კეტოგენური (კეტო) დიეტა – დიეტა, რომელიც შიმშილის გრძნობას კლავს

კეტო დიეტა თავდაპირველად, ზოგიერთი დაავადებების სამკურნალოდ გამოჩნდა, თუმცა შემდეგ მისი პოპულარობა გაიზარდა და თავისი ადგილი იპოვა დიეტოლოგიაში.

კეტო დიეტის პრინციპი:

როგორც წესი ადამიანის ორგანიზმი ენერგიას ნახშირწყლებიდან იღებს, რომელსაც შემდეგ გლუკოზად გადააქცევს. ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებით, დღეში 20 გრამზე ქვევით, გლუკოზის რაოდენობა კრიტიკულად მცირდება – ნორმალური ფუნქციონირების და ცხიმების დაჟანგისათვის არაა საკმარისი ენერგია. ამიტომ ორგანიზმი იწყებს ალტერნატიული ენერგიის მიღების პროცესს – კეტოზს. ეს არის ცხიმების დაშლის პროცესი, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება კეტონური სხეულები და ის გამოიყენება ალტერნატიული ენერგიის წყაროდ.

ჩვეულებრივ მდგომარეობაში სისხლში კეტონური სხეულების კონცენტრაცია ძალიან დაბალია, რადგან მათ აუცილებლობას გლუკოზა ანაცვლებს და ორგანიზმს არ სჭირდება დამატებითი ენერგია. კეტოზის პროცესში კეტონური სხეულების კონცეტრაცია მკვეთრად მაღლდება.

კეტოზის მდგომარეობა შეიძლება მიღწეული იქნებს რამდენიმე დღიანი შიმშილითაც, თუმცა ეს საკმაოდ რთული და მავნე საშუალებაა. კეტო დიეტა – ეს არის სრული შიმშილის ალტერნატივა, რომელიც ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს. საკვებთან ერთად ვიღებთ ყველა აუცილებელ ნივთიერებებს და არ ვგრძნობთ შიმშილს. ამოვიღებთ მხოლოდ ნახშირწყლებს და ორგანიზმს საშუალებას ვაძლევთ გაუშვას ცხიმების დაშლის პროცესი.

კეტო დიეტის პლიუსები

ამ დიეტის ერთერთი მინუსია, რომ ხშირად მისი პროცესის არსი არ ესმით. ადამიანებს უჭირთ გაიგონ, როგორ შეიძლება ერთდროულად ჭამო და თან გახდე. ასევე ეშინიათ, რომ ტვინი გლუკოზის გარეშე ვერაფრით შეძლებს კვებას.

კეტო დიეტის მთავარი მინუსი არადაბალანსებული კვებაა. ამოღებულია ნახშირწყლები და გაშვებულია ორგამიზმში ისეთი პროცესები, რომელიც ჩვეულებრივ მდგომარეობაში უცხოა ადამიანისთვის, იზრდება დატვირთვა ღვიძლზე. ეს საშიშია ჯანმრთელობისათვის.

კეტო დიეტა აკრძალულია დიაბეტიანებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის.

კეტოზის დროს შესაძლებელია პირში, სხეულზე ან შარდში აცეტონის სუნის გაჩენა. ეს ინდივიდუალური მოვლენაა და ზოგიერთისთვის ზოგჯერ შეუმჩნეველიც. ამ სუნის მინიმიზაციისათვის საჭუროა დღეში 2 ლიტრ წყალზე მეტის სმა, რომ აცეტონი უფრო აქტიურად გამოვიდეს.

ბოსტნეულის სიმცირემ შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები წარმოქმნას.

დოქტორი ბერგი კეტო დიეტის შესახებ, როგორ რეგულირდება ინსულინი, რის შედეგადაც წონა კლებას იწყებას:

კეტო დიეტის მენიუ

საკვებიდან მთლიანად ამოღებულია ნახშირწყლები, რაც ნიშნავს, რომ არაა დაშვებული: ტკბილეული, ბურღულეული, ხილი, ცომეული, სახამებლიანი ან ტკბილი ბოსტნეული (მაგ: ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი). შეიძლება მხოლოდ მწვანე ბოსტნეული და მათი მიღებაც არ უნდა ამატებდეს დღეში 20-50 გრამს. დარღვევის შემთხვევაში და მეტი ნახშირწყლების გამო, სისხლში შაქრის მკვეთრი ნახტომები გაგრძელდება. ამიტომ არ მოხდება ორგანიზმის ალტერნატიულ ენერგიაზე გადასვლა და კეტოზის პროცესის დაწყება, რადგან ორგანიზმი ძველებურად დაიწყებს ნახშირწყლების მიღების ლოდინს.

დაშვებული პროდუქტები:

  • მცენარეული ზეთი და ნაღების კარაქი (სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ქოქოსის ზეთს);
  • თხილეული;
  • კვერცხი;
  • ნებისმიერი ხორცი, მათ შორის ღორის, ფრინველის, თევზის და ზღვის პროდუქტების.
  • სოკო;
  • მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, პომიდორი მცირე რაოდენობით;
  • რძის პროდუქტები ცხიმის შემცველობით, გარდა რძისა.

აკრძალული პროდუქტები:

  • ნებისმიერი საკონდიტრო ნაწარმი, ფქვილისგან დამზადებული, ცომეული;
  • გადამუშავებული ხორცის პროდუქტები (ძეხვეული, სოსისები), მათში შაქრის შემცველობის გამო;
  • ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენიბით შაქარს და ნახშირწყლებს, მაგალითად სიმინდი და კარტოფილი;
  • ხილი და ჩირეული (დაშვებულია მხოლოდ მცირე რაოდენობით კენკრა)
  • ნებისმიერი ალკოჰოლი, რომელიც შეიცავს შაქარს.

როგორაა განაწილებული მაკრონუტრიენტები კეტო დიეტაში?

  • ცხიმები – 70%
  • ცილები – 25%
  • ნახშირწყლები – 5%

შედეგები.

რაციონიდან ნახშირწყლების ამოღება, ორგანიზმს არ აძლევს საშუალებას იმუშაოს ძველი მოდელით: ცხიმები შეინახოს მარაგებში, ხოლო ნახშირწყლები გამოიყენოს როგორც ძირითადი ენერგია. კეტო დიეტის საშუალებით სხეული იწყებს ენერგიის წყაროდ ცხიმის გამოყენებას და ეშვება კეტოზის პროცესი. მაღალკალორიული საკვები ანაყრებს და ხელს უშლის დარღვევებს. არ არის ძლიერი შიმშილის გრძნობა, რადგან სხეულში არაა შაქრის დონის მკვეთრი ნახტომები.

ამ დიეტის მთავარი პლიუსია, რომ წასული წონა არ ბრუნდება, რადგან არ ხდება კვების სტილის მკვეთრი შეცვლა და ხელოვნურად დაწეული კალორაჟის დონის ისევ მაღლა აწევა. თუმცა იმის გამო, რომ ეს დიეტა წვავს ცხიმს, კვირაში ცოტას დაიკლებთ, მაგრამ ეს დაკლებული იქნება ცხიმის წონა. შეგახსენებთ, რომ სხვა დიეტების დროს, წყლის რაოდენობის დიდი კარგვის გამო, პირველ ეტაპზე საკმაოდ ბევრს იკლებთ სწორედ ამ წყლის წონას. ცხიმის წონა სწრაფად არ ანაზრაურდება, რასაც ვერ ვიტყვით წყლის წონაზე, რომელიც ადვილად ბრუნდება უკან.

2 thoughts on “კეტოგენური (კეტო) დიეტა – დიეტა, რომელიც შიმშილის გრძნობას კლავს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.