მსოფლიოს ყველაზე ულამაზო ქალის წარმატების გზა
ერთ დილას, როცა ამერიკელმა გოგონამ ლიზი ველასკესმა ნოუთბუქი ჩართო, ვიდეორგოლის ლინკი მიიღო, სადაც ათასობით ინტერნეტ-მომხმარებელს ის მსოფლიოს უმახინჯეს ადამიანად ჰყავდათ შერაცხული, ხოლო ყველაზე მწარე ენიანები კი მას თავის მოკვლასაც კი ურჩევდნენ. 8 წამიან ვიდეორგოლს 4 მილიონი ნახვა ჰქონდა და ათასობით ასეთი კომენტარი. ლიზის არანაირი პოპულარობა არ სურდა, მაგრამ ამ ისტორიის მერე, სადაც ამდენი გაბოროტებული და ღვარძლიანი გამოხმაურებება მიიღო მისი მისამართით, გადაწყვიტა თავისი ცხოვრების შესახებ მოეყოლა.
ლიზის ისტორია:
ლიზი დაიბადა იშვიათი დაავადების სინდრომით, მას არ შეუძლია ნორმალური წონის აკრეფა, მოზრდილი ასაკის ქალი მხოლოდ 29 კილოგრამია. ასეთი ადამიანი მსოფლიოში სულ სამია, როგორ უმკურნალონ, ექიმებმა არ იციან.
ლიზი 900 გრამი დაიბადა. ექიმებმა მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვი ვერასდროს შეძლებდა სიარულს, ლაპარაკს და ასევე ურჩიეს მეტი შვილი არ გაეჩინათ – თუ არადა ისევ ინვალიდი დაიბადებოდა. ველასკესებმა ექიმების რჩევას არ დაუჯერეს და კიდევ ერთი გოგონა გააჩინეს, სრულიად ჯანმრთელი, ხოლო ლიზი კი სირთულეებით, მაგრამ მაინც აღზარდეს და განათლებაც მისცეს.
„ყველა ჩვენსკენ იშვერდა ხელს, თანდათან მივეჩვიეთ ამას“ – იხსენებს მარინა ველასკესი, ლიზის უმცროსი და.
ლიზის ბავშვობაში რა თქმა უნდა ბევრს დასცინოდნენ, ბავშვი არა მარტო არაბუნებრივად გამხდარი იყო, არამედ, ცალი თვალით ბრმაც. თუმცა ნამდვილი კოშმარი მოზარდობის ასაკში დაეწყო.
17 წლის ასაკში ლიზის შესახებ დაიდო ვიდეო Youtube-ზე, სადაც მას პირველად უწოდეს „მსოფლიოს უმახინჯესი ქალი“. ვიდეოს 4 მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა, სადაც იმასაც კი სწერდნენ კომენტარებში – „მსოფლიოს სიკეთე გაუკეთე – წადი თავი მოიკალი“, ზოგი მონსტრს უწოდებდა, ზოგი კი მის მშობელს სძრახავდა რომ აბორტი არ გაიკეთეს. ამ კომენტარების შემდეგ ლიზი ადვილი წარმოსადგენია როგორც იგრძნობდა თავს. „ჯერ უამრავი ვიტირე, შემდეგ კი გადავწყვიტე დავწყანრებულიყავი“ – ლიზიმ არც თავი მოიკლა, არც დამალვა დაიწყო სამყაროსგან, მან თავისი ნაკლი იარაღად აქცია, მოულოდნელი ცნობადობა გამოიყენა რათა მსოფლიოსთვის საკუთარი თავის, თავისი ფასეულობების შესახებ მოეთხრო და დახმარებოდა მათ, ვისაც ასევე უწევს დამცირებასთან და შეურაცხყოფის ატანა საკუთარი გარეგნობის გამო. მან კამპანია დაიწყო, უშვებდა ვიდეორგოლებს, გამოდიოდა აუდიტორიის წინაშე, სადაც იმ ადამიანებს იცავდა, ვინც არ იყოს სხვისი მსგავსი. 2013 წელს ის TED Austin Women ფესტივალზე გამოვიდა, სადაც როგორც ძლიერი ორატორი წარსდგა საკმაოდ სასიამოვნო ხმით, მას კარგი იუმორი და თვითირონია აღმოაჩნდა.
„ყველას გთხოვთ: თუ გინდათ მაწყენონოთ და რაღაც საზიზღრობა მითხრათ, მარჯვენა მხარეს დამიდექით რა – ამ თვალით მაინც ვერ გხედავთ“ – იცინის ველასკესი.
ლიზის გამოსვლის ვიდეორგოლმა Youtube-ზე 9 მილიონი ნახვა ჰქონდა. თავის გამოსვლაში გოგონა ყვება როგორ ისწავლა თავისი სინდრომი არა როგორც უბედურება, არამედ როგორც თვითსრულყოფის გასაღები და სხვა ადამიანების შთაგონების წყაროდ აღეთქვა. ის ცდილობს თავის გარეგნობაში პოზიტივი იპოვოს – „შეიძლება არც ისე კარგად გამოვიყურები, მაგრამ თმების მართლა შესანიშნავი მაქვს“.
2014 წელს ველასკესი სერიოზული აუდიტორიის წინაშე წარსდგა – ამერიკის კონგრესის წინაშე. ის ლობირებდა თანაკლასელების მიერ ამერიკელი მოსწავლეების ჩაგვრის წინააღმდეგ კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა.
ლიზი დღეს:
ვეალსკესს უმარავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც. როცა ლიზიმ გადაწყვიტა თავის ცხოვრებაზე ფილმი გადაეღო, მას 180 ათასი დოლარი სჭირდებოდა, ინტერნეტპორტალზე მის განცხადებას 16 ქვეყნიდან 3564 ადამიანი გამოეხმაურა და 215 ათასი დოლარი შეგროვდა. ლიზიმ ოცნება აისრულა, ჩააბარა ტეხასის უნივერსიტეტში და წარმატებით დაამთავრა. დაწერა სამი წიგნი ფსიქოლოგიაზე მათთვის, ვისაც სურს იპოვოს ძალები, რომ გაუმკლავდეს გარშემომყოფების უსამართლო სასტიკ დამოკიდებულებას.