FITNI.ge – Fitness&Wellness » დიეტური პროდუქტები, ყველაფერი კვების შესახებ » ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) წონის კლებისათვის

ჯანჯაფილი (კოჭა, იმბირი) წონის კლებისათვის

ჯანჯაფილის (იგივე კოჭა, იმბირი, ჯინჯერი) სამშობლო აღმოსავლეთია. მისი ფესვი ძალიან არომატული გემოს სანელებელია, რომელსაც ფართოდ იყენებენ კულინარიაში. თუმცა ბოლო პერიოდში ჯანჯაფილმა პოპულარიზაცია მოიპოვა როგორც პროდუქტმა, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას. რეალურია თუ არა ჯანჯაფილის ეს თვისებები, როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და რას ამბობს მეცნიერთა კვლევები ამის შესახებ?


როგორ მოქმედებს ჯანჯაფილი?

„როგორც ვიცით, ვარჯიში ააქტიურებს ორგანიზმს, რათაც მოხდეს კალორიების წვა, ხოლო ჯანჯაფილს შეუძლია მსგავსი დამატებითი ეფექტის მიღწევა, რათა თქვენი მეტაბოლიზმი კიდევ უფრო გააქტიურდეს. ეს არის არაკალორიული პროდუქტი, რომელსაც იყენებენ როგორც ჩაის სახით, ისე საკვების საკმაზის სახით. მას შეუძლია დახმარების გაწევა წონის კლების დროს, თუმცა ჯანჯაფილი ვერ შეცვლის დაბალკალორიულ დიეტას, მაგრამ მას შეუძლია გააძლიეროს ვარჯიშის და დიეტის ეფექტი“ - ეს გახლავთ მცირე ამონარიდი www.livestorng.com-დან.

ჯანჯაფილს დიდი ისტორია აქვს და ტიბეტური რეცეპტებით ის ცხელ პროდუქტებს მიეკუთვნება, რომელიც ახურებს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას. აღნიშნული ეფექტი განპირობებულია ჯანჯაფილში ფიტოციდების და ეთერული ზეთების შემცველობით. ეს ნივთიერებები ამაღლებენ ორგანიზმის ტემპერატურას და აჩქარებენ მეტაბოლიზმს. ასეთი გზით ორგანიზმი, უფრო აქტიურად წვავს კალორიებს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის გამოკვეთილი გემო თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს, რის შედეგადაც მადა ქვეითდება და ადამიანთა უმეტესობა უფრო ნაკლებს ჭამს. მიუხედავად, პოპულარული მითისა, ჯანჯაფილის ჩაი არ წვავს და არ ახდენს ცხიმების ბლოკირებას.

ჯანჯაფილი წლების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ზღვის ავადმყოფობის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება.

ჯანჯაფილის გამოყენება სხვადასხვა სახით შეიძლება, მათ შორის როგორც სანელებელი დამატებული სხვადასხვა კერძზე ან მისი ჩაის სახით დალევა. ასევე შეიძლება ჯანჯაფილის ფესვის ნაჭრის დაღეჭვა საჭმლის მიღებამდე.

სამეცნიერო კვლევები

ჯანჯაფილი დღესდღეისობით მსოფლიოს სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგების გამო ამ მცენარემ ყურადღება მიიპყრო, როგორც დიეტური მიზნით გამოყენების საშუალებამ. ჩატარდა უამრავი რაოდენობის კვლევები (1200-ზე მეტი) და გამოქვეყნდა სამეცნიერო პუბლიკაციები, რომელიც მის ფარმაკოლოგიური თვისებების შესწავლას ეძღვნება.

ჰოლანდიის მაასტრიჰტის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჯინჯერის ეფექტი წონის კლებაში კოფეინის ეფექტს შეადარეს. ასევე ჰოლანდიელი მკვლევარების აზრით, ჯინჯერი ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის დონეს და შეიძლება გამოყენებული იქნას სიმსუქნის წინააღმდეგ. დასკვნების მიხედვით, მეტაბოლიზმის დონე 20%-მდე მატულობს.

იაპონელი მკვლევარი ლ.კ.ჰანი ამბობს, რომ ჯინჯერი ქმნის თერმოგენეზისს, რომელიც ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. მან ჩაატარა კვლევები თაგვებზე, რომელმა აჩვენა რომ ჯინჯერის გამოყენების პარალელურად მიუხედავად მაღალკალორიული დიეტისა, მათ მაინც დაიკლეს წონაში.  ეს კვლევები გამოქვეყნებული იქნა 2008 წელს იაპონელი ფარმაცევტების საზოგადოების ჟურნალში (“Journal of the Pharmaceutical Society of Japan”) რომელსაც თან ერთვოდა კუვეიტის უნივერსიტეტის მეცნიერების მსგავსი კვლევებიც.

ჯინჯერს შეუძლია მადის შემცირება, რადგან ის ასევე ახდენს მარეგულირებელ მოქმედებას სისხლში შაქრის დონეზე და ქოლესტერინზე, რაც აღნიშნულია 2006 წელს “British Journal of Nutrition” -ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

2004 წელს “Biological and Pharmaceutical Bulletin”-ის სტატიის მიხედვით ჯინჯერი თრგუნავს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) პროდუქციას. კორტიზოლი წარმოადგენს სტეროიდ ჰორმონს, რომელიც საჭიროა ენერგიის რეგულაციისათვის და მობილიზაციისათვის. თუმცა ქრონიკული სტრესი კორტიზოლის დონეს ძალიან ამაღლებს, რაც ხელს უწყობს მუცლის არეში ზედმეტი ცხიმის დაგროვებას და წონის გაზრდას.

უკანასკნელი კვლევები 2012 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის და ნიუ-იორკის სიმსუქნის კვლევის ცენტრში იქნა ჩატარებული 10 ჭარბწონიან მამაკაცზე. საცდელი ჯგუფის წევრებს ჯანჯაფილის ჩაის სვავდნენ ჩვეულ საუზმესთან ერთად. მეცნიერების დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ჩაიმ მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა დანაყრების გრძნობაზე.

გარდა ამისა, ჯანჯაფილს ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური თვისებები გააჩნია, ის დადებითად მოქმედებს ადამიანის ბევრ ორგანოზე და სისტემაზე, მათ შორის ფილტვებზე, კუჭ-ნაწლავზე, ღვიძლზე, გულ-სისხლძარღვთა და შარდ-სასქესო სისტემებზე.

ჯანჯაფილის ეფექტურობა
  • ცხიმის წვა. დადგენილია, რომ შეიძლება ჯანჯაფილის გასახდომად გამოყენება, თუმცა როგორ დამხმარე საშუალების.
  • 2010 წლის კვლევება აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ყოველდღიური გამოყენებას შეუძლია ვარჯიშის შემდეგ კუნთებში ტკივილის 25%-ით შემცირება.
  • ანტიდეპრესიული ეფექტი. წინასწარი კვლევების მიხედვით ჯანჯაფილის ზოგიერთ აქტიურ ნივთიერებას შეუძლია სეროტონინის რეცეპტორებთან შეკვრა და ამგვარად განგაშის გრძნობის დათრგუნვა და განწყობილების გაუმჯობესება.
  • სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება
  • გულისრევის შეგრძნების მოხსნა
  • აჩქარებს ნაწლავების მობილურობას (შეუძლია დიარეის გამოწვევა)
  • სედატიური ეფექტი
  • ანტიბაქტერიული ეფექტი.
ჯანჯაფილი არაა რეკომენდირებული
  • ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის
  • კუჭის წყლულის და გასტრიტის დროს
  • ღვიძლის დაავადების დროს
  • ჰემოროის დროს, ასევე სისხლდენებისაკენ მიდრეკილების შემთხვევაში
  • მაღალი წნევის დროს, ინფარქტის, ინსულტის და გულის იშემიური დაავადების დროს
  • ორსულებისათვის და მეძუძური დედებისათვის

მერილანდის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტის მიხედვით ჯანჯაფილის ისეთი გვერდითი ეფექტებისაგან თავის ასარიდებლად როგორიცაა დიარეა კუჭისწვა, დღიური დოზა არ უნდა იყოს 4 გრამზე მეტი.

 

შემდეგი თემა: ჯანჯაფილის ჩაის რეცეპტები

Filed under: დიეტური პროდუქტები, ყველაფერი კვების შესახებ · Tags: , , ,