3 დაბალკალორიული რეცეპტი დიეტისათვის

ამ დაბალკალორიული რეცეპტების მომზადებას არ სჭირდება დიდი დრო, მარტივია და შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანსაღი დიეტის დროს. 

1. ქათმის ფილე ბრიჯით და ბარდით

დაბალკალორიული დიეტური რეცეპტი

✅ ქათმის ფილე – 100 გრ
✅ ბრინჯი – 220 გრ.
✅ პომიდორი – 1ც. (85 გრ.)
✅ ბარდა – 100 გრ.
✅ ყვავილოვანი კომბოსტო – 60 გრ.

✅ ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ
✅ სოიოს სოუსი – გემოვნებით

✅ მარილი, შავი და წითელი პილპილი –  გემოვნებით

 

(ფილეს, ბრინჯის და ყვავილოვანი კომბოსტოს წონა მოცემულია მომზადებულის სახით)

 მომზადება:

ქათმის ფილე წინასწარ ამოვავლოთ სოიოს სოუსში, გავუკეთოთ მარილი, შავი პილპილი და წითელი წიწაკა გემოვნებით და შევწვათ ტაფაზე, სადაც დავუმატებთ ½ სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს.

ასევე მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე ყვავილოვანი კომბოსტო სოიოს სოუსით, მარილი, პილპილი და დავუმატოთ დარჩენილი მცირეოდენი ზეთი.

დავალაგოთ თეფშზე ლამაზად ბრინჯი, ბარდა, მომზადებული ფილე, ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი და ჩვენი კერძი მზადაა. 

📌 სრული წონა 575 გრ.სულ 553 კალორია
ცილა – 37 გრ.
ცხიმი – 13 გრ.
ნახშირწყლები – 70 გრ.

📌 100 გრამზე96 კალორია
ცილა – 6 გრ.
ცხიმი – 2 გრ.
ნახშირწყლები – 12 გრ.

 

2. მოშუშული ბროკოლი და სტაფილო

✅ ბროკოლი – 290 გრ.
✅ სტაფილო – 2ც. პატარა (100 გრ.)
✅ ხახვი თეთრი – 1ც.
✅ მწვანე ხახვი – 3ც. (30გრ.).
✅ მარილი და პილპილი გემოვნებით

 

  

 

  მომზადება: 

ბროკოლი 1-2 წუთი გავაჩეროთ ადუღებულ წყალში. თეთრი ხახვი და სტაფილო ცხიმის გარეშე ჩავშუშოთ ტაფაზე, შევურიოთ დაჭრილი ბროკოლი. 3-4 მოვშუშოთ ესენიც თავდახურულ ტაფაში. როცა მზად იქნება დავაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

 📌 სრული წონა 495გრ.სულ 158 კალორია
ცილა – 12 გრ.
ცხიმი – 1 გრ.
ნახშირწყლები – 32 გრ.

📌 100 გრამზე31 კალორია
ცილა – 2 გრ.
ცხიმი – 0,25 გრ.
ნახშირწყლები – 6,5 გრ.

 

 3. მსუბუქი გარნირი ბრინჯით და ბარდით 

✅ ბრინჯი – 100 გრ.
✅ პომიდორი – 1ც. (85 გრ.)
✅ ბარდა – 40 გრ.
✅ სტაფილო – 1ც. (75 გრ.)

✅ მარილი და შავი პილპილი –  გემოვნებით

(ბრინჯის წონა მოცემულია მომზადებულის სახით, დანარჩენის ცოცხალი სახით)

 

ტაფის ძირზე დავასხათ ცოტა წყალი და მოვთუშოთ სტაფილო, დავაყაროთ ბარდა და შევურიოთ მომზადებული 100 გრამი ბრინჯი. დავამატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

დავალაგოთ 1 დაჭრილი პომიდორი და ჩვენი კერძი მზადაა.  შეგიძლიათ გამოიყენოთ გარნირად ნებისმიერ ხორცეულთან.

 📌 სრული წონა 310 გრ.სულ 183 კალორია
ცილა – 7 გრ.
ცხიმი – 0,8 გრ.
ნახშირწყლები – 37 გრ.

📌 100 გრამზე59 კალორია

ცილა – 2 გრ.
ცხიმი – 0,25 გრ.
ნახშირწყლები – 12 გრ.

 

ჩვენი დიეტამანია და რეცეპტების ჯგუფი, შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/groups/224349634781179/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.