პერსონალური ფიტნეს-ტრენერის რჩევები – ნინო ჩერქეზიშვილი

ნინო ჩერქეზიშვილი (Neneh Cherry) – დიდ ბრიტანეტში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური ტრენერი და CIMSPA -ს წევრი (Chartered Institute for the Management of Sport and Physical Activity, UK).

ჩემი პროფესიის რადიკალური ცვლილება 33 წლის ასაკში გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც საქართველოში მესამე ბანკის, ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ლონდონში (დასავლეთ ნაწილში) ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების სააგენტოს გაყიდვების მომლაპარაკებელი და შეთავსებით მარკეტინგ სპეციალისტი ვიყავი, წარმატებით გავიარე და დავასრულე პერსონალური ტრენერის კურსები და მივიღე დიპლომი დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან ლონდონში –  Premier Global UK. პრაქტიკა და სამუშაო გამოცდილება – ლონდონის ერთ-ერთ პოპულარულ ფიტნეს დარბაზში – ‘Easy Gym’ გავიარე.

დიპლომი – პერსონალური ფიტნეს ტრენერი, დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან – Premier Global London, UK რომელიც მოიცავს:

  • სერთიფიცირებული წონის რეგულირებასა და შენარჩუნებაში (ჭარბი წონის დაკლება; წონის მომატება); კუნთის ზრდასა და ძალისმიერ ტრეინინგში;
  • ფიტნეს დარბაზის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი;
  • სერთიფიცირებული პირველადი დახმარების სპეციალისტი;
  • სერთიფიცირებული წრიულ და გირებით ტრეინინგში;
  • სერთიფიცირებულიკროს-ფიტ (CrossFit) ტრეინინგში.

როდის და რატომ დავიწყე ვარჯიში:

  • 3 წლის წინ, როცა მივხვდი, რომ უმოძრაობის გამოსხეულის ფორმები ჩემთვის მიუღებელ ფორმებს იღებდა. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ზურგის ტკივილი ერთ წერტილში უკვე აუტანელი ხდებოდა.

რას ვურჩევ მსმენელს როგორ ივარჯიშონ:

ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება მესმის, რომ ძალიან რთულია და უდიდეს ნებისყოფასთანაა დაკავშირებული. ამიტომ პირველ რიგში, რასაც ვურჩევ არის მოძრაობის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვას, მაგალითად: კიბეების არჩევას ლიფტის მაგივრად, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ, ერთი გაჩერებით გვიან ან ადრე ჩამოსვლას. თუ საკუთარი ავტომობილი გყავთ, დანიშნულების ადგილიდან მოშორებით გაჩერებას. ეს ყველაფერი დღის აქტივობას ზრდის და რამოდენიმე კვირის შემდეგ ორგანიზმს მოძრაობის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაეზრდება. შესაბამისად ვარჯიშის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაც გაადვილდება.

  • ასევე მუდმივად უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რამდენად ძვირფასია ჯანმრთელობა და როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის მოძრაობა და სწორი კვება.
  • კიდევ ერთი მოტივაციაა ინფორმაციის ფლობა. რაც უფრო მეტი გვეცოდინება ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებზე, მით უფრო ადვილია ვარჯიშის დაწყება. ანუ, როდესაც იცი „რატომ“, გათავისება და მიღება ადვილია. ამიტომ მსმენელებს ვურჩევ, დღეში 10 წუთი გუგლში ინფორმაციის მოძიებას დაუთმოთ თავიანთთვის საინტერესო კითხვების საპოვნელად.

პერსონალური ფიტნეს-ტრენერის ნინო ჩერქეზიშვილის რჩევები და ვარჯიშები ფეხების და საჯდომისთვის კი იხილეთ ვიდეოში:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *