FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ცელულიტი

ანტიცელულიტური ვაკუუმური მასაჟი – ვიდეო

ანტიცელულიტური ვაკუუმური მასაჟი – ვიდეო

  ვაკუუმური მასაჟი -  მასაჟის საკმაოდ ძველი სახეობაა. ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში გამოიყენებოდა ბამბუკისაგან დამზადებული ქილები, ჩინეთიდან კი ვაკუუმურმა მასაჟმა ჩვენამდე მოაღწია. მას შემდეგ პროგრესი წინ წავიდა და სალონებში ვაკუუმური მასაჟისათვის გამოიყენება სპეციალური აპარატები, რომელთაც შეუძლიათ შექმნან ვაკუუმი როგორც მუდმივი რეჟიმით, ისე წნევის ცვლილებით, რომელიც დამატებითი შესაძლებლობების საშუალებას იძლევა. თანამედროვე პირობებში ვაკუუმური მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ჩვეულებრივი შუშის ქილის საშუალებით, ისე სპეციალური შუშის ქილებით, რომლებიც აფთიაქებში იყიდება, ელასტიური პლასტიკური … სრულად »

კატეგორიიდან: ცელულიტი

ვარჯიშების კომპლექსი ცელულიტის წინააღმდეგ

ვარჯიშების კომპლექსი ცელულიტის წინააღმდეგ

სასრურველი ეფექტის მისაღებად: – ყოველდღიურად 15 წუთი დაუთმეთ ქვევით მოცემულ 8 ვარჯიშს, უმჯობესია დილით; – კვირაში 1-3-ჯერ გააკეთეთ 30 წუთიანი კარდიო ვარჯიში, რომელიც კარგად ტვირთავს შემაერთებელ ქსოვილებს და აძლიერებს მათ; – კვირაში ორჯერ დაკავდით ცურვით; – მიიღეთ კონტრასტული შხაპი და გაიკეთეთ მასაჟი ჯაგრისით. დუნდულები და თეძოები დადექით ოთხზე მარჯვენა ფეხი აიღეთ იატაკიდან ისე, რომ არ გაშალოთ და ასწიეთ რაც შეგიძლიათ მაღლა, ერთი-ორი წამი შეაყოვნეთ ფეხი ამ პოზიციაში და დაუშვით, ისე რომ არ შეეხოთ იატაკს. … სრულად »

კატეგორიიდან: ცელულიტი

ანტიცელულიტური თაფლის მასაჟი, ვიდეო გაკვეთილი

ანტიცელულიტური თაფლის მასაჟი, ვიდეო გაკვეთილი

სიტყვა ცელულიტი  ლათინური სიტყვა „Cell“-დან  მომდინარეობს და ნიშნავს უჯრედს. ეს ტერმინი პირველად შემოიტანა 1973 წელს  ნიკოლ რანსარდმა (Nicole Ronsard), რომელმაც ჟურნალ „Vogue“-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა ქალის კანის ამ ნაკლის შესახებ და საუბრობდა მასთან ბრძოლის მეთოდებზე. მაშ ასე, რა არის ცელულიტი? ეს არის განსაკუთრებული ფორმით სტრუქტურიზებული ცხიმი. მისი სტრუქტურის თავისებურება ასახულია დასახელებაში – ეს არის ცხიმი არა გლუვი ფორმით, არამედ დაყოფილია უჯრედებად. თითოეული გროვა შედგება ცხიმისგან, ქსოვილთაშორისი სითხისგან და ეს ყველაფერი მოთავსებულია მყარ ბოჭკოვან ასე ვთქვათ პარკში. … სრულად »

კატეგორიიდან: ცელულიტი

ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია

ცელულიტთან ბრძოლის მეთოდები და სტრატეგია

  1. სისხლის მიმოქცევა როცა სისხლის მიმოქცევა მდორე და ინერტული ხდება სხეულის იმ მიდამოებში, რომელიც მიდრეკილია ცელულიტის წარმოშობისაკენ, ეს საბოლოო ჯამში შემაკავებელ ფაქტორად ჩამოყალიბდება. კაპილარული ქსელის შესუსტება კი იწვევს უჯრედშორის სივრცეებში სითხის დაგროვებას. უჯრედების ოპტიმალური კვების და სითხის მინიმალური შეკავებისათვის, მიკროცირკულაცია უნდა მაღალ ეფექტურ დონეზე მიმდინარეობდეს. სწორედ მიკროცირკულაციის პროცესის ეფექტურობის გაზრდა არის ცელულიტთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია. ამისათვის საუკეთესოა: სპორტი – ის ზოგადად ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის  … სრულად »

კატეგორიიდან: ცელულიტი

რა არის ცელულიტი და მისი გაჩენის მიზეზები

რა არის ცელულიტი და მისი გაჩენის მიზეზები

ცელულიტი მუდამ არსებობდა, მაგრამ ისტორიის მანძილზე მის მიმართ სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობდა. როცა ის გრძელი ფუშფუშა კაბების ქვეშ საიმედოდ დამალული და უცხო თვალისთვის მიუწვდომელი გახლდათ, ის თითქოს არც არსებობდა და არავის აღელვებდა. თუმცა, როგორც კი საკუთარი სხეულის გამომზეურება მოდური გახდა, ცელულიტი ჭარბ წონასთან ერთად ნომერ პირველ პრობლემად იქცა, ხოლო ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად კოსმეტიკურ სალონებში ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა ფიგურის კორექცია – წონაში დაკლება და ცელულიტის მოშორება გახდა. … სრულად »

კატეგორიიდან: ცელულიტი