წონის კლების ონლაინ პროგრამა – FAQ ხშირად დასმული კითხვები

წონის კლების ონლაინ პროგრამა – #ჩემიონლაინტრენერი მოიცავს ვარჯიშის და სწორი კვების პროგრამას, ასევე ტრენერის კონსულტაციას და პროგრამის მიმდინარეობის პროცესში კონტროლს.

პროგრამის ფორმა: ონლაინ, დისტანციური.

მიზანი: წონის დაკლება.

შედეგი: წონის კლება, ფორმების გაუმჯობესება, ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავება, შედეგის ხანგრძლივი შენარჩუნება, ენერგიის მომატება, ფსიქოლოგიური განწყობის გაუმჯობესება.

 

დეტალური ინფორმაცია იხ. აქ: წონის კლების 4, 8 ან 12 კვირიანი პროგრამა

პროგრამის შესაკვეთად უნდა დამიკავშირდეთ ფეისბუქზე პირადი შეტყობინების საშუალებით —https://www.facebook.com/fitni.ge/

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები:

რა პროდუქტები შედის კვებაში?

  • ხილი და ბოსტნეული
  • ქათმის, საქონლის ხორცი და თევზი
  • რძის პროდუქტები – ხაჭო, მაწონი, ყველი
  • ბურღულეული
  • ტკბილეული – ჩირის და შავი შოკოლადის სახით

რა სახის დიეტაა?

  • თქვენ იღებთ 2 ტიპის დიეტას – პირველი ეს არის წონის დასაძრავი და განსატვირთავი დიეტა, მეორე არის ჯანსაღი დაბალანსებული დიეტა, რომელშიც შედის ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები.

ვშიმშილობ თუ არა დიეტის მანძილზე?

  • დიეტა შიმშილს არ ნიშნავს. მოწესრიგებულ ჯანსაღ დიეტაზე გადასვლისას, აღმოაჩენთ რომ შეგიძლიათ უამრავი საკვების მიღება, იყოთ დანაყრებული და ამ დროს მიმდინარეობდეს წონის კლება. შეგიძლიათ ძალიან გემრიელად ჭამოთ და თან დაიკლოთ. მთავარია ზომიერების გრძნობა გამოიმუშაოთ.

ვის გაუჭირდება დიეტის დაცვა?

  • ვისაც არ უყვარს ფიქრი და არ უნდა სამზარეულოში დღეში სულ რაღაც 30 წუთის დახარჯვა.

როგორ გავხადო დიეტის დაცვა ადვილი?

  • 1 კვირა და სრულიად საკმარისია, რომ თქვენ ეს ყველაფერი მარტივ ჩვევაში გადაზარდოთ. სამზარეულოში სულ უნდა გქონდეთ ხილი და ბოსტნეული, ბურღულეული, რძის პროდუქტები, რომლის ყიდვა 3 დღეში ერთხელაც შეიძლება. დამერწმუნეთ ჯანსაღი კვების მომზადებას 15-20 წუთზე მეტი არ სჭირდება. მთავარია თქვენს მაცივარში ყოველთვის იყოს ასეთი სახის პროდუქტები. რა და როგორ მოვამზადოთ უმარტივესი რეცეპტები შეგიძლიათ „დიეტამანიის და რეცეპტები“-ს ჯგუფში ნახოთ და თავად საიტზეც.

რა სახის ვარჯიშებია?

  • ვარჯიშები გათვლილია სახლის პირობებზე, არის ჩემი პროგრამის ვიდეო ვერსია. მოყვება ინსტრუქციები. აქვს დონეები, რომელსაც შევარჩევთ თქვენი მომზადების დონის მიხედვით. ვარჯიში გათვლილია ნივთიერებათა ცვლის დაჩქარებაზე, ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ენერგიის მომატებაზე და სხეულის ფორმების კორექციაზე.

თუ პროგრამაში მითითებულ ვარჯიშებს კიდევ სხვა ვარჯიშს დავუმატებ ან სირბილს მექნება თუ არა ეფექტი?

  • დაიმახსოვრეთ, წონის კლება არ არის ბევრი ვარჯიში და არც ექსტრემალური მცირე კვება. კლება ეს არის დაბალანსებული რეჟიმი. ვარჯიშის მომატება ან მოკლება, კვების მომატება ან მოკლება – გამოიწვევს ან სტრეს ფაქტორის მომატებას ან ენერგეტიკული ბალანსის დარღვევას, რომელის შედეგის პროგნოზირება რთული იქნება. ბალანსი არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

რა გარანტია მაქვს რომ დავიკლებ?

  • ამისათვის საჭიროა ვიცოდეთ, როგორ ხდება წონის კლება? – ეს ხდება: კვების მოწესრიგებით, მავნე კალორიული პროდუქტების ჯანსაღი პროდუქტების შეცვლით, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების დაბალანსებული რაოდენობით, ფიზიკური აქტიურობით, საჭიროა დავხარჯოთ მეტი ენერგია, ვიდრე ვიღებთ კვებიდან, ვარჯიშის და დიეტის სწორი ბალანსით და ეს არის გარანტია რომ წონის კლება მოხდება, თუ თქვენი ჰორმონალური ფონი წესრიგშია.

დაიცავთ ყველაფერს ზედმიწევნით? იქნებით სტაბილურები? – მაშინ გარანტია არის.

ვინ ადგენს პროგრამას?

  • პროგრამის ავტორია – ნინა ილურიძე, რომელიც ფიტნესის სფეროში უკვე 7 წელია მოღვაწეობს, არის წონის კლების შესახებ წიგნის ავტორი, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცა და იყიდება ამაზონზე, ასევე არის 200-ზე მეტი სტატიის ავტორი, რომელიც ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს, კვებას, წონის კლებას, ვარჯიშს, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა პროფესიონალების მხრიდან. არის ვიდეო კურსის ავტორი. არის ფიტნეს ტრენერი, აქვს უამრავ ადამიანთან მუშაობის გამოცდილება, ატარებს ონლაინ კონსულტაციებს და ა.შ.

გამოდგება თუ არა სხვისი პროგრამა ჩემზე?

  • ასეთ შემთხვევაში თქვენ დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვარდებით, როგორც ინტერნეტში ნაპოვნი დიეტების და იუტუბეს სავარჯიშო პროგრამის შემთხვევაში. აკეთებთ იმას, რაც არაა გათვლილი თქვენზე, არ შეეფერება თქვენს დონეს, ცხოვრების წესს, არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ნიუანსი. წვალობთ, გადიხართ შეცდომებს და ხარჯავთ დიდ დროს, სანამ სწორ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ.

და უმთავრესი მომენტი! – თქვენ მოკლებული ხართ ტრენერთან კავშირს, რომელსაც შეუძლია სწორედ წარმართოს ეს პროცესი, პრობლემების და კითხვების შემთხვევაში მიმართოთ, განიხილოთ კლების პროგრესია და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ ცვლილებები.

რამდენს დავიკლებ წონაში?

  • დაიმახსოვრეთ, ეს არ არის ექსტრემალური დიეტის კურსი, რომელიც გპირდებათ დაიკლოთ სასწაული რაოდენობის კილოგრამები მოკლე დროში, ისე რომ არაფერი შეცვალოთ. კლება გათვლილია ჯანსაღ კვებაზე და ფიზიკურ აქტიურობაზე. არ შედის არანაირი დანამატები, წონის კლების მასტიმულირებლები, კოქტეილები და ა.შ.

ჯანსაღი კლების ფარგლებში 3-8 კგ. არის საშუალო მაჩვენებელი თვეში, რომელიც დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე – ასაკზე, ახლანდელ წონაზე, სხეულის მასის ინდექსზე, ცხოვრების რეჟიმზე, სტრეს ფაქტორებზე, ჰორმონალურ ფონზე, გენეტიკაზე, წლის სეზონზეც კი და ა.შ. უამრავი ფაქტორი მუშაობს წონაზე, ამიტომ ზუსტი ციფრის ან რამე შთამბეჭდავი არარეალური ციფრის დასახელება უბრალოდ არაპროფერსიონალიზმის მაჩვენებელია.

პროგრამა გათვლილია გონიერ ადამიანებზე, რომელთაც ცხოვრების წესის შეცვლა სურთ, არ ელიან არანაირ სასწაულებს, ისე რომ თავად არაფერი შეცვალონ, სურთ წონის კლებასთან ერთად ჯანმრთელობა შეინარჩუნონ, არ სურთ კლება სტრესის საშუალებით, სურთ გრძელვადიანი შედეგი.

რა დანახარჯები მექნება პროგრამის მანძილზე და რა დამჭირდება?

  • პროგრამის ფასი მინიმალურია, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. 4 კვირიანის ფასი – 20 ლარია.

თქვენი მხრიდან საჭიროა სურვილი და მზაობა ცვლილებებისკენ, რადგან თუ თავად არ შევცვლით ფიქრებს, ქმედებებს, რეალობის აღქმას – არც ჩვენი გარეგნობა შეიცვლება და ცხოვრება.

არის ოქროს კანონი, რასაც უნდა მისდიოთ – განსხვავებული მოქმედებები იწვევს ცვლილებებს! როცა აკეთებთ და ფიქრობთ ისევ ისე როგორც ადრე – თქვენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება!
კვებისათვის –  დაგჭირდებათ იმ პროდუქტების შეძენა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, საშუალო დანახარჯი დღეში 15 ლარია.

დაგჭირდებათ ასევე პროდუქტების სასწორი, რადგან საკვები პორციები უნდა აწონოთ, რათა ნახოთ თქვენი ნორმა, თუმცა რამდენიმე დღეში უკვე თვალის ზომითაც დაიმახსოვრებთ რა პორცია გეკუთვნით.

ვარჯიშისათვის – არ გჭირდებათ დამატებითი აღჭურვილობის ყიდვა, საკმარისია მხოლოდ საფენი და პატარა ადგილი, რომ შეასრულოთ ვარჯიშები.

 

პროგრამის შესაკვეთად უნდა დამიკავშირდეთ ფეისბუქზე პირადი შეტყობინების საშუალებით —https://www.facebook.com/fitni.ge/

 

შედეგები:

 

 

 

 

 

 

 

მინუს 50 კილო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფეისბუქ გამოხმაურებების ნაწილი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უფრო მეტი შედეგების სანახავად, დაგვემატეთ ჯგუფში: დიეტამანია და რეცეპტები

პროგრამის შესაკვეთად უნდა დამიკავშირდეთ ფეისბუქზე პირადი შეტყობინების საშუალებით —https://www.facebook.com/fitni.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *