ომეგა-3 – სასარგებლო და აუცილებელი ცხიმი

ომეგა-3-ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ. თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელ მეცნიერს – დაიერბერგს ეკუთვნის. მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებიან გულის დაავადებებით, იმ დროს როცა მათი რაციონის ძირითად ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები შეადგენდა (თევზი და სელაპის ხორცი).  თავის კოლეგებთან ერთად დაიერბერგი ესკიმოსების სისხლის შემადგენლობას სწავლობდა და 2 წლიანითავდაუზოგავი შრომის შემდეგ მათ გამოიყვანეს ორი ცხიმოვანი მჟავა – ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენურ (DHA). სწორედ ეს აღმოჩენა გახდა დასაბამი, ცნობილი გამხდარიყო ომეგა-3-ის ყველა სასარგებლო თვისებების შესახებ.

ომეგა-3 – არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს.

ომეგა-3-ის სასარგებლო თვისებები

ომეგა-3-ს აქვს დადებითი ეფექტების მთელი სპექტრი, რომელთა შორის მთავარია:

  • ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება
  • ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. გამოიყენება როგორც გასახდომად, ისე მასის გასაზრდელად
  • ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაზრდა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები შემცველობის წინსვლის შენელების ხარჯზე. ასეთ დროს, ნახშირწყლები ნელა აითვისებიან, არ ქმნიან კონცენტრაციულ პიკებს, რომლებიც იწვევენ ინსულინის დესენსიბილიზაციას.
  • სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება, მისი სიბლანტის შემცირების ხარჯზე, რის შედეგადაც მცირდება არტერიული წნევა, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, ტრომბების წარმოქმნა, ინსულტები და ინფარქტები.
  • ზრდის საერთო ტონუსს და ამტანობას
  • წარმოადგენს პროსტაგლანდინების წინამორბედს – სისხლის ბიოლოგიურად აქტიური ანთების საწინააღმდეგო კომპონენტების. პროსტაგლანდინები ამცირებენ ტკივილს და ანთებით პროცესებს, რომლებიც თან ახლავს ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სახით, მცირდება ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი ქსოვილების დაშლა და აღდგენა უფრო სწრაფად ხდება.
  • უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.
  • ხდის კანს რბილს და სუფთას.
  • ენერგიის ჯანმრთელი წყარო, არ ზრდის ცხიმოვანი მასის მომატების რისკს.
  • იზრდება ჰორმონების რეპროდუქცია, მათ შორის ტესტოსტერონის, რომელიც აუცილებელია ბოდიბილდინგში
  • თრგუნავს მავნე კორტიზოლის გამოყოფას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქიური ენერგიის და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ომეგა-3 საკვებ პროდუქტებში
  • თევზი და ზღვის პროდუქტები
  • სელის ზეთი, კანოლის ზეთი, სოიოს ზეთი
  • სელის თესლი და კაკალი
  • სოიოს მარცვალი და ტოფუ
  • მუქი-მწვანე ფურცლოვანი ბოსტნეული
  • გაღვიებული ხორბალი

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ფაქტიურად ერთადერთი სრულფასოვან წყაროს ზღვის პროდუქტები წარმოადგენენ (გარდა ფარმაცევტული პრეპარატებისა).

დღესდღეისობით ძალიან ბევრს წერენ სელის ზეთზე, რომელიც ომეგა-3-ის მდიდარ წყაროდ ითვლება. აღსანიშნავია, ისიც რომ სელის ზეთში ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმები იდეალური თანაფარდობითაა. თუმცა ამ ცხიმებს აქვთ ერთი ნაკლი, ისინი ადვილად ექვემდებარებიან ჟანგვას. დაჟანგვის პროცესი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს ცხიმების გახურებისას და ჰაერთან ურთიერთქმედების დროს. ამის შედეგად წარმოიქმდება თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობა, რომლებიც იწვევენ მრავალ ნეგატიურ რეაქციას ორგანიზმში.

რომელია ომეგა-3 საუკეთესო ხარისხის ბრენდები

 

ომეგა-3 და ტვინის ჯანმრთელობა

დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებების და სტრესული მდგომარეობის ომეგა-3-ის საშუალებით მკურნალობას, ამ ბოლო დროს სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მედიცინის სფეროს სპეციალისტები. ტვინის დაახლოებით 60% ცხიმისაგან შედგება. მისი ძირითადი ნაწილი – ეს ცხიმოვანი ომეგა-3 მჟავებია. მისი დეფიციტის შემთხვევაში, მათ ფუნქციას სხვა სახის ცხიმები იღებენ საკუთარ თავზე. შედეგად, ტვინის უჯრედების ჯანმრთელობა ირღვევა. მაგალითისთვის, თითოეული ტვინის უჯრედის მემბრანა უხეში ხდება და ერთი უჯრედიდან მეორემდე ელექტრული იმპულსებს გადაცემას მეტი დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ტვინის უჯრედებს შორის შეტყობინებების პროცესი შენელებულია. ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ადამიანს უჭირს მკაფიოდ აზროვნება, მეხსიერება დაბინდულია. ასეთ დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესიის და განგაშის მდგომარეობა. როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ რაციონში მოვუმატებთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას.

ამ კვლევებზე დაყრდნობით, ამერიკის გულის პრობლემების ასოციაცია იძლევა რეკომენდაციას კვირაში 2-3 დღე თევზის კერძს დაეთმოს. ომეგა-3-ის დიდი რაოდენობით შემცველობის მხრივ გამოიჩევა ველური ორაგული, სკუმბრია, ნოტოტენია, ვირთევზა, პალტუსი, კალმახი, კიბორჩხალისებრნი, სარდინა, ქაშაყი და თინუსი.

ომეგა-3-ის დაჟანგვის პროცესის თავიდან ასაცილებლად პროდუქტები უნდა შენახული იქნეს დახურულ, გრილ და ბნელ ადგილას. თერმულ დამუშავებაზე უფრო მეტ საფრთხეს, სწორედ ღია ცის ქვეშ მზის სხივების ზემოქმედება წარმოადგენს ომეგა-3-ის დაჟანგვის პროცესისათვის.

ომეგა-3 სპორტში

შეუძლებელია სპორტში სასურველი შედეგების მიღება, როცა ორგანიზმს არასაკმარისად მიეწოდება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, არის ეს წონის კლება, კუნთოვანი მასის ზრდა თუ ძალოვანი მაჩვენებლების გაზრდა.

 

უნდა მივიღოთ თუ არა ცხიმები, საჭიროა თუ არა ჩვენი ჯანმრთელობისთვის იხილეთ აქ: სასარგებლოა თუ მავნეა ცხიმები? 

11 thoughts on “ომეგა-3 – სასარგებლო და აუცილებელი ცხიმი

  • იანვარი 28, 2018 at 8:35 am
    Permalink

    mogesalmebit tu sheidzleba rom mipasuxot, 11-clis bichistvis sheidzleba am camlis migeba profilaqtikistvis?

    Reply
    • იანვარი 29, 2018 at 7:23 pm
      Permalink

      ომეგა-3 ვიტამინია, რომელსაც ბავშვებსაც ასმევენ, თუმცა ექიმთან შეუთანხმებლად ნუ მისცემთ

      Reply
  • მარტი 24, 2018 at 5:11 pm
    Permalink

    რა უკუ ჩვენებები აქვს?

    Reply
    • მაისი 15, 2018 at 3:02 pm
      Permalink

      ფაქტიურად არანაირი

      Reply
  • ივნისი 25, 2018 at 2:20 pm
    Permalink

    რა უკუ ჩვენებები აქვს?

    Reply
    • ივნისი 28, 2018 at 6:33 pm
      Permalink

      ფაქტიურად არაფერი

      Reply
  • ივლისი 4, 2018 at 10:51 pm
    Permalink

    რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მსურს წონის დაკლება ვარჯიშით და დიეტით და მივიღებ ომეგა-3-ს? ვგულისხმობ, გასაგებია, რომ კარგია კუჭ-ნაწლავისთვის ანუ ნივთიერებების ჯანსაღად შეწოვისთვის, მაგრამ ვარ გოგონა და არ მინდა მაინცდამაინც დავიკუნთო- როგორც აღნიშნეთ მედიკამენტი უწყობს ამას ხელს. ასე რომ, მიზანშეწონილია ჩემთვის მისი მიღება? გარდა ამისა, თუ მედიკამტი აჩქარებს ნივთირებათა ცვლას, ეს ხომ არაა პირდაპირპროპორციულ იმისა, რომ უფრო ხშირად და უფრო მეტი საკვების მიღება მოგვიწევს? ვწლის თქვნს პასუხს.

    Reply
    • ივლისი 12, 2018 at 5:51 pm
      Permalink

      მხოლოდ ომეგა 3-ით ვერც წონას დაიკლებთ და ვერც კუნთოვან მასას მოიმატებთ. ამისათვის შესაბამისი სავარჯიშო პროგრამა და კვების რეჟიმი უნდა გქონდეთ. მადას არ ზრდის.

      Reply
  • ივლისი 27, 2018 at 10:33 pm
    Permalink

    ერთადერთი უკუჩვენება როგორც ვიცი არის, თუ ადამიანი სისტემატურად იღებს გარკვეულ წამლებს, მაგალითად, გულის, წნევის და ასე შემდეგ , ზოგიერთ პრეპარატთან ერთად მიღება არაა რეკომენდებული, ასე ვიცი და თუ ვინმე წამლებს სვამს, ჯობია მაინც ექიმს ჰკითხოს აზრი, რამე რეაქცია ხო არ იქნება კონკრეტულთან.

    Reply
  • მარტი 10, 2019 at 5:24 pm
    Permalink

    რომელია ომეგა-3 საუკეთესო ხარისხის ბრენდები

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.