ოშო რაჯნიში – აკრძალული სექსი (გაგრძელება)
დასაწყისი: აკრძალული სექსი, I ნაწილი
ეს უდიდესი ტრიუკია – ყველაზე დიდი, რომელიც კაცობრიობას გაუკეთეს. ეს ხუთი ილეთი არის ერთის შედეგი – სიყვარულის ტაბუსი. ადამიანს შეიძლება გაუკეთო ყველაფერი, რაც გსურს, თუ აუკრძალავ მათ ერთმანეთის სიყვარულს და ეს დაამუშავეს საკმაოდ მეცნიერულად, ეს იყო უმაღლესი დონის ხელოვნება. ის შესრულდა ოსტატურად. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ ტაბუს შესახებ.
პირველი: ის დაფარულია, ის პირდაპირ არ ჩანს, რადგან თუ ტაბუ ცხადი რჩება, ის კარგავს თავის ძალას. ტაბუ იმდენად დაფარული უნდა იყოს, რომ თქვენ წარმოდგენაც კი არ უნდა შეგეძლოთ, რომ ეს შეიძლება. ტაბუ ცნობიერებაში კი არა ქვეცნობიერებაში უნდა ჩაიდოს. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ფრთხილად და არაპირდაპირად?
გამოიყენება შემდეგი ტრიუკი: ჯერ გვიქადაგებენ და განადიდებენ სიყვარულს, რომ ადამიანებმა არასდროს არ იფიქრონ თითქოს პოლიტიკოსები და რელიგიის მსახურები სიყვარულის წინააღმდეგნი არიან. ისინი მოდიან და გველაპარაკებიან ერთმანეთის მიმართ სიყვარულის აუცილებლობაზე, ხოლო შემდეგ არ იძლევიან სიტუაციის საშუალებას, სადაც სიყვარული წარმოიშობოდა. ისინი გვასწავლიან, რომ ჭამა აუცილებელია, რომ ჭამა უდიდეს სიამოვნებას იძლევა, მაგრამ მაგიდას არ გიშლიან. ადამიანებს აშიმშილებენ და თან სიყვარულზე საუბარს აგრძელებენ.
სწორედ ამიტომ საუბრობენ ღვთისმსახურები სიყვარულზე. სიყვარულს ყველაფერზე წინ აყენებენ – ღმერთის შემდეგ მეორე ადგილზე, მაგრამ ამის მოხდენის საშუალებას ყველანაირად აღკვეთენ. ღიად ისინი მხარს უჭერენ სიყვარულს, ირიბად კი ყველა ფესვს სპობენ. ძალიან ოსტატურია არა? მაგრამ ღვთისმსახური არ მოგიყვებათ თქვენ ამ დამღუპველი მეთოდების შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ეუბნებით ხეს: „შენ მწვანე ხარ, აუცილებლად უნდა ისწრაფვოდე მზისკენ: აყვავდე და იხარო“ და იწყებთ მისი ფესვების მოჭრას. როცა ხე ჩამოჭკნება, თქვენ მის გარშემო დახტიხართ და ყვირით: „მე ხომ გეუბნებოდი! შენ კი არ მისმენდი. შენ არ აკეთებ იმას, რასაც გეუბნებოდი. შენ უნდა იყო მწვანე, ყვაოდე, იხარო, იცეკვო…“, ამ დროს კი აგრძელებთ ფესვების მოჭრას.
სიყვარულს ისე ერიდებიან, რომ ის მსოფლიოში იშვიათი მოვლენა გახდა – ღირს კი მასზე უარის თქმა? თუ ადამიანს შეუძლია უყვარდეს ხუთი, მაშინ მას ხუთი უნდა უყვარდეს. თუ ადამიანს შეუძლლია ორმოცდაათი უყვარდეს, მას უნდა უყვარდეს ორმოცდაათი. თუ მას შეუძლია უყვარდეს ასი, მაშინ მას ასი უნდა უყვარდეს. სიყვარული ისეთი იშვიათობაა, რომ რაც მეტს გაუნაწილებთ, მით უკეთესი.
მაგრამ ამის საწინააღმდეგიდ არის ტრიუკი. თქვენ ძალიან ვიწრო დერეფანში, შეგიყვანეს: თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ მხოლოდ თქვენი ცოლი, თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ მხოლოდ თქვენი ქმარი, თქვენ შეგიძლიათ გიყვარდეთ მხოლოდ ეს, მხოლოდ ის და პირობები ძალიან ბევრია. წარმოიდგინეთ, რომ გამოვიდა კანონი, რომლითაც შეგიძლიათ ისუნთქოთ მხოლოდ მაშიმ როცა თქვენი ცოლის გვერდით ხარ, ან მხოლოდ თქვენი ქმრის გვერდით ხარ. მაშინ სუნთქვა შეუძლებელი გახდება. თქვენ მოკვდებით და ვერ შეძლებთ სუნთქვას, მაშინაც კი როცა თქვენი ცოლის ან ქმრის გვერდით იქნებით.
ისევ ტრიუკი: ლაპარაკობენ უმაღლეს სიყვარულზე და ამახინჯებენ უმდაბლესს. ისინი ამობენ, რომ არსებობს მდაბალი სიყვარული, რომელზეც უარი უნდა თქვათ, რომ ფიზიკური სიყვარული – ეს მდაბალია, ხოლო სულიერი – მაღალი. გინახიათ ოდესმე სული სხეულის გარეშე? სახლი ფუნდამენტის გარეშე? მდაბალი სიყვარული – ეს უმაღლესის ფუნდამენტია. სხეული – ეს ფუნდამენტია და სული მასში ცხოვრობს. თქვენ ხართ განსხეულებული სული და სულში მცხოვრები სხეული. ეს ერთი და იგივეა. მდაბალი განუყოფელია მაღალისაგან – ეს ერთი კიბის სხვადასხვა საფეხურებია.
ამის ჩვენება სურს ტანტრას: რაც მდაბალია, არ უნდა უარყო, რომ ის უნდა ტრანსფორმირდეს უმაღლესში. მდაბალში არაფერი არაა ცუდი. მაგრამ თუ თქვენ გაიჭედეთ მდაბალში, ეს თქვენი პრობლემაა და არა მდაბალის. რაა ცუდი დაბალ საფეხურში? თუ თქვენ მასზე დადექით და გაჩერდით, პრობლემა თქვენშია.
იმოძრავეთ, არ იდგეთ ადგილზე.
სექსში არაფერი არაა ცუდი. ცუდია, თუ მასში გაიჭრდეთ. იარეთ მაღლა. მაღალი არაა მდაბალის წინააღმდეგი, პიქირით მდაბალი ეხმარება მაღალს არსებობაში.
ამ ტრიუკებმა უამრავი პრობლემა წარმოშვეს. ყოველ ჯერზე, როცა გიყვარდებათ, რატომღაც გრძნობთ თავს დამნაშავეთ: ჩნდება დანაშაულის გრძნობა და არ შეგიძლიათ სიყვარულში უფრო ღრმა შეტოპოთ. დანაშაულის შეგრძნება გაჩერებთ, გაიძულებთ დარჩეთ ზედაპირული. მაშინაც კი როცა სიყვარულით ხართ დაკავებული თქვენს ცოლთან ან ქმართან, სადღაც შიგნით დანაშაულს გრძნობთ: თქვენ იცით, რომ ეს ცოდვაა და აკეთებთ რაღაც ცუდს: „წმინდანები ხომ ამას არ აკეთებენ“. გამოდის რომ თქვენ – ცოდვილი ხართ. ამიტომ ამით სრულად არ შეგიძლიათ დაკავდეთ, მაშინაც კი როცა ეს დაშვებულია – თქვენ რჩებით ზედაპირული. თქვენს ზურგს უკან იმალება ღვთისმსახური, რომელიც თქვენში დანაშაულის გრძნობას აღვივებს. ის გაჩერებთ, აქრობს თქვენს შემართებას.
გაჩენილი დანაშაულის გრძნობა გაიძულებთ იფიქროთ, რომ აკეთებთ რაღაცას არასწორად, კარგავთ საკუთარი ღირსების გრძნობას, კარგავთ რწმენას საკუთარ თავში.
ჩნდება სხვა პრობლემა: დანაშაულის გრძნობა გაიძულებთ დაიწყოთ ფარისევლობა, თითქოს ეს არც მომხდარა. ყველას ფარისევლური სახე აქვს, ყველა არაგულწრფელია. ყველა ატარებს ნიღაბს, არ აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. თქვენ თავს დამნაშავედ გრძნობთ, შემდეგ თავს იკატუნებთ, შემდეგ ხედავთ რომ ყველა იკატუნებს თავს, ყველა თავს დამნაშავედ გრძნობს. ყველა განიცდის სულიერ ტკივილს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას. ახლა უკვე ადვილია ადამიანები მონებად აქციო – კანტორის მოსამსახურეებად, მასწავლებლებად, მრჩევლებად, მინისტრებად, გუბერნატორად და პრეზიდენტად. ახლა ადვილია მათი გატეხვა, რადგან ისინი ძირში არიან გადატეხილები. სექსი – ეს ფესვებია.
ერთი ისტორია მსმენია ...
ქორწინების პირველი ღამეა. ახალგაზრდა ცოლი პირველად ასრულებს თავის ცოლ-ქმრულ მოვალეობას. „ჩემო ლორდო“, – ჰკითხა ცოლმა მეუღლეს, – „ეს ისაა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები სექსს უწოდებენ?“
„დიახ, ეს არის, ჩემო ლედი,“ – უპასუხა ლორდმა რეჯინალდმა, თან თავისი საქმე გააგრძელა. რაღაც დროის შემდეგ ლედიმ ამოიოხრა: „ეს ზედმეტად კარგია უბრალო ადამიანებისათვის“.
უბრალო ადამიანებს მართლაც არ აქვთ უფლება დაკავდნენ ნამდვილი და სავსე სექსით – ეს მათთვის ზედმეტად კარგი იქნებოდა.
თუმცა, საქმე იმაშია, თუ თქვენ მოწამლეთ ჩვეულებრივი ადამიანები, თქვენ ამით საკუთარი თავიც მოწამლეთ. თუ მეფემ ჰაერი გააფუჭა, რითიც ჩვეულებრივი ადამიანები სუნთქავენ, ისიც ამ ჰაერით ისუნთქებს, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ღვთისმსახური, რომელმაც მოწამლა ჩვეულებრივი ადამიანები, საბოლოოდ თავადაც მოიწამლა. პოლიტიკოსი, რომელმაც მოწამლა ჩვეულებრივი ადამიანები, საბოლოოდ თავადაც მოიწამლება – ჰაერი ყველასთვის ერთია.
როცა თქვენ რაღაცას ახშობთ, ის მიდის ღრმად ქვეცნობიერებაში, ის არ ქრება. სექსი არ იქნა ამოძირკვული – საბედნიეროდ. ის არ ამოუძირკვიათ, უბრალოდ მოწამლეს. მის მოსპობას ვერ შეძლებენ – ეს ცხოვრების ენერგიაა. ის ჭუჭყის ფენით დაიფარა, რომლის მოხსნაც შეიძლება.
აი რა არის ტანტრა: დიდი განწმენდის პროცესი. ყველა თქვენი პრობლემა მიდის ერთთან – სექსუალურთან. თქვენ შეგიძლიათ გადაჭრათ ერთი პრობლემა მეორეზე, მაგრამ მას საბოლოოდ ვერ გადაჭრით, რადგან ის არაა ნამდვილი პრობლემა. მაგრამ თუ თქვენ გადაჭრით თქვენს სექსუალურ პრობლემას, ყველა პრობლემა თავისით გაქრება, რადგან თქვენ გადაჭრით მთავარს. თუმცა თქვენ გეშინიათ აღიაროთ, რომ ის არსებობს.
ეს ხომ ძალიან ადვილია. თუ თქვენ მოიცილებთ ყველა პირობითობას, ეს ძალიან ადვილია, ისე როგორც შემდეგ ისტორიაში.
მოაჭერით პრობლემა
ერთი გადაბერებული ჯერ კიდევ ქალწული მოხუცი პოლიციას სერიოზულ პრობლემად ექცა: ის მუდამ რეკავდა და ჩიოდა, რომ მისი საწოლის ქვეშ მამაკაცი იყო დამალული. ბოლობოლო ქალბატონი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს, მაგრამ მან აქაც დაიწყო ექიმებთან ჩივილი, რომ მისი საწოლის ქვეშ მამაკაცია. მას მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, და საბოლოოდ ქალბატონმა გამოაცხადა, რომ ის გამოჯანმრთელდა.
„მისს, თქვენ გინდათ თქვათ, რომ საწოლის ქვეშ მამაკაცი აღარ შეგიმჩნევიათ? – ჰკითხა ექიმმა.
„არა, ის იქ აღარაა. იქ უკვე ორია“.
ერთმა ექიმმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ერთი საშუალებაა რომელიც ამ პაციენტს მოარჩენდა, რომლის ავადმყოფობასაც „ავთვისებიანი ქალიშვილობა“ უწოდა. მან ურჩია მკურნალ ექიმს ქალბატონი ოთახში ჩაეკეტა ავადმყოფ დურგალთან ერთად, რომელსაც ზედმეტსახელად „დიდი ბატონს“ ეძახდნენ. ასეც გააკეთეს.
„დიდმა ბატონმა“ თქვა რომ ეს დიდ დროს არ წაიღებდა. დერეფანში ცნობისმოყვარეები შეიკრიბდნენ. ოთახიდან ისმოდა ხმები: „არა ბატონო, გაჩერდით, დედაჩემი ამას არასდროს მაპატიებს!“
„გაჩუმდით, ეს ოდესმე აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს წლების წინ უნდა გაკეთებულიყო!“
„გამოდის, რომ თქვენ ძალას ხმარობთ, საქონელო!“
„ეს შენს ქმარს უნდა გაეკეთებინა პირველ რიგში, თუ ის ოდესმე გყავდათ!“
ექიმებმა მეტი ვერ მოითმინეს და შევარდნენ ოთახში.
„მე ის განვკურნე“ – თქმა დურგალმა.
„დიახ, მან მე მომარჩნა“ – თქვა ქალბატონმა, – „მაინც მოაჭრა საწოლს ფეხები“.
ხანდახან გამოსავალი ძალიან მარტივია, თქვენ კი პრობლემას პრობლემაზე ჭრით. დურგალმა იცოდა რა უნდა ექნა – მოაჭრა საწოლს ფეხები.
სექსი – ეს თქვენი პრობლემების საფუძველია. ეს პრობლემები – შედეგია ათასწლოვანი მოწამვლის. ამიტომ საჭიროა ძირეული დასუფთავება დაიწყოთ.
მიეცით საკუთარ თავს თავისუფლება. მიეცით საკუთარ თავს ნება გიყვარდეთ, მიეცით უფლება ცხოვრობდეთ და მაშინ ცხოვრება პრობლემა აღარ იქნება.