FITNI.ge – Fitness&Wellness » დიეტური პროდუქტები » პროდუქტები დიეტისათვის – შვრია (ბურღულეული)

პროდუქტები დიეტისათვის – შვრია (ბურღულეული)

შვრიის ბურღულის კალორიულობა – 389 კკალ

გლიკემიური ინდექსი: დაუმუშავებლის 40-50; სწრაფად ხსნადის  66

წყალზე მომზადებული შვრიის ფაფის კალორია – 88 კკალ
  • ცილები – 3.0 გრ
  • ცხიმები – 1.7 გრ
  • ნახშირწყლები – 15.0 გრ
რძეზე მომზადებული შვრიის ფაფის კალორია – 102 კკალ
  • ცილები – 3.2 გრ
  • ცხიმები – 4.1 გრ
  • ნახშირწყლები – 14,2 გრ

შვრიის ბურღული შეიცავს – კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას;

ვიტამინებსВ1, В2, РР, Е.

შვრიის სასარგებლო თვისებები:

შვრიის ბურღული დიდი რაოდენობით ნატურალურ ანტიოქსიდანტებს შეიცავს -  ნივთიერებები, რომლებიც ამაღლებენ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ. შვრიის ბურღული მდიდარია ფოსფორით და კალციუმით, რომელიც აუცილებელია ძვლოვანი სისტემის ფორმირებისა და განვითარებისათვის, ასევე რკინით, რომელიც ანემიის პროფილაქტიკას ახდენს. შვრიის ბურღული კარგად ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს, ცოცხის მუშაობის მსგავსად გამოდევნის იქიდან შლაკებს და ნაგავს. შვრია ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულირებას, არ აძლევს გასტრიტს და წყლულს პროგრესირების საშუალებას. შვრია მდიდარია ბიოტინით (B ჯგუფის ვიტამინები), რომელიც სასარგებლოა კანისთვის და იცავს დერმატიტისგან. შვრია – ადვილად ათვისებადი პროდუქტია.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საკვები პოროდუქტების მონაცემთა ბაზის მიხედვით 100 გრამი შვრიის ბურღული შეიცავს:

  • წყალი – 10.37 გრ
  • ცილები – 12.72 გრ
  • ცხიმები – 6.25 გრ
  • ნახშირწყლები – 57.55 გრ
  • საკვები უჯრედისი – 10 გრ

ვიტამინები:

  • А (რეტინოლი) – 1.072 მგრ
  • В1 (ტიამინი) – 2.05 მგრ
  • В2 (რიბოფლავინი) – 1.2 მგრ
  • ნიაცინი (ვიტამინი В3 ან РР) – 16.55 მგრ
  • В5 (პანტოტენატის მჟავა) – 1.1 მგრ
  • ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი В9) – 286 მგრ
  • Е (ტოკოფეროლი) – 0.47 მგრ
  • К (ფილოხიტონი) – 1.9 მგრ
  • ხოლინი – 40.6 მგრ

მაკროელემენტები:

  • კალიუმი – 359 მგრ
  • კალციუმი – 352 მგრ
  • მაგნიუმი – 138 მგრ
  • ნატრიუმი – 278 მგრ
  • ფოსფორი – 424 მგრ

მიკროელემენტები:

  • რკინა – 29.27 მგრ
  • მარგანეცი – 2.92 მგრ
  • სპილენძი – 0.374 მგრ
  • თუთია – 3.54 მგრ
  • სელენი – 26.8 მგრ

 

შვრიას სასიამოვნო გემო აქვს, არის სასარგებლო და ნოყიერი. მოსამზადებლად ხშირად გამოიყენება „ჰერკულესის“ ფანტელის სახით (დამუშავებული და გაბრტყელებული შვრიის მარცვლები). შვრია სხვა ბურღულეული კულტურებისაგან გამოირჩევა მცენარეული ცხიმების მაღალი (6,2%) პორცენტით და დიდი რაოდენობით ფოსფორის და მაგნიუმის შემცველობით. ამასთან, ორგანიზმის მიერ ადვილად აითვისება. შვრიის ფაფა მზადდება შვრიის ფანტელისაგან (ან შვრიის ფქვილისაგან) და სასარგებლო საუზმედ ითვლება.

უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ შვრიის ბოჭკო შეიცავს მავნე ქოლესტერინის დონის დასაწევ მნიშვნელოვან ელემენტს – ბეტა-გლუკანს. შვრიის ბურღულის უჯრედისი ხელს უწყობს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩნებას. ამიტომ არა მარტო შვრიის ფაფის ჭამაა სასარგებლო, არამედ კარგია მისი ფქვილის დამატება პურის ცხობისას.

შვიის ბურღული შეიცავს ტრიფტოფანს – ერთერთ მნიშვნელოვან ამინომჟავას, რომელიც “სიხარულის ჰორმონის” სეროტონინის წინამორბედია.

Filed under: დიეტური პროდუქტები · Tags: , ,

3 Responses to "პროდუქტები დიეტისათვის – შვრია (ბურღულეული)"

  1. teo789 ამბობს:

    კვერცხის და ზოგადად ხორცის გლიკემიური ინდექსი რა არის?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ნოლი, რადგან ისინი ფაქტიურად არ შეიცავენ ნახშირწყლებს.
      ამის გამო ისინი გლიკემიური ინდექსის ცხრილებში როგორც წესი არ ხვდებიან.

  2. მარიიი ამბობს:

    ვაიმე ვგიჟდები!!! ყოველდღე ვჭამ უშაქროდ ცოტა ქიშმიშით <3 <3 <3