დაგვიბრუნეთ ჩვენი სხეული! – პლიუს ზომის მოდელები

პლიუს ზომის მოდელები (Plus Size Model) ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდ პოპულარობას იხვეჭენ. ეს ის მოდელები არიან, რომელთა ტანსაცმლის ზომა 42-დან 54-ია. ისინი ჩვეული მანეკენებისაგან განსხვავებით საკმაოდ მსხვილი ფორმებით გამოირჩევიან და არ ადარდებთ ის ზედმეტი კილოგრამები, რომლებთან ბრძოლის გამო სამოდელო ბიზნესი ანორექსიასთან ასოცირდება და არაერთი მოდელის დაღუპვის მიზეზი გახდა.

ჟურნალებში და პოდიუმზე ასეთი არასტანდარტული ზომების მოდელების გამოჩენა უკვე რევოლუცია იყო, რომელსაც კვებავდა ფემინიზმის და ბოდიპოზიტივის იდეა – გიყვარდეს საკუთარი სხეული, ისეთი როგორიც არის! დაგვიბრუნეთ ჩვენი სხეული! პლიუს ზომის მოდელებმა ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში შეძლეს და დიდი პოპულარობაც მოიპოვეს.

„მე არ მივემ უფლებას სხვებს მიკარნახოს, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი სხეული და ამას გირჩევთ თქვენც“ – ამბობს ეშლი გრეჰემი, ერთერთი ყველაზე პოპულარული პლიუს ზომის მოდელი, რომელიც რეკლამაში რეტუშის გარეშე მონაწილეობს. მის მაგალითს ბევრი პლიუს ზომის მოდელი იზიარებს და სხვებსაც მოუწოდებენ, რათა ნებისმიერ სხეულს სიყვარულით და პატივისცემით მოეპყრონ.

ეს დამოკიდებულება ბევრი ქალისთვის ახლობელი და მტკივნეული თემა აღმოჩნდა, მუდმივი სტანდარტების დევნაში გაქანცული ქალებისთვის პლიუს ზომის მოდელების აღმოჩენა შვება იყო. პლიუს ზომის მოდელებს უამრავი ფოლოუერი და თაყვანისმცემელი ყავთ, რომლებსაც ისინი პლიაჟზე თუ საცვლებში გადაღებულ ფოტოებს ყოველგვარი კომპლექსების გარეშე უზიარებენ. ჯერ ის რად ღირს, რომ მარტო ეშლი გრეჰემს 5 მილიონამდე ფოლოუერი ჰყავს ინსტაგრამზე, რაც ბევრი სტანდარტული გამხდარი მოდელისთვის საოცნებო რიცხვია.

ცნობილი პლიუს ზომის მოდელები:

  1. ეშლი გრეჰემი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2. ბარბი ფერეირა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3. დიანა ვერასი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

4. კენდის ჰაფინი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5. ჯენი რანკი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6. მარკიტა პრინგი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7. ტარა ლინი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. ჟუსტინ ლეგო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. რობინ ლოული

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. პრეშეს ლი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *