FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ყველაფერი იოგას შესახებ

იოგა – დაისვენეთ მძიმე დღის შემდეგ

იოგა – დაისვენეთ მძიმე დღის შემდეგ

იოგა უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღწევად. მას ვერ მივაკუთვნებთ ფიტნესის რომელიმე სახეობას, ამით ალბათ ძალიან განვარისხებდით იოგის „გურუებს“, რადგან იოგა ცხოვრების ფილოსოფიაა და გარკვეულად აღმოსავლური რელიგიების ნაწილადაც მოიაზრებენ, თუმცა მისი ვარჯიშების სისტემის საშუალებით მიღწეული შედეგები, … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

დავით კანდელაკი: იოგა საწინააღმდეგო პოლუსია იმისა, რაც სოციუმში ხდება

დავით კანდელაკი: იოგა საწინააღმდეგო პოლუსია იმისა, რაც სოციუმში ხდება

იოგა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, მის ფსიქიკაზე, ის დაგეხმარებათ ჯანმრთელობისათვის სწორი და სასარგებლო ჩვევები გამოიმუშავოთ, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 ან 2 კვირაზე გათვლილი, იოგა კარგი სარეაბილიტაციო საშუალებაა, ბევრი დაავადების პრევენცია, ის ანტისტრესია და ა.შ. ეს ჩამოთვალი დიდია და ამიტომაა რომ იოგამ აღმოსავლეთის საზღვრები კარგა ხანია გამოანგრია და დასავლეთშიც მყარად მოიკიდა ფეხი, სადაც იოგას ჯგუფებში დასწრება თავისებური კარგ ტონადაც ითვლება. რატომ გახდა იოგა, ინდური კულტის განუყოფელი ნაწილი ასეთი პოპულარული დასავლეთში? – ალბათ იოგამ … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

იოგა ჯანმრთელობისათვის – კუნდალინი იოგა

იოგა ჯანმრთელობისათვის – კუნდალინი იოგა

კუნდალინი იოგა – ეს არის ერთერთი მიმდინარეობა იოგაში, სადაც მთავარ როლს სუნთქვითი ტექნიკა ასრულებს. კუნდალინი იოგას მიზანია ენერგიის მძლავრი ნაკადის, კუნდალინის გამოღვიძება, რომელიც ყველა ადამიანში არსებობს და მიძინებულია. კუნდალინი იოგას წარმოშობა -  როგორი სახითაც მას დღეს ვიცნობთ, დასავლეთ სამყაროს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იოგი ბხაჯანიმ (1929-2004) გააცნო. თავის ლექციებში იოგი ბხაჯანი გადმოსცემდა, თუ როგორ შეუძლია კუნდალინი-იოგას ადამიანში მიძინებული სულიერი ენერგიის გამოღვიძება, რომელიც გველის მსგავსად დახვეულია … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

იოგა ჯანმრთელობისათვის – აშტანგა იოგა

იოგა ჯანმრთელობისათვის – აშტანგა იოგა

აშტანგა იოგა – ასანების ზუსტად განსაზღვრული დინამიური თანამიმდევრობა, რომელიც შეიქმნა ჰათჰა იოგას საფუძველზე მე-20 საუკუნის შუა პერიოდში შრი პატტაბხი ჯოისის მიერ. აშტანგას ახალგაზრდების იოგასაც უწოდებენ, რადგან მასში იოგას სხვა მიმართულებებისაგან განსხვავებით არაა ხანგრძლივი ფიქსაციები, ის დინამიურია და გარკვეულ მომენტებში ცეკვასაც გვაგონებს. აშტანგა-ვინიასინი იოგას წარმოშობა სანკრისტიდან თარგმანში „აშტანგა“ ნიშნავს „რვა საფუძველს“ ან „რვა ტოტს“ ნიშნავს. ამ მიმართულების დამაარსებელი და ტრადიციის შემქმნელია შრი პატტაბხი ჯოისი (1915-2009) მაისორიდან (ინდოეთი). … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

იოგა ჯანმრთელობისათვის – ჰათჰა იოგა

იოგა ჯანმრთელობისათვის – ჰათჰა იოგა

  ჰათჰა იოგა - კლასიკური იოგის პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, სიტყვა „ჰათჰა“ ორი სანკრისტული ფუძისგან შედგება: „ჰა“ – მზე, „თჰა“ – მთვარე. ზოგიერთ ლექსიკონებში „ჰათჰა“ ნათარგმნია როგორც „შესრულებული ძალა“ ან „მძლავრი“. როგორც დამოუკიდებელი სწავლება, ჩამოყალიბდა მე-15 საუკუნეში. თუმცა ის, რასაც ჩვენ დღესდღეისობით ვეძახით იოგას, სწორედ ჰათჰა იოგაა.  დანარჩენი ბევრი მიმდინარეობის შესახებ – რაჯა იოგა, ბხაკტი იოგა, ჯნანა იოგა, აღმოსავლეთმცოდნეებმა ან ფილოსოფოსებმა თუ იციან. ესენი უპირველეს ყოვლისა ფილოსოფიური სწავლებებია, ვიდრე ფიზიკური … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

იოგა ჯანმრთელობისათვის, ასანები – მისალმება მზესთან

იოგა ჯანმრთელობისათვის, ასანები – მისალმება მზესთან

იოგას სისტემით რეგულარული ვარჯიში სასიკეთოდ მოქმედებს ჰორმონალურ და ვეგეტატიურ სისტემაზე, აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. იოგა ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას და სულიერი წონასწორობის მიღწევას. იოგას მთავარი მიზნები იოგაში წარმატების მიღწევა ყველას შეუძლია, ვინც სიზარმაცეს დაძლევს. ასაკს, სიმაღლეს, წონას, ჯანმრთელობის მდგომარეობას არ აქვს მნიშვნელობა: გააზრებული დატვირთვა და შეუპოვარი მეცადინეობა ყველა პრობლემას დაძლევს. მედიტაციის და ასანების, ანუ პოზების საშუალებით, რომლებიც ორგანიზმის სხვადასხვა სფეროებზე მოქმედებენ, იოგა ადამიანს  საკუთარი სხეულის, გონების … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ

დენის ოსტინი: იოგა წონაში დასაკლებად

დენის ოსტინი: იოგა წონაში დასაკლებად

დენისის ოსტინის ერთ-ერთი საკმაოდ წარმატებული პროგრამაა „იოგა გახდომის მსურველთათვის“. ვარჯიშები გათვლილია პრობლემურ ზონებზე და ყველა კუნთის ტონუსში მოსაყვანად. პროგრამა ვარჯიშების სამი კომპლექსისაგან შედგება: 1. 30 წუთი – იოგას ტრადიციული ასანები, რომლებიც კარგია ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, ზედმეტი კალორიების დასაწვავად და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. 2. 15 წუთი – სპეციალური ვარჯიშები ხელების, მხრების, ფეხების და დუნდულებისათვის. ხათხა-იოგაზე დაფუძნებული ეს ვარჯიშები საკუთარი სხეულის უკეთ ფლობას გასწავლით. … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი იოგას შესახებ, ცნობილების ფიტნესი და ვიდეოები