როგორ შევარჩიოთ სპორტული ტოპი?

თუ სპორტით და ვარჯიშით რეგულარულად დაკავდით, მალე მიხვდებოდით რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ შერჩეული სპორტული სამოსი. სპორტული ბუსჰალტერის, იგივე ლიფის ან ტოპის ხმარება ისევე აუცილებელია ქალისთვის, როგორც სპეციალურად შერჩეულის ბოტასების. როგორც არ შეიძლება ვარჯიში იმ ფეხსაცმლით, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ, რადგან ეს მოუხერხებელია და თან ტრავმას აიკიდებთ, იგივე ეხება ისეთ მნიშვნელოვან სამოსს ქალისთვის, როგორიც ლიფია.

რატომ უნდა გამოვიყენოთ სპორტული ტოპი?

ვარჯიშის დროს ქალის მკერდის ჯირკვლების კანი, რომელიც საკმაოდ თხელი და მგრძნობიარეა, ადვილად მოძრაობს. ეს კი, ერთის მხრივ არასასიამოვნო შეგრძნებებს და ტკივილს იწვევს, მეორე მხრივ კი კანი იჭიმება და მკერდი თავის ფორმას კარგავს. ასევე, სხვადასხვა მეცნიერული კვლევების მიხედვით, ასეთი ვარაუდებიც გამოითქვა, რომ თუ ქალი არ ატარებს სწორედ შერჩეულ ბუსჰალტერს და ის იწვევს მკერდის მიკრო ტრავმებს, ამან შეიძლება გაზარდოს მკერდის კიბოს განვითარების რისკი.
ვფიქრობ არცერთ ქალს არ სურს, რომ ვარჯიში, რომელსაც იწყებს სხეულის ფორმების და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, საპირისპირო შედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ ტიპის ბუსჰალტერის ხმარებისას:
  • მკერდი არ უნდა ვარდებოდეს ბუსჰალტერიდან მაღლა;
  • შეხედეთ მკერდს გვერდიდან და ხელები მაღლა ასწიეთ. ამ დროს ბუსჰალტერის სარტყელი მაღლა არ უნდა ადიოდეს;
  • ჩამოუშვით ხან ერთი მხარი, ხან მეორე და დააკვირდით ხომ არ ვარდება ზორტი მხრიდან ქვევით;
    დააკვირდით ხომ არ ტოვებს ბუსჰალტერი სხეულზე წითელი ნაჭდევების კვალს;
  • გამოსწიეთ ბუსჰალტერის ქვედა სარტყელი – იქ თავისუფლად უნდა ეტეოდეს ხელისგული.
როგორ უნდა შევარჩიოთ სპორტული ტოპი?

სტატისტიკის მიხედვით ქალების 80% ვარჯიშის დროს არასწორედ შერჩეულ სპორტულ ბუსჰალტერს ხმარობენ, რადგან ყიდვის დროს უმეტესად ყურადღებას ისეთ მახასიათებლებს აქცევენ, როგორიცაა ფასი, ფერი, მოდელის დიზაინი, როგორ უხდება ის ელასტიკებს და ა.შ. სპორტული ტოპის გარეშე ვარჯიში განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც დიდი ზომის მკერდი აქვს. ვარჯიშის და აქტიური მოძრაობების დროს მკერდი ხვდება სარძევე ჯირკვლებს, რაც მას აზიანებს და ტრავმებს იწვევს. ასეთი ვარჯიშის შემდეგ დაღლა და მოთენთილობა მატულობს.

ტოპის შეძენისას:

  • დააკვირდით ტოპის ქვედა სარტყელს, ის უნდა იყოს რბილი და ფართო, არანაკლებ 2,5 სანტიმეტრისა, რათა სხეულზე არ დაგაჭიროთ. თუ სარტყელის სიგრძე რეგულირდება უკან შესაკრავით, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ თავად შესაკრავმა არ უნდა გაგიხეხოთ კანი. ასევე უნდა დარწმუნებული იყოთ, რომ შესაკრავი კარგად მუშაობს და მოულოდნელად ვარჯიშის დროს არ შეიხსნება და არ შეგიქმნით უხერხულობას.
  • იცოდეთ, ვარჯიშის დროს მკერდის კარგ დაჭერას უზრუნველყოფს T-ტიპის ზურგი. უკეთესია თუ მას აქვს ბადის მაგვარი ქსოვილი, ვენტილაციისათვის. ლიფის ის მხარე, რომელიც ეკვრის სხეულს, უნდა იყოს ნაკერების გარეშე.
  • გაიზომეთ ტოპი. ასწიეთ ხელები, აამოძრავეთ მხრები და რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ ამოისუნთქეთ, მოხარეთ ზურგი, დაიხარეთ, იხტუნავეთ. ტოპი უნდა ზუსტად გქონდეთ მორგებული, არ მოძრაობდეს სხეულზე და კარგად იჭერდეს (და არა აჭერდეს) მკერდს.
რა ტიპის სპორტული (ტოპები) ბუსჰალტერები არსებობს?

ყველა სპორტული ტოპი აფიქსირებს მკერდს 2 საშუალებით:

  1. მჭიდროდ ეკვრის და მკერდის ჯირკვალთან ახლოს აფიქსირებს;
  2. უჭირავს მკერდი;

პირველ შემთხვევაში ტოპი დამზადებულია მკვრივი ელასტიური ქსოვილისგან და არ აქვს გამყოფი თასები (ღრუბლის ოვალები). ასეთი ტოპი გამოადგებათ ისეთ ქალბატონებს, ვისაც არ აქვთ დიდი მკერდი და არ არიან დაკავებული აქტიური სპორტის სახეობით.
ასეთი ტოპები გამოგადგებათ უფრო დაბალი აქტიურობის ვარჯიშის დროს, როგორიცაა – იოგა და პილატესი.
მეორე შემთხვევაში ტოპებს აქვს მკერდის დამაფიქსირებელი თასები და ასეთი ტოპი შეეფერებათ მათ, ვინც აქტიური ვარჯიშითაა დაკავებული ან აქვს შედარებით დიდი მკერდი.
ტოპი, რომელიც კარგად აფიქსირებს მკერდს გჭირდებათ სირბილის, აერობიკის, ცეკვის, კარდიოს, ხტუნვების და მსგავსი აქტიური ვარჯიშის დროს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.