FITNI.ge – Fitness, Health, Diet » GHFA

საქართველოს ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაცია (GHFA) შეიქმნა 2015 წელს.

ასოციაციის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

3.1 ასოციაციის მიზანია საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ფიტნესის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობაში ვარჯიშის კულტურის დანერვა და ამაღლება, ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში ვარჯიშის მნიშვნელოვანი და აუცილებელი როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

3.2  ასოციაციის ამოცანებია:

3.2.1 საქართველოში ჯანმრთელობის და ფიტნესის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა, მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების მეთოდური კვლევა;

3.2.2 ფიტნესის სფეროს განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

3.2.3 მოზარდ-ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

3.2.4 ფიტნეს-ინსტრუქტორთათვის აუცილებელი თეორიული და პრაქტიკული ბაზის ჩამოყალიბება; საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობა მათი პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ფიტნესს-ინსტრუქტორთა პროფესიული განათლების დონის ევროპის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა;

3.2.5 სპეციალური ინტერნეტ გვერდის შექმნა, სადაც პოპულარიზაცია გაეწევა ცხოვრების ჯანსაღ წესს, მოხდება ინფორმაციის მიწოდება თუ რა როლი აქვს ვარჯიშს და ფიზიკურ აქტიურობას  სხვადასხვა დაავადების პრევენციაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და მის გაუმჯობესებაში;

3.2.6 საქართველოში მოქმედ ფიტნეს-ცენტრებში არსებული მდგომარეობის შესწავლა, საკონსულტაციო მომსახურება და რეკომენდაციების გაცემა;

3.2.7 ჯანმრთელობასა და ფიტნესთან დაკავშირებული პერიოდიკის გამოცემა;

3.2.8 კონკურსების, ღონისძიებების, ფესტივალების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

3.2.9 თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან; საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია;

3.2.10 საერთაშორისო პროექტებში და კონკურსებში მონაწილეობის მიღება;

3.2.11 აღნიშნულ სფეროში მოქმედი კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების კოორდინაციების ხელშეწყობა;

3.2.12 დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;

 

კონტაქტი:

საქართველოს ჯანმრთელობისა და ფიტნესის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდია: www.fitni.ge ; ელ-ფოსტა: ghfa@fitni.ge ;

საკონტაქტო ტელეფონის ნომრები: 236-46-05; +995 577 09 69 59; +995 577 04 84 57.

 

GEORGIAN HEALTH AND FITNESS ASSOCIATION (GHFA) VISION AND MISSION STATEMENT

3.1 The purpose of the Association is to promote healthy lifestyle, encourage the development of fitness sphere in Georgia, raise the awareness of the importance of the physical exercise and to implement and foster physical activities in population through providing the information about its benefits

3.2  The objectives of the Association:

3.2.1. To study the sphere of health and fitness services in Georgia and research ongoing processes and trends in this field.

3.2.2. To plan the strategies and to carry out and implement practices that will improve wellness and fitness in the country and other health policies in order to promote and develop fitness sphere in Georgia;

3.2.3. To promote healthy lifestyle among the youth;

3.2.4. To create a  mandatory and sound theoretical and practical knowledge base for fitness trainers and personal instructors, and to maintain the development of their qualifications and professional growth to cover European and International health and fitness standards;

3.2.5. To create an Internet website which will promote healthy lifestyles and provide with the information about the role of physical activity and healthy life in the prevention of different diseases and in maintaining and improving general health;

3.2.6. To study the fitness centers and their conditions that operate today in Georgia, and provide them with recommendations and consultations;

3.2.7. To publish fitness and health periodicals;

3.2.8. To organize competitions, festivals and different events in Georgia as well as abroad;

3.2.9. To cooperate with local and international health and fitness organisations, professional unions and integrate them into international fitness society;

3.2.10.  To participate in International health and fitness projects and competitions;

3.2.11. To assist in coordinating the commercial or non-commercial organisations operating in the sphere of wellness and fitness.

Contact Information:

web page: www.fitni.ge ; e-mail: ghfa@fitni.ge ;

Tel: 236-46-05; +995 577 09 69 59; +995 577 04 84 57.


2 Responses to "GHFA"

  1. ნინო ამბობს:

    მაინტერესებს რა არის სწავლების საფასური

  2. ლაშა ამბობს:

    ვარ 27წლის 82კგ 181სმ კვირაში ვარჯისშობ 3ჯერ 4ჯერ კალკულატორზე ვერ ვითვლი სწორათ და რამდენი გრ პროტეინი ცხიმი და ნახშირწყლები მჩირდება ზუსტად ყოველდგიურათ მადლობა წინასწარ

კომენტარის დატოვება

*