FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ფსიქოლოგია » რატომ ტოვებენ ქალები მამაკაცებს?

რატომ ტოვებენ ქალები მამაკაცებს?

love

ქალის და კაცის ურთიერთობა ჯოხივითაა, მხოლოდ ორი ბოლო აქვს: ერთად ყოფნა ან დაცილება. ურთიერთობის უმეტესობა სამწუხაროდ სწორედ დაცილებით მთავრდება, რადგან არც ისე ადვილია მონათესავე სულის პოვნა, რომელთანაც ბედნიერი იქნები. ქალები ჩივიან კაცებზე, კაცები კი ქალებზე. ძნელია გარჩევა რომელია მართალი, თუმცა თუ მამაკაცი ხართ და არ გსურთ მიტოვებული აღმოჩნდეთ, შეეცადეთ ამ ჩამონათვალიდან არც ერთში არ იპოვოთ თქვენი თავი.

 როდის ტოვებენ ქალები მამაკაცებს?
  1. როცა კაცს არ შეუძლია არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

თუ კაცს სიტყვა „პასუხისმგებლობაზე“ ელეთმელეთი ემართება, მუხლები ეკვეთება და არ იცის საით გაიქცეს, თუ ყველა გადაწყვეტილების მიღებას ქალს ანდობს, ასეთ ურთიერთობაში დაცილება არც ისე შორსაა.

  1. მამაკაცი არ აქცევს ქალს ყურადღებას.

შემდეგ კი უკვირთ, საიდან გაჩნდა ყვავილები მაგიდაზე, საჩუქრები, ხშირი სატელეფონო ზარები, უმიზეზოდ გაბრწყინებული თვალები. ქალებისთვის ყურადღება სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ ამას არ მიიღებს თავისი მამაკაცისგან, დროთა განმავლობაში დაიწყებს ამის გვერდით ძებნას: კოლეგებთან ფლირტი, ახალი ნაცნობები …. კონკურენცია დღეს მაღალია. მხოლოდ ერთად ყოფნა, არაა ერთგულების გარანტია.

ასეთი მამაკაცები დაკავებულები არიან, სამსახური, მეგობრები, კომპიუტერი, ტელევიზორი, სხვადასხვა საზრუნავი, ასეთი მამაკაცები ცუდი ადამიანები არ არიან, სასიამოვნო და სიმპატური ტიპები არიან, თუმცა მონადირების შემდეგ ქალის არსებობას თავის გვერდით ჩვეულ ამბად თვლიან, ურთიერთობა მალე იქცევა მოსაწყენ რუტინად, რადგან ქალი ვერ გრძნობს ყურადღებას – მამაკაცისთვის სულერთია რას ფიქრობს ის, რითი ცხოვრობს, ის არაა მისი სულიერი დასაყრდენი.

  1. ქალი არ გრძნობს რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია

ქალს კომპლიმენტები უყვარს. უყვარს, როცა თავს გამორჩეულად და ერთადერთად გრძნობს, როცა ეუბნებიან რომ ლამაზია, სექსუალურია, როცა მამაკაცი მის ღირსებებს ამჩნევს და აღნიშნავს. კომპლიმენტი ქალისთვის ისევეა, როგორც ყვავილისთვის წყალი. ზოგი მამაკაცი ფიქრობს, ის ხომ ჩემს გვერდითაა, ე.ი. ის უნდა ხვდებოდეს რომ გამორჩეულია და ამის თქმა ზედმეტია. დიდი შეცდომაა! თუ ქალმა არ იგრძნო, თქვენი სიტყვებით, თქვენი ქცევით, რომ ის განუმეორებელია, საუკეთესოა, სავარაუდოდ მალე მარტო დარჩებით …. თუ თავს არ იღლით კომპლიმენტებით, რადგან გრძელვადიან ურთიერთობებზე არ თვლით, მაშინ ეს ყველაფერი შეიძლება იმაზე მოკლე აღმოჩნდეს, ვიდრე ელით.

  1. მამაკაცი ისევ იდეალს ეძებს.

მამაკაცი ხვდება ქალს, აქვს მასთან ახლო ურთიერთობა და ამ დროს ისევ იდეალურ ქალზე ოცნებობს – „უნდა იყოს ქერა, ცისფერთვალება, დიდი მკერდით, გრძელი ფეხებით, ჰოროსკოპით ლომი და განათლებით ექიმი“. ასეთი მამაკაცი უახლოეს პერიოდში მიტოვების კანდიდატია, დაკარგავს საყვარელ ქალს და თან ისე, რომ ვერც ჰოროსკოპით ექიმს შეხვდება ვერასდროს ცხოვრებაში.

  1. არ იხსნება.

თუ მამაკაცი დიდხანს ინარჩუნებს ზედაპირულ ურთიერთობას, საუბრობს მხოლოდ ზოგადად ამინდზე, საერთო ნაცნობებზე, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე, რა ფერის შარვალის ყიდვას აპირებს, რა ბრედის კბილის პასტით იხეხავს კბილებს და ა.შ. – დასასრული ახლოსაა. ადამიანი რომელიც თავის სულში არ ჩაგახედებს – არაა მონათესავე სული.

  1. ფიქრობს, რომ ურთიერთობები მხოლოდ ქალმა უნდა ააგოს.

მართალია, ქალები უფრო სათუთი და მზუნველები არიან, უფრო მეტად ზრუნავენ ურთიერთობებზე, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება – ურთიერთობას ორივე აგებს, ორივე უნდა ზრუნავდეს და უფრთხილდებოდეს.

  1. სექსში დაუკმაყოფილებლობა.

თუ მამაკაცი ბევრ დროს არ უთმობს წინასწარ ალერსს, ხოლო კულმინაციური მომენტის შემდეგ, თავისთავთან განმარტოვდება ან გადატრიალდება და იძინებს …. მას არ უნდა გაუკვირდეს, რომ უკან როცა გადმოტრიალდება, მარტო იპოვის საკუთარ თავს საწოლში. ქალს არ სჭირდება სექსუალური უგრძნობი მანქანა, რომელიც საქმეს ავტომატურად და მხოლოდ აუცილებელი ფუნქციებით ასრულებს, ქალს მეტი ემოცია და სითბო სჭირდება, ვნება და თავდავიწყება.

Filed under: ფსიქოლოგია · Tags: , , ,

One Response to "რატომ ტოვებენ ქალები მამაკაცებს?"