იწვევს თუ არა ძილის უკმარისობა წონის მატებას?
გამოუძინებლობა დიდი ხანია შეტანილია სიმსუქნის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს შორის. თუმცა რის ხარჯზე ახდენს არასაკმარისი ძილი მადის მომატების პროვოცირებას, მეცნიერებმა მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს.
გამოუძინებობის დროს ადამიანის ორგანიზმში არც თუ ისე კარგ დროს იწყებს გამომუშავებას ქიმიური ნივთიერება, რომელიც იწვევს მადის აღძვრას, ენერგიის მოთხოვნილების ზრდას და ჭამისგან მიღებულ სიამოვნებას ამწვავებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერთა გუნდი. ნეიროფიზიოლოგებმა და კვების სფეროს სპეციალისტებმა ჩაატარეს მოხალისეებზე ექსპერიმენტი – 18-დან 36 წლამდე ქალებზე და მამაკაცებზე, რომლებთან არასდროს ქონიათ პრობლემები ჭარბ წონასთან. ცნობილი იყო, რომ მათ უმეტესობას არანაკლებ 7,5-8,5 საათი ეძინა. მათ ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: პირველი ცდის დროს მონაწილეებს ეძინათ ოთხი ღამე ზედიზედ 8,5 საათი. მეორე ცდის დროს, რომელიც ოთხი კვირის შემდეგ ჩატარდა ოთხი ღამის განმავლობაში ეძინათ 4,5 საათი. ექსპერიმენტის დროს ყველას ერთნაირად აჭმევდნენ დღეში სამჯერ, ხოლო კვების მერე იღებდნენ სისხლის ანალიზს.
აღმოჩნდა, რომ ნორმალური ძილის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს დაბალი ჰქონდათ ნივთიერება „ენდოკანაბინოიდების“ დონე (სწორედ ის, რომელიც მოქმედებს მადაზე და ენერგიის მოთხოვნილებაზე), რომელიც იზრდებოდა შუადღემდე და მცირდებოდა დღის ბოლოს. ხოლო, დანარჩენ შემთხვევებში ღამის არასაკმარისი ძილი იწვევდა ამ ნივთიერების მკვეთრ ზრდას (33%-ით), პიკს აღწევდა 14:00 საათზე და მაღალი რჩებოდა ჯერ კიდევ 21:00 საათზე.
ამასთან ერთად, გამოუძინებლობის დროს ცდის მონაწილეები გრძნობდნენ ძლიერ შიმშილს, ხოლო როცა ჭამის დროს ორჯერ უფრო კალორიულად მიირთმევდნენ, ვიდრე გამოძინების შემთხვევაში. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად ეტანებოდნენ მავნე საკვებს – ორცხობილებს, კანფეტებს, ჩიპსებს.
აქედან მეცნიერებმა დაასკვნეს, არაჯანსაღი კალორიული საკვების მიმართ ლტოლვა წარმოიშობა არასაკმარისი ძილის დროს ენდოკანაბინოიდური სისტემის აქტივაციის გამო. ეს სისტემა პასუხისმგებელია კვების მოთხოვნილებაზე, მადაზე და ენერგეტიკული ბალანსის უზრუნველყოფაზე.
ასე რომ იძინეთ და დაიკელით წონაში!