FITNI.ge – Fitness, Health, Diet » პრობლემური ზონები და ცელულიტი

ჰორმონების გავლენა ცხიმის გადანაწილებაზე

ჰორმონების გავლენა ცხიმის გადანაწილებაზე

ეს არ არის პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი თემა ფიტნი.გე-ზე, რომელიც პრობლემურ ზონებს ეხება. ამიტომ, თავს აღარ შეგაწყენთ მისი ზოგადი მიმოხილვით და პირდაპირ პრობლემური ზონების “პრობლემის” კიდევ ერთ გამომწვევ მიზეზზე ვისაუბრებ. პრობლემური ზონების განლაგება პირდაპირ კავშირშია აღნაგობის ტიპთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნაგობა ეს უკვე შედეგია … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი

ვარჯიშები თხელი და ლამაზი ფეხებისათვის

ვარჯიშები თხელი და ლამაზი ფეხებისათვის

კვლავ ვუბრუნდები ყველაზე პრობლემურ თემას ქალებისათვის – ფეხების დათხელება. მიუხედავად არაერთი თემისა, რომელიც ფიტნი.გე-ზე განვიხილე, შემოსული კითხვები აჩვენებს, რომ ეს საკითხი ისევ აქტუალური რჩება. როგორც გასული თემებიდან ვიცით, სამწუხაროდ ჩვენი ფიზიოლოგია არაა ისე მოწყობილი, რომ დიეტა ან ვარჯიში მხოლოდ ფეხებზე ამცირებდეს ცხიმს. იმისათვის რომ გვქონდეს გამხდარი, თხელი ფეხები პირველ რიგში საჭიროა ზოგადად წონაში დავიკლოთ და ასევე ვიზრუნოთ ფეხების ფორმაზე, მის ვიზუალურ მხარეზე. … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი, ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ცხიმის წვა კონკრეტული ადგილებიდან, პასუხი ყველაზე ხშირ კითხვაზე – როგორ დავითხელოთ ფეხები?

ცხიმის წვა კონკრეტული ადგილებიდან, პასუხი ყველაზე ხშირ კითხვაზე – როგორ დავითხელოთ ფეხები?

მიუხედავად იმისა, რომ ფიტნი.გე-ზე არაერთი თემა მიეძღვნა პრობლემურ ზონებთან ბრძოლის საკითხს, გარჩეული იქნა სხეულის ტიპების მიხედვით წონის კლების თავისებურებები და პროპორციის გასაუმჯობესებლად რომელი დატვირთვის სახეობებია რეკომენდირებული, მაინც ვთვლი რომ ეს თემა არ არის ამოწურული, რადგან კვლავ არაერთი კითხვა შემოდის, რომელიც უმეტესად მუცლის ან ფეხების მიდამოებში ცხიმის კლებას ეკუთვნის. კონკრეტული ადგილებიდან ცხიმის მოშორების პრობლემა ძალიან პოპულარულია ფიტნესის სამყაროში. როგორც ამერიკის ვარჯიშების საბჭო … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი, წონის კლება

პრობლემური ზონები – როგორ დავითხელოთ ფეხები და შევამციროთ ბარძაყების გარშემოწერილობა?

პრობლემური ზონები – როგორ დავითხელოთ ფეხები და შევამციროთ ბარძაყების გარშემოწერილობა?

ქალის ორგანიზმს აქვს ასეთი ტენდენცია – ფეხები დათხელებას იწყებს, როცა სხეულის ცხიმის შემცველობა დაახლოებით 18%-ს აღწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ამ პრობლემურ ზონასთან ბრძოლას დაიწყებდეთ, საჭიროა ზუსტად განსაზღვროთ რა აძლევს მათ არასასურველ დიდ გარშემოწერილობას – ზედმეტი ცხიმი თუ განვთარებული კუნთი? … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი

პრობლემური ზონები – ფეხები, ბარძაყების ზომა

პრობლემური ზონები – ფეხები, ბარძაყების ზომა

ქალების უმეტესობისთვის პრობლემურ ზონას ფეხები, განსაკუთრებით კი ბარძაყები წარმოადგენს. თუ გაქვთ “A ტიპის“ სხეული, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ წონის კლების დროს სხეულის ეს ნაწილი ყველაზე რთულად ემორჩილება კლების პროცესს. ამიტომ ხშირად, როცა სასურველი წონა უკვე მიღწეულია, ეს ზონა ისევ ზრუნვის საგნად რჩება, რადგან მათი პროპორცია სხეულთან შედარებით დიდია. რა არის ბარძაყების ზომის განმსაზღვრელი ფაქტორები, რა მიზეზით არ ემორჩილებიან ისინი კლებას ადვილად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარებათ სწორედ აარჩიოთ ვარჯიში, რომელიც ზუსტად იქნება გათვლილი თქვენს მიზანზე და მორგებული იქნება … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი

სხეულის აგებულების ტიპები და ვარჯიშები მათთვის

სხეულის აგებულების ტიპები და ვარჯიშები მათთვის

ყველა, ვინც ერთხელ მაინც დაკავებულა ვარჯიშით, აუცილებლად გეტყვით, რომ არ არსებობს ისეთი სავარჯიშო პროგრამა, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერს. ქალების უმეტესობას აქვს „პრობლემური ზონები“, რომელთა დათხელება სურთ ან პირიქით ზომაში გაზრდა და ფორმის მიცემა. სასურველი შედეგის მისაღებად, სანამ ვარჯიშს დაიწყებდეთ, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თქვენი სხეულის ტიპი. ამით გათავისუფლდებით ვარაუდებისაგან და თქვენი მოთხოვნების შესაბამისად … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი

ცხიმი პრობლემურ ზონებში და ვარჯიში მათ წინააღმდეგ

ცხიმი პრობლემურ ზონებში და ვარჯიში მათ წინააღმდეგ

ქალების უმეტესობას აწუხებს „პრობლემური ზონები“ – სხეულის ის ნაწილები, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან ცხიმის დაგროვებას და რომლისგან გათავისუფლება მეტად რთულია. ეს ადგილებია ძირითადად თეძოები, დუნდულები და ქალების გარკვეული ნაწილისთვის ტრიცეპსები – მკლავის ქვედა მხარე. დიეტის და წონის დაკლების დროს ამ ადგილებიდან ყველაზე რთულად მიდის ცხიმი და წონის მომატებისას პირველ რიგში ისევ აქ გროვდება. რატომ არსებობენ „პრობლემური ზონები“ და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მათ? … სრულად »

კატეგორიიდან: პრობლემური ზონები და ცელულიტი, წონის კლება