ადამიანები დანა-ჩანგლით თხრიან თავიანთ საფლავებს – ტრანსფორმაციის ისტორია

მიხეილ შანი – ნუტრიციოლოგი, ჯანსაღი კვების და ჰიგიენის სპეციალისტი, ხალხური და ეზოთერული მედიცინის მკვლევარი, ტრენერი, კითხულობს ლექციებს და სემინარებს ჯანსაღ კვებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ჯგუფ დიეტამანია-ს ადმინისტრატორი.

ჩემი ტრანსფორმაციის ისტორია

ყოველთვის მაინტერესებდა რა შესაძლებლობებს ფლობს ბუნება და რისი მიცემა შეუძლია ადამიანისთვის. ერთხელ სარკეში ყურებისას მიმიზიდა იმაზე ფიქრმა, რომ არ მაკმაყოფილებს ჩემი სხეულის ფორმები, არ მაკმაყოფილებს ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები და არც შეგრძნებები. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ და აუცილებელია ამისთვის ცვლილებები.

მივხვდი რომ ზედმეტი ფიქრი მხოლოდ პრობლემებს ქმნიდა და გადავედი მოქმედებაზე. გავხდი აქტიური მაძიებელი სიჯანსაღის სამყაროში. ძიებაში შევისწავლე: კვების ჰიგიენა, ნუტრიციოლოგია, ორგანული და არაორგანული ქიმია, სპორტული ადაპტოლოგია, ბიოენერგეტიკა, ენდოკრინოლოგია და გერონტოლოგია. შევიყვარე ცოცხალი სამზარეულო და ჯანსაღი კერძების მომზადება. გავხდი ხალხური და ეზოთერული მედიცინის მკვლევარი, ასევე ათლეტი ფიტნესის სფეროში, მივიღე სხვადასხვა მარათონებში მონაწილეობა და ჩავები ცხოვრების აქტიურ ფაზაში.

ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ბუნების დამსახურებაა: ჩვენ არ უფიქრდებით თუ რამხელა შესაძლებლობებს ფლობს ადამიანი, როდესაც ბუნების ხმას უსმენს და ჯანსაღ ხედვებს მიყვება. ვთვლი, რომ სრულყოფილი შედეგი, მხოლოდ გონების და სხეულის ბალანსით მიიღწევა, როდესაც ჩვენ ვითარდებით ფიზიკურად აუცილებელია ასევე გონების განვითარება, მაშინაც როდესაც პირიქით ხდება, რადგან, ჩვენი სხეული ჩვენი ფიქრების ანარეკლია, შევცვლით ფიქრებს, შეიცვლება მოქმედებები და შედეგიც არ დააყოვნებს.

აუცილებელია გავხადოთ, ჩვენი ცხოვრება აქტიური და საინტერესო, რადგან სამყარო იმდენად საინტერესოა, რამდენადაც ჩვენი ცხოვრება. ჩვენ უნდა მივიწევდეთ მიზნისკენ და არა გაურბოდეთ მიზეზებს, რომლებიც პრობლემებს წარმოქმნიან.

ბოლო კვლევის თანახმად, ძრირითადს გამოვარჩევდი დღევანდელ სამწუხარო რეალობას, რომელსაც უმეტესობა თვალს არიდებს. დღევანდელი მდგომარეობა საკვების სფეროში ძირითადად გლობალიზაციის დამსახურებაა, რადგან ეს სისტემის წესია, ნებისმიერი პატარა ცნობიერება ექცევა დიდი ცნობიერების ზეგავლენის ქვეშ. ასევე ჩვენც, სხვადასხვა ქვეყნების ზეგავლენის და კონტროლის ქვეშ ვართ. სამწუხაროა რომ ადამიანემა დაკარგეს ჯანსაღი ხედვის უნარი, რადგან ჯანსაღი საკვების დეგრადირების მექანიზმებს და პროცესებს ვერ ხედავენ. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ რას დაემსგავსა დღევანდელი საკვების ინდუსტრია და გარემოება, დააკვირდით როგორ დამახინჯდა თუნდაც ქართული სუფრა, მასზე მოკვდა სიჯანსაღე, როგორ გაიზარდა საკვების მოთხოვნილება და მათი მიღების რაოდენობა, როგორ იმოქმედა ზედმეტმა კოფორტმა და როგორ გაზარმაცდნენ ადამიანები. სამწუხაროდ ბევრი ვერ აცნობიერებს არაჯანსაღი საკვების ზეგავლენას მის ჯანმრთელობაზე. ეს არ არის მხოლოდ წონის და სხვადასხვა დაავადები მიზეზი, მავნე საკვები ადამიანებს მათზე დამოკიდებულს და აგრესიულს ხდის და მათი ხშირი მოხმარება არის ამის მიზეზი. უფრო სამწუხარო ის არის რომ ეს ტრადიციებში გადაიტანეს და პატივისცემა გონიათ. ეს უკვე დაავადებაა, როგორც სენი, რომელიც სწრაფად ვრცელდება.

მარტივი მაგალითი :

მამაკაცემის უმეტესობა, რომლებსაც აწუხებს წონა, გული, კუჭი, ღვიძლი, ნაღველი, ჰიპერტონია, ნერვული აშლილობა და ხშირად იმპოტენცია, ფიქრობენ იმაზე, თუ რა ფირმის მანქანა შეიძინონ, რადგან ძველი აღარ აკმაყოფილებს, ან რომელ რესტორანში რამდენი საკვები მიიღონ. სამწუხაროა რომ ამ რეალობას ბევრი თვალს არ უსწორბს. ადამიანები დანა-ჩანგლით თხრიან თავიანთ საფლავებს და შთაგონებით იკლავენ თავებს. რეჟიმი რთულია, ეს ძალიან კარგად მესმის, მაგრამ არ ესმით, ექიმებს და საავადმყოფოებს. არავინ არ შემოვა თქვენს მდგომარეობაში და არავინ ეცდება თქვენს გაჯანსაღებას. ისინი მხოლოდ სიმპტომებს მოგიხსნიან, რომ დამოკიდებული გაგხადონ მკურნალობაზე, ხოლო ასეთი ადამიანი ვერასდროს გაჯანსაღდება.

ნებისმიერი მავნე ჩვევა და პროდუქტი, რომელსაც ვერ ანებებთ თავს ის იგებს ბრძოლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ არასწორად მიგყავთ ბრძოლა.

 

შემოგვიერთდით ჯგუფში დიეტამანია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *