FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ყველაფერი კვების შესახებ » ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება

ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება

ქატო ყოველთვის ითვლებოდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებად და არა გასტრონომიულ პროდუქტად. თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულმა ქატოს სასარგებლო თვისებებმა ის საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად აქცია.

ქატო – საკვები უჯრედისია, რომელიც ძირითადად გადამუშავებული მარცვლეულის ნარჩენის გარსისგან შედგება. ის ასევე შეიცავს მარცვლეულის ჩანასახებს. ერთი სიტყვით, ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი. ქატოს საშუალებით პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ნივთიერებების მიღებაა შესაძლებელი, რომელსაც მარცვლეული შეიცავს და რომელიც არ გააჩნია, ან მიზერული რაოდენობით შეიცავს გადამუშავებული თეთრი ფქვილი.

ქატოს სახეობები

მარცვლის ფქვილად და ბურღულად გადამუშვების მიხედვით ქატო არსებობს – ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ბრინჯის, წიწიბურის. ქატო თავის მხრივ, დაქუცმაცების ტიპის მიხედვით იყოფა უხეშ ქატოდ და წვრილ ქატოდ. გარდა ამისა, შეიძლება არა მარტო ერთი სახის ქატოს შეძენა, არამედ შერეულისაც, რომელიც რამდენიმე სახეობის ქატოს შეიცავს. არსებობს მზა ფაფები, რომელთაც დამატებული აქვთ სხვადასხვა ტიპის ქატო.

ქატო  შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა კერძს: სალათს, სუპს, ფაფას, ხაჭოს, მაწონს, კისელს და ა.შ. ამასთან, ქატოს მისაღებად არაა აუცილებელი სპეციალურ დიეტაზე ყოფნა, რათა მისი დადებითი თვისებების საშუალებით ისიამოვნოთ. თუმცა, ქატოს მიღებას პარალელურად მასთან სწორი კვების კომბინირება, საუკეთესო ეფექტის მიღების შესაძლებელობას იძლევა.

დიეტოლოგების თვალსაზრისით ყველა ტიპის ქატოა სასარგებლო, თუმცა უპირატესობა მაინც ხორბლის ქატოს ენიჭება, ასევე გამოყოფენ შვრიის ქატოსაც. სწორედ მათ ჩართვას ურჩევენ დიეტოლოგები დიეტურ რაციონში. ერთერთი ცნობილი დიეტა, რომლის დროსაც რეკომენდირებული შვრიის ქატოს ჩართვა დუკანის დიეტაა, რომელიც ძირითადად ცილოვან რაციონზეა აგებული და ქატოს მიღება აუცილებელია ყაზბობის თავიდან ასაცილებლად.

სასარგებლო თვისებები

ქატო  წარმოადგენს კონცენტრირებული სახის უჯრედისს, საკვებ ბოჭკოს. კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის მოქმედებს როგორც ადსორბენდტი. უჯრედისის ბოჭკო არ შეიწოვება და არ გადამუშავდება, მაგრამ ის კუჭ-ნაწლავში აგროვებს მთელს ნაგავს ტოქსინების, შლაკების, ქოლესტერინის და მძიმე მეტალების სახითაც კი და მათ გარეთ გამოდევნის. ასეთი სახით მოქმედი ტენოლოგიის საშუალებით ეს პროდუქტი რამდენიმე სასარგებლო თვისებით ხასიათდება: აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თრგუნავს მადას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და იწვევს წონის დაკლებას.

გარდა წონის დაკლების ეფექტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებისა, ქატოს სხვა სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. კვებაში ქატოს რეგულარული მოხმარების შემდეგ იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაავადებების მიმართ, დიაბეტის დროს ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას. ქატო სასარგებლოა ნაღველის შეგუბების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ყაზბობის დროს.

ქატო ადამიანისათვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვ.

ქატო გახდომისათვის

გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, რაც თავისთავად აუცილებელი და სასიამოვნო ფაქტია, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ქატო აჩქარებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას, რის გამოც მცირდება საკვების შეთვისება, ანუ მიღებული კალორიები ნაკლები დოზით შეიწოვება. ასევე, უჯრედისი ქმნის კარგ გარემოს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასამრავლებლად. ასე რომ ქატოს გამოყენებას დისბაქტერიოზისგან გათავისუფლებაც შეუძლია.

როდის არ შეიძლება ქატოს მიღება?

თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ასეთ იდეალურ პროდუქტსაც აქვს უკუჩვენებები. ამიტომ სანამ ქატოს გახდომის მიზნით გამოიყენებდეთ, უმჯობესი იქნება თუ გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან მაინც გაივლით კონსულტაციას. ქატოს მიღება არაა რეკომენდირებული გასტრიტის მწვავე ფორმის, წყლულის, კოლიტის და ინფექციური ენტერიტის დროს. მსგავსი ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ თანდათან შეიძლება ქატოს მიღების განახლება, ოღონდ საწყის ეტაპზე მცირე დოზებით.

ქატოს გამოყენება ფრთხილად, ფანატიზმის გარეშეა საჭირო, ზომიერების დაცვით. თუ საკვებში მკვეთრად გაზრდით უჯრედისის რაოდენობას, შეიძლება თავი არასასიამოვნო სიმპტომებმა იჩინოს: მუცლის შებერვა, მეტეორიზმის მომატება, გულისრევა, დიარეა. არაა სასურველი ქატოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება, ის შეიძლება არამარტო საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებსაც შეიცავდეს, არამედ ტოქსინებსაც, მაგ: პესტიციდებს. ამიტომ უმჯობესია პერიოდული კურსის მიხედვით გამოყენება.

ქატოს მიღების წესები

ქატოს მიღება უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ და თანდათან (ოღონდ არანაკლებ ორი კვირის მერე) გაზარდოთ მისი რაოდენობა. რადგან ქატო მოქმედებს მხოლოდ სითხის შეწოვის შედეგად, ამიტომ აუცილებელია მისი გამოყენება წყალთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება. დაიმახსოვრეთ ეს აუცილებელი პირობა – ქატო წყლის გარეშე არ მუშაობს!

ქატო გასახდომად შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ. ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ. წყლის გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ხოლო ქატო შეჭამეთ ან დაუმატეთ ძირითად კერძს.  დასაწყისში ორგანიზმის ადაპტაციის მიზნით მიიღეთ დღეში სამჯერ ½ ჩაის კოვზი. 2 კვირის შემდეგ დოზა 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თუ ქატოს ცალკე ჭამთ, უმჯობესია მაშინ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღოთ და მიაყოლოთ წყალი. არ გადააჭარბოთ ქატოს სადღეღამისო ნორმას – 30გრ.-ს. გაითვალისწინეთ ქატო უნდა მიიღოთ ან ჭამამდე ან ჭამის დროს. ჭამის შემდეგ მის მიღებას არა აქვს სასურველი ეფექტი.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქატოს სხვა პროდუქტებთან შეთავსება. მაგალითად, ქატო ჭარხალთან ერთად სასარგებლოა ჭარბწონიანობის, ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადების, დიაბეტის, არითმის და ათეროსკლეროზის დროს.

იხილეთ სიუჟეტი ქატოზე, გადაცემიდან "Жить Здорово":

Filed under: ყველაფერი კვების შესახებ · Tags: , , , ,

160 Responses to "ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება"

  1. tamuna ამბობს:

    gaamarjobaT, maintersebs qatos yidva sad shemidzlia, da mag dros sachels chaam?? da es qato chamamde ufro kargia?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      წერია სტატიაში, ქატოს მიღების წესებში: ან საჭმლის მიღებამდე ღებულობ, ან ჭამის დროს ურევ საჭმელში. ქატოს ყიდვა შეიძლება ბაზრობაზე ან სუპერმარკეტებში, თუმცა რომელი ჯობია ხარისხით ზუსტად ვერ გეტყვით, მომავალში აუცილებლად დავაზუსტებ და დავდებ ამის ინფორმაციასაც. ხარისხში არ ვგულისხმობ გადამუშავებას, ანუ რაც უფრო გადამუშავებულია ნაკლებად ხარისხიანია, რადგან უჯრედისის შემცველობა კლებულობს და პირიქით.

      1. natali ამბობს:

        gamarjobat! mainteresebs aucileblad dafasoebuli kolofis qato unda mivigoot? shvriis qatoti ixdeba ludi da tu sheizleba aseti qatos migeba?

    2. anna-anna ამბობს:

      qato populshi iyideba……….. me mainteresebs vinc gamocada qatos dieta ramdeni moikelit? da ramden xaqnshi?

  2. tamuna ამბობს:

    didi madloba, ubralod erTic maintersebs 😀 chamamde 1 chais kovs igeb?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      წერია ესე წესებში – დასაწყისში დღეში სამჯერ ½ (ნახევარი) ჩაის კოვზი ანუ თითოეული ჭამის წინ (სამი ჭამა – დილა, შუადღე, საღამო) ნახევარ კოვზს იღებ.
      ცოტა რომ მიეჩვევი, ნელ-ნელა გაზარდე და ადი 1 სუფრის კოვზამდე დღეში სამჯერ.
      გირჩევთ უფრო დეტალურად გადაიკითხოთ სტატია, გაეცნოთ მიღების წესებს, ნორმებს და უკუჩვენებებს.

  3. keti ამბობს:

    kato iyideba populshi

  4. keti ამბობს:

    mainteresebs tu sheidzleba maconshi shereulis migeba da aakvs tu ara gasaxdomi epekti..tu marto adugebul cyali unda daasxa da ise shechamo ro epekti miigo?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ციტატა სტატიიდან: ქატო შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა კერძს: სალათს, სუპს, ფაფას, ხაჭოს, მაწონს, კისელს და ა.შ.

  5. nano ამბობს:

    da ra girrs qato????

  6. lika ამბობს:

    anu tu mawonshi vyri mashinac unda davasxa adugebuli wyali gadavwuro da mere chavyaro mawonshi tu ar aris sachiro adugebuli wyali?ai eg ver gavige an sachmelshi ro chavyaro unda tu ara jer adugebul wyalshi chayra?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, ჯერ ადუღებულ წყალს ასხავთ და გადაწურვის შემდეგ შეგიძლიათ მაწონში შერევა.
      ანუ წყალი ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია.

  7. lika ამბობს:

    ok madloba

  8. maia ამბობს:

    ra kvia katos inglisurad dzalian gtxov mipasuxot,ara var mand da ak rogor vipovo,arasodes damchirvebia.gmadlobt

    1. Fitni Fitni ამბობს:

      Bran

  9. ქეთი ამბობს:

    mainteresebs romeli qato aklebinebs wonashi,shvriis tu xorblis?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ორივე კარგია, თუმცა უპირატესობას უფრო ხორბლისას ანიჭებენ

  10. tamuna ამბობს:

    mizansheconilia tu ara saqonlis qatos gamoyeneba?gtxovt mipasuxot

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რას ნიშნავს საქონლის ქატო? ქატოს არის ხორბლის, შვრიის, ჭვავის და ა.შ.
      საქონელისთვისაც და ადამიანისთვისაც იგივე ქატოზეა საუბარი. უბრალოდ ჩვენთვის განკუთვნილი ქატო დაფასოებულია პაკეტებში ან ყუთებში და ისე იყიდება.

  11. anna ამბობს:

    mainteresebs ert tveshi ramdens ikleeb ? ) amis dors dietiis dacva ar aris sachiro ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ვერ გეტყვით ვინ რამდენს იკლებს, ალბათ ინდივიდუალურია.
      დიეტის დაცვა რა თქმა უნდა უკეთესი შედეგისთვის უმჯობესია.

  12. natia ამბობს:

    tavidanve sufris kovzit dackeba ar sheidzleba? tu davicke ra shedegi sheidzleba mokves da ramden xanshi?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ქატოს მიღება უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ და თანდათან (ოღონდ არანაკლებ ორი კვირის მერე) გაზარდოთ მისი რაოდენობა

  13. keti ამბობს:

    sa shevidzino es qato vinmem mascavlet ra gtxovttttttttttttt

  14. ნინო ამბობს:

    sad shemidzliapier dukanis wignis shedzena

    1. Fitni Fitni ამბობს:

      როგორც ვიცი წიგნი ინგლისურად და რუსულად არის ნათარგმნი, ქართულად არამგონია. ვერ გეტყვით არის თუ არა გაყიდვაში აქ, თუმცა შეიძლება ინტერნეტში იდოს საიტებზე და გადმოქაჩვა შეძლოთ.

  15. lana ამბობს:

    ჭამის წინ თუ მივიგებთ ქატოს ადუღებული წყალი მაინც უნდა დავასხათ?და ჩვეულებრივი ცივი წყლით რომ გავაკეთოთ არ შეიძლება?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, ადუღებული წყალი

  16. tamuna ამბობს:

    qato 4 lari girs patsara kolofi, me ukve daviwye keTeba da sazizgari gemo aqvs 😀

    1. keti ამბობს:

      populis qselshi iyideba qato…2 lari girs…baraqa 21…ese kvia…

  17. Nan ამბობს:

    ქატოს ჭამა თინეიჯერებისთვის შეიძლება??? და თუ შეიძლება რა დოზით???

    1. Fitni Fitni ამბობს:

      თუ გავითვალისწინებთ, რომ ქატოს ბავშვთა კვებაშიც ამატებენ, არ უნდა იყოს თინეიჯერისთვის პრობლემა. თუმცა სიფრთხილე მაინც დაიცავით და როგორც რეკმომენდირებულია ჯერ მცირე დოზით მიიღეთ (ნახევარი ჩაის კოვზი) და დააკვირდით რეაქციას. თუ პრობლემებს არ შეგიქმნით შემდეგ გააგრძელეთ.

  18. ანკა ამბობს:

    icit ra mainteresebs qatos davasxi cxeli wyali da gagrilda is wyali :) gadavwure is qato shevchamo da sufta wyali davayolo ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ :)

  19. lana ამბობს:

    daaxloebit ra raodenobis wyali unda davasxat ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ისე რომ კარგად დაიფაროს და გაფუება მოახერხოს

  20. tak ამბობს:

    zogadad dzalian advilad vxdebi da im or kvirashi (roca naxevari chais kovzi unda miigo) rom daviklo sasurveli cona da davanebo tavi qatos chamas movimateb? an sachmlis momnelebeli traktis mushaoba gamiuaresdeba?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ჭამას თუ არ მოუმატებ, არ მოიმატებ :) საჭმლის მომნელებელ სისტემას კი პირიქით აწესრიგებს მიღების დროსაც და შემდეგაც

  21. tteekkllaa ამბობს:

    mec viwyeb bolomde ar mjera magram cdad girs…qato iyideba gldanshi 5m/k saxalxo bankis gverdit mdebare supermarketshi

  22. tteekkllaa ამბობს:

    au shedegebi daceret ra gogoebo:)

  23. rigkeb rigkeb ამბობს:

    და მაინც ვერ გავიგე რამდენ ხანს უნდა ვჭამო??

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ხანგრძკლივობა ინდივიდუალურად შედეგის მიხედვით განისაზღვრება. საშუალოდ 1-2 თვე, შემდეგ რაღაც პერიოდი, რამდენიმე კვირა ასვენებთ ორგანიზმს და შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ.

  24. rigkeb rigkeb ამბობს:

    gasagebia,didi madloba :))

  25. ანკა ამბობს:

    ეს ამ თემასთან აარფერ შუაში არა მაგრამ .. რა მაიტერესებსს 14 წლის ვარ დაა წონა მაწუხებს :დდდ :(((((((( და რამეე გასახდომი საშვალებაა ან წამალი რას მირჩევთ :((( კილოკილერი ცუდი არისოო სლიმერიი :( არ ვციი და რამე მირჩიეთ ძალინ გთხოვთ :(

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დაივიწყეთ გასახდომი საშუალებები და წამლები! ყველა ჯანმრთელობას ვნებს. მით უმეტეს რომ არც ეგ გასახდომი საშუალებები არ მოქმედებს დიეტის და ვარჯიშის გარეშე.
      იმოძრავე ბევრი, ივარჯიშე, დაიტვირთე ფიზიკურად, რაც შეიძლება ნაკლები ცომეული, ტკბილეული და ღამე ჭამა. დაადგინე ეს რეჟიმი და მკაცრად მისდიე. აუცილებლად მოიკლებ.

  26. ანკა ამბობს:

    madlobaa :* didi :)))

  27. ნათია ამბობს:

    icit ra mainteresebs? rogorc mitxres qato chveulebrivad bazarshic iyideba, ertjerad parkebshi, magram internetshi vnaxe paketshi, da ewera rom mxolod es iyideto, romelic respublikur saavadmyopostan iyidebao,.da aucilebelia is viyido? tu chveulebriv bazarshi romelic iyideba?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რატომ მაინცდამაინც რესპუბლიკურთანო? :)) მე ჩვეულებრივი მაქვს, ბაზარში ნაყიდი.

  28. naswi ამბობს:

    დავიწყე მე ამ ქატოს კეთება ვასხამ ცხელ წყალს ერთ ჩაის კოვზ ქატოს მაგრამ არ ფუვდება და რამეს არასწორად ვაკეთებ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ყველაფერი სწორია, ძალიან არც ფუვდება, ცოტა იზრდება მოცულობაში

  29. lasha ამბობს:

    mainteresebs sheidzleba tu ara qato miigon mozardebma?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ბავშვებს უმატებენ 3 წლის ასაკიდან, ჩემს 8 წლის გოგონასაც ვაძლევ და არავითარი პრობლემა არ შეუქმნია

  30. Teo.G ამბობს:

    naswi sad iyide an rogor qatos igeb???? mec minda yidva da ver gavige romeli unda viyido,rogorc vici qatos shinaur cxovelebs awmeven da chvenc magas xoar shevwamt? :D:D gamarkviet ra vinmem mag sakitxshi

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ დიახ, სწორედ ის რასაც შინაურ ცხოველებს აჭმევენ, ქატო ქატოა, ანუ მარცვლეულის გარსის ნარჩენი. სხვა ქატო არ არსებობს. უბრალოდ მაღაზიაში ან ბაზარში ლამაზად და სუფთადაა დაფასოებულია :)

      1. juna ამბობს:

        fitni იცით რაა აუცილებლად თქვენი საიტის მომხმარებლებს უნდა მიაწოდოთ სწორად კიითხვაზე პასუხი…მე ვერ დავდებ თავს არ ვაარ არც გასტროენტეროლოგი და არც დიეტოლოგი..მეც დიდი ხანი დამჭირდა მომეძიებია და გამეანალიზებინა ქატოს შესახებ და მივედი ამ დასკვნამდე რომ ქატო ქატო არ არის……. იყიდება ქატო(ბაზარში) რომელსაც ააქვს შერეული კორმა და სპეციალური ვიტამინები რომ გასუქდეს საქონელი…და ვაითუ ეს ქატო შეიძინონ მომხმარებლებმა?ხომ დაინგრევენ ორგანიზმს და გასუქდებიან?ამიტომ უმჯობესია შეიძინონ მაღაზიაში.მე პირადად სად არ ვეძებდი ქატოზე ინფორმაციას რომ უკუ ჩვენება არ მქონოდა, ამიტომ ყველას გთხოოვთ დაფიქრდით ან იკითხეთ სანამ შეიძენთ და მიირთმევთ..მეც ვიყიდე ბაზრობაზე თავიდან და იმდენად დიზკონფორტს განვიცდიდი, მოხმარების დროს, ხან გავცერი და ხან როგორ ვღებულობდი..

        1. Fitni Fitni ამბობს:

          ქატო რომელსაც მინარევები აქვს და ა.შ. უკვე ქატო არაა. არსებობს ერთადერთი ქატო, რომელიც მარცვლეულის გარსის ნარჩენს წარმოადგენს და მხოლოდ ამაზეა საუბარი. ის კი, რომელი ფირმის ქატოს მიანიჭებენ უპირატესობას, უკვე მომხმარებელი გადაწყვეტს. სხვა სახის სარეკლამო მოწოდებები კი წაიშლება.

    2. naswi ამბობს:

      პოპულში ვიყიდე,1.80 ღირს ქაღალდის პაკეტით იყიდება.

  31. Teo.G ამბობს:

    Fitni 😀 qato qatoa momewona :D:D:D ise ert ertma eqimma tqva sagamos daasxit mdugare wyali qatoso da meore dges is miigeto,gadaanawilet da iseo da aq wavikitxe wyali rom gacivdeba mere chameto da romels davujero 😀

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ორივენაირად შეიძლება, მთავარი მანდ წყალია და ის რომ წყალში ჩაფუვდეს :)

      1. ფრთხილად ამბობს:

        სარეკლამო სახის კომენტარები წაიშლება

  32. tamo ამბობს:

    მაინტერესებს ბაზარში ნაყიდი ხორბლის ქატო ოჯახური იყიდება და გამოდგება თუ არა????

    1. Fitni Fitni ამბობს:

      გამოდგება ყველა სახის ქატო, რომელიც მხოლოდ ქატოს წარმოადგენს და არის მხოლოდ მარცვლეულის გარსის ნარჩენი. ხოლო კონკრეტული წარმოების პროდუქტზე ინფორმაციას არ ვფლობ და რეკომენდაციას ვერ გავუწევ.

  33. Gamvleli ამბობს:

    მინდა ვურჩიო ყველას, ვინც ქატოს უკვე მოიხმარს ან აპირებს მოხმარებას. უდავოა, რომ ქატოს შეუძლია სარგებელი მოუტანოს მის მომხმარებელს. მაგრამ ნუ იყიდით გაურკვეველი წარმოშობის, შემადგენლობის და მინარევების ქატოს. როგორ შეიძლება ზრუნავდე ჯანმთელობაზე და ყიდულობდე ყველაფერს, რაც ქატოს ჰგავს. ქატო, ანუ ხორბლის მარცვლის გარსი, იყიდეთ მხოლოდ ისეთი, რომელზეც არსებობს მწარმოებლის გარანტია წარმოშობაზე(სასურველია იყოს ბიო-ხარისხის), მოხმარების ვადებზე, შემადგენლობაზე, ვიტამინების და მიკროელემენტების ანალიზის დასკვნა. ამით თქვენ აირიდებთ მრავალ სხვა პრობლემას. ამიტომ შეიძინეთ საკვები ქატო მხოლოდ ორიგინალური,დაუზიანებელი შეფუთვით, მხოლოდ მწარმოებლის საგარანტიო წარწერებით და მხოლოდ საიმედო გამყიდველთან.

  34. ia ამბობს:

    amdeni saubrebis shemdeg suul davibeni, midevs qato saxlshi da ver gamigia vchamo tu ara. anu viyide marketshi magram mwarmoebeli ar aweria chveulebrivad parkshia gacrili qato girda 1.50

    1. Fitni Fitni ამბობს:

      როგორც ვატყობ ქატოს ბაზარზე სერიოზული კონკურენცია გაჩნდა და მარკეტინგული მანევრებით თავგზის აბნევა დაიწყეს ვისი ქატო ჯობია და რომელია ნამდვილი :)) არ გყავთ სოფელში ვინმე ნათესავი ან ახლობელი, ვინც ხორბალს გადაამუშავებს და ნარჩენი რჩება? იყიდეთ მისგან ან შეიძლებაც სულაც გაჩუქონ, მთავარია ხორბალი იყოს ჯანსაღი და სუფთად გადამუშვებული, დარწმუნებული იქნებით მის წარმოშობაში, რომ ეს ნამდვილად ქატოა, ეკოლოგიურად სუფთა და ყოველგვარი მინარევების და დამატებითი გადამუშავების გარეშე :))
      მე როცა შევიძინე, ჯერ ეს ბუმი ატეხილი არ იყო, არავინ დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ასე ვთქვათ მაშინ ქატო ქატოობდა :))

  35. ფრთხილად ამბობს:

    ხალხნო შედით ნინო სურგულაძის გვერძზე და ნახავთ კომენტარებში რომელ ქატოსაც ყიდულობს და ჭაამს.არ მოგსვლიათ აზრად ვინც გახადა ეს ქატოს დიეტა პოპულარული იქ გეძებნათ რომელი ქატოთი გახდა……:)

  36. Fitni Fitni ამბობს:

    სტატიას ბოლოში დაემატა სიუჟეტი, რომელიც გავიდა ქატოზე რუსულ არხ ორტ-ზე გადაცემაში “Жить Здорово” – საინტერესო უნდა იყოს მათთვის, ვისაც ქატო შესახებ ინფორმაცია აინტერესებს

  37. Nia ამბობს:

    ,,sasargeblo tvisebebshi” weria – yabzobis droso. ,,rodis ar sheidzleba migeba” – aqac weria yabzobis rdoso… tu sheidzleba gamagebinet – yabzobis droe sheidzleba tu ara? tan me samkurnalod ufro minda vidre gasaxdomad. gmadlobt.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მართალი ხართ, გაპარულია შეცდომა, უნდა იყოს მხოლოდ სასარგებლო თვისებებში, უკუჩვენებებში კი მის ნაცვლად კოლიტი უნდა იყოს. მადლობთ, ჩავასწორებ.

  38. ia ამბობს:

    meotxe dgea mxolod tevzeulze da xorceulze var rogorc weria,20witc davdivar da 1saatic:)) qatosac gemrielad geaxlebit chamis win, magram ra tqma unda jerjerobit araperi metyoba. exla xvalidan bostneuli shemidzlia xo? zetiani salatebi sheidzleba?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მგონი ეს კომენტარი დუკანის დიეტას ეხება და არა ქატოს ხომ? :)
      ზეთს და საერთოდ ცხიმს რაც შეეხება, 1-3 ფაზებში ნახსენები არაა რომ დაშვებულია, ანუ არ შეიძლება. სალათები საკმაზებით და სანელებლებით შეიძლება გააგემრიელოთ. ზეთი კი მხოლოდ მეოთხე ფაზიდან როცა ყველაფრის მიღება შეიძლება

  39. Teo.G ამბობს:

    vasxam chems qatos mdugare wyals da ar xdeba fafasavit 😀 chveulebrivad aris rom gadavwurav mainc da rato netav :D:D:D

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ასე ძნელია მიხვედრა რა მდგომარეობამდე მიდის თქვენი ქატო, მაგრამ თუ ბოლომდე გახსნას გულისხმობთ, სრულად არც იხსნება, ცოტა მოუხეშო ოღონდ შერბილებული მასა რჩება.

  40. inga ამბობს:

    me davicke qatos shama da zalain kargia kushnaclavs acesrigebs da conashic vgrznob,rom vikleb

  41. tata ამბობს:

    margis qato kargiao da martalia? tu zedmetad gadamushavebulia? populshic ikideba 400 gramian paketebshi,cvriladaa dapkuli,rogor unda mivxvde romelia uketesi
    ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სამწუხაროდ კონკრეტული ფირმის პროდუქტზე არ მაქვს ინფორმაცია, შეამოწმეთ ეტიკეტზე ინფორმაცია, ეწერება შემადგენლობა და თუ აქვს რამე დამატებული

    2. naswi ამბობს:

      მეც ეგ ქატო ვიყიდე წვრილად დაფქული,ვაკეთებ 15რიცხვიდან და ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ აქვს და ვნერვიულობ ))

      1. Fitni Fitni ამბობს:

        თუ კვებას არ მოუკლებთ, მხოლოდ სამკურნალო ეფექტი ექნება. კვება კი ცომეულის და ტკბილეულის ხარჯზე შეამცირეთ და მათ ნაცვლად მეტი ხილ-ბოსტნეული მიიღეთ :)

  42. nii ამბობს:

    თუ შეგიძლიათ მიპასუხეთ, 1/5 ჩ.კ. სანამ წყალს დავასხამთ მანამდე უნდა იყოს თუ უკვე წყალდასხმული და გაფუებული უნდა მივიღოთ ამ დოზით?.. იმედია გასაგებად დავწერე კითხვა :(

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ჩაის კოვზის დოზებით მითითებულია მშრალი ქატო, წყალს რომ დაასხავთ და გაფუვდება, უფრო მეტი გამოდის, მაგრამ სულ უნდა მიიღოთ რამდენიც გამოვა

  43. ფოფო ამბობს:

    ვიყიდე ქატო და აწერია,რომ დღეში 3-ჯერ უნდა მიიღოთო საჭმელთან ან ცალკეო,თუმცა მე3-ჯერ დღეში ვერ ვახერხებ ჩამას და არც მაქვს დრო და სურვილი და შეიძლება,რომ რამდენჯერაც მოვახერხებ,ხან 2-ჯერ, ხან 1-ხელ მაშინ მივიღო, თუ მაინცდამაინც 3-ჯერ უნდა მივიღო?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კი სამჯერ იძლევიან რეკომენდაციას, მაგრამ მეც ერთხელ ვიღებ, მხოლოდ დილით ვახერხებ, სულ არაფერს ერთხელ მაინც ჯობია :)

  44. ფოფო ამბობს:

    :D:D gaixare,hoo verc me ver vaxerxeb da marto qatos xom ar shevcham 😀

  45. baia ამბობს:

    mogesalmebit:) mecxre dgea mivirtmev dgeshi 2-jer qatos, paralelurad ar vcham shemwvars,comeuls da tkbileuls. santimetrebit vizomav da garshemowerilobebit 3santimetri damaklda, anu shedegiania xo? da amboben 10dgis shemdeg kleba cherdebao da martalia? winaswar madloba…:)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შედეგების შესახებ ვერაფერს გეტყვით, გააჩნია ვისზე როგორ მოქმედებს და ქატოსთან ერთად პარალელურად რა კვების რეჟიმს მისდევს, ინდვიდუალურია ალბათ.

  46. მარიამ ამბობს:

    ar var msuqani, sul ragac 3 kilos dakleba sasurveli iqneboda mtlianobashi, tumca mucelze momatebuli cximi ufro mawuxebs, am shemtxevashi qato gamomadgeba? ras mirchevt…

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რაც უფრო ცოტაა მოსაკლები, უფრო რთულია, ორგანიზმი ცდილობს მის მარაგად გადანახვას, ასე რომ მხოლოდ ქატო ვფიქრობ ვერ დაგეხმარებათ. კვებაში შეიტანეთ ცვლილებები და მეტი ფიზიკური აქტიურობა.

  47. nino ამბობს:

    gamarjobat,me6dgea vcham qatos tan dietasac vicav dgeshi 3 jer vcham qatos da ver viklebd rogorc ceria zustad ise vaketeb da rato ver vikleb:((

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ე.ი. უფრო მეტი ძალისხმევა ან დრო ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს. ალბათ მეტი ცვლილებებია საჭირო.

  48. nino ამბობს:

    madlobt:)) manamde davikeli tve naxevarshi 14 kilo da exla shecherebulia kleba kidev minda dakleba magram jerjerobit erti da igive kiloze var:(

  49. baia ამბობს:

    tu sheidzleba visac aaqvs ukve miaxloebiti epeqti qatos igebis iqneb mitxrat?.. anu miaxloebit mainc 1tveshi ramdeni sheidzleba daviklo? paralelurad kvebitac vuwyob xels,comeuls da tkbils saertod ar vigeb, arc shemwvar sakvebs..me didad ver vatyob chems tavs jer daklebas da amito mainteresebs..

  50. სალომე ამბობს:

    გამარჯობა
    მაინტერესებს, ქატოს მიღება თუ შეიძლება წიწიბურას დიეტასთან ერთად?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შეიძლება

  51. სალომე ამბობს:

    მადლობთ სწრაფი პასუხისათვის, კიდევ მაქვს ასეთი კითხვა,
    1)დღეს მითხრეს ვისაც სისხლი მეორე დადებითი აქვს, იმას ქატო არ უხდება, პირიქით ასუქებსო და რამდენად მართალია?

    2) კვებიდან დაახლოებით რამდენი საათი უნდა იყოს გასული რომ ქატო მივიღოთ, მე პირადად კვების შორის ვსუსნაობ ვაშლით ან რომელიმე ხილ-ბოსტნეულით, შემდეგ ისევ სადილამდე ხომ უნდა მივიღო ქატო და ხელს რამდენად შეუშლის ასეთი კვების რეჟიმი. ანუ გეტყვით მაგალით, ეხლა ვაშლი მივირთვი, და ასე ნახევარ საათშ რომ ქატო მივიღო და მერე ვისადილო თუ შეიძლება.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      პირველ კითხვაზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი ნამდვილად. თუმცა მეეჭვება მხოლოდ 2-3 კოვზ ქატოს ვინმეს გასუქება შეეძლოს :)
      მეორე კითხვა – მიიღეთ ჭამის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, არა აქვს მნიშვნელობა შუალედში ვაშლი ან რამე თუ მიიღეთ. ანუ როგორც დაწერე, შეიძლება ისე

  52. baia ამბობს:

    nutu aravis ar aaqvs shedegi:-) tu me ar mexmianeba aravin :-))))

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მე რომ წონაში დასაკლებად მიმეღო, სიამოვნებით გაგიზიარებდი, მაგრამ რადგან წონის პრობლემა არ მაქვს პერიოდულად მხოლოდ სასარგებლო თვისებების გამო ვიღებ :)

  53. baia ამბობს:

    :)) didi madloba fitni gaixare ro gamaxare da gamomexmaure:))

  54. baia ამბობს:

    bednieri xar wonis problema ro ar gaqvs dzvirpaso fitni :)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ნამდვილად ბედნირებაა, იგივეს გისურვებ შენც :)

  55. maia ამბობს:

    icit ramainteresebs aucilebelia dgeshi samjer mivigot 1/2 chais kovzi? me mitxres marto dilit miigeo :(

    1. Fitni Fitni ამბობს:

      უკეთესი ეფექტისთვის სამჯერ ჯობია, თუმცა მე პირადად ეგეთი რეჟიმით ვერ ვახერხებდი და მარტო დილით 1 სუფრის კოვზს ვიღებდი

      1. naswi ამბობს:

        მერე მოიკელი რამე?:)

        1. Fitni Fitni ამბობს:

          არა, მოსაკლები არაფერი არ მქონდა, უბრალოდ სასარგებლოა და ამის გამო ვიღებდი

  56. maia ამბობს:

    madlobt :):):D:*<3

  57. maia ამბობს:

    da uketesi efeqtistvis rogor wonashi daklebis miznit rom advilad daviklo wonashi?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      წონაში დასაკლებადაც და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლადაც.
      ოღონდ მარტო ქატოს ჭამით წონაში ვერ დაიკლებ, თუ დიეტაც არ მიახმარე, მკაცრი არა, ცოტა მაინც უნდა მოუკლო ჭამას და რაც გასუქებს მოერიდო – ამ შემთხვევაში გეხმარება.
      თუმცა ზოგი ბედნიერი ირწმუნება, რომ მხოლოდ ქატოს მიღებაც შველის ყოველგვარი დიეტის გარეშე და ისე იკლებს :)

  58. maia ამბობს:

    :):):*

  59. kato ამბობს:

    fitni me mteli dge mxolod sam vashls vcham mcvanes , da ase davikeli ukve 4 kilo 2 kvirashi , am shemtxvevashi vashlamde ro kato shevchamo chemi mxridan scori sakcieli ikneba? :))))

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სწორი საქციელიც და უკეთესი იქნება ნამდვილად
      უფრო სწორი იქნება კიდე ის, რომ ვაშლის დღე კვირაში ერთხელ გააკეთო და დანარჩენი დღეები უფრო მრავალფეროვნად, მაგრამ მსუბუქად იკვებო :)

  60. lizi ამბობს:

    svriis qatos ver vshoulob da sheidzleba misi xorblis qatoti shecvla?

  61. lizi ამბობს:

    shvriis qatos ver vshoulob da tu sheidzleba rom xorblis qatoti shevcvalo an iqneb icodet sad vishovo shvriis qato

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შვრიის ქატო დუკანის დიეტაშია რეკომენდირებული, თუ ამ დიეტას იცავ, მაშინ შვრიის მიიღე, მაგრამ თუ მაგ დიეტას არ იცავ, ხორბლის გამოიყენე უკეთესია

  62. natia ამბობს:

    tu sheidleba vinmem mimascavlet sad sheidzleba vikido shvriis qato?? goodwilshi agar aris. is rac respublikurtan ikideba aris xorblis

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სამწუხაროდ არ ვიცი :(
      გადახედეთ კომენტარებს, ხანდახან წერენ გოგოები სად ყიდულობენ. პოპულში იქნებ იყოს. დეფიციტური გახდა ქატო აშკარად.

  63. kato ამბობს:

    gaixare didi madloba,:))) scrapishedegi minda tore martali xar , asec armoviklavdi tavs, arada es oxeri bolo 5 kilo damrcha mosashorebeli, exla yovel dilit e.c skakalkit unda vixtunao da albat am tvis bolostvis ert 2 kilos kide davikleb raaa

  64. anna-anna ამბობს:

    mainteresebs ramdeni moikelit qatos dietit vinc gamocadet da ramden xanshi?

  65. maia ამბობს:

    xo eg mec maintresebs shedegebi daweret raa : ))

  66. tamuna ამბობს:

    sad sheidzleba shevidzino?

  67. naswi ამბობს:

    მე გავაკეთე ერთი თვე ზუსტად და გრამი არ მომიკლია,მიუხედავად იმისა რომ დიეტაზეც ვიყავი პარალელურად და ვვარჯიშობდი კიდეც,,ეხლა თავი დავანაებე…მაგრამ შეიძლება ეს ინდივიდუალურია და ყველაზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს

  68. maia ამბობს:

    ნასწი კუჭნაწლავის პრობლემები გქონდა და მოგიწესრიგა?? :)) თუ შენ გასახდომად ჭამდი?

    1. naswi ამბობს:

      პრობლემები კი მქონდა კუჭზე და ექიმის დანიშნულ წამლებთან ერთადაც ვიღებდი ამ ქატოს მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა..წონის დაკლებაზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ არ უმოქმედია..1თვე გავაკეთე და ეხლა ცოტა დავასვენე კუჭი და მაინც ვაპირებ გაკეთებას იქნებ ეხლა უფრო ეფექტური იყოს)

  69. kato ამბობს:

    Fitni გუშინ მითხრეს რომ ქატოს დიეტას როცა აკეთებ ათი დღე უნდა გააკეთო და მომდევნო ათი უნდა შეისვენო თორემ შედეგი უარყოფითი აქვს და პირიქით მომატებას იწვევსო, და რას მეტყვით ამის შესახებ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რაც შეეხება მომატებას, თუ ჭამას არ მოუმატებ ან ქატოს არ მიიღებ დიდი რაოდენობით, 2-3 კოვზი ქატოთი მომატება შეუძლებელია :)
      დასვენებას რაც შეეხება, ეგ მართალია. თუ ვიდეოს უყურე, იქაც ამბობენ ბოლოში, რომ ქატოს მავნე ნარჩენებისგან ორგანიზმის დასუფთავების დროს სასარგებლოც მიყვება, საკმაო “აგრესორია”, ამიტომ კურსს მონაცვლეობით აკეთებ, აუცილებელი არაა 10 დღე, საშუალოდ სადღაც 1 თვეს ითვლიან, მერე ასვენებენ ორგანიზმს, ან შეიძლება 2-2 კვირიანი მოკლე პერიოდებით.

  70. kato ამბობს:

    მადლობააა:*

  71. სალი ამბობს:

    1.80 ღირს პოპულში გასახდომი ქატო

  72. მაკა ამბობს:

    გოგოებო უკვე რამის 3 თვეა ოგონდ შესვენებების შუალედიტ ვიგებ ქატოს და დზ კარგი შედეგი მაქ კუჩიც მომიწესრიგა და წონაშიც დამაკლებია მარა ნელ ნელა იგებ შედეგს პირველი 2 თვე არ დამიკლია მერე ერტბაშად მოვიკელი 14 კგ ასე რომ გირჩევთ მიიგოთ ოგონდ წესების დაცვით როგორც არი მითითებული.

  73. tea ამბობს:

    მაკა რას ჩამდი პარალელურად?ანუ დიეტობდი კიდეც?ძალიან გთხოვ დაწეროო?როგორ იკვებებოდი

  74. ნათია ამბობს:

    მე ასე მასწავლეს დილით ერთი ჩაის კოვზი ქატო ერთ ჩაის ჭიქა წყალში მოვურევ და ასე ვსვავ.ეს რამდენად სწორი ფორმაა?ოგონდ მერე 2 საათი არაფერს არ ვჭამ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      პირდაპირ ნუ გახსნი, ცხელი წყალი დაასხი და აცალე, რომ გაფუვდეს.

      1. ნათია ამბობს:

        მადლობა

  75. ფიქრია ამბობს:

    ვინ რამდენი დაიკლო რატომ არ წერია???

  76. ნათია ამბობს:

    მე ხვალიდან ვიწყებ გოგოები და აუცლებლად დავწერ შედეგს,მინდა დიეტაც დავიცვა და 5 ის მერე არაფერი ვჭამო.

  77. baia ამბობს:

    გოგონებო მე 1თვე მივირთმევდი ქატოს, ასევე ვერიდებოდი ტკბილს, შემწვარ საკვებს და ცომეულს.საერთოდ ვიკლებ გვიან ხოლმე, ქატომ დამაკლებინა 3 კილო, ეხლა დავისვენებ 10დღე და მერე გავაგრძელებ. გაცნობეთ ჩემი შედეგი:)))

  78. ნათია ამბობს:

    ფიტნი ერთ კიტხვაზე მიპასუხე გთხოვ მომიტანეს ბაიას ქატო ჩირითო აწერია და ქიშმიშები აქვს შერეული და ეგ გამომადგება?ქიშმიშები რო არ შევჭამო?დამიწერე გთხოვ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ცოტა დავიბენი, რას ნიშნავს “ბაიას ქატო”? :)) ქატო ვიცი ხორბლის, შვრიის, ბრინჯის და ა.შ. ბაია – ვერ მივხვდი :)
      თუ მსხვილადაა გარეული ეგ ქიშმიში, ადვილად გამოირჩევა და სხვა მინარევები არა აქვს, ეგ მაშინ ალბათ შეიძლება, შენს შრომაზეა დამოკიდებული როგორ გამოარჩევ.

  79. ნათია ამბობს:

    ბაიასი ფირმააა ფიტნი ბავშვების ფაფებია ბაიას ფაფები ხოდა აფთიაქიდან მომიტანეს ქატოც ,,კი აწერია ზედ დიეტური და მომზადების წესი ხორბლისაა როგორც თქვენთან წერია ისე,ვიფიქრე სხვა ფირმისა ხო არააა უკეთესითქო,და ფიტნი კიდევ მაინტერესებს ერთი სამჯელ წერია და ორჯელ რო გავაკეთო არ იქნება?სამჯელ მეშინია არ გამასუქოს,

    1. Fitni Fitni ამბობს:

      გასაგებია :)
      მთავარია სუფთა ქატო იყოს, ქიშმიშს თუ არ ჩავთვლით, შემადგენლობას გადახედე და არ უნდა იყოს პრობლემა.
      რაც შეეხება რამდენჯერ მიიღებ, აქ კოვზებზეაა საუბარი 2 და 3 კოვზის კალორაჟი იმდენად მცირეა, რომ გასუქებაზე შიში არ ღირს.

  80. ნათია ამბობს:

    ფიტნი ერთი სუპრის კოვზს ვასხავ ცოტა ადუგებულ წყალს ისე რო ფაფასავით გახდა თხელს არ ვაკეთებ და მერე ცოტა მეტი ხდება ერთ სუფრის კოვზზე,ერთი სუფრის კოვზი ფაფა უნდა შევჭამო თუ სანამ წყალს დავასხავ?

  81. ნათია ამბობს:

    ფიტნი არ გადააჭარბოთ სადგეგამისო ნორმას 30 გრამსო და მტელი დგე 30 გრამი უნდა გამომივიდეს?დოზა დამიცერე გთხოვ?დგეს დავიწყე და პირდაპირ სუპრის კოვზი შევჭამე გაპუებამდე ავრწყე და რა თქმა უნდა მერე გაბევრდა არ ვაკეთებ სწორე?დამიწერე გთხოვ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ძალიან რთულად უყურებ, ყველაფერი გაცილებით მარტივია :)
      აიღებ 1 სუფრის კოვზ ქატოს, დაასხავ ცხელ წყალს ისე რომ კარგად დაფაროს, როცა გაფუვდება, შეხედავ, თუ წყალი ზედმეტი ადგას ზევიდან, გადაასხი ეს ზედმეტი, თუ არა აქვს ზედმეტი წყალი, პირდაპირ ჭამე, ან მაწონში გაურიე შენი გემოვნებით და ისე ჭამე.
      დღეში 3-ჯერ 1 სუფრის კოვზი – ესაა მაქსიმუმი. ამაზე მეტი არ გინდა.

      1. ნინი ამბობს:

        და ცივი წყალი არ იმოქმედებს? რამოდენიმე დღეა დავიწყე ჭამა თუმცა არც ისეთი შედეგი არ აქვს როგორც ამბობენ… თუ ცივი წყლის გამოა ასე? სავარაუდოდ შედეგს რამდენ ხანში დავინახავ?

        1. Fitni Fitni ამბობს:

          არა, ცხელია საჭირო, რომ გაფუვდეს. ქატო სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ არა სასწაულმოქმედი. შედეგს გააჩნია რას ელი. თუ წონის დაკლებაზეა საუბარი, მაშინ დიეტის დაცვაც საჭიროა.

  82. ნათია ამბობს:

    დიდი მადლობა გენაცვალე შენი საიტი დზლიან მომეწონა

  83. მარი ამბობს:

    ესეიგი რა მაინტერესებს…დავიწყე ქატოს დიეტა …ოგონ ვჩამ 1კოვზ ქატოს მშრალად და ვაყოლებ 2 ჭიქა წყალს…. აუცილებელია ცყელი წყლის დასხმა? ეგრე არ ექნება სჰედეგი?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      წყლის გარეშე ქატოს ეფექტი არ აქვს

  84. მარი ამბობს:

    მე მხოლოდ 1 კოვზ კატოს პირდაპირ ვაყოლებ 2 ჭიქა წყალს.. და ეს დასშვებულია?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      უნდა დაასხათ ქატოს ცხელი წყალი და დააცადოთ რომ გაფუვდეს – ასეთია მიღების წესი.
      მშრალად მისი ჭამა არაა სწორი, არც წყლის დაყოლებით.

  85. ნივეა22 ამბობს:

    დავიწყე ეს დიეტა ცოტა პირის სიმშრალე მაქვს და ნორმალურია?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      რომელ დიეტაზეა საუბარი? ქატოს იღებთ თუ დუკანის დიეტას იცავთ?

  86. ნივეა22 ამბობს:

    ხორბლის ქატოს დიეტაზე ვარ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      პირში სიმშრალე ახასიათებს ცილოვან დიეტებს (დუკანის, კრემლის), შეიძლება ამის მიზეზი დიეტის დროს დაკარგული დიდი რაოდენობა იყოს ან შაქრის დონის აწევა. ცალსახად ძნელია თქმა. გადახედეთ თქვენს რაციონს, შეეცადეთ მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს

  87. ნივეა22 ამბობს:

    დავიწყე და საშინლად იმოქმედა ჩემზე ყველას უზესრიგებს პრობლემებს და მე კიდე უამრავი პრობლემა გამოჩინა ერთ კვირაში დავანებე თავი კუჭიც მატკინა და კუჭის შეკრულობაც გამოიწვია:(

  88. სოლო ამბობს:

    მაინტერესებს მეძუძურმა დედამ თუ შიეძლება ჭამოს

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, შეიძლება

  89. ქეთი ამბობს:

    გამარჯობა. ბევრისგან გავიგე რომ 1 ჭიკა ცივ წყალში უნდა გახსნა 1 ჩაის კოვზი და ასე დალიო წყლიანად ჭამის წინ. ბევრი აკეთებს ასე და მეც ასე დავიწყე. მაინტერესებს ეფექტი აქ ექნება ცივი წყლით? ბევრისგან გავიგე მართლა და ეხლა რომ წავიკითხე ცხელიო ცოტა შემეშინდა 😐

    1. Fitni Fitni ამბობს:

      საშიში არაფერია, უბრალოდ ეფექტურობისათვის დაიცავით მომზადების წესი, ცხელი წყლით უკეთ ფუვდება

  90. […] თვისებებს, შენარჩუნებულია გარსი (ქატო) და ჩანასახი, ვიტამინები, მინერალები […]

  91. […] თვისებებს, შენარჩუნებულია გარსი (ქატო) და ჩანასახი, ვიტამინები, მინერალები […]

  92. […] 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში […]