FITNI.ge – Fitness&Wellness » ფიტნის პირადი თემები » ყველაზე მარტივი დიეტა

ყველაზე მარტივი დიეტა

ყოველთვის რთულად მეჩვენებოდა სპეციალურად დაწერილი დიეტები, როცა დღის განმავლობაში ჭამ კონკრეტულად ამდენ გრამს, ამდენ ცალს, ითვლი კალორიას, არ გეჭმევა ეს, ის და ა.შ. შესაბამისად არც არასდროს გამომიყენებია თანამედროვე სუპერ პოპულარული დიეტები. მძულდა მუდმივი შიმშილის გრძნობა, რაც ასეთ დიეტებს ახლდა თან და ცხოვრების დატვირთული რეჟიმიც არასდროს მაძლევდა იმის ფუფუნების საშუალებას, რომ ამდენი დრო დამეთმო იმაზე ფიქრს თუ რა და რანაირად უნდა მეჭამა.

ვთვლი რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია, ასე რომ პირველად როცა წონის პრობლემას წავაწყდი ძალიან მარტივი კვების სქემა შევიმუშავე ჩემთვის, რომელმაც ორჯერვე როცა წონის დაგდება დამჭირდა, მშვენივრად იმუშვა.

ეს სქემა გათვლილია რამდენიმე პრინციპზე:

1. არ ვარდები ზოგადი ჩვეული კვების რეჟიმიდან;

2. ორგანიზმს არ შივდება და არ უქმნი საგანგაშო კრიტიკულ სიტუაციას, რომ არ გადავიდეს “რეზერვების” შექმნაზე.

3. არ ნელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი

ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გათვლილია სწორი კვების ჩვევის ჩამოყალიბებაზე. ამ რეჟიმზე ნელ-ნელა გადადიხარ და ეჩვევი. ანუ ასე არა, რომ აი დადგა ორშაბათი და დავიწყე რაღაც ახალი და ორგანიზმისათვის უჩვეული რთული პროცესი. შენი ორგანიზმი “არც უნდა მიხვდეს” რა ტრიალებს მის თავს
თითოეული ეტაპი 1 (ან მაქს. 2 კვირა) გრძელდება

1 ეტაპი – არ ჭამ პურს. დანარჩენს ყველაფერს ჭამ რამდენსაც და რასაც გაგიხარდება, მხოლოდ პურის გარეშე, მომდევნო კვირას დანარჩენ ცომეულსაც ემშვიდობები (ხაჭაპური, ლობიანი და მისთ.)

2 ეტაპი – მშვიდობით ტკბილეულო. ისევ ჭამ რასაც და რამდენსაც გაგიხარდება, მაგრამ ტკბილეულის და ცომეულის გარეშე.

3 ეტაპი – ვემშვიდობებით შემწვარს და ცხიმიან საკვებს (ცხოველურ ცხიმებს, მცენარეულს ზომიერი რაოდენობით ჩვეულებრივ ვღებულობთ)

4 ეტაპი – რაციონიდან იღებ მავნე პროდუქტებს – ძეხვეული, გაზიანი სასმელი და მისთ.

კვებაში შეზღუდვა ამით ამოიწურება. ჭამ დღეში 3-5-ჯერ, ზომიერად, ისე რომ არ მოგშივდეს და შემდეგ კვებაზე ორმაგი დოზით არ მოგიწიოს დანაკლისის ანაზღაურება.


შემდეგი ეტაპები დროის დარეგულირებაზეა გათვლილი:

5 ეტაპი – არ ჭამ საღამოს 7 საათის მერე

6 ეტაპი – კვირაში ერთხელ ამატებ განმუხტვის დღეებს (18 საათიანი, 24 საათიანი) – ეს ეტაპი აუცილებელი არაა, თავად შეაფასებთ თუ დაგჭირდებათ.

თუ ორგანიზმი წესრიგში გაქვთ და ჯანმრთელობის ან რამე სხვა დარღვევები არ აღინიშნება, ვარჯიშთან ერთად ასეთი სისტემა წონაში დაკლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.

ფსიქოლოგიურად კი ადვილი გადასალახია, რადგან არაა გათვლილი იმაზე რომ უამრავი რამე არ გეჭმევა და გეჭმევა მხოლოდ რაღაც შეზღუდული რაციონი. პირიქით, გეჭმევა ყველაფერი, გარდა რაღაც კონკრეტულისა და ფაქტიურად მუდამ დანაყრებული ხარ

 

იხ. კალკულატორი: რამდენი კალორიის მიღება გჭირდებათ დღეში?

იხ. ასევე:

ჩემი კვების სისტემა – ყოველდღიური და დიეტის ზონა

რატომ მძულს სიტყვა დიეტა?


√ განიხილე ფორუმზე

Filed under: ფიტნის პირადი თემები · Tags: , , , , , , ,

77 Responses to "ყველაზე მარტივი დიეტა"

  1. Onise_ok ამბობს:

    ვთქვათ ვარ მეოთხე ეტაპზე . პური არ უნდა ვჭამო ?

    ან ცომეული .

    მაშინ უკვე მეხუთე პუნქტზე რაღა უნდა ვჭამო ?

    პური არა , ცომეული არა , ცხიმეული არა , ძეხვი არა თან 7ის მერე არა .

    ტკბილეულში იმედია ხილი არ შედის :D

    1. Fitni FiTni ამბობს:

      არა, რაც ამოყარე აღარ ჭამ. ანუ 4 ტიპის საკვებს – ცომეული, ტკბილეული, შემწვარი და მავნე პროდუქტები.
      მე თუ მკითხავ მავნე საერთოდ არ უნდა ჭამო, სულ რომ არ გქონდეს არაფერი პრობლემა.
      უამრავი რამე გრჩება რაც შეგიძლია რომ მიიღო. მართალია ცომეულს ვიღებდი რაციონიდან, მაგრამ მოხარშულ კარტოფილს, მაკარონს, ბრინჯს მაინც ვტოვებდი (ოღონდ არა დიდი რაოდენობა). შეგიძლია ჭამო ხორცეული, ძროხის, ქათმის, ოღონდ მოხარშული, რძის პროდუქტები – ხაჭო, მაწონი, ყველი (ცხიმიანს მოერიდო), კვერცხი, ბოსტნეული უამრავი, სალათები, ფაფები, წიწიბურა, შვრია. მშვენიერია ზეთზე მომზადებული მსუბუქი სუპები, ბორშჩი, კარგია თევზეული.
      მგონი ცოტა არაა :) ))
      ტკბილეულში ხილს არ ვგულისხმობ, პირიქით უნდა მიიღო, ოღონდ დღის პირველ ნახევარში ჯობია. ტკბილეულში შაქრის შემცველი საკონდიტრო ნაწარმი იგულისხმება – ტორტი, ნამცხვარი, შოკოლადები, კანფეტები, ნაყინი და ეგეთები. ჩაი ან ყავა უშაქრო. ან ძალიან მინიმალური თუ გიჭირს.

  2. Onise_ok ამბობს:

    გასაგებია ყველაფერი .

    მადლობა სწრაფი და სრულყოფილი პასუხისთვის : )

  3. Onise_ok ამბობს:

    უი ახლა 15 წუთის წინ ცოტა ატამი და ვაშლი ვჭამე :S
    არაუშავს ერთი დღე

  4. .... ამბობს:

    da daxloebit ramdens davikleb es dieta 1 tve ro davicva??

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მე თვეში 3-4 კილოს ვიკლებდი ვარჯიშთან ერთად

  5. .... ამბობს:

    auucotaa mara mainc unda davicva tore davitanje am swrafi dietebiiT :( :* madloba ro gamagebine:*:)

  6. Fitni Fitni ამბობს:

    ასაკზეცაა დამოკიდებული, 30+ ასაკში უფრო ნელა ხდება კლება, 18-19 წლისამ ამ კვებით თვენახევარში 7 კილო მოვიკელი, ისე რომ მერე აღარც მომიმატია :)

  7. .... ამბობს:

    vaime !!! ai rac minda isaaa :D dges daviwye da tito etaps 1 kvira vaketeb :P :)

  8. Tako ამბობს:

    comi ara puri ara tkbileuli ara dzexveuli ara cxiimiani ara :D aba radarcha sahmeli? :) ))))))))

    1. Fitni Fitni ამბობს:

      უამრავი რამ :)
      ტკბილეული შეგიძლია ხილით, ჩირით და თაფლით შეცვალო
      ძეხვეული – ხორცით
      პურ-ფუნთუშეული – უხეში პურით, კარტოფილით, წიწიბურით, ბურღულეულით, პარკოსნებით და ა.შ.
      შეგიძლია ჭამო სხვადასხვა ბოსტნეულის სალათები (ოღონდ მცენარეული ზეთით გაზავებული და არა მაიონეზით)
      დღის საათებში თავისუფლად შეგიძლია მიირთვა სუპები და ცხელი ხორციანი სადილები

  9. ილაიალი ამბობს:

    “განმუხტვის დღეები” რას გულისხმობს, ამ დროს ყველაფერს ვჭამთ? და როდესაც ყველა ეტაპს მოვრჩებით, პირდაპირ ვუბრუნდებით კვების ჩვეულებრივ რეჟიმს?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ამ შემთხვევაში განმუხტვის დღეებში შიმშილობა ვიგულისხმე, როცა მარტო წყალზე ხარ, თუმცა ეგ ვარიანტიც “როცა ყველაფერს ვჭამთ”, შეგვიძლია განმუხტვის დღედ მივიღოთ, ხანდახან მართლა საჭიროა კალორაჟის ამაღლება, რომ მეტბოლიზმის დონე არ შენელდეს. ასე რომ ამ ვარიანტსაც სავსებით მისაღებად ვთვლი.
      პირდაპირ ძველებურ რეჟიმზე დაბრუნება არაა, რეკომენდირებული, ჯობია ისევ ეტაპებით, თან ამ პერიოდში გამომუშავებული სასარგებლო ჩვევებს თუ შეინარჩუნებთ, მომავალში წონის კონტროლში დაგეხმარებთ, მაგალითად თუ მავნე საკვებზე, ნახევარფაბრიკატებზე უარს იტყვით, შეამცირებთ ტკბილეულის და ცომეულის რაოდენობას.

  10. sali ამბობს:

    ხვალიდან ვაპირებ ამის დაწყებას პლიუს ვარჯიშთან ერთად და მაინტერესებს შედეგი რამდენ ხანში მექნება ვარ 16 წლის და ვიცი რაც უფრო პატარა ხარ მით უფრო მალე დავიკლებ ვიდრე მაგალითად 36 წლის და ეგ მართალია ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კი მართალია, პატარა ასაკი უფრო ადვილად ემორჩილება ცვლილებებს. შედეგს პირველივე თვეზე გამოჩნდება, საშუალოდ 1-3 თვე სჭირდება. ზევით ერთერთ კომენტარში მიწერია რისი ჩანაცვლება რითი შეიძლება, რომ კვება სრულფასოვანი იყოს და ვიტამინების და მინერალების დეფიციტი არ გაჩნდეს.

  11. sali ამბობს:

    და დაახლოებით რამდენს დავიკლებ, ბავშვობიდან მაქვს გართუელბა ჩემ წონაზე ვარ 161 და 54–53 და მსგავსი ტიპის კვებით შესაძლებელია თუ არა რომ თუნდაც 2 ან 3 თვეში 46 კილომდე ჩამოვიდე ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სალი, 54-დან 46 კილომდე 8 კილოა განსხვავება. ამ წონის მოკლება სავსებით რეალურია, როცა ჭარბი წონა აქვს ადამიანს, შენ კი სიმაღლის და წონის თანაფარდობით ნორმალურ ფარგლებში ხარ.
      გადახედე BMI – მასის ინდექსის კალკულატორს ამ ლინკზე
      http://www.fitni.ge/?page_id=323
      18.5-დან 25-მდე ინდექსი ნორმის ფარგლებშია, შენი პარამეტრებით BMI ინდექსი 20-ის ტოლია, ანუ ქვედა ზღვართან ახლოს, 18,5-ის ქვევით კი წონის დეფიციტია. რაც უფრო ნაკლები გაქვს წონა თითოეული კილოგრამის მოკლება ჭირს, ასეთი თავდაცვითი ინსტიქტი აქვს ადამიანის ორგანიზმს.
      შესაძლებელია შენი პრობლემა უფრო სხეულის ფორმებში იყოს და მაქსიმუმ სულ რაღაც 1-2 კგ-ში, რომელსაც რეგულარული ვარჯიშით და კვებაში ტკბილეულის და ცომეულის შეზღუდვით ადვილად მოაგვარებ. დახვეწილი და ლამაზი ფორმები მხოლოდ კილოგრამებით არ იზომება. 8კგ-ს დაკლება კი ჩემი აზრით არაფრით არაა რეკომენდირებული და ჯანმრთელობის საფრთხესაც შეგიქმნას.

  12. sali ამბობს:

    ძალიან დიდი მადლობა გაკვევისთვის , ყოველთვის მიკვირდა რატომ ვერ ვიკლებდი ადვილად , ნამდვილად ფორმებზე მაქვს პრობლემა წელი ვიწრო მაქვს და თეძო განიერი , მგონი ეხლა საქმეს მარტო დიეტით ვერ ვუშველი თეძოს ვარჯიშებსაც დავამატებ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა , იმიტომ რომ სანამ ამ საიტს ვნახავდი უამრავ მკაცრ დიეტებს მივმართავდი და შედეგს დიეტის დამთავრებისთანავე ვკაგავდი , ეხლა უფრო გავერკვიე და უფრო გამიადვილდება დაკლებაც და შენარჩუნებაც

  13. sali ამბობს:

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფორმებშია პრობლემა იმიტომ რომ წელი მაქვს 60 და თეძო 94 და 8 კილო რო დავიკლო რაღაც სასწაულება ვიქნები მერე :დდ

  14. irma ამბობს:

    me am dietas vicav da tavs shesanishnavad vgrdznob sakmaod davikeli wonashi.vapireb mteli cxovreba am rejimit vikvebo janmrtelobas + silamaze amas ra jobia?

  15. dea ამბობს:

    me es dieta unda davicva

  16. ანკა ამბობს:

    me 14 wlis var da 72 kilo var :D D albatt dzaliann damcinavad jgers magram ra vnqa :( (((((((((( mokled es dieta rom daicva “dietis magvari” 1 tveshi ramden kilos daikleb ?

  17. rigkeb rigkeb ამბობს:

    იცით რა?? დიეტა სულაც არაა საჭირო,თუ სწორად იკვებები,ჭამე ის,რაც მარგებელია და წონაშიც არ მოიმატებ…მეტი ხილი და ბოსტნეული,ხორცეული მოხარშული და არა შემწვარი…და საერთოდ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.. გისურვებთ წარმატებებს.

    1. სალომე ამბობს:

      გამარჯობათ..წონასთან დაკავშირებული ძალიან სერიოზული პრობლემა მაქვს..16ი წლის საკმაოდ გამხდარი ვიყავი და უცბათ ,მოულოდნელად ამ 1 წელში ძალიან მოვიმატე…მინდა ამ დიეტის დაცვა და თან ეჭვი მეპარება,უამრავი რამ ვცადე,მწვანე ჩაი და ათასი რამ..

      1. Fitni Fitni ამბობს:

        წარმატებას გისურვებ, დიეტას ვარჯიში მიახმარე პარალელურად და გაითვალისწინე ამ თემის რჩევები: რა რისკთან არის დაკავშირებული დიეტა მოზარდ ასაკში?http://www.fitni.ge/?p=4887

  18. mariami ამბობს:

    magaria ori kviraa vaketeb da 4 kilo davikeli

  19. qeti ამბობს:

    icit ra mainteresebs etapebis dacva aucilebelia erti kvira? magalitad xval rom amovigo racionidan yvelaperi comeuli tkbileuli gaziani sasmeli da yoveldge davicva

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რა თქმა უნდა შეიძლება ერთბაშად, მაგრამ ძნელი შესასრულებელია უფრო, მე ვერ ვახერხებდი ასე ერთ დღეში რაციონის ცვლილებას :)

  20. tea ამბობს:

    gamarjobat.ragac dzalian momecona es dieta var 29clis aktiurobitac vmozraob da xan varjihob kidec vcilob pexit viaro 1saati koveldge da ramdens davikleb daaxloebit ert tvehi es dieta rom gavaketo?var 165i da 64kilo am bolo dros dz nela vikleb dargvevebi ar makvs.da sagamos 8ze rom vchamo xolme tavidan msubkad tu sheizleba?gtxovst mipasuxot.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კლება იმ ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული რასაც კვებასა და ფიზიკურ აქტიურობას შორის დაიცავ. ასეთი კვებით და კვირაში 3-ჯერ აქტიური 1 საათიანი ვარჯიშით თვეში საშუალოდ 3-4 კილოს კლება შეიძლება. რაც შეეხება საღამოს კვებას, რაც უფრო გვიან გადაწევ, შეეცადე უფრო ნაკლები და მსუბუქად მიირთვა. თუ საღამოს ჭამის შემდეგ 30 წუთი მაინც ფეხით გაისეირნებ, კარგი იქნება.

  21. tea ამბობს:

    didi madloba pasuxistvis.icit ra mainteresebs kidev tkven tu icit rame gasaxdomi kavis shesaxeb?mcvane kavit aris damzadebulio ese aceria.martla tua shedegiani?da kidev gasaxdomi gelis shesaxeb tu rame icit?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      გასახდომი ყავა, ჩაი და ასე მსგავსი საშუალებები თავის დროზე ნაცადი მაქვს როცა წონაში კლების მარტივ საშუალებებს ვეძებდი. ტყუილი იმედი და ფულის ყრაა უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი ჯანმრთელობის დაზიანების საშუალება. ასეთი რაღაცეები ძირითადად სხეულიდან წყლის გამოდევნაზეა ორიენტირებული და ილუზიას იძლევა თითქოს წონაში იკლებ. წყლის დაკარგვის ხარჯზე შეიძლება სასწორმა ნაკლები გიჩვენოთ, მაგრამ ცხიმი ადგილზე დარჩება, ის წყალი კი სწრაფად ანაზღაურდება. გასახდომ ჩაის, რომელიც თავის დროზე მოვსინჯე, ეწერა, თითქოს მადას ამცირებდა და არც მოვუტყუებივარ, ისეთ დღეში ჩამიგდო კუჭი, ისეთი ტკივილები დამმართა, საერთოდ საჭმელს ცოტა ხანი ვერ ვეკარებოდი. (ეს არ ეხება ბუნებრივ მწვანე ჩაის, ის სასარგებლოა).
      კრემები და გელებიც ასევე უსარგებლოა. უკეთეს შემთხვევაში მასაჟის ან ვარჯიშის დროს კომბინაციაში და წახმარებით რამე სარგებელს გამორჩეთ.
      კარგი იქნებოდა ცხიმი ასე ადვილად რომ იწვებოდეს.

  22. tea ამბობს:

    didi madloba kuradgebistvis.gasaxdomi geli shevukvete zustad varjishis dros minda gamovikeno ravici muclis problema makvs da ikneb egec vcado tko da upro shedegi mkondes magastan ertad varjishit tko vipikre.kavaze da chaize ki gavitvaliscineb tkven rchevas.mcvane chais bunebrivs 4-5chikas ki vigeb dgeshi mara gaxdomashi ver mexmareba didad.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები რა შედეგს მიიღებთ გელის გამოყენებით, საინტერესო იქნება ალბათ სხვებისთვისაც.
      მწვანე ჩაის რაც შეეხება, ის სასარგებლოა და დამხმარე საშუალებაა წონის კლების დროს, მხოლოდ მისი საშუალებით ვერ მოიკლებთ.

  23. eto ამბობს:

    ramdens davikleb es dieta ro gavaketo 1 etapi erti kvira ro iyoS?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კლება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმ ენერგეტიკულ სხვაობაზე, რომელსაც კვებას და ვარჯიშის ან ფიზიკურ დატვირთვას შორის შექმნით. უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე მიიღებთ კვებიდან. კვირაში სამჯერ 1 საათიანი ვარჯიშით და ამ სისტემით საშუალოდ 0,5-1კგ.-ს დაკლება შეიძლება. თუ არ ივარჯიშებთ, მაშინ შეეცადეთ მაქსიმალურად აქტიური იყოთ ფიზიკურად, ისეირნეთ, იმოძრავეთ, იცეკვეთ.
      ამ თემას – თუ რამდენის დაკლება შეიძლება რამდენ ხანში და რაზეა დამოკიდებული, უფრო ფართოდ შევეხები უახლოეს სტატიაში. ვხედავ საკმაოდ საინტერესოა ბევრისთვის.

  24. eto ამბობს:

    an kide tkbileulshi xilic shediis? gtxoovt momweret dzalian maintersebs :S

    1. Fitni Fitni ამბობს:

      არა, ტკბილეულის ამოღებაში ხილი არ იგულისხმება, მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი და მისი შემცველები. ხილს იღებთ ჩვეულებრივ, ტკბილეულის დანაკლისს სწორედ ხილით (ასევე ჩირით და თაფლით) ინაზღაურებთ.

  25. tea ამბობს:

    zalian momcons tkveni kvela rcheva gaxdomis shesaxeb martla realuria.scrapi dietebit da mkacri janmrtelobas da nervebs vipucheb xolme da shedegad is mrcheba rom or dgehi isev imdens vimateb da var ese brzolashi otxi kilos dakleba gamixda katastropa.:D

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ბოლო რამდენიმე კილოგრამი ყველასთვის პრობლემაა, ასე რომ გული არ გაიტეხო და შეეცადე რაღაც ახალი ცვლილებები მოუძებნო ორგანიზმს, რითიც დაგემორჩილება. ამაზე ცალკე თემა მქონდა, ჩემს უკანასკნელ მოუცილებელ 5კგ.-ზე, გადახედე, იქნებ დაგეხმაროს: http://www.fitni.ge/?p=858

  26. თაკო ამბობს:

    პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტიპის საიტი, ასე სერიოზული, გულისხმიერი მოპყრობით მკითხველებთან პირველად ვნახე და ძალიან კმაყოფილი ვარ! ორი ვარიანტი მაქვს : სად იყავით აქამდე და სად ვიყავი აქამდე :) )

    მოგეხსენებათ ხვალ მარხვა იწყება.
    მე კი ამ დიეტის დაცვას ვიწყებ.
    იქნებ, მირჩიოთ რა პროდუქტები გამოვიყენო, რომ არ “წავიქცე”?
    ჩემი დღის გრაფიკი ჩემგან გონებრივ სამუშაოს მოითხოვს კოლოსალურს.
    კვირაში 3ჯერ დავდივარ ლათინურ ცეკვაზე (1 სთ) + ცეკვის შემდეგ ტრენაჟორები. დაახლოებით 2 საათს ვატარებ ფიტნეს ცენტრში.

    ასევე, ძალიან მიჭირს გადანაწილება, ანუ დაგეგმვა, რომელ საათებში ვჭამო, ან რა ვჭამო :(
    ველოდები პასუხს :)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      პირველ რიგში მადლობა დადებითი გამოხმაურებისათვის :)

      რაც შეეხება კითხვებს. საიტზე მსგავსი კითხვები ხშირად დასმულა, ამიტომ რომ არ განვმეორდე ლინკებს მიგანიშნებთ.
      კვების შესახებ: http://www.fitni.ge/?p=4633 ამ ლინკზე არის ცალკე ქვეთავად გამოყოფილი “კითხვები კვების შესახებ” და მეორე კითხვაშია ზუსტად აღწერილი რა პროდუქტი რითი უნდა ჩაანაცვლოთ. ანუ პრინციპი ასეთია, მავნე პროდუქტს სასარგებლოთი ვანაცვლებთ. მაგ: ცომეული ძირითადად ენერგიის და B ჯგუფის ვიტამინების წყაროა, მაგრამ თეთრ პურში ის მინიმალური რაოდენობითაა, ამიტომ მას მარცვლოვნებით და უხეშად დაფქვილი პურით ვანაცვლებთ, სადაც აღნიშნული ვიტამინები უფრო მეტადაა შენარჩუნებული. ფირმა თუ არ მეშლება, მგონი “მხნეობას” აქვს ასეთი პური და ა.შ. დანარჩენს პასუხში იხილავთ.

      რაც შეეხება კვებას, თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ ვარჯიშის დროს იხ. თემა რომელიც მთლიანად ამ საკითხს ეხება: http://www.fitni.ge/?p=4564
      თემის ბოლოში მსგავსი თემების ლინკებია და ალბათ ისინიც გამოგადგებათ.

  27. თაკო ამბობს:

    სხვათაშორის, დავაკვირდი, რომ ამას წინათ მთელი კვირა ცომეული არ მიჭამია და დაბალი წნევების გამო ძლივს დავლასლასებდი :)
    (არადა ძალიან მაღიზიანებს ცომეულის ჭამა, მაგრამ როცა დაღლილი და მშიერი ვარ, ამ გაღიზიანებას ყურადღებას ვეღარ ვაქცევ… )

  28. თაკო ამბობს:

    გენაცვალე, დიდი მადლობა!

  29. teonateo ამბობს:

    vegar movcildi am saits madloba fitni ..imedia am xut kilosac tkveni shtagonebit davikleb ase nervebs rom mishlis da mivagwev sasurvel mizans 49 kilograms

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ცოტა მეტი მონდომება, შრომა და დაიკლებ აუცილებლად :)

  30. nini ამბობს:

    6მერე რო არ ჩამო დაიკლებ?რაგაც პერიოდის შემდეგ?მაგალითად ერთი
    თვე

    1. Fitni Fitni ამბობს:

      თუ ამის ხარჯზე დღის განმავლობაში არ გაზრდი პორციებს, შედეგს გაჩვენებს

  31. სოფო ამბობს:

    ვარ 28 წლის 160 სმ და 69 კგ და რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშო დგეში რომ დავიკლო თვესში 10 კგ და ყოველ დგიურად მივიგო 1500 კალორია

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ნუ შეეცდებით რადიკალურ და არარეალურ მიზანს შეეჭიდოთ, გაანაწილეთ წონის კლება 2-3 თვეზე და რეალური შედეგის მიღებას შეძლებთ. გადახედეთ ამ თემას, პასუხია თქვენს კითხვაზე: http://www.fitni.ge/?p=4677

  32. ninutsa ამბობს:

    dzalian kargi rchevebi iko es mchirdeboda zustad,gavitvalistsineb autsileblad.da varjishze mainteresebs sad varjishob?me versad vipove shesaperisi adgili da ikneb mirchio

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ან სახლში, ან უახლოეს პარკში, ისეთ ადგილას სადაც სპორტული ცხოვრების მოყვარულები იკრიბებიან. ასეთი ადგილები სამწუხაროდ თბილისში ცოტა გვაქვს, მე რაც ვიცი – კუს ტბა, იპოდრომი, თბილისის ზღვა, დიდუბის გამოფენის ტერიტორია. შეეცადე საკუთარ სახლთან ახლოს იპოვო რამე.

  33. ninutsa ამბობს:

    13 წლის მოზარდი ვარ 150სმ და 44კგ და 4კგ_ს დაკლება მინდა.დღეს დავიწყე ვარჯიში,არ ვჭამ პურს,ტკბილეულს,ცომეულს და შემწვარ მოხრაკულს და 7_ის მერეც არ ვჭამ.ყოველ ჭამის შორის გამოტოვებული მაქვს 3 საათი და ამ დროში მხოლოდ წყალს ვსვამ. და დაახლოებით რამდენ ხანში დავიკლებ? 1 კვირაში ზღვაზე მივდივარ და კარგ ფორმაში მინდა ვიყო და კიდევ რამე შეზღუდვა ხო არ გამეკეთებინა? ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      იხ. თემა: რამდენს დავიკლებთ და რაზეა დამოკიდებული შედეგიhttp://www.fitni.ge/?p=4677

      პ.ს. გაითვალისწინე, შენს ასაკში კალორაჟის (კვების რაოდენობის) მკვეთრი შეზღუდვა არაა რეკომენდირებული. ივარჯიშე, სხეულის აღნაგობა გაიუმჯობესე, რამდენიმე კგ.-ს პრობლემას ეს უკეთ მოგიხსნის, მით უმეტეს რომ შენი BMI (სხეულის მასის ინდექსი) მინიმალურ ზღვართან ისეც ახლოსაა, ანუ ზედმეტი თითქმის არაფერი გაქვს

  34. ninutsa ამბობს:

    გასაგებია ყველაფერი:))დიდი მადლობა და რძის პროდუქტებიდან ყველაფრის ჭამა არ შეიაძლება ხო?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რატომ არ შეიძლება?

  35. ninutsa ამბობს:

    რძე და არაჟანაი არსუქებსო მითხრეს:))

    1. Fitni Fitni ამბობს:

      არაჟანზე მართალია, მოერიდე. რძე დაბალცხიმიანი ან უცხიმო პრობლემა არაა. მთავარია ვიტამინები და სასარგებლო პროდუქტები არ მოიკლო, შენს ასაკში ეს აუცილებელია (არა მარტო შენს ასაკში). ნუ გაეკარები ფასთ-ფუდს, ჩიპსებს, გაზიან სასმელებს, შოკოლადის ბატონჩიკებს, ნახევარფაბრიკატებს, საკონდიტრო ნაწარმი, შეზღუდე ცომეული – უამათობა არაფერს დაგაკლებს. პურს რაც შეეხება, უხეშად დაფქვილი პური მოიძიე, მხნეობის ან მარგის. ნაკლებკალორიულია და B ვიტამინს შეიცავს, რაც აუცილებელია ნერვულის სისტემისთვის.

  36. ninutsa ამბობს:

    დიდი მადლობა:)) დღეს მეორე დღეა რაც დიეტა დავიწყე და ვიცავ ჯერჯერობით:))

  37. ნატია ამბობს:

    რა მაინტერესებს იიციით ამას დაიცავ 1-2 კვირა დაიკლებ მაგრამ შემდეგ შესაძლებელია ისევ მოიმატო ?მე 52 კილო ვარ და მინდა დაკლება :( (((:(((

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ნებისმიერი დიეტის შემდეგ მოიმატებ თუ არ შეიცვლი კვებით ჩვევებს ჯანსაღი პროდუქტების სასარგებლოდ და იმაზე მეტს შეჭამ, ვიდრე ხარჯავ შენი ფიზიკური აქტიურობით.

  38. ფიქრია ამბობს:

    ქატოს დიეტის გაკეთება მინდა ქატო უნდა მოიხარშოს,თუ ცივ წყალში გაიხსნას?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მომზადების წესი იხ. თემაში: http://www.fitni.ge/?p=4349

  39. ნინო ამბობს:

    მაინტერესებს ეს 1 კვირიანი ინტერვალები 2-3 დღით რომ შევცვალოთ ანუ დრო რომ შევამციროთ ეტაპებს შორის თუ შეიძლება?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შეიძლება თუ არ გაგიჭირდება

      1. ნინო ამბობს:

        დიდი მადლობა პასუხისათვის!
        სულ სიტყვა სიტყვით წავიკითხე თვითოეული თქვენი კომენტარი,სასარგებლო რჩევებია და მართლაც რეალური.კიდევ ერთ კითხვა მაქვს განსაკუთრებული ვარჯიშები არ მაქვს მაგრამ თითქმის ყოველ დღე ფეხით დავდივარ ასე 1 საათი მაინც პატარას ვასეირნებ ეს ჩამეთვლება ვარჯიშში?
        არანაირი პირველი რიცხვები და ორშაბათი ხვალიდან ვიწყებ მიხარია რომ გიპოვეთ!!!!

        1. Fitni Fitni ამბობს:

          განასხვავებენ ვარჯიშს და ფიზიკურ აქტიურობას. ფეხით სიარული ფიზიკურ აქტიურობას მიეკუთვნება, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ვარჯიშს მეტი სარგებელი აქვს. არ ვიცი სად და როგორ ხდება თქვენი გასეირნება, თუმცა თუ ჩემი როგორც დედის გამოცდილებას გაიზიარებ, ასეთ დროსაც შეიძლება ვარჯიში – გააჩნია სად სეირნობთ. თუ გარშემო სპორტული გარემოა, შეიძლება როცა ბავშვი “კალიასკაში”-ა ან დამოუკიდებლად ახერხებს შენს ახლოს თამაშს, ეს პერიოდი არ დაკარგო და სავარჯიშოდ გამოიყენო. ფეხით სიარულს ცოტა პრესები, ხელის და ფეხის ვარჯიში დაამატო :)

  40. ლევანი ამბობს:

    ვარ 174-175 მგონი.. და ჩემი წონაა 70-75 კილოგრამი ვარ 16 წლის თავს მსუქნად არ ვგრძნობ უბრალოდ მუცელზე შევატყე არასასურველი ცხიმები ქონები რა:D თან 3 ნაკეცი მააქვს და როგორ შეიძლება დავიკლო? ვარჯიშები არ მიხსენოთ ოღონდ სასტიკად ზარმაცი ვარ და მეარება 1 პრესის გაკეთებაც:D და ამ დიეტით დავიკლებ??

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დაიკლებ :)
      ოღონდ ამ თემის რჩევები გაითვალისწინე: http://www.fitni.ge/?p=4887

  41. ლევანი ამბობს:

    უღრუმესი მადლობა ძალიან კარგი საიტია და ძალიან კარგ რაღაცას აკეთებთ.. და ვერ წარმომიდგენია პურს რომ ვერ შევჭამ ეჰჰ და შემწვარ ხორცს ;(( მაგრამ ეერთი 7 კილო უნდა დავიკლო და აქ როომ წერია ინტერვარი 1 კვირაო 4 დღეს გავაკეთებ ინტერვალს და 1 თვეში დაახლოვებით რამდენს დავიკლებ? თუ არ ვივარჯიშებ? და ამ დიეტას დავიცავ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ხორცი ჭამე, ოღონდ მოხარშული. პური კი არის მხნეობას და მარგს აქვს უხეშად დაფქვილი და ის ჭამე ცოტ-ცოტა. კლება ინდივიდუალურია, არის ამაზე ვრცელი თემა, პირველ გვერდზე და გადახედე.

  42. ლევანი ამბობს:

    და კოკაკოლა ზირო რომ დავლო? 4 ეტაპს ვერ შევწყვიტავ პს ზერო კოკაკოლას 0 კალორია ააქვს :(

    1. Fitni Fitni ამბობს:

      საქმე მარტო კალორიებში არაა, მავნეა. მაგას ჯობია კალორიები ჰქონდეს :)

  43. ხათი ამბობს:

    ვარ 33 წლის. სამსახური მაქვს ისეთი სულ ვზივარ. ვიყავი 53 კილო, 10 თვეში მოვიმატე 10 კილო და ინდექსის გამოთვლით ორივე წონა ნორმალურია, თუმცა ძალიან მაწუხებს. რამდენად სასარგებლოა 1 საათი ვარჯიში როცა 10 საათი ვზივარ? რა შეიძლება რომ გავაკეტო? არ მინდა კიდევ მოვიმატო.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      თქვენი მსგავსი რეჟიმი მაქვს მეც, ჯდომითი სამუშაო მთელი დღის განმავლობაში, თუმცა დღეგამოშვებით 1 საათიანი ინტენსიური ვარჯიში+დიეტით მივაღწიე იდეალურ წონას (არც ერთი ზედმეტი კგ.) და შენარჩუნებას. ასე რომ ამ 1 საათს საკმაო ცვლილებების შეტანა შეუძლია და დაიწყეთ ვარჯიში+კვებას მიაქციეთ ყურადღება, თუ გინდათ რომ წონის მატება შეაჩეროთ.

  44. xati ამბობს:

    დიდი მადლობა.

  45. New Life In 90 Day ამბობს:

    [...] ვარჯიშებს (ომნიცენტრიკებისთვის).  აქვეა კვების მეთოდი რომელიც მე ყველაზე [...]