პერსონალური და ჯგუფური მიმართულებების ფიტნეს ინსტრუქტორის კურსი

რა არის საჭირო იმისათვის, რომ იმუშაო ფიტნესის სფეროში? ან რა მიმართულებით უნდა იმუშაო? რა სახის ცოდნა გჭირდება რომ ადამიანებს მათთვის სასურველი შედეგები მიაღწევინო? სად უნდა იპოვო ის ადამიანები, ვინც შენი კლიენტები ან მოსწავლეები გახდებიან? როგორ უნდა გახდე ამ სფეროში მოთხოვნადი და წარმატებული?

მოგესალმებით! მე ნინა ილურიძე ვარ – ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაციის ხელმძღვანელი, ასევე პერსონალური და ჯგუფური მიმართულებების ტრენერი, ამ გვერდის (fitni.ge) შემქმნელი და ამ უამრავი საგანმანათლებლო და შემეცნებითი სტატიის ავტორი, “FitniStudio”-ს დამფუძნებელი, 2 წიგნის და სხვადასხვა ვიდეო კურსების ავტორი, იუტუბერი, ვმუშაობ პარალელურად ორ დიდ ფიტნეს-კლუბში, ვმუშაობ დისტანციურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში – ეს მხოლოდ ნაწილი ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელიც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას ავსებს. ჩემი გრაფიკი სრულად გადატვირთულია. ვთვლი, რომ ამ სფეროში წარმატებული ადამიანი ვარ – ამ სფერომ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მეც მაქვს ჩემი წვლილი, რითაც ეს სფერო უკეთესი გავხადე საქართველოში.

ახლა კი მთავარის შესახებ! –

გსურს ფიტნესის სფეროში საქმიანობის დაწყება და გინდა გახდე წარმატებული?

მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ თქვენს ცხოვრებაში სიახლეების და ახალი სასარგებლო ცოდნის შემოტანას, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენი თავი ახალ პროფესიაში და გახდეთ წარმატებულები. მე ამ ცოდნის შესაძენად 11 წელი დამჭირდა, სხვადასხვა ტრენინგები, კურსები, ზოგი საქართველოში, ზოგი მის ფარგლებს გარეთ. უამრავი მასალის წაკითხვა, სწავლა, პრაქტიკაში მათი შემოწმება და დანერგვა, შეცდომები და გამარჯვებები.

საქართველოში არ ვართ განებივრებული ფიტნეს სკოლებით ან ტრენინგებით. თუმცა ჩემდა საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ 2014-15 წლებში ჩემს უკრაინელ კოლეგებთან ერთად საქართველოში პირველად ჩავატარეთ ტრენინგების სერია “ჯგუფური ფიტნეს ინსტრუქტორის კურსი”, რომლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით საქმიანობენ ამ სფეროში და ზოგს საკუთარი სტუდიაც კი აქვს.

დღეს ფიტნეს სფერო სწრაფად ვითარდება მთელს საქართველოში, იხსნება ახალი ფიტნეს კლუბები და სტუდიები, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ფიტნეს ინსტრუქტორებზე – თუმცა დანაკლისია სასწავლო კუთხით. სად და რა უნდა ისწავლოს მომავალმა ტრენერმა? როგორ მიიღოს საბაზისო ცოდნა?

დღეს, წარმოგიდგენთ ჩემს საავტორო სასწავლო კურსს – “ჯგუფური და პირადი ინსტრუქტორის კურსი – პროფესიონალიზმიდან ბიზნესამდე”. ეს კურსი მოიცავს როგორც ყველა იმ ცოდნის შეძენას, რომელიც საჭიროა ფიტნესის სფეროში სამუშაოდ, ასევე იმ უნარებს, რომელიც თქვენს საქმიანობას წარმატებულ ბიზნესად აქცევს. ჩემი საქმიანობის წარმატება ფიტნესის სფეროში დიდწილად ბიზნესსა და მარკეტინგში ჩემმა აკადემიურმა ცოდნამაც (უნივერსიტეტი, ჩემი პირველადი პროფესია) განაპირობა. დღეს იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ინსტრუქტორი, არაა საკმარისი იცოდე მხოლოდ ანატომია-ფიზიოლოგია. წარმატება მოდის როცა შეგიძლია იყო არა უბრალოდ დასაქმებული, არამედ შექმნა შენი საქმიანობისაგან ბიზნესი – უნდა შეძლო დამოუკიდებლად მუშაობა, შენი ფინანსების და დროის მართვა, მარკეტინგი, გესმოდეს საგადასახადო საკითხები და ა.შ.

სასწავლო კურსი აგებულია ამერიკის ფიტნესის და აერობიკის ასოციაციის ფიტნეს სკოლის მასალების მიხედვით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ფიტნეს ინდუსტრიის სტანდარტებს.

აი ამ ყველაფერს შევისწავლით 3 თვის მანძილზე. ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ – შაბათ და კვირას დილის საათებში.
1 თვე – ანატომია და ფიზიოლოგია

2 თვე – ნუტრიციოლოგია, ტრავმები, სავარჯიშო პროგრამის შედგენა

3 თვე – ფიტნესი, როგორც ბიზნესი – საკუთარი საქმის მენეჯმენტი და მარკეტინგი, საგადასახადო თემები, ფინანსების და დროის მართვა. 

პრაქტიკული ნაწილი:

  • პერსონალური ტრენერის მიმართულება
  • ჯგუფური აერობული ვარჯიშის მიმართულება
  • პილატესი და იოგა
  • ონლაინ მუშაობის მეთოდოლოგია

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კურსი იწყება 7 მაისს. დაწყებულია რეგისტრაცია.

ჩატარების ადგილი: სპორტული კომპლექსი “არენა”, უნივერსიტეტის ქ.2

ლექციები ჩატარდება: შაბათი-კვირა 10:00-13:00

კურსის ღირებულება: *** ლარი პერსონალური ტრენერის კურსი და *** ლარი პერსონალური და ჯგუფური მიმართულების ინსტრუქტორი.

მეტი ინფორმაციისთვის და კონტაქტისთვის მომწერეთ ჩემს ფეისბუქ გვერდზე: