ფიტნეს ინსტრუქტორების მომზადების კურსი

**** მოსამზადებელი კურსები ამ ეტაპზე შეჩერებულია.

პერსონალური ფიტნეს-ტრენერის მომზადების კურსი/ფიტნეს-ინსტრუქტორის მოსამზადებელი კურსი:

იმისათვის, რომ იმუშაოთ ფიტნესის სფეროში, საჭიროა მტკიცე ცოდნა ადამიანის ანატომია-ფიზოლოგიის, კარგად უნდა გესმოდეთ ნუტრიციოლოგია. უნდა შეგეძლოთ ადამიანს მიაღწევინოთ მისთის სასურველი მიზანი, ამისათვის კი აუცილებელია შეგეძლოთ შესაბამისი სავარჯიშო პროგრამის შედგენა, ისე რომ დაიცვათ თქვენი კლიენტი ტრავმებისაგან და გააუმჯობესოთ მისი ჯანმრთელობა და ზოგადი ფიზიკური ფორმა.

✅ პროგრამა მთლიანად მომზადებულია ამერიკული და ევროპული ფიტნეს სკოლების სტანდარტების მიხედვით.
✅ თეორიული მასალის პარალელურად მოხდება პრაქტიკის გავლა.
✅ გარდა ფიტნესის საფუძვლებისა, კურსი მოიცავს ფიტნესის ინდუსტრიის მენეჯმენტის და მარკეტინგის ნაწილს, რათა კურსადამთავრებულებმა შეძლონ ამ სფეროში თავის თავის რეალიზაცია და თავისი საქმისგან წარმატებული ბიზნესის შექმნა.
✅ კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაციის ორენოვანი სერტიფიკატი.

საფუძვლიანი ცოდნა წარმატების გარანტიაა.

საქართველოს ფიტნესისა და ჯანმრთელობის ასოციაციის –

ფიტნეს ინსტრუქტორის კურსები, პერსონალური ტრენერის მომზადების კურსი:

მოდულები:

მოდული 1 – ანატომიის ზოგადი კურსი (მოიცავს ვიდეო გაკვეთილებსაც 3D-ში) და ვარჯიშების ანატომია

ძირითადი ტერმინები

  1. მოძრაობის ძირითადი სიბრტყეები
  2. სახსრების მოძრაობის ძირითადი ტერმინები
  3. პოზიციები და მიმართულების ტერმინები

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი

  1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სტრუქტურა
  2. ჩონჩხი, ძირითადი აგებულება, ხერხემალი
  3. ძვლები
  4. სახსრები
  5. შემაერთებელი ქსოვილები

კუნთები

ჩონჩხის კუნთები, კუნთოვანი შეკუმშვის ტიპები

  1. ზურგის კუნთები
  2. მკერდის კუნთები
  3. მუცლის კუნთები
  4. მხრის სარტყლის და ზემო კიდურის კუნთები
  5. ქვემო კიდურების სარტყელის და ქვემო კიდურის კუნთები

მოდული 2 – ფიზიოლოგია

  • გულის აგებულება და ფუნქცია, სისხლის მიმოქცევის წრეები, გულის ციკლი, გულის ელექტრული სისტემა.
  • სასუნთქი სისტემა.
  • ენერგიის მთავარი პრინციპები, ადენოზინტრიფოსფატი (ATP)
  • ანაერობული ენერგეტიკული სისტემები: ფოსფაგენის (ATP-PC) სისტემა, ანაერობული გლიკოლიზის (რძის მჟავა) სისტემა.
  • ენერგიის აერობული (დაჟანგვის) 3 სისტემა.
  • ძირითადი ნეიროკუნთოვანი ფიზიოლოგია.
  • ჰორმონები, მათი როლი.

მოდული 3 – ტრავმების პრევენცია

  • ტრავმების პრევენცია, ტრავმების რისკ-ფაქტორები, გადაჭარბებული ვარჯიშის სინდრომის სიმპტომები. ძირითადი დაზიანებების ტერმინოლოგია, ხშირი ტიპის ტრავმები.
  • ტრავმა მხრის არეში, მხრის რეაბილიტაციის/მკურნალობის დასრულების შემდეგ აქტიურობა, იდაყვი, მაჯა, ხერხემალი, კისერის და ხერხემლის კისრის ნაწილი.
  • ტკივილი წელის არეში, აქტივობა მკურნალობის დასრულების შემდეგ/რეაბილიტაცია, ვარჯიშის რისკები წელის არისთვის, რეკომენდაციები ხერხემლის ქვედა ნაწილისათვის, თეძო და მენჯი
  • მუხლის ტრავმების თავიდან აცილების სტრატეგიები, ქვედა კიდურის ტრავმა, ტერფი და ფეხი.
  • სპორტული ტრავმები და გელები

მოდული 4 – სავარჯიშო პროგრამის შედგენა

  • სავარჯიშო პროგრამის შედგენა, პრინციპები, კომპონენტები, რეკომენდაციები.
  • კარდიო-რესპირატორული ვარჯიშის მეთოდები/სისტემები.
  • ძალოვანი ვარჯიშის პროგრამის შედგენა, სისტემა, სავარჯიშო აღჭურვილობები და ტრენეჟორები
  • მოქნილობის ვარჯიშის ფიზიოლოგია, გაწელვების ტიპები, მოქნილობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

მოდული 5 – ნუტრიციოლოგია

  • მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.
  • ქოლესტერინი
  • ვიტამინები
  • მინერალები
  • გლიკემიური ინდექსი
  • რეკომენდირებული დღიური ნორმა
  • კვება ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ
  • ნახშირწყლებით დატვირთვა
  • წონის მენეჯმენტი
  • ენერგეტიკული ბალანსი
  • კალორიულ ხარჯვის კომპონენტები

მოდული 6 – ინდუსტრიის სტანდარტები, ფიტნეს სფეროს მარკეტინგი და მენეჯმენტი

მოდული 7 – პერსონალური, ჯგუფური და ონლაინ მუშაობის მეთოდოლოგიები

მოდული 8 – პრაქტიკა

კურსის ხანგრძლივობა: 8-10 კვირა.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ფიტნესისა და ჯანმრთელობის ასოციაციის სერტიფიკატი

ჩატარების ადგილი: სპორტული კომპლექსი “არენა”, უნივერსიტეტის ქ.2

ლექციები ჩატარდება: შაბათი-კვირა 10:00-13:00

მეტი ინფორმაციისთვის და კონტაქტისთვის: (1) საქართველოს ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაცია | Facebook