FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ფსიქოლოგია » ენერგეტიკული ვამპირი – რეალობა თუ მითი?

ენერგეტიკული ვამპირი – რეალობა თუ მითი?

energy-vampaire

ერთ სამსახურში ვმუშაობდი, სადაც მეზობელ ოთახში მჯდომი თანამშრომელი ყოველ დილიას სანამ თავის ოთახში მივიდოდა, ჯერ გზად ჩვენთან შემოივლიდა, სადაც გოგოები ვიჯექით. „გამარჯობა, როგორ ხართ“-ის შემდეგ იწყებოდა … იწყებოდა მაგრამ რა იწყებოდა. ჩვენი შედარებით მოწიფულ ასაკოვანი ქალბატონი იწყებდა ახალი ამბების მოყოლას, რომელიც აუცილებლად საოცრად ნეგატიური იყო. ამბების ნაწილი მას ეხებოდა, პრობლემები, ტკივილები, ვიშვიში, ნახევრად მოქვითინე ხმით მოყოლილი ისტორიები. თუ საკუთარი მოსაყოლი არ ჰქონდა, მაშინ აუცილებლად ვეცნობოდით მისი ნათესავების, მეგობრების, მეზობლების, მეზობლების ნათესავების ძალიან ცუდი ამბებს – ვიღაცა დაიღუპა, ვიღაცას განუკურნებელი სენი შეეყარა, ვიღაცა უსახლკაროდ დარჩა, ვიღაცა ავარიაში სასტიკად დასახიჩრდა …. ისევ ვიმეორებ, ამას ისეთი ემოციებით, აკანკალებული ხმით, თვალებში ჩამდგარი ცრემლებით ყვებოდა … ჩვენ ვაწყნარებდით, ვანუგეშებდით, თანადგომას ვუცხადებდით. ქალბატონი ამოიხრებდა და „დილის საინფორმაციო ჭრის“ შემდეგ გზას თავისი ოთახისაკენ აგრძელებდა. ეს ყოველ დღე გრძელდებოდა. მისი წასვლის შემდეგ მთელი ოთახი დაზაფრული ვრჩებოდით და თითქმის ნახევარი დღე მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდით. ზოგს თავის ტკივილი ეწყებოდა, ზოგი წნევის გაზომვას იწყებდა.

დღე დღეს მისდევდა, კვირა კვირას და ცუდი ამბები არ სრულდებოდა. ყველას გვეცოდებოდა ეს ქალბატონი და საკმაო ხანი ხმას არავინ ვიღებდით. მას შემდეგ რაც ერთერთი „საინფორმაციოს“ შემდეგ მთელი ოთახი სერიოზულად ცუდად გახდა, ხმა ამოვიღეთ, გავშიფრეთ ენერგეტიკული ვამპირი და მის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ.

სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ვამპირები მთელი ცხოვრება გვდევს. ხან სად და ხან სად გვხვდება. პოზიცია შეიძლება სხვადასხვა იყოს – ჩვენს პირად ცხოვრებაში ან სამსახურში დომინანტი პოზიცია ეკავოს და ძნელი იყოს მასთან შებრძოლება, შეიძლება მისი მსხვერპლი აღვმოვჩნდეთ. შესაძლებელია ის ახალი ნაცნობიც იყოს, რომელიც გამუდმებით თავს გვაცოდებს და ცდილობს ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას. ჩვენც, გვასწავლეს სუსტების მხარდაჭერა და თანაგრძნობის და დახმარების სურვილი ვამპირის მსხვერპლად გვაქცევს. ამ დროს თუ სიტუაციას ჩავუკვიდრდებით, არც ისაა გამორიცხული ეს ადამიანი არც ისე საცოდავი იყოს, ის პრობლემები, რის გამოც თავს გაცოდებთ, თქვენც გქონდეთ, თუმცა მშვიდად უმკლავდებოდეთ. არც ისაა გამორიცხული რომ მართლა სუსტ ადამიანს ხელი გაუწოდოთ, ნელნელა კი ისე მოხდეს, ის მოძლიერდეს და თქვენ აღმოჩნდეთ სრულიად განადგურებული მისი დახმარების პროცესში. გახსოვთ პერსონაჟ დათა თუთაშხიას ცნობილი გამოთქმა: „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა“, ეს შეიძლება ვამპირიზმის შემთხვევებსაც მოვარგოთ. ვამპირები ნელნელა გვაცლიან ენერგიას და თავად ითვისებენ. ენერგეტიკული კარგვა კი თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს შეეხება და არა მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას.

ვამპირებს არღვევენ თქვენს ენერგეტიკულ ბიოველს და მიაქვთ ყველაზე ძვირფასი – სასიცოცოხლო ენერგია.

როგორ გამოვიცნოთ ვამპირები და როგორ დავიცვათ მათგან თავი:

post1როგორ ყალიბდებიან ვამპირებად? ენერგეტიკული ვამპირების ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება. ძირითადი მიზეზებია – ბავშვის მიერ უყურადღებობის შეგრძნება, სიყვარულის და სითბოს დანაკლისი მშობლებისგან და გარშემომყოფებისაგან. ბავშვის მგრძნობიარე ბიოველი იმახსოვრებს ამ ინფორმაციას და შემდეგ სამყაროს სამაგიეროს უხდის. თუმცა არის როცა ვამპირად ზრდასრულ ასაკში ყალიბდებიან, ეს ხდება როცა ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და გაღიზიანება და გაბრაზებას ვერ მართავენ. ეს ემოციები ვამპირს აიძულებენ „მეხამრიდი“ ეძებონ, რომელზეც თავისი ნეგატივით განიტვირთებიან და მისგან სუფთა ენერგიას მიიღებენ.

სად არსებობენ ვამპირები? ისინი ყველგან არიან, დაწყებული ოჯახიდან. სავსებით შესაძლებელია ორ უახლოეს ადამიანს შორის ურთიერთობა სწორედ ვამპირის და „მსხვეპლის“ ურთიერთობა იყოს. ვამპირი ორიდან ის არის, რომელიც ეჭვიანობს და თავისი უნდობლობით და ეჭვებით აიძულებს ადამიანს, რომელიც მითომდა უყვარს, მუდამ დაუმტკიცოს თავისი სიყვარული, რის გამოც მას მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს და მისგან ენერგიას იწოვს.

ვამპირი შეიძლება სამსახურში შეგხვდეთ, მაგალითად თქვენი შეფი. შეფის ვამპირიზმის უტყუარი ნიშანია თუ ის რეგულარულად კარგავს კონტროლს და თავის თანამშრომლებს უყვირის თავშეუკავებლად. თუმცა შეიძლება უფროსს უფრო თანამედროვე მეთოდები ქონდეს ვამპირიზმის და თანამშრომლები ნერვულად გამოფიტოს, ყოველგვარი უტაქტობის საშუალებით. გარდა ამისა, ვამპირი შეიძლება თანამშრომელიც იყოს შეფის მიმართ, როცა თავისი სიზარმაცით და უნიათობით (შეგნებულით ან შეუგნებელი) უფროსის უხეშობის პროვიცირებას ახდენს.

ვამპირი შეიძლება მეზობელიც იყოს. თუ თქვენს სამეზობლოში არის ადამიანი, რომელსაც ხშირად უყვარს თქვენი სტუმრობა და ჩაის სმა, თან გაუთავებლად თავის უიღლობაზე წუწუნი – ჩათვალეთ რომ საქმე ვამპირთან გაქვთ.

ვამპირია ის ადამიანიც, რომელიც ბოლო ხმაზე რთავს ტელევიზორს და თქვენი ხვეწნის მიუხედავად ხმას, მაინც არ უწევს. ესეც მეზობელი-ვამპირის ტიპაჟია.

post2როგორ დავიცვათ თავი?

 ვამპირი თავს მხოლოდ მაშინ გრძნობს კარგად, როცა ჩვენ ვრეაგირებთ მის პროვოკაციაზე – ვიწყებთ თავის გამართლებას, გვწყინს, ვღიზიანდებით და ა.შ. ამ დროს ჩვენგან ენერგია გამოდის. ამიტომ ყველაზე მთავარია – არასდროს არ შევიდეთ კონფლიქტში. თუ ეს მაინც მოხდა, შეეცადეთ არ მისცეთ ვამპირს ის, რასაც ის ელოდება. არ გაღიაზიანდეთ და გაიღიმეთ. ასევე კარგია, თუ არ მიიღებთ ვამპირის სიტყვებს სერიოზულად და უბრალოდ ყველაფერზე დაეთანხმებით. თუმცა თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, მაშინ შეეცადეთ უბრალოდ არ უყუროთ თვალებში ვამპირს – სწორედ აქედან ხდება ენერგიის გადაქაჩვა. შეიძლება გამოიყენოთ სუფთა „ენერგეტიკული“ ილეთები – გადააჯვარედინოთ ხელები მკერდზე, აზრობრივად თქვენსა და ვამპირს შორის კედელი აღმართოთ, დაიმალოთ შუშის სფეროში ან დაიდგათ წინ სარკე და ა.შ.

თუ საქმე წუწუნა ვამპირთან გაქვთ, აქ ყველაფერი ადვილია – შეიძლება პირდაპირ მოიშოროთ თავიდან: „თავი დამანებე, დამღალე“. თუ ვამპირი თქვენი ახლობელი ადამიანია, რა ძნელიც არ უნდა იყოს, ასწავლეთ მას იგრძნოს სიხარული და სიყვარული, იპოვოს ცხოვრებაში ინტერესი – მას სწორედ ეს აკლდა ბავშვობაში.

თუ ვამპირმა სრულიად გამოგფიტათ, მოგიწევთ მცირე თერაპიის ჩატარება ძალების აღსადგენად – ტკბილი ცხელი ჩაი, კონტრასტული შხაპი, გასეირნება ბუნებაში, სადაც ძლიერი ენერგიაა და შეუძლია გაანეიტრალოს სხვისი ნეგატიური ზემოქმედება. შეიძლება სხვა უფრო ეფექტური მეთოდების გამოყენებაც, თუ ვამპირის ზემოქმედება და ენერგეტიკული ზიანი საკმაოდ დიდია – მასაჟი, სტოუნო-თერაპია, იოგა.

ორი ტიპის ენერგეტიკული პარაზიტები 

„მზის“ ვამპირები

ძალიან აქტიური, კომუნიკაბელური ხალხი, შეუძლიათ „პულსის გაჩერებამდე“ იქაქანონ, უცერემონიოდ ჩაგიძვრნენ სულში. ასეთი ადამიანებს ახასიათებენ როგორც „სადისტს“ და „სისხლისმწოველს“. ყველა მზის ვამპირს გამოხატული ეგოიზმი ახასიათებთ. მასთან ურთიერთობის შემდეგ თავს სრულიად გამოფიტულად, დასუსტებულად გრძნობთ, შეიძლება წნევამაც კი აგწიოთ და გულის არეში ტკივილი იგრძნოთ.

„მთვარის“ ვამპირები

წუწუნა, რომლის ცხოვრება ტირილში, წყენაში, პრობლემებში და მუდმივ ჩივილში გადის, რომ მისი არ ესმით. თუმცა თუ გადაწყვეტთ, რომ გაუგოთ ასეთ ადამიანს, ის თავს დაიყრუებს, არ მიიღებს არანაირ რჩვებს, გაატარებს მიღმა. მთვარის ვამპირთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანს შეიძლება დაუვარდეს წნევა, გაუჩნდეს სისუსტის შეგრძნება და ძილიანობა.

დასასრულს კი, ფსიქოლოგების რჩევა. თუ ვამპირი თქვენი უახლოესი და ძვირფასი ადამიანი არაა, ნუ შეეცდებით მის გამოსწორებას ან გადაკეთებას. დაიცავით მისგან თავი და გაეცალეთ, მასთან ბრძოლა ადვილი არაა და დიდი შანსია მისი მსხვერპლი აღმოჩნდეთ, ვამპირები სამწუხაროდ საკმაოდ კარგად ფლობენ შენიღბვის და მანევრირების მეთოდებს.

Filed under: ფსიქოლოგია · Tags: , ,

One Response to "ენერგეტიკული ვამპირი – რეალობა თუ მითი?"