პროდუქტები დიეტისათვის – თევზი, ზღვის პროდუქტები

თევზი, ისევე როგორც სხვა ზღვის პროდუქტები – ფასეული საკვები პროდუქტია, რომელიც ნაკლები რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ბევრ ცილებს და ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას. ვიტამინების, მინერალების და სხვა სიცოცხლისათვის აუცილებელი საკვები ნივთირებების შემცველობის გამო, თევზი და ზღვის პროდუქტები ჩვენი რაციონის შეუცვლელი კომპონენტია.

შესამჩნევია, რომ ადამიანები, ვინც დიდი რაოდენობით თევზს მოიხმარს, ნაკლებად ჭამს ხორცს და ყველს. გარდა ამისა, მათი კვება უფრო დაბალანსებული და რაციონალურია. კვების ექსპერტები ერთხმად ირწმუნებიან, რომ თევზი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ამ საკითხზე კვლევები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება, რადგან მეცნიერთა საზოგადოება თევზის სულ ახალ და ახალ სამკურნალო თვისებებს პოულობს.

სასარგებლო თვისებები:

თევზი სასარგებლოა გულ-სისხლძრღვთა სისტემისთვის:

ითვლება, რომ თევზში არსებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გულისთვის ძალიან სასარგებლოა, ასევე არტერიებისათვის და ვენებისათვის, რაც სასიკეთოდ აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. თევზით მდიდარი რაციონი ხელს უშლის გულ-სისხლძრღვთა და გულის უკმარისობის დაავადებების განვითარებას, რადგან ხდება ტრიგლიცერიდების დაგროვების შეფერხება, ჭარბი ტრიგლიცერიდების დონის შემცირება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების („კარგი“ ქოლესტერინი) დონის ზრდა და არტერიების დახშობის პროფილაქტიკა. ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა ცხიმიანი თევზის სახეობები: ორაგული და სკუმბრია – მათში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა შედარებით მეტია.

ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მთელი კვირის განმავლობაში არანაკლებ თევზის ორი კერძის ჩართვა რაციონში გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს ერთი მესამედით ამცირებს.

სხეულის მასის ნორმალიზება:

კვლევების შედეგების მიხედვით თევზის ნახევრად ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები ახდენენ უჯრედების ცხიმოვან უჯრედებად ტრანსფორმაციის ბლოკირებას, რის შედეგადაც ცხიმოვანი მარაგების დაგროვება უფრო ნელი ტემპებით ხდება. კველევების წინასწარმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ თევზის ცხიმის ტაბლეტების და ფიზიკური ვარჯიშების შეთავსება ერთმანეთთან უფრო უკეთეს ეფექტს იძლევა ზედმეტი კილოგრამებთან ბრძოლაში, ვიდრე მხოლოდ ვარჯიში (თევზის ცხიმის დამატების გარეშე).

სიმსივნის წარმოშობის რისკის შემცირება:

დადგენილი იქნა, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აფერხებს სამი ტიპის სიმსივნის განვითარებას: სარძევე ჯირკვლების კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოს და პროსტატის კიბოს.

ტვინის მუშაობის გაუმჯობესება:

თევზში არსებული ომეგა-3 ცხიმები აუმჯობესებენ ტვინის მუშაობას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მიღება რეკომენდირებული რაოდენობით ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციის გაზრდას როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. უკანასკნელი დროის კვლევები აჩვენებს, რომ თევზის ცხიმს შეუძლია ხანშიშესული ადამიანების მეხსიერების გაუმჯობესება. თუმცა სხვა კვლევებით დადგინდა, რომ თევზის ცხიმი არ ანელებს ალცგეიმერის დაავადების განვითარების ტემპს იმ ავადმყოფებში, რომელთაც უკვე გაუჩნდათ ამ დაავადების პირველი სიმპტომები. მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ თევზის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აჩქარებენ სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვების გონებრივ განვითარებას.

ანთების საწინააღმდეგო თვისება:

თევზი, კერძოდ ცხიმიანი თევზის სახეობებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. გამომდინარე აქედან, თევზის ცხიმის მოხმარება ახშობს სისხლში და ორგანიზმის ქსოვილებში ანთებით პროცესებს. ცხიმიან თევზში არსებული ომეგა-3 მჟავები, უფრო კონკრეტულად კი ეიკოზაპენტაენის მჟავა, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას, ამიტომ თევზის მოხმარებას შეუძლია შეამციროს ტკივილის შეგრძნება ართრიტების, პროსტატიტის და ცისტიტის დროს.

მხედველობის გაუმჯობესება:

ცნობილი ფაქტია, რომ თევზს შეუძლია მხედველობის გაუმობესება. თევზი აფერხებს გლაუკომის და მშრალი თვალის სინდრომის განვითარებას. უკანასკნელი კვლევის შედეგებით ექსპერტებმა დასკვნეს, რომ მთელი კვირის განმავლობაში არანაკლებ თევზის ორი კერძის ჩართვა რაციონში თვალის დაავადებების რისკს ორჯერ ამცირებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამას მთელი რიგი მიზეზები აქვს – დაწყებული ანთებითი პროცესების დათრგუნვიდან, დამთავრებული სისხლძარღვთა მუშაობის გაუმჯობესებით.

კანის მდგომარეობის გაუმჯობესება:

თევზის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. კვლევებით აღმოჩნდა, რომ ცხიმიან თევზში არსებული შეუცვლელი ომეგა-3 მჟავები, კონკრეტულად კი ეიკოზაპენტაენის მჟავა, ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას და ანელებს კანის დაბერების პროცესს. ასევე გამოვლინდა, რომ ომეგა-3 ცხიმები იცავს კანს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

დეპრესიისგან განკურნება:

ომეგა-3 ცხიმებს შეუძლიათ დეპრესიის და განგაშის შეგრძნებისაგან განკურნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ტრადიციულად კვებაში ბევრ თევზს იყენებენ, დეპრესიის შემთხვევები ნაკლებია. ვარაუდობენ, რომ ამაში მნიშვნელოვან როლს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები თამაშობს.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით შემდეგი სახეობის თევზი გამოირჩევა (კლებადობის მიხედვით): ორაგული, შებოლილი ორაგული, სარდინები, კალმახი, კალმარი და თინუსი.

სახიფათო თვისებები:

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა თევზი არაა სასარგებლო, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ეკოლოგიურ გარემოს, სადაც ისინი არსებობენ. თევზის ზოგიერთი სახეობებში წყალში არსებული ქიმიური ნივთიერებები გროვდება, ამიტომ ასეთ სახეობებს უნდა მოვერიდოთ და არ ჩავრთოთ რაციონში.

ორსულმა ქალებმა და ბავშვებმა უნდა შეზღუდონ თევზის იმ სახეობების მოხმარება, რომლებშიც დაბინძურებული ეკოლოგიის გამო დიდი რაოდენობითაა ვერცხლისწყალი გროვდება – ზვიგენის ხორცი, შიმშერი (ხმალა), სამეფო (გიგანტური) სკუმბრია, თინუსის ერთერთი ჯიში (Albacore tuna) და სხვა მტაცებელი სახეობის თევზები. მეცნიერთა აზრით ეს სახეობები ყველაზე მეტადაა დაბინძურებული ვერცხლისწყლით. 2004 წლის მარტში აშშ-ს საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების კონტროლის ორგანომ (FDA) გამოაქვეყნა თევზის მოხმარების რეკომენდაციები ორსული ქალებისთვის, ქალები რომლებიც უკვე ემზადებიან დედობისათვის და ბავშვებისათვის. მოცემული რეკომენდაციის მიხედვით მათ მთლიანად ეკრძლებათ ამ კატეგორიის თევზის მიღება.

ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების მინიმალიზაციისათვის რეკომენდირებულია ასეთი თევზის მომზადების წინ გავასუფთაოთ კანისაგან და მოვაშოროთ ცხიმი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *