დიეტა და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული

ხილის და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ უამრავი რამაა ცნობილი და ყველა დიეტოლოგი იძლევა რჩევას ჩავრთოთ ისინი ჩვენს რაციონში. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მწვანე ფერის პროდუქტები იმსახურებენ. მათი გამოყენება აქცენტრირებულია არაერთ დიეტაში. რატომ მწვანე ფერის პროდუქტები და არსებობს თუ არა კავშირი საკვების ფერსა და მის სასარგებლო თვისებებს შორის?

მწვანე პროდუქტების შემადგენლობა 

მწვანე ფერის შეფერილობა იმ ხილსა და ბოსტნეულს აქვთ რომლებიც პიგმენტურ ნივთიერებას – ქლოროფილს შეიცავენ. ასეთი პროდუქტები მდიდარია ისეთ ნივთიერებებით, როგორიცაა კაროტინოიდები, ზექსანტინი და ლუტეინი, ბეტა-კაროტინი, რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავას მარილები.

გარდა ამისა, ქლოროფილი მონაწილეობს ჟანგბადის, ვიტამინების და აზოტის ტრანსპორტირებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველი კვების დროს მცირე რაოდენობით მაინც ჩავრთოთ მწვანე ბოსტნეული, ეს გემრიელიცაა და სასარგებლოც.

მწვანე ფერის პროდუქტებში ბევრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმში თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს, აფერხებს სიმსივნის განვითარებას და ანელებს დაბერების პროცესს.

მწვანე პროდუქტები:

ხილი – მწვანე ვაშლი, ავოკადო, ლაიმი (ლიმონის მონათესავე ციტრუსი), მწვანე ჯიშის მსხალი, მწვანე ყურძენი, კივი, თურინჯი, მწვანე ხურტკმელი და სხვ.

ბოსტნეული – სატაცური, კომბოსტოს ბევრი სახეობა (ბრიუსელური, ბროკოლი და სხვ), ისპანახი, კიტრი, მწვანილი (ხახვი, ოხრახუში, ჭინჭარი და სხვ), ყაბაყი, მწვანე წიწაკა, ნიახური, სალათის ფურცლები, ყველა ფურცლოვანი ბოსტნეული, მწვანე ბარდა და სხვ.

დიეტა და წონის კლება

მწვანე ხილ-ბოსტნეული, სასარგებლოა და ამავდროულად დაბალკალორიულია, რის გამოც ისინი დიეტის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუ წონაში დაკლება გსურთ. მეცნიერების აზრით, მათ უარყოფითი კალორიულობა ახასიათებთ, ანუ მათი გადამუშავებისას ორგანიზმი უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე იღებს მათი ჭამით. მაგალითად, კიტრს სულ რაღაც 14 კალორია აქვთ 100 გრამზე. მცენარეული ზეთით შეკმაზული კიტრის სალათი – შესანიშნავი დიეტური კერძია, ხოლო კიტრის განტვირთვის დღე კი ერთერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარული მეთოდია.

დაბალკალორიულ მწვანე ბოსტნეულს მიეკუთვნება სალათის ფურცლებიც. 100 გრამი სალათის ფურცლები 12 კალორიას შეიცავს. დაბალკალორიულია კომბოსტოც, 100 გრამი 26 კალორიას შეიცავს. კომბოსტო კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას და წმენდს კუჭ-ნაწლავს. დიეტურ პროდუქტებს მიეკუთვნებიან ასევე სატაცური და ისპანახი.

დიეტის დროს მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც ნელა აითვისება. რაც უფრო სწრაფად აითვისება პროდუქტი, მით მეტი ცხიმი გადაინახება ორგანიზმში. მწვანე ბოსტნეული არამარტო ნელა აითვისება, მათი გადამუშავებაც ნელა ხდება. ყველაფერი კი ხელსაყრელია დიეტის დროს.

მწვანე ბოსტეულის მიღება უმჯობესია ცოცხალი სახით, ისინი თერმული დამუშავების დროს კარგავენ სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს.

უჯრედისის შემცველობა

მწვანე პროდუქტების ერთერთი დიდი პლიუსი ეს დიდი რაოდენობით უჯერდისია, რომელიც არამარტო დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, არამედ ხელს უწყობს წონის დაკლებასაც. ამ მხრივ განსაკუთრებით კარგია – მწვანე ლობიო, ისპანახი, მწვანე ბარდა, ბროკოლი, კომბოსტო. ისინი წმენდენ ნაწლავებს და ორგანიზმიდან გამოდევნიან მავნე ნივთიერებებს. ასევე, მათი გამოყენება ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას.

სახამებლის დაბალი შემცველობა

ბევრი ბოსტნეული დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს, მათ შორის კარტოფილი და სიმინდი. სახამებელი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის, მაგრამ დიდი რაოდენობით ის ნეგატიურ გავლენას ახდენს, სწრაფად აითვისება და ხელს უწყობს წონის მატებას. დიეტოლოგები ურჩევენ წონაში დაკლების დროს ნაკლები სახამებლის შემცველი ბოსტნეულის გამოყენებას – ასეთი კი მწვანე ბოსტნეულია. გარდა ამისა, მწვანე ბოსტნეული ორგანიზმის ტენიანობას ინარჩუნებს და აუცილებელია ჩვენი კანის სილამაზისათვის.

სამკურნალო თვისებები

დადასტურებულია, რომ მწვანე ბოსტნეული შესანიშნავი საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებისათვის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის გაუმჯობესებისათვის. გარდა ამისა, ისინი ამცირებენ დიაბეტის რისკს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული იქნა მაშტაბური კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა 220 ათასი ადამიანი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ კვებაში მწვანე პროდუქტების რეგულარული გამოყენებისას, შაქრის დიაბეტის დაავადებების რისკი 14%-ით შემცირდა.

მწვანე პროდუქტები ასევე ამცირებენ ორგანიზმზე ულტრაიისფერი სხივების ნეგატიურ მოქმედებას. მათი გამოყენებისას იზრდება თვალის დაცვის ფუნქცია, მცირდება სიბრმავის და კატარაქტის დაავადებების რისკი. ეს პროდუქტები აძლიერებენ იმუნურ სისტემას და გავლენას ახდენენ ერითროციტების გამომუშავებაზე. მწვანე პროდუქტები არა მარტო ფიზიკურ, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ახდენენ გავლენას. მწვანე ფერი ამაღლებს განწყობას და თრგუნავს დეპრესიას და სტრესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.