ჰოლივუდის ცნობილი ფიტნეს-ექსპერტების რჩევები

რას გვირჩევენ ჰოლივუდის აღიარებული ძვირადღირებული ფიტნეს-მწვრთნელები და ვინ არიან ისინი, ვინც ცნობილი ადამიანების და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების განუმეორებელ დახვეწილ ფორმებს და იდეალურ ფიგურებს ქმნიან.

ჰარლი პასტერნაკი: 

ივარჯიშეთ თავდაუზოგავად და ნუ გაანებივრებთ საკუთარ თავს საყვარელი საჭმლით – ეს არის ჰარლის  მთავარი რჩევა.  მისი მიზანია საკუთარი კლიენტებისაგან იდეალური ფიგურის გამოძერწვა. მისი დაუნდობელი და მკაცრი ვარჯიშების „მსხვერპლი“ ამანდა სეიფრიდი, ლედი გაგა, ჯენიფერ ჰადსონი გახდნენ. თუმცა ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავმა წინასწარ იცოდა, რომ პასტერნაკის ფიტნეს-სისტემით და მისი დიეტის საშუალებით წინ საუკეთესო შედეგი ელოდა.

რჩევები:

  1. ვარჯიშში მთავარია არა დახარჯული დრო, არამედ ინტენსივობა. 1 საათი სავსებით საკმარისია ვარჯიშისათვის. ლედი გაგას ვარჯიშის ხანგრძლივობა ჰარლისთან დღეში სულ 25 წუთს შეადგენს.
  2. ზუსტად განსაზღვრეთ რა შედეგს ელოდებით ვარჯიშისგან. მაშინ დროის დაკარგვის გარეშე შეძლებთ განსაზღვროთ რა და რითი ვარჯიში გჭირდებათ.
  3. ცოტა ჭამეთ და 100%-ით დაიხარჯეთ ვარჯიშისას. შიმშილს ზედმეტი გამოძღომით ნუ მოიკლავთ. თავი შეიკავეთ საჭმლის ზედმეტი ულუფისგან.
ეშლი ბოდრენი

იდეალური ფიგურის მისაღებად, ყველა მცირე დეტალს მნიშვნელოვანი როლი აქვს, – თვლის ყოფილი მოცეკვავე ეშლი ბოდრენი. მან ამის შესახებ წიგნიც დაწერა, სადაც დაწვრილებით აღწერს, საუკეთესო შედეგის მისაღწევად როგორ უნდა გამოირიცხოს შეცდომები ვარჯიშის შესრულებისას. ეშლი იდეალურ ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება მენდი მურს და კრისტინა აგილერას.

რჩევები:

1. ვარჯიშს დროს მხოლოდ თქვენთვის ცნობილ პრობლემურ ადგილებს არ უნდა მიაქციოთ ყურადღება.
2. თუ თქვენი პულსი ვარჯიშის დროს წუთში 150 დარტყმაზე ნაკლებია, უნდა უფრო გააქტიურდეთ.
3. ნუ დაივიწყებთ მასაჟს. მისი საშუალებით კუნთები ადვილად ახდენენ აღდგენას, ხოლო სხეული თანაბარ ფორმებს იღებს.

ბობი ჰარპერი

დღესდღეისობით ბობი ჰარპერი ცნობილია შოუ «Biggest Loser»-ით, რომელიც გადის NBC ტელეარხზე.  ამ შოუში ჭარბწონიანი ადამიანები ზედმეტი კილოგრამებისაგან თავისუფლდებიან. ის იდეალური ფიგურის მისაღწევად (ჯენი მაკარტნი, სალმა ბლერი) ყველა ხერხს იყენებს: სირბილი, ხტუნვები, ცოცვა.

რჩევები:

1. სირბილის დროს ცვალეთ ტემპი. შედარებით წყნარი ტემპი (30 წამი) შეცვალეთ უფრო სწრაფით (3 წუთი). სირბილი უნდა გრძელდებოდეს არანაკლებ 30 წუთი.
2. მნიშვნელოვანია ჯანმრთელი, სრულფასოვანი ძილი.
3. თქვენს რაციონში უჯრედისით მდიდარი საკვები უნდა მეტი იყოს და ნაკლები ცხიმიანი პროდუქტები.

მენდი ინგბერი

მენდი ინგბერის ვარჯიშის შედეგები მის მოსწავლეებს კარგად ეტყობათ. ზოგიერთი მათგანი 40 წლის ზევითაც კი ისეთ ფიგურას ფლობს, რომ თავად ახალგაზრდა ლამაზმანებსაც არ არაფრით ჩამოუვარდება. მისი დახმარებით დაიყენა ჯენიფერ ანისტონმა ლამაზი და მოქნილი სხეული. მენდის მთავარი პრინციპია – აქტიური ფიზიკური დატვირთვების შეთავსება იოგასთან.

რჩევები:

1. იოგა ცოტაა, რომ კარგი აღნაგობა დაიყენოთ. დაამატეთ სირბილი, ჰანტელებით ვარჯიში და ა.შ.
2. ფეხები რომ ლამაზი გქონდეთ, შეასრულეთ პლიე-ჩაჯდომები.
3. ვარჯიშებში ბოლომდე დაიხარჯეთ, სანამ „კუნთებში“ ცეცხლს არ იგრძნობთ.

ტონი ჰორტონი

90-დღიანი ვარჯიშის დისკი, რომელიც ტონი ჰორტონმა გამოუშვა, მიუხედავად მისი დამღლელი ვარჯიშებისა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ვარსკვლავებში, მათ შორისაა დემი მური. მისი ვარჯიშების თავისებურებაა 100%-იანი ეფექტურობის მიღწევა მოწყენის გარეშე.

რჩევები:

  1. სასურველი შედეგის მისაღებად კვირაში მინიმუმ 5-ჯერ უნდა ივარჯიშოთ.
  2. 20 ჩაჯდომა, ლახტით ხტუნვა, 30 აზიდვა და ისევ ლახტი – ასეთ რიტმი თქვენი გულის ჯანმრთელობის საწინდარია.
  3. არ გიყვართ სირბილი? მაშინ იარეთ სწრაფად. ერთ ადგილზე ჯდომა გამოსავალი არ არის!
ვალერი უოტერსი

ვალერი უოტერსის მეთოდი – ვარჯიშების შესრულების ძალიან სწრაფი ტემპია. ამის შედეგი კი არაჩვეულებრივია: ჯესიკა ბილი, სინდი კროუფორდი და ჯენიფერ ჰარნერი. ვარჯიშების გასართულებლად ვალერი უოტერსმა სპეციალური სრიალა ჩუსტები შექმნა.

რჩევები:

1. ივარჯიშეთ შესვენების გარეშე. გულ-სისხლძარღვთა სისტემა მუდმივ ტონუსში ამყოფეთ.
2. ბევრი ჩაჯდომები!
3. მუდმივად აკონტროლეთ თქვენი შედეგები აწონვით, თეძოები და ბარძყების გაზომვით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.