წონის კლების ონლაინ 4, 8, 12-კვირიანი პროგრამები

რატომ შეიქმნა ეს პროგრამა?

ჩემი საიტის არსებობის და ტრენერობის პრაქტიკის განმავლობაში (7 წელი) უამრავი კითხვა მოდიოდა, იმ ადამიანებისაგან, ვისაც არ ჰქონდა საშუალება ჩემთან მოსულიყო დარბაზში მიეღო, ევარჯიშა ჩემს ჯგუფში ან აეღო პერსონალური გაკვეთილები, მიეღო კონსულტაცია, დაეკლო წონაში. ონლაინ კონსულტაციებს საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა. ბევრმა სწორედ ასეთი მიმოწერის, რჩევების და სტატიების კითხვით მიიღო დაიკლო წონა და უამრავი მადლობის წერილი მომსვლია მათგან. გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამისთვის უფრო სრულყოფილი და ჩამოყალიბებული პროგრამული სახე მიმეცა. პერსონალური ტრენერი, პროგრამა და კვების გეგმა რეალურ დროში ხომ საკმაოდ თანხები ჯდება (თუნდაც ჩემთან), ხოლო ონლაინ პროგრამა ძალიან ბევრ პრობლემას გადაწყვეტდა ნაკლები ფინანსური და დროის დანახარჯებით.
ასე რომ, პროგრამა მზადაა, ის უკვე ამოქმედდა და ძალიან სწრაფად აკრიფა მომხმარებლები.

√ პროგრამის მისაღებად დამიკავშირდით: ფეისბუქის პირად შეტყობინებაში
√ პროგრამის ფასი 20/25/30 ლარი გეგმის ხანგრძლივობის შესაბამისად – 4/8/12-კვირიანი პროგრამა.

პროგრამის შესახებ ხშირად დასმული კითხვები:

  • რას წარმოადგენს და რა ტიპისაა ეს პროგრამა?

ეს არის ონლაინ პროგრამა, რომელიც თქვენი მონაცემების გამოგზავნის და კონსულტაციის გავლის შემდეგ იწერება და თქვენს მიზნებზე იქნება გათვლილი. ამ პროგრამით თქვენ დროის და ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე შეძლებთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

თქვენ იღებთ:

  • პროგრამის გეგმას, სადაც კვირებითაა გაწერილი რომელ დიეტას და სავარჯიშო პროგრამას იყენებთ და რომელ დღეებში;
  • დიეტის PDF ფაილებს;
  • სავარჯიშო ვიდეო პროგრამის ლინკებს და პაროლებს.

ვისთვის გამოდგება ეს პროგრამა?

  • ვინც დაიღალა ზედმეტი წონით;
  • ვისაც ახალი და ლამაზი სამოსის შეძენა სურს;
  • ვისაც სურს ზაფხულისთვის არ მოერიდოს ზღვაზე წასვლა;
  • ვისაც სიმსუბუქე და სილაღე ენატრება;
  • ვინც დაიღალა ზედმეტი შენიშვნებით წონის გამო;
  • ვისაც უბრალოდ საკუთარი თავი უყვარს.

რა შედეგის მიღება შემიძლია ამ პროგრამით?

  • წონის დაკლება;
  • ფორმების გაუმჯობესება;
  • წონის შენარჩუნება;
  • ჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის გამომუშავება.

 რამდენი ხანი შემიძლია პროგრამის გამოყენება?

პროგრამები თქვენი მიზნის მიხედვით დაყოფილია:

  • 4-კვირიანი;
  • 8-კვირიანი;
  • 12-კვირიანი პროგრამები.

ან უბრალოდ მიიღეთ თქვენი ფაილები და დაალაგეთ თავად თქვენი დროში დასახული მიზნების მიხედვით.

რა გარანტია მაქვს რომ დავიკლებ?

წონის კლებას ერთი ფორმულა აქვს, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის – ეს ნეგატიური კალორაჟია. თქვენ უნდა დახარჯოთ მეტი კალორიები, ვიდრე მიიღებთ, რის შედეგადაც ორგანიზმი იწყებს ცხიმების წვას. ჩემს შედგენილ პროგრამაში გამორიცხულია ის შეცდომები, რასაც ხშირად უშვებენ დამოუკიდებელი დიეტის დაცვის დროს – არასწორი პროდუქტები, არასწორად დალაგებული დღის განმავლობაში, არასწორად განაწილებული კვების რაოდენობა და ა.შ. რის შედეგადაც ძალიან ხშირად გვესმის ფრაზა – ცოტას ვჭამ (ან თითქმის არ ვჭამ) და ვერ ვიკლებ.

გარანტია?

მიღებულ ფაილებში თქვენ სკუპრულოზულად დაანგარიშებული კალორიები დაგხვდებათ, სადაც დაინახავთ რა რაოდენობის ჩამოჭრა მოხდება თქვენი კვებიდან, რომ წონის კლება დაიწყოთ.  კვების დანაკლისის გარდა, თქვენ ვარჯიშის დროსაც დახარჯავთ ენერგიას, კალორიების სახით.

ეს ფორმულა, მთლიანად სწორედ გათვლილ გეგმასთან ერთად – წონის კლების საშუალებებია, ხოლო თქვენი მონდომება, ნებისყოფა და დასახულ მიზნამდე მოთმინებით სიარული, ეს არის თქვენი შედეგის გარანტია.

ვინ არის პროგრამის ავტორი?

პროგრამის ავტორია ნინა ილურიძე, ამ სფეროში 7 წლის მუშაობის გამოცდილებით. უფრო მეტი ჩემს შესახებ იხილეთ ტრენერი ნინა ილურიძე და Marketer.ge ჩემს შესახებ.

როგორ უნდა მივიღო პროგრამა?

პროგრამის მისაღებად უნდა მომწეროთ ფეისბუქის პირად შეტყობინებაში, რათა პროგრამის მიღებამდე გავიაროთ კონსულტაცია.

ვინ მიიღო შედეგი?

7 წელია ამ სფეროში ვარ და უამრავ ადამიანს დავეხმარე შედეგის მიღწევაში. ეს რეალური ადამიანები არიან, რეალური ისტორიებით და მათ კომენტარებს, ფოტოებს ნახავთ ჩემს საიტზე, ფეისბუქ გვერდზე, ალბომებში. ონლაინ პროგრამა კი ჯერ ერთი თვეა რაც დაიწყო და გაითვალისწინეთ, არავის აქვს თავისი პირადი ფოტოების გამოგზავნის პირობა, რადგან ბევრს არ სიამოვნებს, მით უმეტეს ქალბატონებს, თავისი ისეთი ფოტოების გასაჯაროება (“Before”), სადაც არც ისე კარგ ფორმაში არიან.

მინუს 50 კილო

თუმცა ერთ, ჩემთვის ყველაზე საყვარელ შედეგს, რომელიც ჩემს სტუდიაში დავაფიქსირეთ, აქ წარმოგიდგენთ.

 

ვისთვის არ გამოდგება ეს პროგრამა?

  • ვინც სასწაულებს ეძებს და არარეალურ მიზნებს სახავს;
  • ვინც ელოდება, რომ სხვამ უნდა შეცვალოს მისი ცხოვრება;
  • ვისაც არაფრის შეცვლა არ სურს.

ვისაც პროგრამის მიღება სურს, მომწერეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებაში

3 thoughts on “წონის კლების ონლაინ 4, 8, 12-კვირიანი პროგრამები

  • მაისი 8, 2018 at 7:31 pm
    Permalink

    Gamarjobat.. Dzalian didi survili maqvs daklebis da iqneb damexmarot, amixsnat da gamarkviot tqvens pirobebs

    Reply
  • ივნისი 14, 2018 at 6:22 pm
    Permalink

    მომწონს

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *