სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში – Up2Fit

Up2Fit – ეს არის უფასო ონლაინ სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში. ის ჩემი, როგორც პერსონალური ტრენერის, ასევე ჯგუფებთან მუშაობის დროს დაგროვილი გამოცდილების მიხედვითაა შედგენილი. პროგრამა დაგეხმარებათ წონის კლების პროცესში, გაამკვრივებს და დახვეწავს სხეულის ფორმებს, მუცლის პრესს, ფეხებს, ხელებს, მოგიმატებთ ზოგად ტონუსს, სასიცოცხლო ენერგიას და განწყობას.

სავარჯიშო პროგრამა განკუთვნილია დამწყები და საშუალო დონის მოვარჯიშისთვის. სავარჯიშოდ თქვენ არ გჭირდებათ არანაირი აღჭურვილობა. 

ვარჯიში: ვარჯიშის ვიდეოს გახსნისას ვიდეოს გვერდით გამოჩნდებაა მისი აღწერილობაც, როგორ და რამდენი ხანი უნდა შეასრულოთ ის. უმეტესობა დროშია გათვლილი და სრულდება 30 წამი. ვარჯიშები გააკეთეთ ნელ ზომიერ ტემპში, არ იჩქაროთ, თუ ხედავთ რომ დასაწყის ეტაპზე იღლებით, გააკეთეთ მცირე შესვენებები. უკვე რამოდენიმე ვარჯიშში, ნახავთ როგორ გაგიადვილდებათ პროგრამის შესრულება.

ყურადღებით! თუ ხედავთ, რომ ვარჯიში არასასიამოვნო ტკივილს იწვევს, შეწყვიტეთ ვარჯიში და დააკვირდით რამ გამოიწვია ტკივილი. ტკივილით ვარჯიშის გაგრძელების შემთხვევაში არის ტრავმის მიღების საშიშროება. ამიტომ ერიდეთ სწრაფ და უეცარ მოძრაობებს, განსაკუთრებით ვარჯიშის პირველი კვირის განმავლობაში.

კვება: გაითვალისწინეთ, სწორი კვება მთავარი გასაღებია თქვენი შედეგის, მით უფრო თუ წონის დაკლებაც გსურთ. ვარჯიშთან ერთად დაგეგმეთ როგორ მოაწესრიგებთ თქვენს კვებას.

ვარიანტები: 

  1. ყველაზე მარტივი დიეტა – რომელიც გათვლილია მაღალკალორიული და მავნე პროდუქტების ნელ-ნელა შემცირებაზე.
  2. დუკანის დიეტა – ცილოვანი დიეტაა, რომელიც ძალიან პოპულარულია თბილისში და ბევრმა მიაღწია კარგ შედეგს. თუმცა დიეტაში ცილების დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, თირკმელების პრობლემის შემთხვევაში რეკომენდირებული არაა.
  3. შეადგინეთ საკუთარი დიეტა და მიუსადაგეთ თქვენს რეჟიმს და საყვარელ პროდუქტებს.
  4. ყველაზე მარტივი და მოკლე ვარიანტი – ცომეულის და ცხიმეულის ამოღება კვებიდან.
  5. ან მომწერეთ ფეისბუქის გვერდზე კონსულტაციისათვის – https://www.facebook.com/fitni.ge/

შეკითხვები და თქვენი მოსაზრებები შეგიძლიათ კომენტარებში გამიზიაროთ.

ან შემომიერთდეთ ფეისბუქ გვერდზე https://www.facebook.com/fitni.ge/ აქ პერიოდულად რჩევებს გაგიზიარებთ, როგორ უნდა იმუშაოთ შედეგზე, როგორ უნდა დასახოთ მიზნები, რომლებიც შესრულებად იქნება, ასევე სხვადასხვა სახის სამოტივაციო და შემეცნებით ვიდეოებს და ლაივ ჩართვებს.

ახლა კი დავიწყოთ – დააწკაპეთ სურათზე და გადადით უშუალოდ სავარჯიშო პროგრამაზე.

სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში

 

 

 

წარმატებულ ვარჯიშს გისურვებთ! 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *