FITNI.ge – Fitness, Health, Diet » სირბილი » მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი მარათონი

მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი მარათონი

athen-marathon1

1.ათენის მარათონი

ჩატარების ადგილი: ათენი, საბერძნეთი

აღწერა: ათენის კლასიკური მარათონი, ყველა მარათონის „დედად“ ითვლება. ის იწყება ძველი ქალაქი მარათონიდან ათენის სტადიონამდე. ათენის მარათონი ტარდება 1972 წლიდან.

ათენის მარათონის ტრასა ითვლება ერთერთი ურთულეს ტრასად მსოფლიოში, რადგან მარშრუტის დიდი ნაწილი მიდის მთებში.

მონაწილეთა რაოდენობა: 9.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: ნოემბერი

ოფიციალური საიტი: http://www.athensclassicmarathon.gr/

boston_marathon1

 

2.ბოსტონის მარათონი

ჩატარების ადგილი: აშშ, ბოსტონი

აღწერა:  ერთერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული მარათონია მსოფლიოში. ის არის AIMS და World Marathon Majors წევრი. პირველად ბოსტონის მარათონი ჩატარდა 1897 წელს.

ბოლო წლებში, გარდა მთავარი დისტანციისა, ასევე ტარდება ნახევარმარათონი, 5კმ-იანი მარათონი და საბავშვო მარათონი.

ამინდი უმეტესად არაპროგნოზირებადი.

მონაწილეთა რაოდენობა: 20.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: აპრილი

ოფიციალური საიტი: http://www.baa.org/

london-marathon1

3.ლონდონის მარათონი

ჩატარების ადგილი: ინგლისი, ლონდონი

აღწერა: ერთერთი მასობრივი მარათონია მსოფლიოში. მასში დაახლოებით 30.000 ადამიანი მონაწილეობს ყოველწლიურად.

დისტანცია ტრადიციულია – 42კმ 195 მეტრი, რომელიც ქალაქის ქუჩებში გადის. მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული სპორტსმენები და სოციალურად აქტიური მოქალაქეები. მონაწილეებს შორის შეიძლება დაინახოთ მორბენლები მასკარადის კოსტიუმებში, ჯამბაზები, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ბევრია სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეები.

სტარტის წერტილია ბლეკხიტი, შემდეგ კი მარშრუტი გადის გრინვიჩზე, ვესტმინდტერის ხიდზე, ძაღლის კუნძულზე, ვიქტორიის სანაპიროზე და მთავრდება სენტ-ჯეიმსის პარკში.

მონაწილეთა რაოდენობა: 30.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: აპრილი

ოფიციალური საიტი: http://www.virginmoneylondonmarathon.com/

New-York-marathon1

4.ნიუ-იორკის მარათონი

ჩატარების ადგილი: აშშ, ნიუ-იორკი

აღწერა: ერთერთი პოპულარული და მრავალრიცხოვანი მარათონი მსოფლიოში.

მონაწილეთა რაოდენობა: 40.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი:  ნოემბერი

ოფიციალური საიტი: http://www.ingnycmarathon.org/

 Chicago-Marathon1

5.ჩიკაგოს მარათონი

ჩატარების ადგილი: აშშ, ჩიკაგო

აღწერა: წევრია ხუთეულის „WorldMarathonMajors“ (ჩიკაგო, ბოსტონი, ლონდონი, ბერლინი, ნიუ-იორკის). პირველად ჩატარდა 1977 წელს. მარშრუტი ცნობილია როგორც საკმაოდ „სწრაფი“ და კარგი ადგილია პირადი რეკორდებისათვის. მონაწილეები იწყებენ და ამთავრებენ გარბენს გრანტ-პარკში. დროის ლიმიტი 6 საათი და 30 წუთია.

მონაწილეთა რაოდენობა: 45.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: ოქტომბერი

ოფიციალური საიტი: http://www.chicagomarathon.com

 Berlin_Marathon1

6.ბერლინის მარათონი

ჩატარების ადგილი: ბერლინი, გერმანია

აღწერა: ტარდება 1974 წლიდან. წევრია ხუთეულის „WorldMarathonMajors“ (ჩიკაგო, ბოსტონი, ლონდონი, ბერლინი, ნიუ-იორკის). პირველად ჩატარდა 1974 წელს. ბერლინის ტრასა დამწყებთათვის ითვლება იდეალურად ამინდის და „მსუბუქ“ ტრასის გამო. დროის ლიმიტი 6 სთ. 15 წუთი.

მონაწილეთა რაოდენობა: 40.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: სექტემბერი

ოფიციალური საიტი: http://www.bmw-berlin-marathon.com/

tokyo-marathon1

7.ტოკიოს მარათონი

ჩატარების ადგილი: ტოკიო, იაპონია.

აღწერა:  პირველად ჩატარდა 2007 წელს. 2012 წელს ტოკიოს მარათონი მიუერთდა „World Marathon Majors“-ს ხუთეულს და ამით გააფართოვა ყველაზე პრესტიჟული მარათონების „დიდი ხუთეული“.

მონაწილეთა რაოდენობა: 30.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: თებერვალი-მარტი

ოფიციალური საიტი: http://www.marathon.tokyo/

Paris-Marathon1

8.პარიზის მარათონი

ჩატარების ადგილი: საფრანგეთი, პარიზი

აღწერა: პარიზის მარათონი პირველად 1976 წელს ჩატარდა. მარშრუტი იწყება ცნობილი ელისეის მინდვრებიდან და გადის ამ მშვენიერი ქალაქის ცენტრისკენ, ისეთი ღირშესანიშნავი ადგილების გავლით, როგორიცაა ლუვრი და ბასტილიის მოედანი. დროის ლიმიტი შეადგენს 5:40 საათს.

მონაწილეთა რაოდენობა: 30.000-40.000

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: აპრილი

ოფიციალური საიტი:  http://www.parismarathon.com Amsterdam_Marathon1

 9.ამსტერდამის მარათონი

ჩატარების ადგილი: ამსტერდამი, ჰოლანდია

აღწერა: პირველი ამსტერდამის მარათონი ჩატარდა 1975 წელს. მარათონი იწყება ოლიმპიური სტადიონიდან და აქ სრულდება ისევ. მარშრუტი გადის ქალაქის ღირშესანიშნაობების გავლით. ამსტრედამის მარათონი სისწრაფით მეოთხე მარათონად ითვლება მსოფლიოში.

მონაწილეთა რაოდენობა: 10.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: ოქტომბერი

ოფიციალური საიტი: http://www.tcsamsterdammarathon.nl

 stockholm-marathon

 

10.სტოკჰოლმის მარათონი

ჩატარების ადგილი: სტოკჰოლმი, შვეცია

აღწერა:  სტოკჰოლმის მარათონი ტარდება 1979 წლიდან. მარშრუტი ორი წრისგან შედგება და გადის ქალაქის ლამაზი ხედების გასწვრივ. მარშრუტი მთავრდება ოლიმპიურ სტადიონზე. დროის ლიმიტი შეადგენს 6 საათს.

მონაწილეთა რაოდენობა: 20.000+

დისტანცია: 42კმ 195 მეტრი

ჩატარების თარიღი: მაისი

ოფიციალური საიტი:  http://www.stockholmmarathon.se/start/

Filed under: სირბილი · Tags: , , ,

One Response to "მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი მარათონი"

კომენტარის დატოვება

*