როგორ უნდა ვიკვებოთ ალერგიის დროს?

ალერგია – ეს არის იმუნიტეტის მწვავე რეაქცია ალერგენზე (გარკვეული ერთი ან რამდენიმე პროდუქტი), რომელიც სხვა ადამიანებისთვის არ არის გამაღიზიანებელი. მაგალითად: ცხოველების ბეწვი, მტვერი, პროდუქტები, წამალი, მწერების ნაკბენი, ქიმიური ნივთიერებები, ყვევილის მტვერი და სხვ. ალერგიისას წარმოიშობა იმუნოლოგიური კონფლიქტი – ალერგენთან ურთიერთქმედებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომლებიც ამაღლებენ ან ამცირებენ გამაღიზიანებელზე მგრძნობელობას.

ალერგიის წარმოშობის მიზეზები: 

გენეტიკური მიდრეკილება, ცუდი ეკოლოგია, სტრესი, თვითმკურნალობა, წამლების უკონტროლო მიღება, დისბაქტერიოზი, ბავშვის ჯერ კიდევ განუვითარებელი იმუნიტეტი (სანიტარიის მაღალი დონე გამორიცხავს ბავშვის ორგანიზმის მიერ „კარგი ანტიგენების“ გამომუშავებას).

ალერგიის დროს რა პროდუქტების მიღება შეიძლება

დაბალი ალერგენის დონის პროდუქტები:

რძემჟავა პროდუქტები (მაწონი, კეფირი, ნატურალური იოგურტი, ხაო), მოხარშული ან მოთუშული უცხიმო ღორის ან საქონლის ხორცი, ქათამი, თევზი, სუბპროდუქტები (ღვიძლი, თირკმელები, ენა), წიწიბურა, ბრინჯი, სიმინდის ხლებცი, მწვანილი და ბოსტნეული (კომბოსტო, ბროკოლი, კიტრი, ისპანახი, კამა, ოხრახუში, მწვანე სალათი, ყაბაყი), შვრიის, ბრინჯის, ქერის (პერლოვკა), მანანის ფაფა, ზეითუნის და მზესუმზირის ზეთი და კარაქი.

ზოგიერთი სახეობის ხილი და კენკრა (მწვანე ვაშლი, მსხალი, თეთრი ბალი, თეთრი მოცხარი) და ჩირი (მსხლის, ვაშლი, შავი ქლიავი), კომპოტები, ჩაი და მინერალური წყალი გაზის გარეშე.

საშუალო ალერგენის დონის პროდუქტები:

მარცვლეული კულტურები (ხორბალი, ჭვავი); წიწიბურა, სიმინდი; ცხიმიანი ღორის, ცხვრის, კურდღლის ხორცი და ინდაური; ხილი და კენკრა (ატამი, გარგარი, წითელი და შავი მოცახარი, მოცვი, ბანანი, მოცვი, საზამთროს); ზოგიერთი სახის ბოსტნეული (მწვანე წიწაკა, ბარდა, კარტოფილი, ლობიო).

ალერგიის მკურნალობის ხალხური მეთოდები:

გვირილას ნაყენი – 1ს/კ გვირილა 1 ჭიქა ადუღებულ წყალში, მიიღება 1ს/კ დღეში რამდენიმეჯერ;

ორკბილას ნახარში, ყავის ან ჩაის ნაცვლად; ჭინჭრის ყვავილების ნაყენი (1ს/კ 1 ჭიქა ადუღებულ წყალში, დააყოვნეთ ნახევარი საათი, ისმევა 1 ჭიქა დრეში სამჯერ);

მუმიო (ერთი გრამი მუმიო ერთ ლიტრ თბილი წყალში, 100 მლ დღეში);

ძახველი და ორკბილას ნახარში (1ჩ/კ ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და დატოვეთ 15 წუთი, მიიღება ჩაის ნაცვლად ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ).

სახიფათო პროდუქტები ალერგიის დროს:

მაღალი ალერგენის დონის პროდუქტები:

ზღვის პროდუქტები, თევზის ბევრი სახეობა, წითელი და შავი ხიზილალა; ძროხის რძე, ყველი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ნახევრადშებოლილი და შებოლილი ხორცი, ძეხვები, სოსისები.

კონსერვები, მარინადები, მარილიანი, მწარე და ცხარე პროდუქტები, სოუსები, სანელებლები და სპეციები; ზოგიერთი ბოსტნეული (გოგრა, წითელი წიწაკა, პომიდორი, სტაფილო, მჟავე კომბოსტო, ბადრიჯანი, შაველი, ნაიხური).

სხვადასხვა ხილი და კენკრა (მარწყვი, წითელი ვაშლი, მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, ქაცვი, მოცვი, ხურმა, ყურძენი, ალუბალი, ბროწეული, ნესვი, ქლიავი, ანანასი), ასევე წვენები, კისელი, კომპოტი ამ ხილისგან.

ციტრუსის ყველა სახეობა, ტკბილი და ხილის გაზირებული სასმელი, საღეჭი რეზინები, არომატიზირებული არანატურალური იოგურტები, ზოგიერთი სახის ჩირი (კურაგა, ფინიკი, ლეღვი).

თაფლი, თხილეული და სოკოს ყველა სახეობა; ალკოჰოლური სასმელები, კაკაო, ყავა, შოკოლადი, კარამელი, მარმელადი; პროდუქტები საკვები დანამატებით (ემულგატორები, კონსერვანტები, არომატიზატორები, საღებავები), ეგზოტიკური პროდუქტები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.