ლეგალიზებულია თუ არა მარიხუანა აშშ-ში?

მარიხუანა (პლანი, კანაფი, კანაბისი) – ფსიქოატიური (ნარკოტიკული) საშუალებაა, რომელიც მზადდება ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის კანაბისის მშრალი ფოთლებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების კვების და წამლის ადმინსტრაციის (FDA) მიერ, ჯერ კიდევ არაა აღიარებული ან დადასტურებული მარიხუანას სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების ფაქტი,  თუმცა ამერიკის ზოგიერთმა შტატმა მოახდინა მარიხუანას ლეგალიზაცია სამედიცინო მიზნებით.

აკრძალულია თუ არა მარიხუანა ამერიკაში 

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კანონებით კანაბისის (იგივე მარიხუანა) გამოყენება, ფლობა, გაყიდვა, კულტივაცია და ტრანსპორტირება აკრძალულია.

მიუხედავად ამისა, ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ თუ სახელმწიფო მიიღებს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონს მისი რეკრეაციული ან სამედიცინო თვალსაზრისით გამოყენების შესახებ, ეს უნდა მოხდეს კანონების რეგულირების პირობით.

მიზეზი, რის გამოც მარიხუანა აკრძალულია ამერიკის ფედერალურ დონეზე, არის ის, რომ იგი შეტანილია ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში. ამ სიაში შეტანილი პრეპარატები, როგორც ნარკოტიკებთან   ბრძოლის ადმინისტრაცია აცხადებს, მათი მომხმარებლების მიერ ბოროტად გამოიყენება და არა აქვს სამედიცინო მიზნები.

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ცალკეულ შტატებში

ცალკეული შტატები არ იზიარებენ ფედერალური კანონების სტანდარტებს. უკვე 2016 წელს ამერიკის შემდეგ შტატებში – ალიასკა, კალიფორნია, კოლორადო, მენი, მასაჩუსეტსი, ნევადა, ორეგონი და ვაშინგტონი, მარიხუანას რეკრეაციული და სამედიცინო მიზნებით გამოყენება ლეგალიზებული იქნა. კოლუმბიის შტატში მარიხუანა სრულად იქნა ლეგალიზებული რეკრეაციული და სამედიცინო დანიშნულებით, მაგრამ კომერციული სახით გაყიდვა დაბლოკილი იქნა კონგრესის მიერ. 12 შტატს მიღებული აქვს კანონი დეკრიმინალიზაციის და სამედიცინო მიზნებით გამოყენების შესახებ. 13 შტატმა მოახდინა ფსიქოაქტიური სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება, თუმცა სხვა 13 შტატის მიერ ლეგალიზებული იქნა მხოლოდ არაფსიქოაქტიური სამედიცინო მარიხუანა. ერთი შტატის და ვირჯინიის კუნძულების მიერ დეკრიმინალიზებული იქნა კანონი მხოლოდ ფლობის შესახებ. დანარჩენ სამ შტატს და ორ დასახლებულ ტერიტორიაზე მარიხუანას შენახვა და გაყიდვა ნებისმიერ მიზნებით აკრძალულია.

რომელ შტატშია ლეგალიზებული ან დეკრიმინალიზებული მარიხუანა

მარიხუანას ლეგალიზაცია

აშშ კანონები მარიხუანას მოხმარების შესახებ:

  ლეგალიზებულია;

დეკრიმინალიზებულია და სამედიცინო მიზნებით გამოყენება ნებადართულია;

ლეგალიზებულია ფსიქოაქტიური სამედიცინო მარიხუანა;

ლეგალიზებულია არაფსიქოაქტიური სამედიცინო მარიხუანა;

 დეკრიმინალიზებულია ფლობა;

აკრძალულია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.