ამცირებს თუ არა D ვიტამინი COVID-19-ის მიმდინარეობის სიმძიმეს?

რატომ ურჩევენ ექსპერტები D ვიტამინის მიღებას COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

აღნიშნული სტატია წარმოადგენს ექსპერტთა გარკვეული წრის მოსაზრებას და არ აქვს მტკიცებულების ფორმა. წყარო msn.com.

 

100-ზე მეტმა ექსპერტმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს და მთავრობას მიმართეს, რომ D ვიტამინი კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო სტრატეგიაში გამოყენებულიყო.

ადრე ჩატარებული კვლევებით, პაციენტები, რომლებსაც ჰოსპიტალიზაციაა ესაჭიროებოდათ, ნაკლები გართულებები აღენიშნებოდათ, თუ მათი D ვიტამინის დონე საკმარისად მაღალი იყო.

თუმცა 17 დეკემბერს ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა დაასკვნა, რომ „ჯერ არ არსებობს საკმაო მტკიცებულება, რომ D ვიტამინი განხილული იქნას როგორც სამკურნალო ან პრევენციის საშუალება კორონავირუსთან ბრძოლაში“.

მიუხედავად იმისა, რომ D ვიტამინის ეფექტურობა ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა, ექსპერტებმა ბორის ჯონსონს და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს მაინც მიმართეს, რომ მოსახლეობამ საჭირო რაოდენობამდე გაზარდონ D ვიტამინის დღიური ნორმა.

არგუმენტების სახით მოყვანილია სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები:

„ფინეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოქმედების D ვიტამინით საკვები პროდუქტების გამდიდრების პროგრამა, შესაბამისად სტატისტიკურად კარგი მაჩვენებლები აქვთ – 33 717 შემთხვევა და 511 გარდაცვალება, მოსახლეობა 5,5 მილიონი“.

„იაპონია – აქ საკმაო რაოდენობის უმ თევზს ჭამენ, რომელიც D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. აქაც კარგი სტატისტიკაა – 200 658 შემთხვევა და 2 944 გარდაცვალება, მოსახლეობა 126 მილიონი. ეს ქვეყანა იგივე განედზეა, როგორც იტალია და ორჯერ უფრო მჭიდროდ დასახლებული. იტალიის სტატისტიკა – 1 977 370 შემთხვევა და 69,842 გარდაცვალება. მოსახლეობა 60 მილიონი“. (სტატისტიკა აღებულია 23.12.2020 თარიღით – ავტ.)

D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია რესპირატორული ვირუსული ინფექციების, ასევე ანთებების მაღალ რისკთან.

გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ კორონავირუსის გართულებები თავს იჩენს, როცა იმუნური სისტემა ზედმეტად რეაგირებს ინფექციაზე, რასაც მოჰყვება ანთებითი პასუხი, რომელიც აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 70-ზე მეტი კვლევით D ვიტამინის მაღალი დონე კორონავირუსის ინფექციის დაბალ მაჩვენებლთან, ჰოსპიტალიზირებასთან, რეანიმაციაში მოთავსებასთან და სიკვდილიანობასთანაა კავშირში.

“ვიტამინი D – მაღალი დოზებითაც უსაფრთხოა და ამიტომ არაა საჭირო კლინიკური დადასტურებების ლოდინი, რათა მოვუწოდოთ ადამიანებს მიიღონ ეს დანამატი სანამ ვაქცინას გაიკეთებენ“ (აღსანიშნავია, რომ ვიტამინი D  ზედმეტი დოზით იწვევს უკუჩვენებებს, რომელიც ასევე საფრთხილოა, რაც არ ეთანხმება ამ ექსპერტების მოსაზრებას, გაეცანით ამ ინფორმაციასაც – ავტ.)

„ვიტამინი D უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სტეროიდები, ვიდრე დექსამეტაზონი, რომელიც ფართოდ გავრცელებულია COVID-19-თან მკურნალობაში და აჩვენა თავისი ეფექტურობა.

წერილის ავტორები მოუწოდებენ მთავრობას და ექიმებს რეკომენდაცია გაუწიონ D ვიტამინის მოხმარებისკენ, სანამ პანდემია დასრულდება:

„ვიტამინი D არაა ძვირი და უფრო ნაკლებ რისკებთანაა დაკავშირებული, COVID-19-ის რისკებთან შედარებით“