პროდუქტები დიეტისათვის – ხაჭო (რძის პროდუქტები)

ხაჭოს კალორია (ცხიმიანობა 4%) – 136 კკალ

საკვები ღირებულება

  • ცილები – 21  გრ
  • ცხიმები – 4  გრ
  • ნახშირწყლები – 3  გრ
  • ორგანული მჟავები – 1,2  გრ
  • წყალი – 69,6  გრ
  • ნაჯერი ცხიმჟავები – 2,5  გრ
  • ქოლესტერინი – 11  მგრ
  • მონო და დისახარიდები – 3  გრ

ვიტამინები

  • ვიტამინი A – 0,028  მგრ
  • ვიტამინი PP – 0,4  მგრ
  • ბეტა-კაროტინი – 0,018  მგრ
  • ვიტამინი A – 31  მკგრ
  • ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,04  მგრ
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,26  მგრ
  • ვიტამინი C – 0,5  მგრ
  • ვიტამინი D – 0,13  მკგრ
  • ვიტამინი E – 0,1  მგრ
  • ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 3,9  მგრ

მაკროელემენტები

  • კალციუმი – 164  მგრ
  • მაგნიუმი – 23  მგრ
  • ნატრიუმი – 41  მგრ
  • კალიუმი – 112  მგრ
  • ფოსფორი – 220  მგრ
  • გოგირდი – 210  მგრ

მიკროელემენტები

  • რკინა – 0,4  მგრ

  • სუფრის კოვზი (“თავით”) = 20 გრ (27,2 კკალ)
  • ჩაის კოვზი (“თავით”) = 7 გრ (9,5 კკალ)
სასარგებლო თვისებები

ხაჭო ერთერთი ყველაზე სასარგებლო რძის პროდუქტია. ის გემრიელია და ამასთან ორგანიზმისთვის უამრავი სამკურნალო თვისება აქვს. ხაჭო უნიკალური თვისებები მისი დამზადების ტექნოლოგიითა განპირობებული. ხაჭოს მომზადების პროცესში რძიდან გამოიყოფა ყველაზე ფასეული კომპონენტები –  ადვილად ათვისებადი ცილა და რძის ცხიმი.

ხაჭო დიდი რაოდენობით კალციუმის მარილებს შეიცავს. მასში 14-დან 18%-მდე კარგად ბალანსირებული ცილებია. ხაჭოს კლასიფიკაცია მასში ცხიმების შემცველობის მიხედვით ხდება: ცხიმიანი – 18%, ნახევრადცხიმიანი – 9% და უცხიმო 3%-ზე მცირე.

ხაჭო შეიძლება 20%-მდე ცხიმს შეიცავდეს, თუმცა არის დიეტური უცხიმო სახეობებიც. ხაჭო განსაკუთრებით მდიდარია მეთიონინით – შეუცვლელი ამინომჟავით, რომელსაც ლიპოტროპული ქმედება ახასიათებს. ის ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. იცავს ღვიძლს ძლიერი ტოქსინების და ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებისაგან.

გარდა შეუცვლელი ამინომჟავებისა, ხაჭო მდიდარია А, Е, Р, В2, В6 და В12 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, კალციუმით, რკინით, ნატრიუმით, მაგნიუმით, სპილენძით, თუთიით, ფტორით და ფოსფორით. ამ ელემენტების წყალობით ხაჭო ორგანიზმის მიერ კარგად აითვისება. ორსული და მეძუძური დედებისათვის ხაჭო საუკეთესო წყაროა კალციუმის და სხვა მიკროელემენტების. ბავშვთა კვებაში 7 თვიდან უკვე რეკომენდირებულია ხაჭოს ჩართვა. ბავშვთა კვებისათვის იდეალურია უცხიმო ხაჭოს გამოყენება. ის აუცილებელია ორგანიზმის ქსოვილების ზრდისა და განვითარებისათვის, განსაკუთრებით ძვლოვანი ქსოვილებისათვის. ხაჭო სასარგებლოა ნერვული სისტემისათვის, გულის მოქმედების და სისხლის მიმოქცევისათვის.

ხაჭო, როგორც კვების პროდუქტი აუცილებელია როგორც ბავშვების და ასაკოვანი ადამიანებისათვის, ისე ყველასთვის. ის შედის დიეტურ რაციონში შემადგენლობაში ღვიძლის დაავადების, ათეროსკლეროზის და ჰიპერტონული დაავადების მკურნალობისას. მას ფართოდ იყენებენ კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების დროს, ქრონიკული გასტრიტისას, პანკრეატიტის, კუჭის და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების დროს.

ხაჭო პრაქტიკულად ყველა დიეტის შემადგენელი პროდუქტია.

კალციუმის მარილების და ფოსფორის რაოდენობის და მათი ერთმანეთთან ფიზიოლოგიურად იდეალური თანაფარდობის გამო ხაჭო გამორჩეულია სხვა საკვები პროდუქტებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ კალციუმით გაჯერების გამო ხაჭო შეუცვლელი პროდუქტია ტუბერკულიოზის, ძლების მოტეხილობის, სისხლის წარმომქმნელი აპარატის, რაქიტის დროს.

ხაჭო შეიცავს რძის ცილებს – კაზეინს, რომელსაც აქვს მაღალი საკვები ფასეულობა და  შეუძლია ცხოველური ცილების შეცვლა. 300 გრამი ხაჭო – ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილების სადღეღამისო ნორმაა.

ხაჭო მალეფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მისი შენახვა აუცილებელია მაცივარში.

დღესდღეისობით მარკეტები სავსეა სხვადასხვა ასორტიმენტის ხაჭოთი. ძალიან პოპულარული და გემრიელია ტკბილი ხაჭოები ქიშმიშით, ჯემით და ა.შ. არის მათ შორის განსხვავება ცხიმიანობაშიც. არჩევანი შეეცადეთ შეაჩეროთ ისეთ ხაჭოზე, რომელსაც არ აქვს დიდი ხნის შენახვის ვადა, აუცილებლად გადაიკითხეთ ეტიკეტზე არა მარტო მისი მთლიანი კალორიულობა, არამედ შეამოწმეთ ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების თანაფარდობა. დატკბილული ხაჭოების უმეტესობას მაღალი ნახშირწყლების რაოდენობა აქვს და მცირე ცილები. უპირატესობა ისეთ ხაჭოს მიანიჭეთ, რომელიც უფრო მეტ ცილებს შეიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.