გემრიელი რეცეპტები – მექსიკური კარტოფილი ქათმის ბარკლებთან ერთად

როგორ მოვამზადოთ მექსიკური კარტოფილი ქათმის ბარკლებთან ერთად?

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკალი – 3 ცალი

კარტოფილი – საჭიროების მიხედვით

ლიმონის წვენი – 5 გრამი

სოიოს სოუსი – გემოვნებით

ნიორი – 3 კბილი

ქონდარი, სვანური მარილი და მარილი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

ქათმის ბარკლები – მარინადის მოსამზადებლად დაჭერით წვრილად ნიორი, დაასხით ლიმონის წვენი და სოიოს სოუსი გემოვნებით, გაუკეთეთ სვანური მარილი და მარილი გემოვნების მიხედვით, დასერეთ ბარკლები და ამოავლეთ მარინადში. გააჩერეთ 2 საათით.

მექსიკური კარტოფილი – კარტოფილს კანიანად ვრეცხავთ, ვჭრით და ვსერავთ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, ვათავსებთ ჭურჭელში და ვამატებთ მარილს, ქონდარს და სვანურ მარილს გემოვნების მიხედვით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.