ხმელთაშუა ზღვის დიეტა

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ანსელ და მარგარეტ კეის მიეს მიერ შემოღებული იქნა ტერმინი:

 „ხმელთაშუა ზღვის“ დიეტა

ხმელთაშუა ზღვის დიეტა არ არის რაიმე განსაზღვრული კვების სისტემა ან ინსტრუქცია. ის წარმოადგენს კვებითი ჩვევების და პრინციპების კრებულს, რომელსაც ტრადიცულად ხმელთაშუა ზღვის მაცხოვრებლები მისდევენ. დიეტა პოპულარული გახდა ე.წ. ფრანგული პარადოქსის გამო: მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ საფრანგეთის მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხიმს იყენებს, მათ ჭარბი წონის პრობლემის, გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების, მაღალი წნევის და დიაბეტით დაავადებების გაცილებით დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე სხვა ქვეყნების, მაგ. აშშ-ს მაცხოვრებლებს.

ხმელთაშუა ზღვა 16-ზე მეტი ქვეყანას ესაზღვრება და მათი კვების ტრადიციები განსხვავდება ერთმანეთისგან კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიხედვით, მაგრამ არის ბევრი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც მათ აერთიანებს:

  • ბოსტნეულის, კარტოფილის, პარკოსნების, თხილეულის, მარცვლეულის, პურის და პურეული მარცვლოვნების  დიდი რაოდენობა საკვებში.
  • აქტიურად გამოიყენება ზეთისხილის ზეთი, რომელიც მოიხმარება როგორც შეწვის დროს, ისე სანელებლად.
  • საკვებად ზომიერად გამოიყენება თევზეული და მცირე რაოდენობის ხორცი. მსუყე ხორცი (ღორის, ძროხის ან ცხვრის) მიიღება რეგულარულად, მაგრამ არაა აუცილებელი ყოველ კვირა.
  • ძირითადად გამოიყენება დაბალი ცხიმიანობის იოგურტი და ყველი.
  • საჭმელთან ერთად წითელი ღვინის ზომიერი მიღება.
  • სეზონური ცოცხალი პროდუქციის მოხმარება – ხილი, ბოსტნეული და მწვანილი
  • ტკბილეული – ყოველდღე არა
  • ცხოვრების აქტიური წესი

რეგულარულად ჩატარებული კვლევების შედეგად, შეეცადნენ გამოეყოთ დიეტის შემადგენლობიდან ის, რაც საუკეთესო სამედიცინო ეფექტს იძლეოდა. ასეთი აღმოჩნდა ცხიმიანი თევზი, ზღვის პროდუქტები, ზეთისხლის ზეთი, წითელი ღვინო და სხვ. თუმცა მათგან არ მოხერხდა მხოლოდ ერთი ან ორი ცალკეული კომპონენტის გამოყოფა, რომელიც ამ დადებით ეფექტზე ახდენდა გავლენას.

იმისთვის, რომ ადვილად დაიმახსოვროთ პროდუქტები, რომლებსაც ხმელთაშუაზღვის დიეტის დროს გამოიყენებენ, შედგენილი იქნა სპეციალური პირამიდა. ამ პირამიდის მიხედვით ჩანს რა პროდუქტები და რამდენად ხშირად გამოიყენება:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *