FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ფსიქოლოგია, ჯანმრთელობა » რატომ ვხდებით ხშირად ავად? – ფსიქოლოგიური მიზეზები

რატომ ვხდებით ხშირად ავად? – ფსიქოლოგიური მიზეზები

psychology-illnessროცა არ უნდა შეხვიდეთ აფთიაქში, შეატყობთ, კლიენტების ნაკლებობას არ უჩივიან და მუდმივი რიგებია. რიგში მხოლოდ მოხუცები და ასაკოვანი ხალხი არ შეგხვდებათ და არც პამპერსების და სველი ხელსახოცების გამო შესული მშობლები. აფთიაქების რაოდენობაც იზრდება და იზრდება. მიზეზი? გვერდი ავუაროთ ცუდ ეკოლოგიას, არაჯანსაღ კვებას, არააქტიურობას და მსგავს მიზეზებს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და ამ პრობლემას სხვა კუთხით შევხედოთ. რატომ გახდა ავადმყოფობა და წამლის ყიდვა ჩვენი ცხოვრების წესი? თუ დააკვირდებით არაერთ თქვენს ნაცნობს გაიხსენებთ, რომელთაც მუდმივად რაღაც აწუხებთ, სულ ჩივიან, წუწუნებენ, თუმცა რეალურად ვერანაირ კონკრეტულ დიაგნოზს ექიმი ვერ უსვავს.

ფსიქოლოგიური მიზეზები:
  • სიყვარულის შეფარული მოთხოვნა.

ეს ბავშვობისას შეძენილი კომპლექსია. შესაძლებელია ბავშვი სრულფასოვან ოჯახში იზრდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას საკმარისი სიყვარული ჰქონდა. მშობლები სამსახურში იყვნენ დაკავებულები და არ ჰქონდათ დრო სიყვარული გამოემჟღავნებინათ. ხშირად სიყვარულის დეფიციტს უფროსი შვილები განიცდიან. როგორც წესი იბადება კიდევ ერთი ბავშვი, რომელსაც ყურადღების დიდი ნაწილი მიაქვს. თუმცა, როცა უფროსი შვილი ავად ხდება, მშობლების ყურადღება და ზრუნვა მატულობს და ის მეტ სითბოს და სიყვარულს იღებს. ამიტომ ადამიანი, ბავშვობის ასაკიდან სწავლობს „იყოს ავად“, როცა სიყვარულის ნაკლებობას გრძნობს და ამას სრულიად გაუცნობიერებლად აკეთებს. ამას აკეთებს მოზრდილობის ასაკშიც, ასე ის სიყვარულის დეფიციტს ინაზღაურებს, ახლობლების ყურადღება მისკენ გადმოდის და მასზე მეტად ზრუნავენ. თუმცა ბავშვობისაგან განსხვავებით, მოზრდილ ადამიანს საკუთარი თავის სიყვარული შეუძლია, თუმცა ეს უჭირთ მას, ვისაც ბავშვობაში სიყვარული აკლდათ.

  • მოქმედების შიში

ავადმყოფობის ჩვევის იქით, შესაძლებელია შეცდომის დაშვების შიში იფარებოდეს. როცა ბავშვი, რომელსაც ტუქსავდნენ ცუდი ნიშნების გამო, ავად ხდება, ის პატარა არდადეგებს იწყობს. სკოლაში წასვლა არაა საჭირო, გაკვეთილების გაკეთება არაა საჭირო, შესაბამისად სტრესის დონე ნაკლებია. როცა მოზრდილ ცხოვრებაში, აქტიურობაა საჭირო და შედეგების მიღწევა – ის იმალება ავადმყოფობის უკან.

  • არ მსურს არაფრის შეცვლა

ადამიანი შეიძლება უკმაყოფილო იყოს თავისი ცხოვრებით, წუწუნებდეს, მაგრამ არაფერს ცვლიდეს, ამას კი სხვადასხვა ავადმყოფობას აბრალებდეს. რაც მთავარია, ნაწილობრივ, მას ამისი თავადაც სჯერა. რეალურად ის ავადმყოფობით ამართლებს თავის უმოქმედობას და საკუთარი ცხოვრების მიმართ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. ის სამყაროს ისევ ბავშვის პოზიციიდან უყურებს. ყველა ბავშვობიდან მოდის, სადაც იყო ტრავმები. ზოგმა შეძლო ამ ტრავმებისგან გამკლავება და დაიწყო სრულფასოვანი ცხოვრება. ზოგი კი ამ ტრავმის წამალს აფთიაქში ეძებს, სადაც ის მას ვერ იპოვის, რადგან ამის წამალი არ არსებობს. გასაღები საკუთრა გონებაშია და სულში. მთავარია იპოვოთ სურვილი გაიზარდოთ.

Filed under: ფსიქოლოგია, ჯანმრთელობა · Tags: , ,