რატომ არის საშიში ჯანმრთელობისათვის პლასტმასის ბოთლები

პლასტმასის ბოთლიდან წყლის სმა დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი ყველა მაღაზიაში იყიდება და ყოველთვის როცა მოგვწყურდება, ისინი ყველგან ხელმისაწვდომია და ძალიან მოსახერხებელი გამოსაყენებელად. თუმცა ბოლო დროს, არც ისე სასიამოვნო ფაქტი გახდა ცნობილი პლასტმასის ბოთლების შესახებ, ისინი საშიშ აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ – ბისფენოლ-A.

ბისფენოლ-A იგივე BPA – ეს სინთეტიკური ესტროგენია, რომელიც შედის პლასტმასის ჭურჭელის შემადგენლობაში. მას აქვს უნარი დაგროვდეს ადამიანის სხეულში და ჯანმრთელობისათვის საშიში ჰორმონალური ცვლილებები და ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება მოახდინოს.

რამდენიმე წლის წინ ბისფენოლ-A-ს შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. პირველი განგაში კანადაში ატყდა. კვლევებით აღმოჩნდა, რომ საბავშვო პლასტმასის რძის ბოთლების 90% გამოყოფდა დიდი რაოდენობით BPA-ს, განსაკუთრებით კი გახურებისას. ამ ნივთიერებას იყენებენ მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებში, პლასტმასის ჭურჭელში და კონტეინერებში. გარდა ამისა, ის ფარავს სასმელის ჭურჭლის შიდა მხარეს და კონსერვის კოლოფებს, რადგან დამჟავებისგან იცავს საკვებ პროდუქტებს.

ჩატარებული კვლევების დროს, სიმსივნურ უჯრედებში მცირე დოზით BPA შეყავდათ, რომელიც მამაკაცის სათესლე ჯირკვლებიდან აიღეს, რაც ამ უჯრედების სწრაფ გამრავლებას იწვევდა. იგივე ემართებოდა მკერდის, პროსტატის, საკვერცხეების და საშვილოსნოს სიმსივნურ უჯრედებს.

ასევე დადგინდა, რომ ბისფენოლს შეუძლია II ტიპის შაქრის დიაბეტის გამომწვევი მიზეზი გახდეს, აქვეითებს რეპროდუქციულ ფუნქციას. ეს აგრესიული ნივთიერება განსაკუთრებით საშიშია ორსული ქალებისათვის და ჩვილი ბავშვებისათვის. მეცნიერებმა ისეთი შემაშფითებელი და საგანგაშო კვლევეი დადეს, რომ უკვე 2010 წელს აშშ, კანადა და ევროპის ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალეს BPA შემადგენლობის შემცველი პლასტმასის ბოთლების და საწოვრების გამოშვება.

პლასტმასის ჭურჭელს აქვს კლასიფიკაცია, რომლითაც შეიძლება განასხვავოთ თუ რა ტიპისაა და რა ზიანის მომტანია ის, ან ნაკლებად დამაზიანებელია ჯანმრთელობისათვის (ამაზე მომდევნო თემაში).

უკეთეს შემთხვევაში, უმჯობესია საერთოდ უარი თქვათ BPA ანუ ბისფენოლ-A-ს შემცველ პლასტმასის ჭურჭელზე, მაგრამ რადგან ის მოხერხებული მოსახმარია და თან სატარებელი, BPA free ჭურჭელი აარჩიოთ.

BPA free სპორტული ბოთლები:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.