FITNI.ge – Fitness&Wellness » როგორ დავიკლოთ წონაში » რა რისკთან არის დაკავშირებული დიეტა მოზარდ ასაკში?

რა რისკთან არის დაკავშირებული დიეტა მოზარდ ასაკში?

ზედმეტ წონასთან ბრძოლას მასიური ხასიათი აქვს, რასაც აქვს თავისი მიზეზები – ფაქტი ჭარბი წონის მავნებლობის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, მას ადასტურებენ ექიმები და ჯანმრთელობის დაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტები და ორგანიზაციები. უფრო შორს მიდის თანამედროვე მოდის პროპაგანდა, ტელევიზია და შოუ-ბიზნესი, სადაც უკიდურესად გამხდარი სხეული სილამაზის ეტალონადაა ქცეული.

დიეტა მოზარდ ასაკში

როგორც მეცნიერების კვლევებით და სხვადასხვა გამოკითხვებით ირკვევა, პირველად ეს საკითხი აქტუალური მოზარდობის ასაკში ხდება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებში. ბუნებრივია, ყველას სურს ლამაზად, მოდურად და თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ზრუნავენ თავის აღნაგობაზე, ფორმებზე და ამაში ცუდი არაფერია.

თუმცა თვითნებურად დანიშნულ მკაცრ დიეტას, სწრაფი შედეგის მიღწევის სურვილს და არარეალურად შეფასებულ წარმოსახულ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას მოზარდისთვის სახიფათო შედგების მოტანა შეუძლია. იმის გავითვალისწინებთ არასწორი მიდგომა რა რისკ-ფაქტორებს შეიცავს მოზარდის ჯანმრთელობისთვის, ამ საკითხს უფრო ყურადღებით და ფრთხილი დამოკიდებულება სჭირდება.

საიტზე ხშირად შემოდის კითხვები, რომლის ავტორები საკუთარი წონით უკმაყოფილო 13-17 წლის ასაკის გოგონები არიან. კითხულობენ რჩევას – როგორ დაიკლონ წონაში. უმეტეს შემთხვევაში, მათი წონის და სიმაღლის თანაფარდობის შედარების დროს BMI (წონის და სიმაღლის თანაფარდობის ინდექსი) ნორმის ფარგლების ქვედა ზღვართან საკმაოდ ახლოსაა – ფაქტიურად დასაკლები არც არაფერია. მათთვის არასასურველი რამდენიმე კილოგრამის მოცილების შემთხვევაში წონის დაფიციტის ზონაში მოხვდებიან, ამის პარალელურად კი, მკაცრი დიეტა, რომელსაც მიმართავენ მოზარდები „პრობლემის“ გადასაწყვეტად არაერთი სერიოზული დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის ანორექსიის და ბულემიის.

როდის ხდება წონის პრობლემა აქტუალური?

ქალს ნებისმიერ ასაკში სურს მოხდენილად გამოიყურებოდეს, ჩვენი ორგანიზმი კი ისეა მოწყობილი, რომ წონის კონტროლი გამუდმებითაა საჭირო.  ამის მიზნით დიეტის დაცვას გოგონების ჯერ კიდევ მოზრდილობის ასაკიდან იწყებენ  და ლამის ბებიობის ასაკამდე თავს არ ანებებენ. კარგი ფიგურის მიღწევა ბევრადაა დამოკიდებული ქალის ფიზიოლოგიურ თავისებურებებზე, რომელიც ყველა ასაკს თავისებური აქვს. 16 წელში გახდომა გაცილებით ადვილია, ვიდრე 40 წლის ასაკში, მაგრამ მკაცრი დიეტის დაცვა 16 წლის მოზარდისთვის სახიფათოა.

ცნობილი ფაქტია, რომ მოზარდობის ასაკი პრობლემატურია. ამ პერიოდში ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოზარდის როგორც ფიზიოლოგიას, ასევე ფსიქიკასაც ეხება. როგორც სხვადასხვა გამოკითხვებით და კვლევებით დასტურდება პირველად საკუთარი გარეგნობით და წონით უკმაყოფილება გოგონებს 11-16 წლის ასაკიდან ეწყებათ, როცა ორგანიზმში ზრდასთან დაკავშირებული მრავალი ენდოკრინული ცვლილებები ხდება. მოკლე პერიოდში გოგონას ფიგურა და ფორმები უფრო შევსებული და მომრგვალებული ხდება. ეს ყველაფერი „ნაკლად“ აღიქმება და გოგონების დიდი ნაწილი მის გამოსასწორებლად თვითნებური დიეტის დაცვას იწყებს. სტატისტიკის მიხედვით 15 წლის გოგონების 25% დიეტაზეა, თუმცა მათ ერთ მესამედს სავსებით ნორმალური ან არასაკმარისი წონა აქვთ.

სტატისტიკა

გლაზგოში ჩატარებული კვლევებმა, რომელშიც მონაწილეობა 2 ათასმა მოზარდმა მიიღო, აჩვენა რომ 11 წლის ასაკში გოგონების 44% იცავს დიეტას და ზღუდავს რაციონს, ხოლო 15 წლის ასაკში მათი რაოდენობა 70% აღწევს.

ესპანელი მეცნიერების გამოკითხვების თანახმად, 15-16 წლის გოგონების 30% დარწმუნებულია, რომ ზედმეტი წონა აქვს. გოგონები უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ დიეტას, არა მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, არამედ ისეთი გამხდარი ფიგურის მისაღებადაც, რომელიც მათი წარმოდგენით იდეალურია და რომლის დამკვიდრებას თანამედროვე მოდის ტენდენციების უნდა ვუმადლოდეთ.

15-16 ასაკის გამოკითხულ გოგონათა 12%-მა აღიარა, რომ ერთხელ მაინც უცდიათ დღეღამის განმავლობაში არაფერი ეჭამათ; 10%-ს კი ხელოვნური გულისრევისთვის მიუმართავთ ჭამის შემდეგ.

გამოკვლევების კვალდაკვალ გამოვლენილი იქნა მთავარი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს ანორექსიის და ბულემიის განვითარებას. გამოკითხული მოზარდი გოგონების 14%-მა აღიარა, რომ ურჩევნიათ მარტო ჭამა, რათა თავი დააღწიონ მშობლების კონტროლს, ექიმების თვალსაზრისით ეს საკმაოდ საგანგაშო ფაქტორია, რადგან უკონტროლო კვების დროს, დაავადების რისკი 3-ჯერ იზრდება.

ჩვენს საიტზე დადებული გამოკითხვაც, ჯერჯერობით იგივე ტენდენციებს იზიარებს: წონის დაკლების პირველი მცდელობა გამოკითხვაში მონაწილეთა 59%-ს 13-18 წლის ასაკში განუხორციელებია. (სასურველია, თუ გამოკითხვაში თქვენც მიიღებთ მონაწილეობას და დააფიქსირებთ პირველ გვერდზე განთავსებულ პოლში პოზიციას)

საჭიროა თუ არა დიეტა?

რა თქმა უნდა, გადაჭრით არ შეიძლება თქმა, რომ ყველა შემთხვევაში ჭარბი კილოგრამების პრობლემა გამოგონილია და ყველაფერი მოზარდის ფანტაზიას უნდა მიეწეროს. რეალურად, თანამედროვე კვებას უამრავი ხარვეზი გააჩნია, რაც ბავშვობის ასაკიდან აისახება მოზარდის ჯანმრთელობაზე და წონაზე – ფასთ-ფუდი, ჯანქ-ფუდი, ნახევარფაბრიკატები, უამრავი გენმოდიფიცირებული და E დანამატების შემცველი პროდუქტები, გაზიანი სასმელები, ჩიპსები, შოკოლადის ბატონები, საეჭვო წარმოების ძეხვეული და ა.შ. ამ პროდუქტებით სავსეა სუპერმარკეტები, მათი რეკლამირება ყოველ წუთს ხდება ტელევიზიით და მედიით. მათ შეავიწროვეს ჯანსაღი პროდუქტი და შეცვალეს კვებითი ჩვევები. მოზარდების უმეტესობა მათი მავნებლობის შესახებ ნაკლებად ინფორმირებულია ან უარეს შემთხვევაში არ იზიარებს უფროსების რჩევებს. მახსოვს, ერთერთ დარბაზში ჩემთან ერთად ორი თინეიჯერი გოგონა ვარჯიშობდა, 15-16 წლის, რომლებიც 1 საათიანი აქტიური ვარჯიშის დასრულების მერე შემდეგ გასახდელში „კოკა-კოლას“ მიირთმევდნენ და თან წონის დაკლებაზე ოცნებობდნენ. ხშირად შემხვედრია, როცა ე.წ. დიეტის დაცვის დროს მოზარდი ტკბილეულს ან ძეხვეულს მიირთმევს და კვებას ხილ-ბოსტნეულის, ხორცის ან რძის პროდუქტების ხარჯზე ზღუდავს. თვლის რომ ცოტა ჭამა, მაგ. დღეში ერთი “სნიკერსის” ბატონის, უფრო გაახდუნებს, ვიდრე სრულფასოვანი სადილის მირთმევა.

სჭირდება მოზარდს დიეტა თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილ მავნე პროდუქტებზე უარის თქმა მათ ჯანმრთელობას და განვითარების პროცესს არანაირ ზიანს არ მიაყენებს. პირიქით, სასარგებლოც იქნება. ზედმეტი წონის დაგროვების მიზეზები, ძირითადად სწორედ ეს საკვები ხდება და დიეტის დაცვა, პირველ რიგში ამ პროდუქტების ამოღებით უნდა დაიწყოს, რომელიც უხვადაა თანამედროვე მოზარდის რაციონში. ასევე, უპრობლემოდ შეიძლება ცომეულის და საკონდიტრო ნაწარმის რაოდენობის შეზღუდვა, შეიძლება კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავის განებივრება, მაგრამ ისინი კვების ძირითად ნაწილს არ უნდა წარმოადგენდნენ. კვების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება სასარგებლო პროდუქტების ხარჯზე – ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზეული, ხორცი, მარცვლეული, ბურღულეული და ა.შ. უპირატესობა მეტ ცოცხალ და ნატურალურ პროდუქტებს უნდა მიენიჭოს.

ასევე არ შეიძლება რაციონის, კვების რაოდენობის, მისი კალორაჟის მკაცრი შეზღუდვა. მაგალითად, ჭამდე დღეში რამდენიმე ვაშლს და მაწონს. რა თქმა უნდა, ორივე სასარგებლო პროდუქტებს განეკუთვნება, მაგრამ მწირი და ნაკლებად მრავალფეროვანი მენიუ ვიტამინების და მინერალების რაოდენობის დეფიციტით ემუქრება ორგანიზმს, რაც თავის მხრივ ჯანმრთელობის დარღვევის მაპროვოცირებელი ხდება. ყველა ვიტამინს და მინერალს თავისი ფუნქცია გააჩნია ჩვენს ორგანიზმში, თითოეული უჯრედის სწორედ ფუნქციონირებაში.  მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელი ორგანიზმი გაცილებით ადვილად იკლებს წონაში, ვიდრე გაუთავებელი დიეტებით და არასრულფასოვანი კვებით დაზიანებული. ექსტრემალური დიეტებით შენელებული ნივთიერებათა ცვლა ახალი კილოგრამების დაგროვების მიზეზი ხდება.

როცა პრობლემა არა ჩამოყალიბებული სიმსუქნე და ჭარბწონიანობა, არამედ სულ რაღაც რამოდენიმე კილოგრამია, საუკეთესო გამოსავალი ჯანსაღად კვება და ვარჯიშია. ცალკე მინდა აღვნიშნო ვარჯიშის ეფექტის შესახებ. მოზარდის წუხილი წონის გამო და ის „დეფექტები“, რაც ზედმეტ კილოგრამებს ბრალდება, არც თუ ისე იშვიათად სხეულის ფორმების და აღნაგობის პრობლემიდან მომდინარეობს.

ვარჯიში ხვეწავს სხეულს და ალამაზებს ფორმებს. შეიძლება არც ერთი კილოგრამი არ დაიკლოთ და მიიღოთ ის სასურველი სხეული, რომელზეც ოცნებობთ. გარდა ამისა, გაუმჯობესებულ აღნაგობას რამდენიმე კილოგრამის არსებობის დაფარავა ეფექტურად შეუძლია. უკეთეს შემთხვევაში კი ვარჯიშთან ერთად ეს კილოგრამებიც გაქრება, თუ გავითვალისწინებთ რა ადვილად ემორჩილება ამ ასაკში წონა კორექციას.

რატომ არის სახიფათო დიეტა ამ ასაკში?

მოზარდობის ასაკში ორგანიზმი აქტიურად ვითარდება, აქედან გამომდინარე მას მუდმივად ესაჭიროება ცილები (დამატებითი უჯრედების საშენად), ცხიმები (სწორი ნივთიერებათა ცვლისათვის) და ნახშირწყლები (როგორც ენერგიის წყარო). გარდა ამისა, აუცილებელია ვიტამინების და მინერალების საჭირო რაოდენობა, ხოლო საკვებ პროდუქტებში მათი დეფიციტის შემთხვევაში შენელდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

პირველ რიგში, მოზარდებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ ასაკში კვებაში დარღვევა არა ზედმეტ კილოგრამებზე, არამედ სიმაღლეში ზრდაზე, გარკვეული ორგანოების განვითარებაზე და იმუნიტეტის დაქვეითებაზე (იმუნური უჯრედების წარმოქმნისათვის საჭიროა საკმარისი ცილები) იმოქმედებს. ამ ასაკში გავრცელებული პრობლემა გამონაყარია, სწორი კვების შემთხვევაში კი მასთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.

მოზარდს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს მიმართოს ექსტრემალურ, თუნდაც ხანმოკლე დიეტას ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. იმ დროს, როცა ექსტრემალური დიეტა ანგრევს უკვე მოზრდილი ჩამოყალიბებული ადამიანის ორგანიზმს და მის ჯანმრთელობას, მოზარდზე მიყენებული ზიანი გაცილებით დიდია.

დიეტა ნეგატიურად აისახება ტვინის მუშაობაზე. ამის მიზეზია ორგანიზმში არასაკმარისად მიწოდებული ნახშირწყლები და გლუკოზა, რომელიც აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. კლებულობს ყურადღების კონცენტრაციის და საღად აზროვნების უნარი, ქვეითდება ტვინში მიმდინარე პროცესები, ჩნდება თავის ტკივილი და ძილიანობა.

გოგონებს რომლებიც მუდამ გახდომის პროცესში არიან ჩართული, წონის კლებასთან ერთად ავიტამინოზი, ანემია, მენსტრუალური ციკლის და სქესობრივი განვითარების დარღვევა აღენიშნებათ. უარეს შემთხვევაში ეს სერიოზული ნერვული ან ფსიქიატრიული დიაგნოზით სრულდება.

იმ შემთხვევაში, თუ წონის პრობლემა სერიოზულად დგას, საუკეთესო გამოსავალი სპეციალისტთან ვიზიტია. მასთან ერთად არსებული დარღვევების და მიზეზების გამოვლენა, ასაკის შესაბამისად ინდვიდუალურად შედგენილი სპეციალური დიეტის დაცვა და ფიზიკური აქტიურობის შეთავსება.

Filed under: როგორ დავიკლოთ წონაში · Tags: , , ,

29 Responses to "რა რისკთან არის დაკავშირებული დიეტა მოზარდ ასაკში?"

  1. Mariamii ამბობს:

    გამარჯობა პირველ რიგში ძალიან მომწონს თქვენი საიტი და სულ ველოდები ხოლმე ახალ სტატიებს. ვარ 16 წლის და ალბათ სწორად ვიკვებები მაგრამ მაინც გართულება მაქვს წონაზე. გამხდარი ვარ, მაგრამ უკან მოშვებული კანი მაქვს რაც ძალიან მაწუხებს. აი ჩემი კვების რეჟიმი:დილას 9 საათზე- წყალზე დამწადებული ჰერკულესი ცოტა შაქრით, შუა დღეს 12 საათზე-ცოტა ხილი ან ბოსტნეული, 2 საათზე (ან 3 საათზე) სადილი წიწიბურა, სალათეულობა (მაიონეზით ან მის გარეშეც) მოხარშული თევზი, კარტოფილის პიურე ან ესეთი ჯანსაღი და მოხარშული ან თუნდაც აჯაბსანდალი 2 ნაჭერი პურით. 6 საათზე (ან 7 ზე) საღამოს – ხაჭო 0 % ან ხაჭო და მაწონი ერთად შაქრით უპუროდ ასევე მოხარშული. ასევე ვსვამ ბევრ წყალს, ვიღებ მოხარშულ კვერცხს კვირაში 1 ან 2. და დედაჩემს ძალიან ეშინია სულ მეუბნება ჭამე ხანდახან ერთი ნამცხვარიო ეგრე ვერ გაიზრდებიო და დაავადდებიო და შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      პირველ რიგში, მოშვებული კანის “წამალი” ვარჯიშია და არა დიეტა. ვარჯიში კუნთებს ტონუსში მოიყვანს და პრობლემური ზონაც გამკვრივდება.
      რაც შეეხება კვებას. დილით ჰერკულესი კარგია, ასევე შეგიძლია შვრიის ფაფითაც გაამრავალფეროვნო რაციონი, შაქრის ნაცვლად შეგიძლია ქიშმიში იხმარო, მშვენივრად ატკბობს და გაცილებით მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, შეგიძლია თაფლიც იხმარო.
      ხილი დღის პირველ ნახევარში თამამად და საკმარისად მიიღე, ვიტამინები აუცილებელია.
      შუადღისას 2 საათზე, ყველაზე კარგად იკვებე, კარტოფილს, წიწიბურას ხორცეული ან თევზი დაამატე, თავისუფლად შეგიძლია პარკოსების – ლობიოს ჭამა, გარდა ამისა შეგიძლია ჩვეულებრივ ოჯახური სადილითაც იკვებო, დღის პირველ ნახევარში ჭამაში ნუ გააკეთებ “ეკონომიას”, ამას მოძრაობაში ისეც დახარჯავ. ოღონდ შეზღუდე ზევით რაც დავწერე მსგავსი საკვები – გაზიანები, ნახევარფაბრიკატები, ნაყინი, ტკბილეული და ა.შ.
      საღამოს ხაჭო-მაწონის გარდა, შეგიძლია ხორცეულიც მიიღო სალათასთან ერთად.
      მთავარია ზომიერების გრძნობა დაიცვა ორივე მიმართულებით – არც მოიკლო საჭმელი, იმდენად რომ ნივთიერებათა ცვლა შეინელო, ვიტამინები არ მიიღო და არც პირიქით, უკონტოლო მაძღრობამდე იკვებო.
      დედაშენს ნამცხვრის თაობაზე კი ვეთანხმები :) ნამცხვარი მიუხედავად იმისა, რომ არაფერს სასარგებლოს არ შეიცავს, თავის განებივრება პერიოდულად მაინც საჭიროა ფსიქოლოგიურად რომ არ დაითრგუნოს ადამიანი.

  2. Mariamii ამბობს:

    უღრმესი მადლობა დახმარებისთვის :* კი ახლა რაღაც პეროგს და სახლში გაკეთებულ ნამცხვარს კი შევჭამ 1 ან 2 ნაჭერს მაგრამ აი ნაყინებს,ნახევარფაბრიკატებს,შემწვარ კარტოფილს,კვერცხს და ნუ რაც ძალიან მდიდარია ცხიმით ეგეთებს არ ვჭამ არც მზესუმზირას უფრო ჯანსაღ პროდუქტებს.ღამღამობით მოხარშულ კვერცხს და კარტოფილსაც ვჭამ ან რამე სალათებს. პური ცოტა მოვუმატე და 3 თხელ ნაჭერს ვჭამ 100-120 გრამი გამომდის. და თხოვნა მაქვს რა ვარჯიშებს მირჩევ რომელიც ადამიანს სიმაღლეში გაზრდაში ეხმარება?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კვერცხი შეგიძლია ჭამო, ცილოვანია. ღამე ჭამას კი საერთოდ მოერიდე. საკვების 80% დღის პირველ ნახევარში უნდა მიიღო. 7-სთვის ბოლო შედარებით მსუბუქი კვება. პური უხეშად დაღერღილი ფქვილისგან გამომცხვარი ჭამე, სასარგებლოა და B ვიტამინს შეიცავს, მხნეობას და მარგს აქვს ეგეთი პური (შავი და რუხი არა, რო გატეხავ ნახავ უხეში შიგთავსი აქვს)

  3. Mariamii ამბობს:

    ხოდა კიდევ რა მაინტერესებს შემიძლია დუნდულა კუნთებზე ისე მოვიშორო ცხიმი რომ მეტი აღარ გავხდე იმიტომ რომ სახეზე არ მიხდება ძალიან გამხდრობა? კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა :*

    1. Fitni Fitni ამბობს:

      საერთოდ ძნელია კონკრეტული ადგილიდან ცხიმის მოცილება, რადგან ზოგადად მთელი სხეულიდან თანაბრად მიდის კლების დროს. ამ თემას გადახედე, პრობლემურ ზონებზეა და კარდიო ვარჯიშიც აღწერილია როგორ უნდა შესრულდეს: http://www.fitni.ge/?p=4911
      პლიუს დუნდულებისთვის ვარჯიშები გააკეთე.

  4. მარი ამბობს:

    ვარ 14 წლის 164 სმ და 62 კილო რო გამოვთვალე დამიწერა ნორმალური წონა გაქო :D მე ასე არ ვფიქრობ და 7 კილოს დაკლება მინდა და რა მაინტერესებს ზაფხულში ძირითადად ვჭამ ხილს და ბოსტნეულს არ ვღებულობ პურს,ცომეულს და შაქრის შემცველს არაფერს და რო გამოვთვალე დღეში 1000 კალორიის მიგებაც არ გამომდის და ასეთი კალორიების დეფიციტი წონის კლებაში დამეხმარებ?ვარჯიშიც რო დავიწყო მგონი შედეგს დავაჩქარებ .

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ვარჯიში აუცილებლად დაიწყე, ამ ასაკში ვარჯიშს ძალიან ადვილად ემორჩილება წონა. 1000 კალორია კი ისე მცირეა, რომ ნივთიერებათა ცვლა შეგინელდება და საპირისპირო შედეგს მიიღებ – ასეთ დროს, როგორც კი ოდნავ მოუმატებ ჭამას, ის ადვილად გადავა ცხიმში. ასე რომ იკვებე სრულფასოვნად. საფრთხეების შესახებ კი წერია სტატიაში.

  5. სალომე ამბობს:

    გამარჯობა, 12 წლის ვარ და სიმაღლეში 155სმ მაინტერესებს საკმარისია თუ არა ჩემი ასაკისთვის? 41კგ ვარ და ვფიქრობ 3 კილოს დაკლება არ მაწყენდა იმის გათვალისწინებით რომ სამოდელო სააგენტოში დავდივარ. მაინტერესებს თუ სწორად ვიკვებები და ჯანსაღ საკვებს მივირთმევ ვარჯიშთან ერთად, ამ შემთხვევაშიც თუ დავდგები ამ პრობლემების წინაშე?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სწორი კვებით და ვარჯიშით კარგ ფორმას შეინარჩუნებ, რაც შეეხება 3 კილოს, როგორც სტატიაში აღვნიშნე ასეთ მცირე სხეულის კორექციას ვარჯიშიც მოერევა, კვებაში შეზღუდვის გარეშე, ამ ასაკში სიმაღლეში ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სიმაღლეს მომავალში ვეღარაფერს უზავ, ხოლო წონა კი (მით უმეტეს რამდენიმე კგ.) ადვილად მოგვარებადი პრობლემაა.

      1. სალომე ამბობს:

        ეხლა რო ავიწონე 4 კილოს დაკლება მჭირდება:D და ვარჯიშით რამდენ დღეში დავიკლებ?

        1. Fitni Fitni ამბობს:

          ერთ თვეში უნდა შეძლო

  6. სალომე ამბობს:

    ყოველდღე 30წთ რო ვივარჯიშო

  7. სალომე ამბობს:

    არადა 5 დღეში მკაცრი დიეტის (ისე რო აუციელებელი პროდუქტები არ შევზღუდო) და ვარჯიშის გარეშე 2 კგ-ს ვიკლებ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      5 დღეში 2კგ. ნიშნავს წყლის დაკარგვის ხარჯზე დაკლებას და არა ცხიმის :)
      1 საათში კარგი ვარჯიშით ცხელ ამინდში, ოფლის (ანუ წყლის) ხარჯზე 1კგ.-მდე ვკარგავ. ასეთი მითომ დაკლებული “წონა” კი უცებ ანაზღაურდება

      1. სალომე ამბობს:

        აა გავითვალისწინებ :D

  8. სალომე ამბობს:

    მადლობა დიდი

  9. სალომე ამბობს:

    და 1თვეში 4 კილოს რო დავიკლებ ვარჯიშით ჭამა არ უნდა შევზღუდო?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მხოლოდ ტკბილეულის, ნახევარფაბრიკატების, გაზიანი სასმელების, ცომეულის ხარჯზე, ჭამე ზომიერად, სრულფასოვნად და 7-ის მერე ჭამას მოერიდე

  10. სალომე ამბობს:

    და მოზარდი რო ვარ სიმაღლეში მაინც ჩვეულებრივად მოვიმატებ ხო? კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა :**

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტი რომელიც საჭირო მინერალს და ვიტამინს შეიცავს ჩვეულებრივ მიიღე, ხილი, ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, რძის პროდუქტი და საკმარისი რაოდენობით. ისე არ გააკეთო რომ ვთქვათ დღეში მხოლოდ 2 ვაშლი, 100 გრამი ხაჭო და 1 ნაჭერი თევზი მიიღო და ჩათვალო, რომ რადგან ყველა ჯანსაღი პროდუქტია, ეს უკვე საკმარისია, იდეალური ვარიანტია ზომიერად ჭამა, ანუ ოქროს შუალედი, როცა არც ძღომამდე ჭამ და არც შიმშილის გრძნობა არ გაწუხებს.

      1. სალომე ამბობს:

        ძალიან ძალიან დიდი მადლობა ძალიან დამეხმარე <3 :***

        1. Fitni Fitni ამბობს:

          წარმატებებს გისურვებ :)

  11. სალომე ამბობს:

    რძის პროდუქტი დაბალ პროცენტიანი ხოო??

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ

  12. tati-tati ამბობს:

    gamarjobat…dzalian momewona tveni saiti..erti kitxva maqvs:) yovel dilit vcham gerkuless..shemdeg 1 an 2 st-ze vcham chveulebrivad nebismier sachmels..da vsvam ushaqro chais.. 6 st-is shemdeg arapers vcham..amastan ertad varjishob dgeshi orjer-15 wt..da ase rom gavagrdzelo 1 tveshi davikleb 5 an 6 kilos?? winaswar didi madlobaaa…:)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დაიკლებ… რაც შეეხება რამდენს დაიკლებ, ამ თემაში ნახავ პასუხს: http://www.fitni.ge/?p=4677

  13. liza ამბობს:

    4 kvirashi minda maqsimalurad wonashi dakleba da vicav dietas, dietastan ertad romel varjishebs mirchevt, wonashi klebis efeqti rom gaumjobesdes? :) )

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ტრეისი ანდერსონის “მეტამორფოზიდან” გააკეთე 30 წუთიანი აქტიური კარდიო და სხეულის სხვა ნაწილების ვარჯიშები მიამატე, შეგიძლია ეგეც მეტამორფოზადან აიღო ან სინდის ვარჯიშებიდან