FITNI.ge – Fitness, Health, Diet » ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ინტერვალური ტრენინგი – 9-ჯერ მეტი ცხიმის წვა

ინტერვალური ტრენინგი – 9-ჯერ მეტი ცხიმის წვა

ცნობილი გამოთქმაა, რომ წონის კლებაში 70% წილი ეკუთვნის კვებას, ხოლო 30% ვარჯიშს. თუმცა კითხვა, თუ როგორ შეიძლება ვარჯიში უფრო აქტიურად გამოვიყენოთ წონის დასაკლებად და გავზარდოთ მისი თანამონაწილეობა, ძალიან აქტუალურია როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს შორის. წონის დასაკლებად, როგორც წესი მიღებულია ურჩიო დაბალ ტემპში ძუნძული, ველოსიპედი, ცურვა, სპინინგი ან სხვა ტრადიციული აერობული დატვირთვები. ოფისის სკამს და მანქანის სავარძელს მიჩვეული ადამიანისათვის ეს მართლა კარგი დასაწყისია, თუმცა მონოტონური ვარჯიში მალე კარგავს თავის ეფექტურობას, მოსაწყენი ხდება, მით უმეტეს, რომ შედეგი რომელსაც … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ზრდის თუ არა ოფლისდენა ცხიმის წვის პროცესს?

ზრდის თუ არა ოფლისდენა ცხიმის წვის პროცესს?

ხშირად შეხვდებით ფიტნეს კლუბებში ან სავარჯიშო მოედანზე თბილად შეფუთნულ ან სამოსის შიგნიდან ცელოფნებში გახვეულ ადამიანებს, რომლებიც სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი გზით უფრო სწრაფად და ეფექტურად დაიკლებენ წონაში.მათი მთავარი არგუმენტია ის, რომ ვარჯიშის დროს მეტი ოფლი გამოიყოფა, ასე მეტი ცხიმი იწვება და წონაშიც სწრაფად იკლებენ. ამ არგუმენტებს ხშირად სპორტსმენების მაგალითი ამყარებს, ან რაც უფრო სამწუხაროა, შეიძლება ტრენერის ან დიეტოლოგის რჩევაც კი (ვივარაუდებ, ამის მიზეზი ან სწრაფი შედეგის ჩვენებაა ან ნაკლებ გაცნობიერება ამ საკითხში). … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

რომელი ვარჯიში უფრო ეფექტურია? ანუ სწრაფად მიზნისკენ

მინდა ვუპასუხო იმ კითხვას, რომელიც ძალიან ხშირად მესმის, მწერენ, მეკითხებიან – რომელი ვარჯიშია ეფექტური? ვფიქრობ, ფეისბუქის პოსტისთვის ეს შეიძლება ძალიან გრძელი გამოვიდეს და შემდეგ პოსტებში ჩაიკარგოს, ამიტომ ამ კითხვას ცალკე თემას მივუძღვნი. ბევრიფილოსოფიის გარეშე, მოკლედ და კონკრეტულად – ვარჯიშის ეფექტურობა - იცოდე მიზანი! პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მიზანი. როცა ვკითხულობთ რა უფრო ეფექტურია,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებული გვქონდეს – რისთვის ეფექტური? რაა ჩვენი მიზანი? – წონის კლება, ფორმების კორექცია, სპორტული მაჩვენებლების ამაღლება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება? … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ვარჯიშის არჩევა პრიორიტეტული მიზნების მიხედვით

ვარჯიშის არჩევა პრიორიტეტული მიზნების მიხედვით

ვაგრძელებ თემას, როგორ უნდა ავარჩიოთ რას ვივარჯიშებთ, რომ ჩვენი ვარჯიში ეფექტური იყოს. წინა თემაში შევთანხმდით, რომ თუ გვინდა ეფექტი, აუცილებლად უნდა განვსაზღვროთ სწორედ ჩვენი მიზნები. ის უნდა იყოს აუცილებლად კონკრეტული. თუ მიზანში სწორედ იღებ, მას აუცილებლად გაარტყავ, იმ შემთხვევაში თუ მიზანი გაურკვეველია, სად გაარტყავთ და რას მიიღებთ, მაგას ყველაზე გამოცდილი ინსტრუქტორიც კი ვერ გეტყვით. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩამოყალიბდით რა გსურთ, რა არის თქვენი პრობლემა და მიზანი, კარგი იქნება თუ გამოცდილ ადამიანს ან ინსტრუქტორს გაესაუბრებით, ის სწორედ … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

რომ გადახვალთ, გააჩერეთ! – ვარჯიშზე მივდივარ!

რომ გადახვალთ, გააჩერეთ! – ვარჯიშზე მივდივარ!

7 აპრილი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეა. ამიტომ მინდა ფიტნი-ს ვექტორი სულ ოდნავ მოვაბრუნო და ჯანმრთელობაზე ვისაუბროთ – თემა, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ცხოვრების წესთან. რა არის ჯანმრთელობა? – იცით ამ კითხვაზე პასუხი? რა ასოციაცია გვიჩნდება როცა ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ? დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგანს ასე წარმოუდგენია – ეს არის … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ვენების ვარიკოზული დაავადება და ვარჯიში

ვენების ვარიკოზული დაავადება და ვარჯიში

ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული დაავადება, ყველაზე ხშირად ფეხების ვენებს აზიანებს, ხოლო ფეხებზე ვარჯიშის დროს ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის. დასაშვებია კი მაშინ ვარჯიშის და ვარიკოზის ერთად შეთავსება? სპეციალისტები თვლიან, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ვარჯიში არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. როცა ოპერატიული მკურნალობის ჩვენება არ … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

კოორდინაციის პრობლემა ვარჯიშის დროს

კოორდინაციის პრობლემა ვარჯიშის დროს

ადამიანებისთვის, რომლებიც იწყებენ ვარჯიშს და ფიტნესის ისეთ სახეობებს მიმართავენ, სადაც აქტიურად უწევთ მოძრაობა, მოძრაობის ცვლილება, სივრცეში გადაადგილება, ქორეოგრაფიის გამოყენება (აერობიკა, სტეპ-აერობიკა, ზუმბა ფიტნესი), ნაცნობია კოორდინაციის პრობლემა. ხშირად ისინი გაურბიან ასეთი ტიპის დატვირთვებს და ცდილობენ ფიტნესის ისეთი მიმართულება აირჩონ, სადაც არ ექნებათ საფიქრელი, საით და როგორ იმოძრაონ და ამას მის ნაცვლად სტატიკური რკინის ტრენაჟორი … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ

ზუმბა ფიტნესი – ეფექტური, სახალისო და ყველასთვის!

ზუმბა ფიტნესი – ეფექტური, სახალისო და ყველასთვის!

ზუმბა ეს არის ენერგიული, ჩამთრევი, მხიარული და ეფექტური საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკულ სტილში, რომელიც აერთიანებს ფიტნესის და აერობიკის საფუძვლებს და ტონუსში და ფორმაში მოჰყავს სხეული, ასევე უზრუნველყოფს იდეალურ კარდიოდატვირთვას და კუნთების ტონუსს. საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობენ სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით ფეხები, დუნდულები, ხელები და პრესი. ზუმბა ფიტნესის მონაწილეები სწრაფად და ადვილად ითვისებენ პროგრამას და აქ არა აქვს მნიშვნელობა გაქვთ თუ არა ცეკვის გამოცდილება. თუ მთელი ცხოვრება გერიდებოდათ ცეკვა და თვლიდით რომ ეს თქვენ არ … სრულად »

კატეგორიიდან: ყველაფერი ვარჯიშის შესახებ