FITNI.ge – Fitness, Health, Diet » დიეტები » პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის დიეტა 2000 წელს გამოჩნდა და მალე პოპულარობა მოიპოვა. დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვან დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

უფრო დაწვრილებით ამის შესახებ იხ. წინა თემაში: დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისაგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:

ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი (იხ. თემაში):

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

მეორე ფაზა - მონაცვლეობა:

მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. თემაში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

–         დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

–         შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

–         შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

–         სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

–         ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

მესამე ფაზა - განმტკიცება:

სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:

ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.

 

ასევე იხ.

დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის

ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება

Filed under: დიეტები · Tags: , ,

89 Responses to "პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა"

  1. xatuna ამბობს:

    me xatuna xabazishvili var 35wlis,164santimetri simagle,89kilo,var arastabiluri wonashi,xan 73kiloze chamovdivar,tqven mier danergili dietis shesaxeb gavige da survili gamichnda tqvengan mivigo konsultacia da sakutar tavze gamovcado am dietis shedegi,pativiscemit X.XABAZISHVILI

  2. maia ამბობს:

    gavecani dukanis dietas da minda wonashi dakleba chemi wona aris 90kg momatebuli maqvs hormon preparatebis migebis shemdeg xerxemaltan dakavshirebuli problemebis gamo welis sigane aris: 99 simaghle ki 163sm tu sheidzleba mirchiot rogor movaxerxo zedmeti wonis daklba winaswar gixdit madlobas

  3. Fitni Fitni ამბობს:

    ეს დიეტა მე არ მეკუთვნის, მისი ავტორია პიერ დუკანი. სტატია ინფორმაციული სახისაა და არა სარეკომენდაციო, მით უმეტეს რომ გარდა ეფექტისა, ამ დიეტას ბევრი უკუჩვენებები აქვს და მის ავტორს საექიმო ლიცენზიის ჩამორთმევითაც ემუქრებიან. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წინა სტატია: დუკანის ცილოვანი დიეტა – ეფექტი და საფრთხეები.
    რაც შეეხება წონის დაკლებას და კონკრეტული დიეტური გეგმის შედგენას, ეს უკვე შესაბამისი სპეციალისტის სფეროა, რომელიც არა ინტერნეტით გირჩევთ, არამედ პირადად თქვენთვის თქვენი ინდივიდუალური პრობლემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით შეადგენს წონის კლების გეგმას.
    მე მაქსიმუმ ჯანსაღი ცხოვრების წესი გირჩოთ, უფრო მეტი ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში, სწორი დატვირთვები და ჯანსაღი კვებითი ჩვევების გამომუშავება, რის შესახებაც საიტზე საკმაო ინფორმაცია დევს.

  4. elene ამბობს:

    vtqvat pirveli fazis mere conashi davikelit da meore fazaze gadasvla sachiro agar aris, qatos chama isev unda gavagrdzelot tu ara? da tu unda gavagrdzelot, ra dozit da dgeshi ramdenjer unda mivigot?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      სტაბილიზაციის ფაზაში მითითებულია: – აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

  5. ხატია ამბობს:

    მე და ჩემი ნატლული ვიწკებთ ამ დიეტას,ვნახოთ რა შედეგით დამთავრდება კოველივე ეს….ვინს ცადა ეს დიეტა დადეთ კომენტარები((

  6. darejani ამბობს:

    mec vapireb amis dacvas vnaxot ra gamova

  7. ia ამბობს:

    ვარ 172სმ. და 82 კილო..მინდა 15კილოს დაკლება მაინტერესებს ეს 2თვეში თუ არის შესაძლებელი? როგორც ვიცი რაღაც პერიოდი ქატოს მიგება სასურველია შემცირდეს ანუ დიდი დოზით არ არის რეკომენდირებულიო და ანუ ტყუილია? მეორე ეტაპზე სახამებლების გარდა მაგალითად ბადრიჯანი ბულგარული,და ა.შ შეიძლება ? და კიდევ ერთი აქ არაფერია ნათქვამი და მგონი პრობლემა არ უნდა იყოს სიგარეტთან დაკავშირებით ხო? მაპატიეთ ამდენი კითხვისთვის უბრალოდ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა…

    1. Fitni Fitni ამბობს:

      15 კილო შესაძლებელია, მაგრამ არასასურველი ჯანმრთელობისთვის. სწრაფი კლება არც კანისთვის არის კარგი. გადაანაწილეთ კლების პერიოდი 4 თვეზე (თვეში საშუალოდ 3-4კგ.) შედეგი უფრო ადვილი მისაღწევი და ადვილი შესანარჩუნებელი იქნება.
      ქატოს მიღებას მცირე დოზით იწყებ და შემდეგ ზრდი, უფრო დეტალურად ამ თემაშია ახსნილი: ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება
      ბადრიჯანი და ბულგარული შეიძლება, რადგან არც სახამებელის შეიცავს და არც აკრძალულია, რაც აკრძალული არ არის, ალბათ დასაშვებია :)
      სიგარეტზე დუკანს არაფერი აქვს ნათქვამი, ამიტომ ალბათ ზოგადი წესი უნდა გაითვალისწინოთ, თუ შეძლებთ თავის დანებებას, ეს მხოლოდ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება

  8. ვერიკო ამბობს:

    ვარ 167და 100 კგ.სურვილი მაქვს დავიკლო 30 კგ.უამრავი დიეტა ვცადე.ვიყავი ბორმენტალში მაგრამ ამაოდ.რას მირჩევთ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ცხოვრების ჯანსაღი წესი, აქტიურობა, ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვება – ესაა ჩემი რჩევა.
      კვების შესახებ შეგიძლიათ ამ თემას გადახედოთ: ჩემი კვების სისტემა – ყოველდღიური და დიეტის ზონა
      სწორი კვების ჩვევებს ფიზიკური აქტიურობა დაუმატეთ, დღეში 30 წუთი ფეხით სიარული ეს სულ მინიმალური რეკომენდაციაა, რომელსაც ყველა ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ოფიციალური ორგანიზაცია უწევს. თუ საშუალება გექნებათ უფრო აქტიურად შეძლოთ ვარჯიში, შედეგი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. ვარჯიშის შესახებ ბევრი თემაა “ყველაფერი ვარჯიშის შესახებ” კატეგორიაში და შეგიძლიათ გადახედოთ.

  9. დალი ამბობს:

    დავიწყე 10 მაისს,ვნახოთ……

  10. დალი ამბობს:

    დავიწყე 10 მაისს,ვნახოთ……ისეთი საკვებია,არ არსებობს შედეგი რომ არ ქონდეს

  11. anna ამბობს:

    gtxovt mitxrat sad sheizleba shvriis qatos shezena/
    ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ამ მაღაზიაში ან ბაზრობაზე, თუმცა ამბობენ დეფიციტური გახდაო

  12. anna ამბობს:

    mainteresebs sheizleba tu ara ,,margis,,xorblis katos chama

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, რატომაც არა. თუმცა თუ დუკანის დიეტაზე ამბობთ, აქ დუკანი შვრიის ქატოს უწევს რეკომენდაციას

  13. mari ამბობს:

    shvriis qatos magivrad xorblis qato rom mivigo yoveldge ar sheidzleba?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დუკანს შვრიის ქატო აქ გათვალისწინებული და თუ ამ დიეტის დაცვას აპირებთ, უმჯობესია შეასრულოთ როგორც უწერია

  14. sopho ამბობს:

    meore da msame paza ramdeni dge grdzeldeba?

  15. Fitni Fitni ამბობს:

    მეორე – “მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე).”
    მესამე – “მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.”

  16. Tako ამბობს:

    3-4 კგ.–ის დაკლება მინდა. და თუ ეს პირველ ფაზაში მოვახერხე შეიძლება მეორე ფაზა გამოვტოვო და მესამეზე გადავიდე ?

  17. nuni35 ამბობს:

    მოგესალმებით.გადავწყვიტე ამ დიეტის დაცვა და მაქვს რამოდენიმე შეკითხვა.1. შვრიის ქატო 1 ჯერზე უნდა მივიგოთ თუ მთელ დღეზე უნდა გადავანაწილოთ? მე პირადად დილით მივირთმევ იოგურტთან არეულს.სწორედ ვიქცევი თუ აარა? 2. რას ნიშნავს ე.წ. “მწიფე ყველი?” ვერავინ მიპასუხა და იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ. 3. მეორე ფაზაში წერია რომ ყაბზობის შემთხვევაში მივიღოთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატო.ანუ ეს დამატებით უნდა მივიღოთ,თუ შვრიის ქატოს ნაცვლად? ანუ 1 კოვზი შვირიის და 1 კოვზი ხორბლის ერთად ავურიოთ? თუ მიპასუხებთ ამ კითხვებზე დიდად მადლობელი დაგრჩებით.

    1. ლიკლიკა ამბობს:

      მძიმეწონიანთათვის (ჩემი თამადობით) ძალიან საინტერესოა ეს დიეტა, და ვფიქრობ, შევეჭიდო… ყველაფერი გასაგები და მისაღებია, მაგრამ რამდენიმე კითხვა მაქვს ასეთი:– შეიძლება თუ არა ალკოჰოლის მიღება, მზესუმზირის და ზეთისხილის?????

      1. ირინა ამბობს:

        არ შეიძლება :) მხოლოდ მე-3 ფაზაში გარკვეული დოზით წითელი ღვინო.

    2. ირინა ამბობს:

      nuni35, როგორც მე ვიცი შვრიის ქატო ისე უნდა მიიღო როგორც გაგიხარდება, მთავარია დღის დოზა დაიცვა, 1.5 კოვზი პირველ ფაზაზი. დილით იოგურტში თუ ურევ მით უკეთესი, მთავარის უცხიმო იყოს ეს იორურტი.
      რაც ყველს შეეხება, საერთოდ ყველი 3 კატეგორიაზე შეიძლება გავყოთ –
      1- ახალი (Свежий) -ეს არის ყველა რბილი ყველი, მაგ. სულგუნი, იმერული ან სხვ.
      2-მწიფე (Зрелый) – ეს კიდე მაგარ ყველს ნიშნავს – გაუდა, ჰოლანდიური და სხვ
      3 – და მდნარი ყველი (Плавленный) – ჩვენ ყველამ ვიცით ეს რა ყველია.

      მე არა მგონია, რომ შვრიის ქატო შეიძლება შეცვალოთ ხორბლის ქატოთი. უბრალოდ ერთჯერადათ მიიღეთ საჭიროების შემთხვევაში.
      ეხლა კიდე მეც მაინტერესებ ერთი რამე – სად იყიდეთ შვრიის ქატო? :)

  18. ირინა ამბობს:

    უმრავი სტატის წამიკითხავს დუკანის დიეტის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ გამოცდილი “დიეტისტი” ვარ, რა დიეტა არ მიცდია!!! უშედეგოდ! ეს დიეტა მესიმპატიურება, უნდა დავიწყო ხვალიდან. ოღონდ, ხალხნო, მითხარით ვინმემ სად ვიყოდო შვრიის ქატო??? ხორბლის არ შეიძლება, და არ შვრიის ფაფაც (Хлопья). ეს ერთერთი მთავარი წესია! უნდა მივიღოთ მხოლოდ შვრიის ქატო. კი შემიძლია გამოვწერო უცხოეთიდან, მაგრამ ამას დრო უნდა. მითხარით როგორ მოვიქცე, სად იყიდება შვრიის ქატო?

  19. nuni35 ამბობს:

    ირინა დიდი მადლობა პასუხებისტვის.რაც შეეხება შვრიის ქატოს,მე საზღვარგარეთ ვარ და აქ შევიძინე)))

    1. ირინა ამბობს:

      ახ…ეხლა კი ყველაფერი გასაგებია :) მეც მომიწევს გამოწერა…გისურვებთ წარმატებას :)

  20. nuni35 ამბობს:

    დიდი მადლობა.თქვენც გისურვებთ წარმატებას და ნებისყოფას)))

  21. ლელა ამბობს:

    შვრიის ქატო თბილისში სად შეიძლება შევიძინო? 1 – ფაზის დროს მოხარშული სოსისი თუ შეიძლება და რომელი?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      არ შეიძლება

  22. nuni35 ამბობს:

    მოგესალმებით ყველას! დღეს 4 დღე მაქვს,3 დღეში დავიკელი ზუსტად 2 კგ.ნამდვილად კარგი დიეტაა.

    1. ირინა ამბობს:

      შესანიშნავი შედეგია! :) მე კი “შეტევის” პირველი დღე მაქვს :)

  23. ლელა ამბობს:

    ყველას გისურვებთ წარმატებას ^_^ იქნებ მითხრათ სად შეიძლება შევიძინო შვრიის ქატო? წინასწარ დიდი მადლობა

  24. nuni35 ამბობს:

    რა მაინტერესებს იცით?ხილი ხომ აკრძალულია და იოგურტი რომ ხილისაა?

  25. tamriko ამბობს:

    გთხოვთ ამიხსნათ ეს დიეტა რომ გავაკეთო შეიძლება დიეტის პერიოდში მხოლოდ ერთიდაიგივეს ჭამა, მაგ მოხარშული თევზი ან კვერცხი?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ზუსტად დაიცავით მითითებები! ეს დიეტა ისედაც არაბალანსირებულია ცილების დიდი დაოდენობის გამო (წაიკითხეთ თემა საფრთხეების შესახებ), ამიტომ შეეცადეთ რაც შეიძლება მრავალფეროვანი იყოს მენიუ, მით უმეტეს არ გამორიცხოთ ქატოს მიღება. არ გააგრძელოთ პირველი ეტაპი იმაზე მეტი ხანი, ვიდრე რეკომენდირებულია.

  26. ხატია ამბობს:

    მეც კმაკოფილი ვარ 5 დგეში 3 კილო დავიკელი ,ნეტა კარგი შედეგია. გთხოვთ მიპაუხოდ .გმადლობთთთთ.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ეგ თქვენ უნდა იცოდეთ კარგი შედეგია თუ არა :)
      პ.ს. მე ვთვლი რომ ბევრიც კია.

  27. nuni35 ამბობს:

    მოგესალმებით.დავასრულე ე.წ. შეტევის 10 დღიანი ფაზა და დავიკელი 5კგ,600გრ. დღეიდან ვიწყებ მონაცვლეობის ფაზას,ალბათ 6 თვე დამჭირდება სასურველი წონის მისაღწევად,მაგრამ ძალიან გახარებული ვარ,ვერც ვგრძნობ რომ დიეტაზე ვარ და წონაში კი ვიკლებ.გისურვებთ ყველას წარმატებას.კიდევ დავბრუნდები და დავწერ ხოლმე შედეგებს…

  28. tak ამბობს:

    gamarjobat, xom ver metyvit meore fazashi xlebcis migeba tu sheidzleba?

  29. nuni35 ამბობს:

    fitni თუ შეგიძლია მიპასუხე, ბოსტნეულს რომ ძმარი დავუმატო,თუ შეიძლება ნეტავ?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ვფიქრობ, რადგან საკმაზების და სანელებლების გამოყენება ნებადართულია, ძმარიც მათ რიცხვში უნდა შედიოდეს :)

  30. nuni35 ამბობს:

    დიდი მადლობა გენაცვალე….

  31. tak ამბობს:

    Fitni მეც მიპასუხეთ რააა, ხლებცი თუ შეიძლება მეორე ფაზაში? და კიდევ ტკბილი ხაჭო, რომლის ცხიმიანობა 5,5-ია, ცილები კი 16.

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ნახე ეს თემა: 100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის, ანუ რაც არაა მეორე ეტაპის სიაში ის არ შეიძლება.
      შენს შემთხვევაში, ხლებცი არაა სიაში, ხოლო ხაჭო კი მხოლოდ უცხიმო

  32. nuni35 ამბობს:

    fitni ახალი შეკითხვა მაქვს))) მწნილი შეიძლება? წესით უნდა შეიძლებოდეს)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      კარგი კითხვაა :)
      მეორე ეტაპზე თუ ხარ ბოსტნეული უკვე შეიძლება და რადგან მწნილი ბოსტნეული+მარილი+წყალია, ლოგიკურად გამოდის რომ შეიძლება :)))
      ოღონდ რაც ცხრილშია იმის – პომიდორი, კიტრი, წიწაკა და ა.შ.

  33. nuni35 ამბობს:

    fitni დიდი მადლობა . გადავათვალიერე შემცველობა და ზოგიერთი შეიცავს შაქარს,მაგალითად კიტრის მwნილი,მაგრამ ვნახე ასორტი სადაც ყვავილოვანი კომბოსტო,სტაფილო,კიტრი,წიწაკა და პომიდორია,აგრეთვე ბულგარული,და ესენი არ შეიცავს შაქარს და ამას მივირთმევ.)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      მშვენიერი ასორტია :)

  34. inga ამბობს:

    wonashi klebistvis xorblis qato umjobesia tu shvriis?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      საერთოდ უპირატესობა ხორბლის ქატოს ენიჭება
      თუმცა თუ დუკანის დიეტას იცავ, აქ შვრიის ქატო გამოიყენება

  35. nuni35 ამბობს:

    ვერაფერი ვერ გავიგე.1 ფაზაში დავიკელი,ეხლა მეორე ფაზაზე ვარ და 9 დღეა უკვე და აღარ დამიკლია,ნეტა რისი ბრალია…ცილების დღეს ხომ იგივეს ვჭამ და მაინც არ ვიკლებ.იმედია დაიძვრება ისევ წონა,თორემ გული მისკდება…

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ხდება ხოლმე წონის შეჩერება, ამას “პლატოს ეფექტი” ჰქვია http://www.fitni.ge/?p=4023
      იმედია დაიძვრება :)

  36. nuni35 ამბობს:

    Fitni მადლობა დროული გამხნევებისთვის ,თორემ საშინელი დეპრესია მეპარებოდა ნელ/ნელა )))

  37. dea ამბობს:

    როგორია მწიფე ყველი? როგორია სახლის უცხიმო ყველი?

    1. dea ამბობს:

      ძალია მაინტერესებს და იქნებ მიპასუხოდ :)

    2. Fitni Fitni ამბობს:

      ნახეთ ზევით ირინას კომენტარი, ახსნილია ყველის სახეობები, მათ შორის მწიფე ყველიც.

  38. თაკო ამბობს:

    გამარჯობათ, საკმაოდ დიდი ხანია მეორე ეტაპზე ვიყავი და ძირითადად ვაგრძელებდი ცილებით კვებას, ახლა უკვე ძალიან რომ არ გამიგრძელდეს და პრობლემები არ შემექმნას მესამე ეტაპზე გადავედი, უკვე ჩემს იდეალურ წონაზე ვარ და იცით რა მაინტერესებს? თუ არ გამოვრიცხავთ კვირაში ე.წ. სადღესასწაულო დღის მოწყობას და სხვა დღეებში ისევ მხოლოდ ცილებით და ბოსტნეულით, ხილით, რა თქმა უნდა, თუ 200 გრამს არ გადავაჭარბებ და ისიც შეიძლება ყოველდღე არ მივიღო, დაკლებული კილოგრამების განმტკიცებასთან ერთად წონის კლების გაგრძელებაც შესაძლებელია? ძალიან დიდი მადლობა :)

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შესაძლებლობა რა თქმა უნდა არის… სავარაუდოდ.
      მაგრამ თუ ამ რეჟიმით (ისე რომ კვებას არ მოუმატოთ) აქტიურობას ცოტა კიდევ მოუმატებთ, მაშინ კლება გაგრძელდება – ეს უფრო რეალურია :)

  39. თაკო ამბობს:

    ხო და კიდევ პლიუს ამას, ყოველ დღე ვვარჯიშობ 20 წუთით სახლის პირობებში, ვმოძრაობ საკმაოდ ინტენსიურადაც, ვერ ვიტყვი რომ ძალიან პასიური ცხოვრების წესი მაქვს :)

  40. natia ამბობს:

    dzalian gtxovt vinmem mitxarit sad sheidzleba vikido shvriis qato?? goodwillshi agar aris!

  41. ნინი ამბობს:

    ვაკის გუდვილში აქვთ,მე სულ იქ ვყიდულობ.

  42. natia ამბობს:

    ნინი მადლობთ პასუხისთვის :)მაგრამ ვაკის გუდვილში მხოლოდ ხორბლის ქატო აქვთ .

  43. ნინი ამბობს:

    კიი ხორბლის.შვრიის ქატო მგონი მთელს თბილისში არ იშოვება…:)

  44. kato ამბობს:

    იშოვება :) , მე მივაგენი ქალს რომელიც ყიდის შვრიას მარა თუ ეტყვით ამის ქატო მინდაო თვითონ დაფქვავს და ისე გამოგატანთ

  45. kato ამბობს:

    აუ Fitni იცით რა მაინტერესებს? პირველ ფაზაში რო თევზს ლიმონი მოვაწურო ეგ თუ შეიძლება და კიდევ ერთი : პირველ ფაზას რომ უწერია აუცილებელია 1,5 კოვზი ქატოს მიგებაო, ეგ 1,5 კოვზი ერთ მიგებაზეც შეიძლება ერთად დავლიო თუ ყოველი ჭამის წინ ცოტა ცოტა უნდა მივიგო , დაახლოვებით იმდენი რო ჯამში 1,5 კოვზი გამოვიდეს დღის განმავლობაში? ამაში გამარკვიე გეხვეწები რაა

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ლიმონზე არაფერია მითითებული, ვფიქრობ მცირე რაოდენობით არაფერს დააშავებს. ქატოს რაც შეეხება 1,5 ერთ მიღებაზე და მარტო ერთხელ იგულისხმება.

  46. kato ამბობს:

    ანუ დღეში ერთხელ, OK დიდი მადლობა გაიხარე :*

  47. სოფო ამბობს:

    ყველანაირ დიეტას ვიცავ, ცომეულს და ტკბილეულს არ ვჭამ, მაგრამ წონაში მაიც ვერ ვიკლებ,ერთი თვეა რაც ქატოს მიღება დავიწყე, ერთი კილოც ვერ მოვიკელი, ყველანაირი ანალიზი გაკეთებული მაქვს, დარღვევები არ მაქვს, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      წონის დასაკლებად საჭიროა ხარჯავდე იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ჭამის დროს იღებ. დააკვირდი საკუთარ რაციონს და ფიზიკურ აქტიურობას შორის ბალანსს.
      ამის მიზეზი შეიძლება იყოს მკაცრი დიეტების გამო შენელებული ნივთიერებათა ცვლა.
      და მესამე მიზეზი, ეს ორგანიზმის დამცავი რეაქციაა, შესაძლებელია არც არაფერი აღარ გაქვს დასაკლები, ან ძალიან მცირე და ორგანიზმი გეწინააღმდეგება, ცდილობს მის რეზერვების სახით “გადარჩენას”.

      გადახედე ამ თემებს: http://www.fitni.ge/?cat=32

  48. kato ამბობს:

    იციტ რა მაინტერესებს? ისევე როგორც ხორბლის ქატოსტვის აუცილებელია ჯერ ცხელი წყალი დაესხას , ასევეა შვრიის ქატოც? აქ არაა მითითებული

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, წყალი სჭირდება შვრიასაც

  49. kato ამბობს:

    ე. ი დავიწყე დღეს მეგობრებო და ვნახოთ ერთად რა შედეგი იკნება, 60 კილო ვარ და 53 მინდა გავხდე, იკნებ პირველ პაზაში დავიკლო ნახევარი მაინც

  50. თიკა ამბობს:

    გამარჯობათ! ყველაფერი გასაგებია,მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ:მოკლეთ,მე მაინტერესებს პირველ ფაზას როცა დავიწყებ,ჩამოთვლილი 72 სახეობის პროდუქტებიდან რამდენი სახეობის მიღება შემიძლია ერთ დღეს ანუ ვთქვათ:ზღვის პროდუქტი,ხორცი და რძის პროდუქტი ერთ დღეს რომ მივიღო შეიძელბა? დიდი მადლობა წინასწარ!

    1. Fitni Fitni ამბობს:

      შეიძლება

  51. თეონა ამბობს:

    მესამე ფაზაში სითხე ისევ 2 ლიტრი უნდა მივიღო????გთხოვთ მიპასუხეთთთ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიახ, დუკანის დიეტის განმავლობაში სულ აუცილებელია საკმარისი წყლის მიღება

  52. kato ამბობს:

    Fitni ქატოს ცივ წყალს დავასხავ თუ ცხელს მაგას არსებითი მნიშვნელობა აქვს? მაინცდამაინც ცხელი ხოარაა საჭირო

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ცხელია საჭირო, რომ კარგად გაფუვდეს

  53. თიკა ამბობს:

    თუ შეიძლება ეს ლინკი ნახოთ ეს არის შვრიის ქატო შავი ქლიავით,ეს რომ მივიღო შეიძლება? დიდი მადლობა წინასწარ!!! https://goodwilldelivery.ge/product.aspx?id=367

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დუკანის დიეტის დაცვას თუ აპირებთ არ გამოგადგებათ. ზუსტად დაიცავით დიეტის მითითებები – ასე ითხოვს დუკანი (შავი ქლიავი დამატებითი ნახშირწყლებია)

  54. თიკა ამბობს:

    დიდი მადლობა! უკვე ვიშოვე შვრიის ქატო:)

  55. სოფო ამბობს:

    დიეტაზე ვიყავი და მოვიმატე წონაში, რისი ბრალი შეიძლება იყოს?

    1. Fitni Fitni ამბობს:

      ძნელია ასე თქმა, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე. ალბათ არასწორი დიეტა იყო

  56. სოფო ამბობს:

    როგორ დიეტაზეც არ უნდა ვიყო წონაში ვერ ვიკლებ, ეხლა ვარჯიშებიც დავიწყე, შედეგი მაინც არ მაქვს, ცომეულს და ტკბილეულს არ ვჭამ, გამოკვლევა ჩატარებული მაქვს დარღვევები არ მაქვს, დიეტოლოგთან ვიკავი და დამინიშნა დიეტა ერთადერთი მაშინ დავიკელი, 9 კგ 3თვეში, და მალევე მოვიმატე მიუხედავად იმისა რომ მაინც დიეტურს ვჭამდი რა მჭირს ვერ გავიგე, გადავწყვიტე ორლიპი მივიღო, ან იქნებ თქვენ მირჩიოთ რაიმე რა ანალიზი გავიკეთო რომ გავიგო რა მჭირსვარ 69 კგ და 160 სმ 30 წლის. კარდიო ვარჯიშებს ვაკეთებ და თავი მსუბუქად რომ ვიგრძენი მეგონა რომ მოვიკელი ავიწონე და 1 კგ ვარ მომატებული, ვის მივმართო და რა გავაკეთო, ქატოც ვცადე 3 თვეა ვჭამ და შედეგი რომ არ მქონდა შევეშვი, კუჭის მოქმედება კი მომიწესრიგა დამეხმარეთ, გმადლობთ ცინასცარ

    1. Fitni Fitni ამბობს:

      დიეტოლოგის დანიშნული დიეტა ალბათ კალორიების რაოდენობის კონტროლზე იყო აგებული და იმუშავა თქვენზე. ასეთი დიეტიდან, თუ კალორიების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული, ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ, ეტაპობრივად მცირედ მოუმატოთ კალორიებს. შეიძლება დიეტურს ჭამდით, მაგრამ რაოდენობა მაინც მეტი იყო.
      თუ დიეტოლოგთან კონსულტაცია გავლილი გაქვთ და ჰორმონებზე ანალიზი ჩატარებული შედეგებით ყველაფერი წესრიგშია, მაშინ უბრალოდ მძიმე “შრომა” და ნებისყოფის გამოჩენა მოგიწევთ, რომ შეძლოთ ისევ დაკლება და შემდეგ შენარჩუნებაზე ზრუნვა. შეეცადეთ მოკლევადიანი მიზნები დაისახოთ, მაგ. თვეში მხოლოდ 2კგ.-ს დაკლება და შემდეგ მისი შენარჩუნება შემდეგი 1 თვე, ამის შემდეგ გააგრძელეთ მომდევნო კლება და ისევ შენარჩუნება. დიეტასთან ერთად დღეში 1 საათი ივარჯიშეთ კვირაში 4-5-ჯერ, ძირითადი ნაწილი კი კარდიოს დაუთმეთ. იკვებეთ ისევ დიეტური საკვებით, ოღონდ რაოდენობა (კალორიები) აკონტროლეთ. შეგიძლიათ თქვენი დიეტოლოგის კვების გეგმა გამოიყენოთ, თუნდაც კვირაში 2-3 დღე მისი გეგმით იკვებოთ, დანარჩენი დღეები კი ცოტა მოუმატოთ (იმ შემთხვევაში თუ მას ძალიან აქვს კალორაჟი შემცირებული).