დაბალკალორიული რეცეპტი – ყაბაყი ბრინჯით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები:

  • ყაბაყი – 1 ცალი (260გრ.)
  • ბრინჯი მოხარშული – 500გრ.
  • სტაფილო – 1 ცალი (150 გრ.)
  • ბულგარული – 1 ცალი (60 გრ.)
  • პომიდორი – 2 ცალი (360 გრ.)
  • ხახვი – 1/2 ცალი (45 გრ.)
  • ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ

მომზადების წესი:

ტაფის ძირში დავასხათ ოდნავ წყალი და დავალაგოთ მრგვლად დაჭრილი ყაბაყი. დავახუროთ მჭიდროდ სახურავი, წყალი რომ დაშრება, ყაბაყი ოდნავ შეიბრაწება და ამოვატრიალოთ მეორე მხარეს. რომ გამზადდება ამოვალაგოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგარული, გახეხილი სტაფილო ჩავყაროთ ქვაბში ან ტაფაში, რომლის ძირში ასევე ასხია ცოტა წყალი. მოვშუშოთ ასევე. ბოსტნეული ძალიან არ უნდა დარბილდეს და არ უნდა ჩაიშალოს. რამოდენიმე წუთში დავაყაროთ ზედ მოხარშული ბრინჯი, 1-2 წუთი ერთად ვშუშოთ და გამოვრთოთ გაზქურა. ბოლოს დავაყაროთ გამზადებული ყაბაყი, დაჭრილი პომიდორი, დავასხათ 1 სუფრის კოვზი ზეთი და დავახუროთ მჭიდროდ ჭურჭელს. ასე დავტოვოთ რამდენიმე წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და პილპილი გემოვნებით და ბოსტნეულის კერძი მზადაა.

ეს რეცეპტი არის ნახშირწყლოვანი, ამიტომ მასთან კომბინაციაში კარგი იქნება ნებისმიერი ცილოვანი პროდუქტის დამატება – ხორცეული და თევზი.

სრული წონა – 1385 გრ. სულ: 887 კალორია.

  • ცილა – 20 გრ.
  • ცხიმი – 14 გრ.
  • ნახშირწყლები – 168 გრ.

აქედან 100 გრამში სულ: 64 კალორია.

  • ცილა – 1,5 გრ.
  • ცხიმი – 1 გრ.
  • ნახშირწყლები – 12 გრ.

One thought on “დაბალკალორიული რეცეპტი – ყაბაყი ბრინჯით და ბოსტნეულით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.