წელის ჰიპერლორდოზი, ტანადობის დარღვევა

  • პრესის ბევრ ვარჯიშს აკეთებთ და მუცელი მაინც გამოწეული რჩება?
  • დარღვეული გაქვთ ტანადობა? წელი ძალიან შეწეულია, მუცელი გამოწეული, დუნდულები გარეთ გაწეული?

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა, თუ თქვენი ტანადობა ასე არის დარღვეული, შესაძლებელია ამ ყველაფერის მიზეზი ჰიპერლორდოზი იყოს.

რა არის ჰიპერლორდოზი?

ჯერ გავერკვეთ რა არის ლორდოზი.

ადამიანის ხერხემალს არ აქვს სწორი ვერტიკალური ფორმა. თუ მას გვერდიდან შევხედავთ, ხერხემალს ოთხი ბუნებრივი ნადრეკი აქვს, ეს არის: კისრის ნაწილში – კისრის ლორდოზი, მკერდის არეში – მკერდის კიფოზი, შემდეგ მოდის წელის ლორდოზი და ბოლოს გავის კიფოზი, ანუ ორი კიფოზი და ორი ლორდოზი.

4 Types of Poor Posture and How to Fix Each of Them

ლორდოზი ხერხემლის ნორმაა. ჰიპერლორდოზი კი არის, როცა წელის ნაწილი ფიზიოლოგიურ ნორმაზე მეტად იდრიკება შიგნით. ჰიპერლორდოზის გამოცნობა შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შეიმჩნევა, მისი ნიშნებია – გამოწეული მუცელი, შეზნექილი წელი და უკან გაზნექილი საჯდომი. ეს აღნაგობის ნორმის, ანუ ტანადობის დარღვევაა და გარდა ვიზუალური ეფექტისა, ხერხემლისთვის და ჯანმრთელობისთვისაც სხვადასხვა პრობლემების მომტანია.

ჰიპერლორდოზის მიზეზები:

  1. თიაქარი
  2. შინაგანი ორგანოების დაავადებები
  3. ტანადობის დარღვევა

პირველი მიზეზი. თიაქარის არსებობის შემთხვევაში, ის იძლევა სპაზმს კუნთების გარკვეულ უბნებზე, რის გამოც ისინი იწყებენ არასწორ ფიზიოლოგიურ მუშაობას. კუნთების დისბალანსი იწვევს წელის არეში ზედმეტ გამრუდებას შიდა მხარეს და ხერხემალს არასწორი მდგომარეობის მიღებას.

მეორე მიზეზი. არსებობს შინაგანი ორგანოების გარკვეული დაავადებები, რომლებიც ტკივილის საკომპენსაციოდ აიძულებენ მუცელს გამოზნექვას. ასეთ დროსაც გამომუშავდება ჰიპერლორდოზი და ირღვევა ტანადობა. ამ შემთხვევაში საჭიროა გამოკვლევების ჩატარება და მიზეზების დადგენა.

მესამე მიზეზი. თავად ტანადობის დარღვევა. თუ ირღვევა ტანადობა, მას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილები წელის არეში, ასევე პროტრუზია, ოსტეოქონდროზი, თიაქარი, ქვედა მენჯის არეში მდებარე ორგანოების მუშაობის დარღვევა, შარდ-სასქესო სისტემების მუშაობის გაუარესება და ა.შ.

რატომ ირღვევა ტანადობა, რომელიც იწვევს ჰიპერლორდოზს?

არსებობს კუნთების გარკვეული ჯგუფი, რომელიც გავლენას ახდენს ხერხემლის მდგომარეობაზე, ესენია:

  • ზურგის გამშლელი კუნთები (უკანა მხარეს)
  • თეძო-სუკის კუნთი (წინა მხარეს)
  • ასევე დამხმარე კუნთები: ფეხის კუნთები (დუნდულა კუნთი, ფეხის ბიცეპსი, კვადრიცეპსი)
  • პრესის კუნთები

როცა ხდება გამშლელი კუნთების დამოკლება, ანუ მანძილი მათი დამაგრების წერტილებს შორის მცირდება. ისინი მოკლდება როცა იკუმშება, დაღლილია ან გადატვირთულია, შესაბამისად კუნთი მოკლდება და თან მიაქვს ხერხემალიც, რომელიც იწყებს წინ გამოზნექვას.

            კუნთები, რომლებიც ქაჩავენ ხერხემალს                                        კუნთები, რომლებიც მოშვებულია

 

 

 

 

 

 

ამის ფონზე ასევე მოკლდება თეძო-სუკის კუნთიც და თავისკენ ქაჩავს მენჯს, რომელიც იზნიქება ზევით. შესაბისად, ამ პროცესში ერთვება დუნდულა კუნთიც, რომელიც სუსტდება და ასევე ფეხის ბიცეპსიც.

ჰიპერლორდოზის გასწორება შესაძლებელია სწორი ვარჯიშით და კუნთების დისბალანსის კორექციით.