კუნთების როლი ჯანმრთელობისათვის

რატომ გვჭირდება კუნთები და რა ფუნქციას ასრულებს ჯანმრთელობაში?
როგორ შეიძლება უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა ექიმის გარეშე მოვაგვაროთ ან შევამციროთ?
ქალებს როგორც კი სიტყვა კუნთს უხსენებ, უმეტესობა შეშფოთებული აღაპყრობს თვალებს ცისკენ, ხელებს გაასავსავებს და მაშინვე ცივ უარს გტკიცავს – არ მინდა ისეთი ვარჯიში, რომ კაცივით კუნთები დამაჯდეს! არ მინდა კუნთები!
რა არის კუნთები? ასეთი საშიშია? ან ულამაზო? რად გვჭირდება?
მესმის, თუ თვალწინ ერთტონიანი ბოდიბილდერი დაგიდგებათ თვალწინ, უზარმაზარი სხეულის მასით ან ჰომონალური პრეპატარებით გაჭყეპილი ქალბატონი, კაცისმაგვარი სახით და ფორმებით – 99,99% შემთხვევაში, არანაირი მოტივაცია არ გაგიჩნდებათ იზრუნოთ თქვენს კუნთებზე და ივარჯიშოთ.
თუმცა კუნთები ბოდიბილდინგში და კუნთები ჯანმრთელობისათვის, ეს ძირფესვიანად განსხვავებული თემაა და ვისაუბროთ ჯანმრთელობაზე – ნორმალურ (არასპორტული მიზნებისთვის) მდგომარეობაში რა არის კუნთები, რა როლი აქვს მას ჯანმრთელობის სისტემაში და რატომ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი კუნთები, მუდამ მუშა მდგომარეობაში და ტონუსში იყოს.
კუნთები ჯანმრთელობისათვის
არსებობს პარამეტრები, რომელიც მიჩნეულია ნორმად. მაგალითად, სიცხე 36.6 ნორმაა, თუ სიცხე მაღლა იწევს, ეს უკვე ავად ყოფნაა.
გვაქვს წნევის ნორმის მაჩვენებელი 70-110, თუ წნევა ნორმიდან იხრება, ადამიანი ცუდადაა.
არსებობს სისხლის შაქრის ნორმის მაჩვენებელი და სხვა უამრავი პარამეტრი, რომელიც ჯანმრთელობას განსაზღვრავს.
თუმცა, კითხვა … ვიცით რა არის ნორმის მაჩვენებელი კუნთების მდგომარეობის შესაფასებლად?
კუნთების ხსენებაზე, დარწმუნებული ვარ უმეტესობა იფიქრებს, რაში მჭირდება? უფრო მძიმე ნივთი რომ ავწიო? მეტი რა ფუნქცია აქვს კუნთებს? ცოტა მეტად გაცნობიერებულისთვის კუნთები ეს სხეულის ლამაზი ფორმებია … მეტი არაფერი.
იცით თუ არა რომ ადამიანის სხეულის 40% კუნთებია? როგორ შეიძლება ამხელა მასა მხოლოდ სიმძიმის ასაწევ ან ვიზუალურ ფუნქციას ასრულებდეს?
კუნთები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის შემადგენელი ნაწილია. მისი საშუალებით ვმოძრაობთ, ვინარჩუნებთ მდგომარეობას/პოზას, კუნთები მონაწილეობენ სისხლის მიმოქცევაში და ინსულინის გამომუშავებაში, თრგუნავენ ზოგიერთი სიმსივნური უჯრედების განვითარებას, მონაწილეობენ მეტაბოლიზმში, თერმოგენეზში. კუნთები ეს არის ნერვული სისტემის ნაწილი. მასში აისახება და განიმუხტება ყველაფერი, რაც გონებაში და ემოციებში არის დაგროვილი. კუნთები მონაწილეობენ სტრესის და ნერვული დაძაბულობის მოხსნაში. კუნთებში იმალება მაღალი წნევის, თავის ტკივილების, ინფარქტების და ინსულტების, გასტრიტების და კოლიტების, უძილობის, კისრის და ხერხემლის ტკივილების მიზეზები ….
ალბათ უსასრულოდ შეიძლება კუნთების მნიშვნელობაზე საუბარი.
თუმცა, როგორც კი ადამიანი ცუდად ხდება, მაშინვე სხვადასხვა სახის ექიმს მიმართავს. ესინჯება გულზე, ხერხემალზე, ნევროპათოლოგს, იწყებს წნევის წამლების სმას და ერთხელაც არც თავად დაფიქრდება და ამას არც ექიმი ჰკითხავს – რა მდგომარეობაში გაქვს კუნთები? ხომ არ არის მისი პარამეტრები ნორმაზე დაბლა? პრობლემების სათავე ხომ არ არის კუნთების სასიცოცხლო ფუნქციების და პარამეტრების დაქვეითება?
როგორ შეიძლება ჯანმრთელობაზე არ მოქმედებდეს ასეთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ქსოვილები, რომელიც სხეულში ამხელა ადგილს იკავებს?
🆙 იცით თუ არა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა ჩემთან, რომელთა მიზანი მხოლოდ წონის დაკლება ან ლამაზი ფორმების მიღწევა ყოფილა და შედეგად იცი რა მიგვიღია (გარდა მიზნისა)?
– უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა დალაგებულა, რომელზეც არასდროს უფიქრიათ თუ შეიძლებოდა რომ ვარჯიშით მოგვარებულიყო და არა ექიმებთან ვიზიტებით.
🆙 გამქრალა ხერხემლის ტკივილები, დარეგულირებულა წნევები, უძილობა, მოგვარებულა სხვადასხვა ქალური ფიზიოლოგიური პრობლემები, შემცირებულა ან გამქრალა გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ა.შ. სია ძალიან დიდია.
ჩემთვისაც განუზომელი დიდი სიხარულია, როცა ექიმებიდან დაბრუნებულები თავის სიხარულს მიზიარებენ – ექიმი გაოცებული იყო, სიტუაცია იმდენად გაუმჯობესებულია ან გამქრალიც კი.
🆙 ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი სიხარული და უზომო ენერგიის წყარო, რომელსაც მთების გადაბრუნებაც კი შეუძლია. ენერგია კუნთებში გამომუშავდება! ამისათვის კი საჭიროა ისინი მუდმივად ვამუშაოთ, განვტვირთოთ სტრესისგან და მივცეთ საშუალება სასიცოცხლო ფუნქციები უმაღლესი დონით და ხარისხით შეასრულონ!