FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ცელულიტი » ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია

ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია


 

1. სისხლის მიმოქცევა

როცა სისხლის მიმოქცევა მდორე და ინერტული ხდება სხეულის იმ მიდამოებში, რომელიც მიდრეკილია ცელულიტის წარმოშობისაკენ, ეს საბოლოო ჯამში შემაკავებელ ფაქტორად ჩამოყალიბდება. კაპილარული ქსელის შესუსტება კი იწვევს უჯრედშორის სივრცეებში სითხის დაგროვებას. უჯრედების ოპტიმალური კვების და სითხის მინიმალური შეკავებისათვის, მიკროცირკულაცია უნდა მაღალ ეფექტურ დონეზე მიმდინარეობდეს. სწორედ მიკროცირკულაციის პროცესის ეფექტურობის გაზრდა არის ცელულიტთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია.

ამისათვის საუკეთესოა:

სპორტი – ის ზოგადად ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას  ორგანიზმის ყველა ქსოვილში;

მასაჟი – პრობლემური ზონების მასაჟი, მასაჟი შხაპში უხეში ჯაგრისის საშუალებით ახდენს კანის მიკროცირკულაციის სტიმულაციას. კარგია რეგულარული თაფლის ან ვაკუუმური მასაჟი (თუ არა გაქვთ უკუჩვენებები).

კონტრასტული შხაპი – წყალი ბუნებრივი საშუალებაა ცელულიტს წინააღმდეგ. მიიღეთ დილაობით კონტრასტული შხაპი, ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასევე ამკვრივებს კანის ქსოვილებს.

 

2. კუნთები

კუნთების არასაკმარისი ტონუსი, ერთერთი მთავარი ფაქტორია, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს ცელულიტის ჩამოყალიბებაში. ძირითადად ცელულიტი ვითარდება იმ ადგილებში, სადაც კუნთები მოშვებული და განუვითარებელია. მაგალითად, დუნდულების კუნთების არასაკმარისი ტონუსის გამო, ეს ადგილები ეშვება და ირღვევა ბარძაყის ფორმები, რომლის ზედა ნაწილში სახასიათო ამოზნექილობა ყალიბდება. კუნთოვანი ქსოვილების განვითარება არამარტო დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ ლამაზად, არამედ ცხიმის წვასაც შეუწყობს ხელს. როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, კუნთოვანი ბოჭკოები საკმაოდ კარგი ენერგომომხმარებლები არიან, ეს კი ნიშნავს, რაც უფრო მეტია კუნთოვანი მასა, მით მეტი კალორიების დაწვა უწევს ორგანიზმს მათი კვებისთვის.

 

3. კვება

საკვების რაოდენობა, რომელსაც მოვიხმართ არაა ცალსახად გადამწყვეტი ფაქტორი ცელულიტის პრობლემის ჩამოყალიბებაში, რასაც ვერ ვიტყვით საკვების ხარისხზე. აუცილებელი საკვები კომპონენტების სიმწირე, რომელსაც არასწორი პროდუქტების არჩევის, ცუდი ჩვევების ან კვების მიმართ უგულისყურო დამოკიდებულების გამო განვიცდით, გარკვეული დროის შემდეგ ბალანსის დარღვევას იწვევს უჯრედულ დონეზე, რაც თავის მხრივ სხვა რეაქციების მიზეზი ხდება, რასაც საბოლოოდ ცელულიტის პრობლემამდე მივყავართ. მაგალითად, ორგანიზმში კალიუმის უკმარისობა ჭარბი ნატრიუმის არსებობის ფონზე, ერთერთი მთავარი მიზეზია იმ შემაგუბებელი პროცესების წარმოშობისა, რომელიც დამახასიათებელია ცელულიტისთვის.

პირველი წესი – თქვენს რაციონში უნდა იყოს ნატურალური პროდუქტები, ანუ უნდა გამორიცხოთ სოსისები, ძეხვი, შებოლილი პროდუქტები, პელმენები, ჩიპსები, ტორტები. ეს პროდუქტები შეიცავენ არა მარტო დიდი რაოდენობით ცხიმს, არამედ ძალიან ტოქსიკურია მათი დამზადების ტექნოლოგიის გამო. ცხიმოვანი დეპოები კი აგროვებენ როგორც საკვებ, ასე ტოქსიკურ ნივთიერებებს. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ ორგანიზმს უკვე დაგროვილი ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში, რაშიც ხელს შეგიწყობთ სწორი კვება, ასევე ისეთი ბუნებრივი საშუალებები, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები, მაგალითად მწვანე ჩაი.

მეორე წესი – გამორიცხეთ ნებისმიერი გაზირებული ტკბილი წყალი, მიიღეღ საკმარისი სითხე, დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა: მინერალური წყალი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები. დილით ჭამამდე დალიეთ ლიმონიანი წყალი, ის კარგად წმენდს კუჭნაწლავს.

მესამე წესი – თქვენს რაციონში უნდა იყოს საკმარისი ვიტამინები და მინერალები, განსაკუთრებით ვიტამინი Е. მას შეიცავს მცენარეული ზეთი და კვერცხი. გარდა ამისა, საკვებში უნდა იყოს ბევრი ვიტამინი С. ის ამაგრებს შემაერთებელი ქსოვილების ბოჭკოებს. მიიღეთ ვიტამინები, რომლებიც შეიცავენ ზღვის მცენარეებს და იოდს. ჭამეთ ზღვის კომბოსტო და თევზი. ჩართეთ რაციონში ბევრი ბოსტნეული, უხეშად დაფქვილი ან მარცვლეულის პური, ცოცხალი მწვანილი. აუცილებლად შეამცირეთ ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება, უმჯობესია სრულიად უარი თქვათ, განსაკუთრებით უკანასკნელზე.

 

4. კოლაგენის აღდგენა

იმისათვის, რომ თქვენი კანი იყოს მკვრივი და გლუვი, აუცილებლად მიაწოდეთ ორგანიზმს კოლაგენური ბოჭკოებისათვის საჭირო ნედლეული. კოლაგენური ბოჭკოები კანს ელასტიურობას და დრეკადობას აძლევენ. კოლაგენური ბოჭკოები დაშლას იწყებენ, როცა 20 წლის ასაკს ვაღწევთ. თუმცა ამ პროცესს მხოლოდ ასაკობრივ ცვლილებებს ვერ მივაწერთ. ამ რღვევის მიზეზის დიდი წილი არასწორი ცხოვრების წესის ბრალია, რომელსაც ვეწევით. ბევრი ფიქრობს, რომ ვეგეტარიანელობა სასარგებლოა ორგანიზმისათვის. ორგანიზმის ნებისმიერი უჯრედები, მათ შორის კანის საფარველი, ცილოვანი სტრუქტურისაგან შედგება, ისინი კი თავის მხრივ ამინომჟავებისაგან შედგება. ეს კი ნიშნავს, რომ ორგანიზმს ყოველდღიურად სჭირდება ცილოვანი საკვები, როგორც მცენარეული ისე ცხოველური წარმოშობის.

 

5. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები

ანტიოქსიდანტები ნივთიერებებია, რომლითაც აქვთ უნარი მოახდინონ დამანგრეველი თავისუფალი რადიკალების მოქმედებების ნეიტრალიზაცია იქამდე, სანამ ისინი მოასწრებენ ცოცხალი უჯრედების დაშლას. ადამიანის ორგანიზმს აქვს უნარი გამოიმუშაოს საკუთარი ანტიოქსიდანტები ფერმენტების სახით. ბევრი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი არის საკვებ პროდუქტებში, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში მოხვედრისას უჯრედის გადამრჩენელის ფუნქციას ასრულებენ. მათ შორის დიდად ეფექტურია ბეტა-კაროტინი (А ვიტამინი), ვიტამინი С, ვიტამინი Е და სელენი. გარდა ამისა, საკუთარი ანტიოქსიდანტების გამოსამუშავებლად ჩვენს ორგანიზმს სჭირდება საკმარისი რაოდენობით თუთია, სპილენძი და მარგანეცი. ანტიოქსიდანტები ქსოვილის ბუნებრივი მკურნალები არიან და შეუძლიათ დაზიანებული უჯრედების გამოჯანმრთელებას შეუწყონ ხელი.

Filed under: ცელულიტი · Tags: , ,

3 Responses to "ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია"

  1. Fitni Fitni ამბობს:

    ცელულიტთან ბრძოლის ერთ ძალიან სასაცილო მეთოდს მივაკვლიე ინტერნეტში ერთ რუსულ საიტზე, არ შემეძლო რომ დამეკარგა და დავდებ აქ პოსტად თარგმანს:
    “ეს მეთოდი მე შემთხვევით აღმოვაჩინე. ის შეიძლება სულელურად და სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ნებართვა ავიღე მის გამოყენებაზე.
    როგორც ვიცით არსებობს ცელულიტთან ბრძოლის ხერხი – ვაკუუმური მასაჟი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი ცდილობს რომ ჩვეულებრივი ქილებით გაიკეთოს. სამწუხაროდ, ქილებით არაფერი გამომდიოდა და მოულოდნელად აღმოჩენა გავაკეთე – ძლიერი მტვერსასრუტი!
    მტვერსასრუტის მილი წინასწარ კარგად იწმინდება ჭუჭყის და ნაგვისგან, სასურველია სპირტით. კანზე შევიზელთ ზეთს (ნუშის, ზეითუის+ლიმონის ზეთი, ან როზმარინის). მივიდებთ მტვერსასრუტს კანზე და ჩავრთავთ. მოძრაობას ვასრულებთ ზევით-ქვევით. სასურველია მილზე პატარა ფანჯარა იყო, რომ ვარეგულიროთ წნევა”.

    – აი ასეთი უცნაური მეთოდი ვიპოვე, თუმცა ვერაფერს გეტყვით მის შედეგიანობაზე (და უსაფრთხოებაზე ცალკე), ამაზე არც ავტორი წერს არაფერს, არც მე არ მიცდია :))))

  2. tamuna ამბობს:

    მაგარია ეგ ვარჯიში