ალოეს სასარგებლო თვისებები

ალოეს ქიმიური შემადგენლობა და სასარგებლო ნივთიერებები

ალოე (ლათ. Aloë ) – მის შემადგენლობაში შედის  Е, С, А და В ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები მარგანეცი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, პოლისაქარიდები,კახეტინი, ფერმენტები, ალიონი, ფიტოციდები, ორგანული მჟავები, ფენოლები, რთული ეთერები, ფისოვანი ნივთიერებები.  ალოეს წვენს აქვს ბაქტერიოციდული, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, არჩენს კანის  (წყლულები, ეგზემა, ალერგიული გამონაყარი და სიწითლე, დერმატიტი), შინაგანი ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები) დაავადებებს.

კანის გაჭრისას და დაზიანებისას ალოეს გაჭრილ ფურცელს გამოიყენებენ სისხლდენის გასაჩერებლად და დეზინფექციისას. ალოეს აღმდგენი თვისებები კანს აახალგაზრდავებს,  ატენიანებს და ხდის ელასტიურს.

როგორ გამოვიყენოთ ალოე

ყველაზე ხშირად სამკურნალო სახით იყენებენ ალოეს წვენს ან მის ფაფასავით დაშლილ ფურცლებს. ფაფის გასაკეთებლად აუცილებელია ალოეს ფურცლებს მოაცილოთ კანი წვეტიან ბოლოებთან ერთად, ხოლო რბილობი გაატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში ან დანაყოთ ქვასანაყში.

იმისათვის, რომ მიიღოთ მაღალი რეგენერაციის შემცველობის ალოეს წვენი, საჭიროა წინასწარ გარკვეული მოსამზადებელი პროცედურების ჩატარება.

დასაწყისისთვის მცენარეს 20 დღე არ რწყავენ, რათა ბუნებრივად გამოშრეს. შემდეგ ფურცელს წყვეტენ, ახვევენ მუქი ფერის ქაღალდში, ისე რომ ბოლოები ღია დარჩეს და ასე ინახავენ მაცივარში 10 დღით.

ასეთი მანიპულაციები იწვევენ ალოეს ფურცელში ბუნებრივი ბიოსტიმულატორების გამომუშავებას, რომლებსაც გამაახალგაზრდავებელი და მაგენერირებელი თვისებები გააჩნიათ. ფურცლებს მოჭრის შემდეგ აქუცმაცებენ და ასხავენ წყალს შემდეგი პროპორციით 1:3. შემდეგ ნაზავს 1 საათის განმავლობაში ჰერმეტიულ ჭურჭელში ათავსებენ ბნელ ადგილას. მზა წვენი უნდა გაიფილტროს და შეინახოთ მაცივარში არაუმეტეს 14 დღისა. ალოეს ასეთი სახით გამოიყენებენ გარე შეზელისათვის და კანისთვის ლოსიონის სახით. სხვადასხვა ხალხურ რეცეპტებში ალოესგან ამზადებენ სპირტის ნაყენებს, კონცენტრატებს, კომპრესებს, მაზებს და ემულსიებს.

ალოეს გამოყენება ხალხურ მედიცინაში

ძალიან ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს, რომელშიც ალოეს იყენებენ. აი ზოგიერთი მათგანი:

ალოე იმუნიტეტის ასამაღლებლად: ყოველდღე დღეში 3-ჯერ, 1ჩ/კ ჭამამდე შემდეგი შემადგენლობის ნაზავი – 300გრ. ნიგოზი, 200გრ. თაფლი, 100გრ. ალოეს  და 3-4ც. ლიმონის წვენი.

ალოე ანგინის დროს: ალოეს ნაყენი მზადდება შემდეგი წესით – 250გრ. ალოეს გასუფთავებული ფოთლები ტარდება ხორცსაკეპ მანქანაში, უნდა დაემატოს 100გრ. შაქარი და ჰერმეტიულად დახურულ ქილაში 3 დღე ბნელ ადგილას უნდა გაჩერდეს. შემდეგ ამატებენ 250გრ. არაყს და კიდევ 3 დღე ინახავენ. სრული გამოჯანმრთელებისათვის ნაყენს სხვავენ 1 სუფრის კოვზს ჭამამდე 30წ. ადრე დღეში 3-4-ჯერ.

ალოე ღრძილების და პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის: პირში უნდა გამოივლოთ წყალთან გაზავებული ალოეს წვენი (50/50), გააჩერეთ პირის და ღრძილების გაღიზიანებულ ადგილებთან.

ალოე კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავისთვის: 150გრ. ალოეს დაქუცმაცებული ნაჭრები შეურიეთ 100გრ. შაქარს და 3 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. ნაზავს დაამატეთ წითელი მშრალი ღვინო და კიდევ 1 დღე გააჩერეთ. იღებენ ჭამამდე 1ს/კ დღეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 1,5 თვე.

ალოე პროსტატის ადენომისას და პოტენციის პრობლემების დროს: შეურიეთ ტოლი რაოდენობებით (მაგ. 50გრ.) ალოეს წვენი, ბატის ქონი, კარაქი, ასკილი და თაფლი. წამოდუღდეს წყლიან ჭურჭელში 5-7 წუთი, გაგრილდეს და შეინახეთ მაცივარში. მიღებამდე საჭიროა 1ს/კ ნაზავი უნდა გაიხსნას 200გრ. რძეში. კურსი შეადგენს 7 დღეს დღეში 3-ჯერ.

ალოეს გამოყენება კოსმეტოლოგიაში

ალოეს ხშირად იყენებენ კოსმეტიკაში სახის ნიღბებში, თავის კანისთვის და აბაზანისთვის.

ალოეს ნიღაბი მგრძნობიარე კანისთვის: ცაცხვის, გვირილას, კრაზანას და ვარდის (1-2ჩ/კ.) მშრალ ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი (200 მლ), გააგრილეთ 40° გრადუსამდე, დაამატეთ ალოეს ერთი პატარა ფოთლის ნატეხის ფაფა და დატოვეთ სრულ გაგრილებამდე. მზა ნარევით 3-4 ფენად დაკეცილი დოლბანდი დაასველეთ და დაიდეთ სახეზე. 15 წუთის შემდეგ, ნიღბის ნარჩენები თბილ წყალთან ერთად უნდა ჩამობანოთ.

ალოეს ნიღაბი კანის დასატენიანებლად: შეურიეთ 2ს/კ ალოეს ფაფა, 3ჩ/კ დამატენიანებელი კრემი, 3-4 წვეთი ატმის კურკების ზეთი და 1ჩ/კ არაყი. მიღებული ნაზავი დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე და დატოვეთ 20-30წ. ნიღბის ნარჩენები ფრთხილად მოიცილეთ სახიდან ქაღალდის ხელსახოცით.

ალოეს ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად: ალოეს წვენი (2-4 ფურცელი თმის სიგრძის მიხედვით) შეურიეთ ერთი კვერცხის ყვითელ გულს და დაიდეთ თმის ძირებზე და მთელს სიგანეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამობანეთ თბილი წყლით.

ალოეს გამაახალგაზრდავებელი აბაზანები: შეურიეთ ალოეს წვენი 3-5ს/კ, რძე 500მლ. და პიტნის ნაყენი 1-2ს/კ და ჩაასხით თბილი წყლით სავსე აბაზანაში. ასეთ აბაზანაში გაჩერდით არაუმეტეს 15 წუთისა.

ალოეს სახიფათო და მავნე თვისებები:

ალოეს უკუჩვენება აქვს: მენსტრუალური ციკლის და ორსულობის დროს, ნაღვლის ბუშტის დაავადებების გამწვავების შემთხვევაში, ჰიპერტონიისას, ვარიკოზისას, საშვილოსნოს სისხლდენისას, სასუნთქი გზებიდან სისხლიანი გამონადენისას, ინდივიდუალური აუტანლობისას და 7 წლის ასაკამდე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.