7 წესი – როგორ არ მოვიმატოთ წონაში ზამთარში

თუ იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომელთა გეგმაში ზამთარში წონის აკრეფა არ შედის, მაშინ ეს 7 წესი დაგეხმარებათ ფორმის შენარჩუნებაში:

1. ჭამეთ რამდენიც გინდათ, ოღონდ საათობრივად

დიეტოლოგების კლასიკური რჩევაა – ჭამეთ დანაწევრებულად, 4-5-ჯერ დღეში. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს რჩევა არ გამოდგება. თუ ატყობთ, რომ ასეთი კვების რეჟიმი მადას გიღვიძებთ, ან პირიქით ძალით ჭამთ, რადგან მოშიებას ვერ ასწრებთ, მაშინ 3 კვებამდე დაიყვანეთ. ნორმალური ნივთიერებათა ცვლისათვის გაცილებით მნიშვნელოვანია ყოველდღიურად ისაუზმოთ, ისადილოთ და ივახშმოთ ერთი და იგივე დროს და სიბნელის დადგომამდე. ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა ოჰაიოს უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს: ხელოვნური შუქი, არარეგულარული და საკვების გვიანი მიღება არღვევს ჰორმონ მელატონინის მუშაობას, რომელიც მართავს ძილს და სიფხიზლეს. ამის შედეგად, რომც არ ვჭამოთ ზედმეტი და ფიზიკური დატვირთვა არ შევამციროთ, მაინც ვიმატებთ წონაში.

2. დაწვით ზედმეტი ცხიმი რძის პროდუქტების საშუალებით

50-100 გრამი იოგურტი, ან ხაჭო, მაგარი სორტის ყველი, კეფირი, რძე აამოქმედებს ცხიმისწვას უჯრედების შიგნით და ხელს უწყობს წონის სწრაფ კლებას. როგორც სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, ამის მიზეზი კალციუმი, ფოსფორი და მაგნიუმია – მინერალების ეს სამეული აჩქარებს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილების დაშლას, განსაკუთრებით წელის არეში. იმავდროულად ორგანიზმი იღებს ცილების კარგ დოზას, რომელიც ასევე ხელს უწყობს ფორმების გაუმჯობესებას, აძლირებს კუნთოვან ქსოვილებს და ამაღლებს კანის სიმკვრივეს. თუმცა გადაჭარბება არ შეიძლება – ყველი შეიცავს ბევრ ცხიმს და მარილს, ხოლო ხილის იოგურტი – შაქარს.

3. ჭამეთ წყლიანი პროდუქტები

წყლის უკმარისობის გამო ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, უარესდება გარეგნული ფორმები და ზოგადი მდგომარეობა (მშრალი კანი და ადრეული ნაოჭები + უძილობა), ჩქარდება დაბერების პროცესი. ბრიტანელი დერმატოლოგი ჰოვარდ მიურადი გვირჩევს წყლის დეფიციტი პირველ რიგში ხილით და ბოსტნეულით ავინაზღაუროთ. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და წყლით, რომელიც ადვილად აღწევს ორგანიზმის უჯრედებში, ისე რომ არ დაარღვიოს სისხლის მიმოქცევა და არ გამოიწვიოს დასიება.

ყველაზე „წყლიანი“ პროდუქტებია:

4. გამოიყენეთ არომათერაპია

ზამთრის პერიოდში ვანილის, დარიჩინის, შოკოლადის, ციტრუსების, ჟასმინის, როზმარინის ტკბილი სანელებლიანი სუნი არამხოლოდ განწყობას ამაღლებენ, ასევე სტრესისგან გათავისუფლებენ. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ბრაიან რაუდენბუშმა კვლევების დროს აღმოაჩინა, რომ მომატებული მადის ადამიანებს წონაში კლებაში ხელს უწყობს პიტნის არომატი. 40 მოხალისეზე ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი – ისინი ხუთი დღე ზედიზედ ყოველ ორ საათში ერთხელ ისუნთქავდნენ პიტნის სუნს, ამის შედეგად მთელი კვირის მანძილზე თითოეულმა 1800 კკალორიაზე ნაკლები ჭამა, ვიდრე ჩვეულებრივ მიირთმევდა ხოლმე.

5. გიყვარდეთ სელის ფქვილი

სელის ფქვილში თავმოყრილია ყველაფერი აუცილებელი ადამიანის ორგანიზმისათვის – ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6, B ჯგუფის ვიტამინები, კალიუმი, მაგნიუმი, თუთია და ანტიოქსიდანტები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნიტეტისათვის, ნერვული სისტემისათვის, ტვინისთვის, ჯანმრთელი კანის და თმებისათვის.

სელს აქვს შესანიშნავი თხილეულის მსგავსი გემო და დიდი ხნით ქმნის დანაყრების გრძნობას, რადგან მასში ბევრი ცილები და უჯრედისია. მისგან შეიძლება ფაფის გაკეთება და პურის გამოცხობა. მისი ხმარება შეიძლება ხილის ნამცხვრის გამოცხობის დროს, ნაცვლად ხორბლის ფქვილისა და კვერცხისა, ის კარგად კრავს ცომს.

6. ბოსტნეული

ბოსტნეული – ეს უჯრედისი და ვიტამინებია. მათ გარეშე ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ხოლო საჭმლის გადამამუშავებელ ტრაქტში იწყება უსიამოვნებები. თუ არ გიყვართ ბოსტნეული, შენიღბეთ ისინი, მაგალითად სოუსში. ჩაამატეთ ისინი წვრილად დაჭრილი სახით და შეკმაზეთ სხვადასხვა სანელებლებით.

7. აკონტროლეთ მადა

ისწავლეთ განსაზღვროთ, რა გიცხრობთ მადას და რა გიღვიძებთ. ზოგს მადას უძლიერებს სუპი, ზოგს კი ვაშლი. უმეტესობისათვის მადის პროვოკატორი პროდუქტებია – ტკბილეული, თეთრი პური და მაკარონი, შემწვარი კერძები (კარტოფილი, ხორცი), ხორცის ნახევარფაბრიკატები და დელიკატესები (ძეხვეული, სოსისები და მსგავსი). ისინი ბევრ მარილს, შაქარს და ცხიმს შეიცავენ – ეს კომბინაცია ცვლის ტვინის ბიოქიმიას და დანაყრების გრძნობას აქრობს. ასეთი პროდუქტები რაც შეიძლება იშვიათად მიიღეთ – ასე კონტოლს ქვეშ გეყოლებათ დანაყრების გრძნობა და ზედმეტს არ შეჭამთ.

და ბოლო, ყველაზე უტყუარი წესი: ივარჯიშეთ!

ვარჯიში გარანტიაა, რომ ზამთარში არ მოიმატებთ და გაზაფხულზე არ მოგიწევთ წონასთან ბრძოლა. თქვენი ნივთიერებათა ცვლა ისევ მაღალ დონეზე დარჩება, ცხიმი ასე ადვილად აღარ ჩალაგდება გვერდებში და პრობლემურ ზონებში, გარდა ამისა გაგიძლიერდებათ იმუნიტეტი, მთელს ზამთარს ენერგიით და პოზიტივით დამუხტული გაატარებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.