახამებელი – 0,3 გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი PP – 0,5  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,8  მგრ
  • ვიტამინი A – 133  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,06  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,3  მგრ
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,1  მგრ
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 11  მკგრ
  • ვიტამინი C – 25  მგრ
  • ვიტამინი E – 0,7 მგრ
  • ვიტამინი H (ბიოტინი) – 1,2  მკგრ
  • ვიტამინი К – 7,9  მკგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 0,7  მგრ
  • ხოლინი – 6,7 მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 14 მგრ
  • მაგნიუმი – 20 მგრ
  • ნატრიუმი – 3 მგრ
  • კალიუმი – 290 მგრ
  • ფოსფორი – 26 მგრ
  • ქლორი – 57 მგრ
  • გოგირდი – 12 მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა -0,9 მგრ
  • თუთია – 0,2 მგრ
  • იოდი – 2 მკგრ
  • სპილენძი – 110 მკგრ
  • მარგანეცი – 0,14 მგრ
  • სელენი – 0,4 მკგრ
  • ქრომი – 5 მკგრ
  • ფტორი – 20 მკგრ
  • მოლიბდენი – 7 მკგრ
  • ბორი – 115 მკგრ
  • კობალტი – 6 მკგრ
  • ნიკელი – 13 მკგრ
  • რუბიდიუმი – 153 მკგრ
სასარგებლო თვისებები

პომიდორი – შეიცავს შაქარს, ძირითადად ფრუქტოზას და გლუკოზას, მინერალურ მარილებს – იოდი, კალიუმი, ფოსფორი, ბორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, მარგანეცი, კალციუმი, რკინა, სპილენძი, თუთია. პომიდორი შეიცავს ვიტამინების მთელ ნაკრებს – A, B1, B2, B6, C, E, K, PP და ბეტა-კაროტინს. პომიდორი  ასევე შეიცავს ორგანულ მჟავებს – ლიმონის, ვაშლის და მცირე რაოდენობით შაველის.

პომიდვრის შემადგენლობაში შედის ძლიერი ანტიოქსიდანტი – ლიკოპინი, რომელიც უნიკალური ბუნებრივი საშუალებაა ბევრი დაავადების წინააღმდეგ. მას აქვს ძლიერი თერაპიული თვისებები. გადამუშავებულ ტომატში ლიკოპენი უფრო მეტია, ვიდრე გადაუმუშავებელ პომიდორში. ლიკოპინი – ეს არის ორგანული ნაერთი, რომელიც ნაყოფს წითელ ფერს აძლევს, ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასევე სიმსივნის განვითარების რისკს. პომიდვრის სალათი უფრო მეტ სარგებლობას მოგიტანთ თუ მას მზესუმზირის ზეთს დაუმატებთ. მცენარეულ ზეთთან ერთად ლიკოპინი უკეთ აითვისება. გარდა ამისა, პომიდორი კიდევ უფრო სასარგებლოა მოხარშული სახით.

პომიდორი „მზა“ სახით შეიცავს სეროტონინს, ე.წ. ბედნიერების ჰორმონს და ტირამინებს – ორგანულ ნაერთებს, რომლებიც უკვე ორგანიზმში გადაიქცევიან სეროტონინად. ამ თვისებების გამო პომოდორი ამაღლებს განწყობას, ხოლო სტრესულ სიტუაციაში მოქმედებენ როგორც ანტიდეპრესანტები.

პომიდვრის კიდევ ერთი სასიამოვნო და სასარგებლო თვისება მათი დაბალკალორიულობაა (24 კკალ 100 გრამზე). მასში შემავალი ქრომი კი ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას და ამშვიდებს შიმშილის შეტევის გრძნობას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ პომიდვრის ჭარბად მოხმარებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ნივთიერებათა ცვლის დარღვევის პრობლემა აქვთ და ალერგია წითელ ხილსა და პროდუქტებზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.